4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-1

დომინიკ მოისი, "ემოციის გეოპოლიტიკა, რა ფორმას აძლევენ მსოფლიოს შიში, დამცირება და იმედი", ფლამარიონი, პარიზი,2008. ავტორი არის საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. უძღვნი მამაჩემი ჟიულ მოისის ხსოვნას. მისი ნომერი ოსვენციმში იყო 159721,ის გადაურჩა შიშს და დამცირებას იმიტომ რომ ჩემთვის იმედი ესწავლებინა.

წინათქმა : 
 2008
წლის 4 ნოემბერს მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მსგავსად მე ვნახე თუ როგორ ზეიმობდნენ პრეზიდენტი ბარაკ ობამას არჩევას გრანტ პარკი და ჩიკაგო. ეს იყო ემოციით დატვირთული ხატები. ამ სამახსოვრო ღამის უძლიერესი სიმბოლოდ ჩემთვის დარჩა სიხარულის ცრემლები რევერენდი ჯესი ჯეკსონის სახეზე. ამან მე გამახსენა თითქმის 20 წლის წინ ნანახი სიხარულის ცრემლები დიდი რუსი ვილონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩისა რომელიც ლტოლვილობის წლების შემდეგ მოზეიმე ბრბოს წინაშე უკრავდა კედლის ნანგრევებზე. გამარჯვებისა და შერიგების, მსოფლიოსთან ჰარმონიის ცრემლები,სიხარულზე მეტყველი,ემოციების, კარგი ემოციების მიერ ნაზიდი ცრემლები-მამაკაცებს და ქალებს შეეძლოთ ისტორიის შეცვლა როგორც უკეთესობისკენ ისე უარესობისკენ. 



ერთი თვეც არ იყო გასული და «ცუდი ემოციები» მოქმედებდნენ მუმბაიში, ქალაქში რომელიც განასახიერებს ინდოეთის იმედს. დამცირება გადაიზარდა ტერორისტულ ძალადობაში. 
 
«რატომ უნდა გაგვიკეთოთ ეს,ჩვენ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია»,ეუბნებოდა მძევალი შეიარაღებულ ადამიანს მანამდე სანამ მას მოკლავდნენ. 

შენ გახსოვს ბაბრი მასჯიდი? იყვირა საპასუხოდ ერთ-ერთმა ტერორისტმა. ბაბრი მასჯიდი იყო ინდოეთის პირველი მოღოლი იმპერატორის მიერ XVI საუკუნეში აგებული მიზგითი რომელიც ინდუისტმა ექსტრემისტებმა დაანგრიეს 1962 წელს. «შენ გახსოვს გოდრა?», იკითხა მეორე თავდამსხმელმა. გუჯარატის ამ ქალაქში 2002 წელს იფეთქა რელიგიურმა ჯანყებმა რომლებიც გადაიქცა მაჰმადიანების წინააღმდეგ მიმართულ პოგრომად. 

ეს მოვლენა თავის ჯერზე მოწმობს, თუ კიდევ ეს საჭიროა, სიმბოლოთა ჯიუტი ძალის სესახებ. 

დამცირებას შეუძლია ემოციიების აფეთქება და საუკუნეების შემდეგაც ადამიანთა მოქმედებების წარმართვა. 

ამ წიგნის სათაური « ემოციათა გეოპოლიტიკა» გააღიზიანებს მრავალ კრიტიკოსს და მათ პროვოკაციადაც კი შეიძლება მოეჩვენოს. ვინაიდან განა გეოპოლიტიკა სწორედ რაციონალობის,ობიექტური მონაცემების,მაგ. საზღვრების,ეკონომიკური რესურსების,სამხედრო ძლიერების,პოლიტიკური ანგარიშების და ინტერესების საქმე არაა? ყოველივე ამის საპირისპიროდ ემოციები არსებითად სუბიექტური ან სულაც წმინდა ირაციონალური მოვლენაა. ემოციათა გარევა გეოპოლიტიკაში შეიძლება იყოს მხოლოდ უაზრო,მეტიც,სახიფათო საქმე და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიგიჟე რასაც განასახიერებდნენ წარმართი ბრბოები ნიურნბერგში მაშინ როდესაც გერმანია ეფლობოდა ბარბაროსობაში. 
მაგრამ ეს წიგნი ეფუძნება ორმაგ რწმენას. უპირველეს ყოვლისა მე მწამს რომ შეუძლებელია ამ სამყაროს გაგება მის ემოციათა გაგებისა და ინტეგრაციის მცდელობის გარეშე; მეორეც, ემოციები ჰგვანან ქოლესტეროლს,არის ცუდი და კარგი ემოციები, ლაპარაკია მათი სწორი წონასწორობის პოვნაზე. 

