8.07.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-5 : ებრაული კაბალა, მიღების სიბრძნე :

«ვისაც სხვა ადამიანი უყვარს უყვარს ღმერთი იმიტომ რომ სხვა ადამიანში არის ღმერთის ნაწილაკი. ვისაც უყვარს სხვა ადამიანი უყვარს თავისი საკუთარი სიღრმე »  (ვარიაცია ბაალ შემ ტობის თემაზე, მთარგმნელი) 

სიცოცხლის ხე,
10 სეფიროტი
 (ღმერთის ემანაციები)
 კაბალა, ებრაულად ქაბალაჰ, ნიშნავს «მიღებას». ლაპარაკია მიღების სიბრძნეზე. ამ ცნებას ხანდახან განმარტავენ როგორც ტრადიციას. კაბალისტი არის ინც ვინც მიიღო ტრადიცია.
 
ამ სიტყვას იყენებენ მხოლოდ XIII საუკუნიდან; ის აღნიშნავს დოქტრინას და ინიციაციურ დისციპლინას და არა დოგმას, ებრაულ მისტიკას თუ იუდაურ ეზოთერიზმს.

   ამ დრომდე ის აღნიშნავდა ყველაფერს რაც მონაწილეობდა თორას ანუ «დაწერილი კანონის» პარალელად მიჩნეული “ზეპირი კანონის» (თალმუდისა და მიშნას) გადაცემაში.
 
კაბალა, რომელიც სულაც არაა ებრაული ùმისტიციზმის ერთადერთი გამოხატულება, არის ხანგრძლივი ისტორიული დამწიფების ნაყოფი. მას ბიბლიური ფესვებიც კი უნდა ჰქონდეს. კრიტიკული აზრისათვის ის უნდა ჩამოყალიბებულიყო XII საუკუნეში თუმცა ამავე დროს ეწაფებოდა შორეულ წყაროებს. მისი უძველესი ფენები უნდა თარიღდებოდეს ა.წ. პირველი საუკუნეებით ანბანურ და კოსმოლოგიურ მისტიკურ ტრაქტატ « სეფერ იეზირაჰ-თან («შესაქმის წიგნი») ერთად.


 მოგვიანო ნაწერებში ( «ჰეიხალოტებში» ანუ «ზეციურ სასახლეებში») ადეპტი ექსტატიურად აღზევდება და გაივლის ზეციურ სფეროებს  ზეციური ეტლის ტახტის ხილვამდე (ეზეკიელი, თავი 1) და იყენებს მაგიურ ფორმულებს.
 
ეს ტექსტები ახლოსაა ელინისტურ ასტრალურ მისტიციზმმთან.
საკუთრივ კაბალას სპეციფიურობა მდგომარეობს ათი სეფიროთის, ძალის ანუ სიტყვასიტყვით «რიცხვთა» დოქტრინაში.  მისი მეშვეობით ცდილობენ იმის ახსნას თუ თუ როგორ ვლინდება, როგორ ამჟღავნებს თავს თანდათანობით ღვთაება რათა აბსოლუტური ერთობის განუცხადებელი მდგომარეობიდან თანდათანობით გადავიდეს ფიზიკური სამყაროს ხილულობასა და მრავალფეროვნებაზე.
 
კაბალას თქმით ღმერთსა და ფიზიკურ სამყაროს შორის არის ღმერთის ათი ემანაცია. ისინია კეტერ (გვირგვინი/ნება), ჰოხმა (სიბრძნე),ბინაჰ(გონიერება),ჰესედ (თანაგრძნობა), გებურაჰ (სიმკაცრე),ტიფერეტ(ჰარმონია),ნეზაჰ(გამარჯვება), ჰოდ
(ბრწყინვალება), ვესოდ (დაფუძნება), მალხუტ (მეფობა).

ბაალ შემ ტოვი,
ექსტატიური ლოცვა.

 
ღვთაების ბუნებისა და ადამიანის ბუნების სულიერი ანალოგიის (შესაქმის წიგნი 1,26)გამო ღვთაებრივი პლერომის ეს სტრუქტურა არის ადამიანის სულიერი გარდაქმნის მოდელი. Mმისი ეზოტერული დისციპლინა ფარულია გამოცხადების (თორა) და მისი რიტუალური მოთხოვნების (მიზვოთ) საიდუმლოებებში. Mმისი ღრმა შინაარსი უნდა გაიხსნას კაბალისტური ინტერპრეტაციით.
 
