by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 07 05, პარასკევი, 16:51-ზე
პირველი კითხვა ეხება სემუელ ჰანტინგტონის «ცივილიზაციათა შეჯახებას», შეიძლება თუ არა ლაპარაკი მაჰმადიანური და ქრისტიანული კულტურების თანაარს ისეთ რამეზე რაც გარდაუვალს გახდიდა მათ კონფლიქტს? თუ კი ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ პრობლემის ემოციურ განზომილებას, რის გაკეთებასაც ვცდილობთ ამ წიგნში, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს ზოგი განსხვავება.
იმის თაობაზე რასაც ვუწოდებთ არაბულ სამყაროს და მაჰმადიანურ სამყაროს. თუ კი გამოთქმას « დამცირების კულტურა» აქვს რაიმე მნიშვნელობა ის ყველაზე მეტად უდგება არაბულ სამყაროს. იქაა პრობლემის გული. იქ იქნა განცდილი ყველაზე დიდი დამცირება. მაგრამ ძალიან ძნელია არაბული სამყაროს გამოყოფა მაჰმადიანური სამყაროსაგან. ვინაიდან აბა რა იქნებოდა ისლამი არაბების, არაბული ენის,კულტურის,ცივილიზაციის გარეშე? თუ კი მრავალი არაბი მეობის ძიებაში თავშესაფარს პოულობს თავის მაჰმადიანობაში ძნელია მაჰმადიანისთვის გულგრილობა არაბთა ემოციების მიმართ.
არაბთა ემოციებისა და დამცირების კულტურის ეს ურთიერთშეღწევა გვიხსნის თუ რატომ არ უპირისპირდება ფართო გაგებით მაჰმდიანური სამყაროს უმეტესობა ისლამისტი ინტეგრისტების ყველაზე მიუღებელ სიტყვებსა და ქმედებებს. 11 სექტემბრის შემდეგ ტარდებოდა მანიფესტაციები ყვირილით «ჩვენი სახელით არა»,მაგრამ ეს უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი.
ძალადობის წინააღმდეგ მობილიზაციის შედარებით სისუსტეს აქვს მრავალი მიზეზი. ამ უხმობა-ატონიას ხელი შეუწყო მაჰმადიანურ თემებში,
განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში, ცხადად განსაზღვრული ორგანიზაციების და წარმომადგენელი ხელმძღვანელების ნაკლებობა, თუ კი არ ვილაპარაკებთ ისლამში არსებულ ღრმა განხეთქილებებზე. მაგრამ მეტიცაა, რა დასაგმობიც არ უნდა ყოფილიყო 11 სექტემბრის შეტევები და თუნდაც მათ ცუდი შედეგები ჰქონოდა მაჰმადიანური თემებისთვის მთელს მსოფლიოში, ისინი გასაგები იყო: ამერიკის თავხედობა უნდა დასჯილიყო.
მარტო მაჰმადიანები არ ფიქრობდნენ ასე.
ზოგი ინტელექტუალი, მაგალითად ჟან ბოდრიარი საფრანგეთში 11 სექტემბერის შემდგომ მათ ნაწერებში გამოხატავენ მსგავს გრძნობებს
( Jean Baudrillard, « New York. Requiem pour les Twin Towers»,in Power Inferno,,Paris,Galilée,2002).
და ყველაზე მცდარი და და ყველაზე საშიშია მთელი ისლამის,მეტიც, ყველა ისლამისტის გაიგივება ტერორიზმთან.
ესაა ხელის გამართვა იმ ისლამისტებისთვის რომლებიც ყვირიან რომ «ომი ტერორიზმის წინააღმდეგ» არის დასავლური ევფემიზმი იმისთვის რას რეალურად ნიშნავს "ომს ისლამის წინააღმდეგ».
აშკარაა ისიც რომ რელიგია ტერორიზმს უკავშირდება არა მხოლოდ ისლამში. 1995 წელს « ღმერთის ბრძანებით» იცხაკ რაბინის მკვლელი იგდალ ამირი იყო ულტრაორთოდოქსი და ულტრანაციონალისტი ებრაელი.
ირლანდიის ბოლოდროინდელ ისტორიაში ტერორიზმს მიმართეს კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა ( აქ არაა ნათქვამი რომ ბორის ელცინის თქმით ირლანდიელ ტერორისტებს აიარაღებდა ანდროპოვი, მაგრამ არა უშავს, ეს ცალკე თემაა, მთარგმნელი).
2005 წლის 11 მარტს მადრიდში მოწყობილი აფეთქების შემდეგ ესპანეთის მთავრობამ თავიდან ბრალი დასდო ბასკურ ექსტრემისტულ ორგანიზაცია ეტას.
მიუხედავად ამისა მანამდე სანამ მაჰმადიანები მსოფლიოში თავს აიგივებენ დამცირების არაბულ კულტურასთან მაჰმადიანები გარკვეული სიმპატიით შეხედავენ ანტიდასავლურ ტერორიზმს.
დასავლეთის საშინელი შეცდომა იქნება ყველა ტერორისტის და მათ მიმართ სიმპატიით ყველა განწყობილის ერთმანეთთან გაიგივება.
ტერორისტებიც განსახვავდებიან ერთმანეთისგან მათი მეობებით და მათი მიზნებით.
ემოციურად და ემერიკული თვალსაზისით გასაგებია 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო ომის გამოცხადება ტერორიზმისათვის,მაგრამ ეს იყო მარცხისათვის განწირული პოლიტიკა.