2008
წლის ნოემბერში გარკვეული ხნით მაინც იმედმა აჯობა შიშს. რასიული ცრურწმენების კედელი დაინგრა და მსგავსი კედელი უეჭველად დაინგრა 20 წლით ადრე ბერლინში. მართალია რომ ობამას ამ გამარჯვებას ჰქონდა ობიექტური, რაციონალური მიზეზები. ჩვეულებრივი პოლიტიკური ანალიზის ცნებებში ის გამოხატავდა გაჭიმულ-გახანგრძლივებული ომისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში წინა ადმინისტრაციის მიერ გატარებულ პოლიტიკის უარყოფას. მაგრამ შეუფასებელ-შეუმჩნევეკლი არ უნდა დარჩეს ამ არჩევანის ემოციური განზომილება და სიამაყის გრძნობა რომელიც მან გაუღვიძა ამდენ ამერიკელს. 

გაუგებარი დარჩება 2008 წლის ზაფხულში რუსეთის სამხედრო მოქმედებები კავკასიაშიც თუ კი არ გავითვალისწინებთ მათ ემოციურ მნიშვნელობას. მოსკოვის,პუტინისა და მედვედევის რეჟიმმა არა მხოლოდ ქართველებს არამედ მთელ მსოფლიოს სრულებით გარკვევით უთხრა შემდეგი რამ : 

«
იმპერიული რუსეთი დაბრუნდა! 1989 წლის შემდეგ თქვენ შეგეძლოთ ქედმაღლობის გამოჩენა. ეს დრო წავიდა. ჩვენ ამიერიდან მზად ვართ პოსტსაბჭოთა დამცირების დასაძლევად და ამ ახალ იმედს ჩვენ ავაგებთ თქვენი შიშის საფუძველზე 

იმავე 2008 წლის ზაფხულში სხვა რეჟიმიც ცდილობდა წარსულ დამცირებათა წაშლას მსოფლიო სცენაზე : ამას ის აღწევდა არა სამედრო ავანტურებით არამედ სპორტის ინტერნაციონალის მეშვეობით. ოლიმპიური თამაშების ჩატარებით ჩინეთი სიმბოლურად და ემოციურად მოითხოვდა მის ცენტრალურ როლს ისტორიაში და მის გლობალურ ლეგიტიმურობას. გახსნის ცერემონიის დიდებულებით,სტადიონის არქიტექტურის სილამაზით, მისი ათლეტების მიერ მოპოვებული მრავალი მედალით ჩინეთი წარმატებით გადავიდა თანამედროვეობაში და დაიპყრო დინამიურად განვითარებადი ეკონომიკით ნაკვები იმედის ახალი მწვერვალები. 

მაგრამ იმავე დროს როდესაც ჩინეთი იმედით უყურებდა მომავალს არაბული სამყარო ჩაფლული იყო ტრაღედიაში და დამცირების ნეგატიურ ემოციაში. 

არ იქნებოდა სწორი იმის თქმა რომ ყველა არაბი თუ არაბთა უმეტესობა იზიარებს დასავლეთის წინააღმდეგ ჯიჰადის ირაციონალურ და სიძულვილით აღსავსე დოქტრინებს. მიუხედავად ამისა მრავალ ზომიერს არ სჯერა მშვიდობიანი ცვლილებისა და სრულფასოვანი მოქალაქეობის შემოღებისა. მათ სწამთ რომ ყველა პოლიტიკური ხელმძღვანელი გარყვნილია და უპატიოსნოა. ეს მიდგომა გასაგებია, მაგრამ ის გამოხატავს და აძლიერებს უიმედობის გრძნობას რომელიც ხელს უშლის პროგრესს მთელს არაბულ სამყაროში. 

სიძულვილი

შიში იმედის წინააღმდეგ,იმედი დამცირების წინააღმდეგ,დამცირება რომელსაც მივყავართ უბრალო და წმინდა ირაციონალობამდე,ზოგჯერ ძალადობამდეც-შეუძლებელია, ვიმეორებ, მსოფლიოს გაგება მისთვის ფორმის მიმცემი ემოციების უფრო ღრმად შესწავლის გარეშე. 

ბარაკ ობამა არჩეულია: მაგრამ ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და ვრცელდება მთელს მსოფლიოში, მოქმედებს, თუმცა ნაკლებად, აზიაზეც, კონტინენტზე რომელიც აქამდე იყო გლობალური ეკონომიკური ზრდის ძრავა. რომელი ძალა,რომელი ემოცია გაიმარჯვებს დედამიწაზე? ობამას გამარჯვებით ნატარები იმედი თუ ეკონომიკური სირთულეების გამო გაჩენილი შიში? შეუძლებელია ამის წინასწარმეტყველება. ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შესძლებს ახალი პრეზიდენტი სიტყვების საქმედ გადაქცევას;პოლიტიკური მოქმედების აღდგენას და რეაბილიტაციას მის თანამოქალაქეთა თვალში. მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია ჩინეთის ხელმძღვანელობის სიბრძნეზე. ეს ხელმძღვანელობა დგას ურთულესი პრობლემების წინაშე. 

სიახლე ისაა რომ მომავალი აღარაა დამოკიდებული მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

ჩვენ მალე უეჭველად შევიტყობთ არიან თუ არა კრიზისის დასაძლევად დემოკრატიულ ქვეყნებზე უკეთესად შეიარაღებული ჩინური რეჟიმის მსგავსი ცენტრალიზებული და არადემოკრატიული რეჟიმები.

No comments:

Post a Comment