ათი სეფიროტის ცნება “ღვთაებრივი ატრიბუტების” კაბალისტური მნიშვნელობით (განსხვავებით სეფერ იეზირაჰისგან რმლისთვისაც ეს ცნება ნიშნავს “რიცხვებს”) პირველად გამოიყენებულია ნაშრომში “სეფერ ჰა-ბაჰირ” რომლის ავტორადაც ტრადიციულად თვლიან კაბალისტ მოძღვარ ნეჰუნია ბენ ჰა-კანაჰს. უცნობი წარმოშობის ეს მოძღვარი გამოჩნდა XII საუკუნის დასასრულს პროვანსში. არადა მაჰმადიანურ ანდალუზიასთან კონტაქტში მყოფი პროვანსი იყო ერთ-ერთი ის ცენტრი რომლითაც ჩრდილოეთ ევროპას გადასცეს არაბული აზრის დიდი კლასიკოსები. კაბალას წარმოშობის ახსნისას ჰაინრიხ გრეცი (1817-1891) ფიქრობს რომ ის არსებითად არის მაიმონიდის მიმდევართა რადიკალური რაციონალიზმის საწინააღმდეგო რეაქცია. კაბალას ისტორიული გაჩენა მართლაც ემთხვევა ფილოსოფიის გავრცელებას ებრაელებში,პროვანსში მაიმონიდის (1135-1204) ნაშრომი “გზადაბნეულთა მეგზურის” ებრაული თარგმანის გავრცელებას.
 
კოსმოლოგია და მეტაფიზიკა: 
კაბალას ესპანეთში გავრცელებამ წარმოქმნა მრავალი ტენდენცია. ეს იგრძნობა შემდგომი ხანის ეზოტერულ ლიტერატურაში.
   
ესპანური კაბალას თეოსოფიური სისტემა ექსტატიურ გამოცდილებაზე მეტად დაინტერესებულია ეზოტერული მეცნიერებით,ღვთაებრივი სამყაროს ბუნებითა და ამ სამყაროს დამოკიდებულებით ქმნილ,ხილულ სამყაროსთან.
  გნოსტიციზმით და ნეოპლატონიზმით გამსჭვალული ესპანური კაბალა მეტყველებს სიმბოლური ენით და უპირისპირდება კაბალისტური მეცნიერების გადაცემას არაინიციირებულებისთვის.
 
კაბალისტები უპირისპირდებიან ფილოსოფიას,მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მათ იდეებს ხშირად იღებენ ნეოპლატონური და არისტოტელური სპეკულაციებიდან და მათ კოსმოლოგიურ და მეტაფიზიკურ სისტემებში იყენებენ ნეოპლატონურ და არისტოტელურ ტერმინოლოგიას და ფორმულებს.
 
ებრაელ ეზოტერიკოსებს ორაზროვანი დამოკიდებულება აქვთ ფილოსოფიის მიმართ. თუ დაპირისპირება ყველაზე გააფთრებული დაპირისპირებაა დამეორე უკიდურესობაა ყველაზე შემრიგებლური სინთეზი...
 
ფილოსოფიური რაციონალიზმი ვერ ეგუება რელიგიური რწმენის მეტაფიზიკურ და სუპრა-რაციონალურ არსს და ბიბლიური რჩევები არაა უბრალოდ მორალური და სოციალური წესები, როგორც ეს უნდოდათ მაიმონიდის მოწაფეებს. ისინი არის უხილავი და შეუცნობელი ღვთაებრივი სფეროს გამოხატულება. სამაგიეროდ მრავალი კაბალისტიც იზიარებს ფილოსოფიის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს და ამავე დროს უპირატესობას ანიჭებს კაბალას.
               
სამყაროს ჰარმონიის აღდგენა:
ოპერატიული კაბალა მოიცავს ასტროლოგიურ და მაგიურ ელემენტებს, მაშინ როდესაც პროფეტული კაბალა ეყრდნობა ანბანურ მისტიკას რომელსაც უკავშირებს მაიმონიდის იდეებს. ასოების გადაადგილებით ადამიანს შეუძლია დაკავშირება აქტიურ ინტელექტთან და შეუძლია წინასწარმეტყველური შთაგონების მიღება.
 
კაბალისტური სისტემის ყველაზე სრული გამოხატულებაა 1280-1286 წლებში  კასტილელი კაბალისტიც მოსე დე ლეონის თხზულება “ზოჰარი” (“ბრწყინვალების წიგნი”).
 
