«ვისაც სხვა ადამიანი უყვარს უყვარს ღმერთი იმიტომ რომ სხვა ადამიანში არის ღმერთის ნაწილაკი. ვისაც უყვარს სხვა ადამიანი უყვარს თავისი საკუთარი სიღრმე » (ვარიაცია ბაალ შემ ტობის თემაზე, მთარგმნელი)
კაბალა, ებრაულად ქაბალაჰ, ნიშნავს «მიღებას». ლაპარაკია მიღების სიბრძნეზე. ამ ცნებას ხანდახან განმარტავენ როგორც ტრადიციას. კაბალისტი არის ინც ვინც მიიღო ტრადიცია.
ამ სიტყვას იყენებენ მხოლოდ XIII საუკუნიდან; ის აღნიშნავს დოქტრინას და ინიციაციურ დისციპლინას და არა დოგმას, ებრაულ მისტიკას თუ იუდაურ ეზოთერიზმს.
ამ დრომდე ის აღნიშნავდა ყველაფერს რაც მონაწილეობდა თორას ანუ «დაწერილი კანონის» პარალელად მიჩნეული “ზეპირი კანონის» (თალმუდისა და მიშნას) გადაცემაში.
კაბალა, რომელიც სულაც არაა ებრაული ùმისტიციზმის ერთადერთი გამოხატულება, არის ხანგრძლივი ისტორიული დამწიფების ნაყოფი. მას ბიბლიური ფესვებიც კი უნდა ჰქონდეს. კრიტიკული აზრისათვის ის უნდა ჩამოყალიბებულიყო XII საუკუნეში თუმცა ამავე დროს ეწაფებოდა შორეულ წყაროებს. მისი უძველესი ფენები უნდა თარიღდებოდეს ა.წ. პირველი საუკუნეებით ანბანურ და კოსმოლოგიურ მისტიკურ ტრაქტატ « სეფერ იეზირაჰ-თან («შესაქმის წიგნი») ერთად.
სიცოცხლის ხე, 10 სეფიროტი (ღმერთის ემანაციები) |