დომინიკ მოისი, "ემოციის გეოპოლიტიკა, რა ფორმას აძლევენ მსოფლიოს შიში, დამცირება და იმედი", ფლამარიონი, პარიზი,2008. ავტორი არის საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. უძღვნი მამაჩემი ჟიულ მოისის ხსოვნას. მისი ნომერი ოსვენციმში იყო 159721,ის გადაურჩა შიშს და დამცირებას იმიტომ რომ ჩემთვის იმედი ესწავლებინა.
2008 წლის 4 ნოემბერს მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მსგავსად მე ვნახე თუ როგორ ზეიმობდნენ პრეზიდენტი ბარაკ ობამას არჩევას გრანტ პარკი და ჩიკაგო. ეს იყო ემოციით დატვირთული ხატები. ამ სამახსოვრო ღამის უძლიერესი სიმბოლოდ ჩემთვის დარჩა სიხარულის ცრემლები რევერენდი ჯესი ჯეკსონის სახეზე. ამან მე გამახსენა თითქმის 20 წლის წინ ნანახი სიხარულის ცრემლები დიდი რუსი ვილონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩისა რომელიც ლტოლვილობის წლების შემდეგ მოზეიმე ბრბოს წინაშე უკრავდა კედლის ნანგრევებზე. გამარჯვებისა და შერიგების, მსოფლიოსთან ჰარმონიის ცრემლები,სიხარულზე მეტყველი,ემოციების, კარგი ემოციების მიერ ნაზიდი ცრემლები-მამაკაცებს და ქალებს შეეძლოთ ისტორიის შეცვლა როგორც უკეთესობისკენ ისე უარესობისკენ.
ერთი თვეც არ იყო გასული და «ცუდი ემოციები» მოქმედებდნენ მუმბაიში, ქალაქში რომელიც განასახიერებს ინდოეთის იმედს. დამცირება გადაიზარდა ტერორისტულ ძალადობაში.
«რატომ უნდა გაგვიკეთოთ ეს,ჩვენ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია»,ეუბნებოდა მძევალი შეიარაღებულ ადამიანს მანამდე სანამ მას მოკლავდნენ.
შენ გახსოვს ბაბრი მასჯიდი? იყვირა საპასუხოდ ერთ-ერთმა ტერორისტმა. ბაბრი მასჯიდი იყო ინდოეთის პირველი მოღოლი იმპერატორის მიერ XVI საუკუნეში აგებული მიზგითი რომელიც ინდუისტმა ექსტრემისტებმა დაანგრიეს 1962 წელს. «შენ გახსოვს გოდრა?», იკითხა მეორე თავდამსხმელმა. გუჯარატის ამ ქალაქში 2002 წელს იფეთქა რელიგიურმა ჯანყებმა რომლებიც გადაიქცა მაჰმადიანების წინააღმდეგ მიმართულ პოგრომად.