ზოჰარი ღვთაებას წარმოადგენს როგორც ძალათა  დინამიურ გადმოღვრას. ეს პროცესი მოიცავს მრავალ ასპექტს. ღმერთი თავისთავად მიუწვდომელია, უხილავია და უძრავია მაგრამ ადამიანს შეუძლია ცოდნა ათი სეფიროტისა რომელთა მეშვეობითაც ღვთაებრივი ძალები გადმოიღვრება სამყაროს შესაქმნელად.
 
“ზოჰარის” თეოსოფია კონცენტრირებულია სეფიროტების როგორც ღვთაების შიგნით მიმდინარე პროცესის სიმბოლოების ბუნებასა და მათ ურთიერთმოქმედებაზე. სეფიროტები არიან აგრეთვე შესაქმის ფენომენთა არქეტიპები და მათი ფუნქციონირების ჭვრეტას შეუძლია სამყაროს და ისტორიის შინაგანი პროცესის ჩვენებაც.
 
ასეა რომ “ზოჰარი” წარმოადგენს იუდაიზმისა და იზრაელის ისტორიის კოსმიურ ინტერპრეტაციას რომლის თანახმადაც თორა,რჩევები,ისევე როგორც იზრაელის არსებობა ლტოლვილობაში წარმოადგენენ ღვთაების შინაგანი ცხოვრებისა და იქ მიმდინარე პროცესების თუ იქაური მოვლენების სიმბოლოებს.
 
ასე განმარტებული რიტუალური რჩევების სწორი დაცვა იძენს კოსმიურ მნიშვნელობას. 
ესპანეთიდან ებრაელების გაძევების შემდეგ კაბალას გავრცელების ცენტრად გადაიქცა ქალაქი საფედი წმინდა მიწაზე. კაბალას კოსმიური ასპექტი იქ დრამატულად განავითარა ისააკ ბენ სალომონ ლურიამ (1534-1572). ებრაელი ხალხის მიერ განცდილი ისტორიული კატაკლიზმი პროეცირებულია ღვთაებრივ სამყაროში.

ცრუ მესია საბატაი ზევი ტახტზე
ლურიას თანახმად შემოქმედი შესაქმის დაწყებიდან შეიკეტა თავის თავში და ადგილი დაუთმო სამყაროს,მაგრამ აგრეთვე ბოროტებასაც.
 
პირველსაწყისი,თავდაპირველი ემანაციის დროს მოხდა კოსმიური კატასტროფა რომელმაც “დაამსხვრია სინათლის მიმღებები” და გაფანტა ამიერიდან ქერქში დამწყვდეული სიწმინდის ნაპერწკლები.
 
ამიერიდან ადამიანს ევალება სიწმინდის ნაპერწკალთა განთავისუფლება ლოცვითა და რიტუალური მოთხოვნების სათანადოდ დაცვის მეშვეობით. მხოლოდ ასე შეიძლება სამყაროს ჰარმონიის აღდგენა და ღვთაების გამთლიანება,რაც არის საბოლოო გამოხსნა-გამოსყიდვის წინაპირობა.
 
ეს დოქტრინა გადაიქცა ხალხურ მესიანიზმად რამაც გამოიწვია ყალბი მესია საბატაი ზევის (1626-1676) გამოჩენა.
 კაბალას ბოლო აღზევებაა პოლონეთში ჰასიდიზმის დამფუძნებელი იზრაელ ბაალ შემ ტობის (1698-1760) მოღვაწეობა. მან იმედი მისცა ხმელნიცკის (1648-1654) მიერ მოწყობილი სასაკლაოებით და სიღატაკით გატანჯულ ცენტრალური ევროპის იუდაიზმს.
 
მან გაიზიარა ლურიას კაბალას იდეები გამოსყიდვის თაობაზე,მაგრამ გაანეიტრალა მათი მესიანისტური განზომილება.
 
ის ხაზს   უსვამს ღმერთის სიყვარულით,ექსტატიური ლოცვით და კულტში სიხარულით ინდივიდუალური გამოხსნა-გამოსყოდვის მნიშვნელობას.
 
კაბალა დიდად იყო გავრცელებული სამხრეთ საფრანგეთშიც,პროვანსში.
     
“სოციალური გამოხსნა”:
კაბალას დღესაც ცოცხლად ინახავენ უმთავრესად ჰასიდთა ჯგუფები.  რაბინი იუდა აშლაგი (1885-1954) ქადაგებს სოსოციალური გამოსყიდვა-გამოხსნის იდეოლოგიას. გავლენას კარგავს ომის შემდეგ სულიერი განახლების წამომწყები ორსეს სკოლა (საფრანგეთი), რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კაბალისტური კომპონენტი. 
საფრანგეთში ხანგრძლივი ისტორია აქვს ებრაული მისტიკის კვლევას

(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment