9.21.2011

ისევ პროტოსახაროვიზმზე :

  ერთი საზიზღარი და მამაძაღლური  დოკუმენტის 90 წლისთავის აღსანიშნავად:

   90 წლის წინ, 1921 წლის 22 აპრილს აი ასეთი დოკუმენტი «აფრინეს» მოსკოვს :
  « უეჭველია რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ხომ არ შევწირავთ ინტერნაციონალისთვის არსებით მიზნებს რუსეთის საბჭოთა ფედერატიულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და თურქეთსა და ანტანტას შორის ტერიტურიულად ესოდენ მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე პატარა ერის შოვინიზმს ?...

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-11, როზენკრაიცერები,საიდუმლო საზოგაოებათა თანავარსკვლავედი:

ვარდი ჯვარი,
როზენკრაიცერთა
 ერთ-ერთი ნიშანი
  როზენკრეიცერები: XVII საუკუნის ეს მითიური ძმობა მოუწოდებს უფრო ინტენსიური და გაშინაგანებული სულიერი ცხოვრებისკენ. საუკუნეთა მანძილზე ის გარდაიქმნა და დღეს არის არაერთგვაროვანი მოძრაობა.

   ყველაფერი დაიწყო სამი იდუმალი ანონიმური წიგნის გამოცემიდან. 1614 წელს გამოჩნდა როზენკრაიცერთა პირველი მანიფესტი “ფამა ფრატერნიტატის” (“ძმობის ექოები”). მომდევნო წელს გამოვიდა « კონფესსიო ფრატერნიტატის », შემდეგ,1616 წელს, კრისტიან როზენცვაიგის «ქიმიური ქორწილი».

 ეს სამი ტექსტი საფუძველს უყრის როზენკრაიცერთა ძმობის მითს და წარმოადგენს მისი ლეგენდარული დამფუძნებელი კრისტიან როზენკროიცის თუ კრისტიან ვარდი-ჯვრის