ვინც რა არ უნდა თქვას ტერორიზმი არაა მტერი, ისაა ტაქტიკა რომელსაც გამოიყენებენ მანამდე სანამდე სასარგებლოდ ჩასთვლიან მის გამოყენებას.
დასავლეთს შეუძლია ტერორიზმის პრობლემის მართვა და მისი დაყვანა მისაღები საფრთხის დონეზე. მხოლოდ რამოდენიმე ასეული ტერორისტი ითვლება საშიშად საფრანგეთსა და გერმანიაში.არა და ამ ქვეყნებში შესაბამისად არის 5 და 3 მილიონი მაჰმადიანი.
და ტერორიზმი სწრაფად ხარჯავს თავის მომხრეებს.
« ვერ ვიქნებით რევოლუციონერები მთელი ცხოვრების მანძილზე»,ამბობდა ლენინი.
ასევეა ტერორისტის შემთხვევაშიც ( ის ვერ ცოცხლობს დიდხანს).
და თუ კი ტერორიზმის წინააღმდეგ ომში გამარჯვება შეუძლებე-
ლია იმიტომ რომ შეუძლებელია ტერორიზმის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა,
ტერორისტებიც ვერ გაიმარჯვებენ.
სამაგიეროდ მათმა სამიზნეებმა შეიძლება დაამარცხონ თვითონ ისინი თუ მათ აღარ ექნებათ რწმენა თავისი მიზნისა და ბრძოლის დროს ისინი დაარღვევენ იმ ღირებულებებს რომელთაც იცავენ.
დასავლეთის ყოველ ხელმძღვანელს უნდა ახსოვდეს ეს კარდინალური რეალობა და მოქალაქეებსაც უნდა ახსოვდეთ ეს როდესაც დემაგოგები პოლიტიკური ანგარიშით შეგნებულად აზვიადებენ ტერორისტულ საფრთხეს.
დამცირების ამ კულტურას ტერორიზმის გამხნევების გარდა აქვს სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც.
როგორც უკვე აღვნიშნე მრავალ არაბს ირანის მიმართ აქვს შერეული გრძნობები. ირანის განვითარებას შეუძლია მათი შეძრწუნება,მაგრამ არაბები აღფრთოვანებულები არიან ირანის რადიკალიზმით ვინაიდან ესაა ქვეყანა სრომელიც ბედავს დაპირისპირებას დასავლეთთან და დასავლეთის ქმნილება იზრაელთან. თეირანის დღევანდელ ხელისუფლებას დიდად ახარებს ეს ემოციური რეალობა. კონსერვატული ჟურნალი « კაიჰანი»-ს მთავარი რედაქტორი და ისლამური რევოლუციის მეხოტბე ჰოსეინ შარიათმადარი შენიშნავს : « ირანელებს აქვთ ღირსება და შარის დრო დამთავრდა.» შემდეგ ის უმატებს : « ირანი არაბულ საქმეებში,მაგალითად პალესტინაში თუ ლიბანში ერევა იმიტომ რომ ადამიანები იქ იცავენ მაჰმადიანურ სამყაროს და მეობას. ირანისთვის არჩევანი არ არსებობს : მათი მხარდაჭერა აუცილებელია».
ზოგ არაბ ინტელექტუალს ღრმად ესმის დამცირების კულტურის მიერ გაჩენილი პრობლემები.
სახელგანთქმულმა ლიბანელმა ჟურნალისტმა სამირ კასირმა,მანამდე სანამ მას მოკლავდნენ ბეირუთში გამოაქვეყნა თავისი უკანასკნელი წიგნი «მოსაზრებები არაბული უბედურების შესახებ» სადაც ის ამბობს რომ ყველაზე უარესი ამ უბედურებაში არის ის რომ არაბები უარს ამბობენ იქიდან გამოსვლაზე. ჯიჰადისტური ისლამიზმი მისი აზრით « ერთადერთი მიმდინარეობა რომელიც არაბებს აძლევს მათთვის სასიამოვნო მსხვერპლის სტატუსიდან გა-
მოსვლის საშუალებას.» აქედანაა,რა თქმა უნდა,მისი მიმზიდველობა.
სიკვდილის კულტურა, ამბობს კასირი, ეწერება ამ დიდ უბედურებაში.
თუ კი გამარჯვება მიუწვდომელია « სისხლი სისხლის წილ,მით უმეტეს რომ ეს სისხლი, გამარჯვების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამშვიდებს.»
რაა გასაკეთებელი?
დამცირების მაჰმადიანური კულტურა, რომლის გაჩენაშიც თავისი წვლილი შეიტანა დასავლეთმა, ყველანაირ კითხვას უსვამს დასავლეთის ხელმძღვანელებს.

ჰაბო |

ვენდეტას მსგავსი ეს ლოღიკა პაროქსიზმამდე იყო მიყვანილი ბოლო 10 წლის მანძილზე :
«სიკვდილი აღარაა შესაძლებელი, მოსალოდნელი ფასი,ისაა სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელი საშუალება,მიზანი თავისთავად.»
კასირის აზრით ერთადერთი გამოსავალია მიდგომის შეცვლა. "არაბებმა უნდა შეცვალონ მსხვერპლის პერსპექტივა, უფრო შეფარდებითი უნდა გახადონ მსხვერპლის სტატუსი რომელსაც არაბული საზოგადოებები მიეჩვივნენ: ისინი არ უნდა მიყვნენ ძალის ლოღიკას თუ რევანშის სულს. მათ უნდა მიიღონ იდეა რომ დამარცხებების მიუხედავად XX საუკუნემ არაბებს მისცა ბევრი რამ რისი წყალობითაც მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მსოფლიოს ცხოვრებაში.»
( Samir Kassir,Considérations sur le malheur arabe,Arles,Actes Sud Sindbad,2004; ქვეთავის დასასრული იქნება.

No comments:
Post a Comment