4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დასავლეთის შიშის კულტურა, დღევანდელობასთან დაპირისპირების სირთულე-5.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 13 05, ხუთშაბათი, 2:46-ზე
გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალი მეობამულსტიკულტურალიზმი მისაღებია თუ კი ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მეობას.იმისთვის რომ იმოქმედოს მულტიკულტურამიზმი ითხოვს საკუთარი თავის ნდობას.

დღევანდელობასთან დაპირისპისპირების სირთულე-5 :
ევროპის საზღვრებთან დაკავშირებული ამ შფოთის ცენტრი დღეს არის პოლემიკაში თურქეთის თაობაზე. ბრიტანელთა შესაძლო გამონაკლისის გარდა ევროპელ მოქალაქეთა უმეტესობა აშკარად მტრულადაა განწყობილი თურქეთის ევროპული კავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომის იდეის მიმართ. თურქეთი არაა აღქმული როგორც « სხვა ევროპელი». ის აღქმულია როგორც «სხვა არაევროპელი» საფრანგეთში მტრული განწყობა უბრალოდ დამთრგუნველია. ბოლო ზონდაჟების თანახმად ფრანგთა 75%- არ უნდა თურქეთის შესვლა ევროპულ კავშირში.

შეუძლებელია ამ უარყოფის გაგება წმინდა რაციონალური ცნებებით. ის პირველ რიგში არის სხვის, თურქეთის მიერ განსახიერებული მაჰმადიანთა გაუგე-
ბარი მასის შიშის ნაყოფი; საშუალო ევროპელებს ეშინიათ შეცდომით არაბებად
წარმოდგენილი 80 მილიონი მაჰმადიანის მიერ ქრისტიანული და,ყველაზე მეტად, გასაეროებული სივრცის დაპყრობისა.

თურქეთის ევროპულ კავშირში შესვლის სასარგებლო არგუმენტებმა წონა შეიძინა 11 სექტემბრის შემდეგ. საჭიროება სტრატეგიული და დიპლომატიური პარტნიორისა რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპის გავლენას საშუალო აღმოსავლეთში, ისლამისთვის გაგზავნილი შერიგებისკენ მოწოდება,ახალგაზრდა ქვეყნის დინამიზმი, ყცელაფერი ეს ლაპარაკობს თურქეთის ევროპულ კავშირში მიღების სასარგებლოდ.

ამ საკითხში პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი; გზა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საბოლოო დანიშნულება.

რეფორმები,რომელთა გატარებაც მოკლე დროში მოახერხა ევროპის კავშირში შესვლის კანდიდატობით წახალისებულმა თურქეთმა სულ მცირე შთამბეჭდავია. შეგვიძლია კი ჩვენ ჩვენს მიერ ბოლომდე განუხორციელებელი პროექტის სახელით ამ პოზიტიური პროცესის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობის აღება?

ემოციურად მე მესმის თურქეთის ევროპულ კავშირში შესვლის მოწინააღმდეგეთა შფოთი.

ყველაზე დასავლურ თურქულ ქალაქ სტამბულშიც კი მთავარი ქუჩების დატოვების შემდეგ ჩვენ ვხვდებით აღმოსავლურ სამყაროში.

ეკონომიკური თვალსაზრისით სტამბული უფრო ევროპულია ვიდრე სოფია თუ ბუქარესტი,მაგრამ გინდოდეს თურქეთის შესვლა ევროპულ კავშირში არის ნების და პოლიტიკური გონიერების საკითხი, არადა ეს ნება და გონიერება,ვაღიარებ, მღავალი თვალსარისით თითქოს ეწინააღმდეგება ხილულ შესაძლებლობებს.

მიუხედავად ამისა საბოლოო ანგარიშით მე არა მაქვს არავითარი ეჭვი და მე ვარ ევროპის ამ გაფართოების მომხრე. თუ კი თურქეთს დაეკეტება ევროპული კავშირის წევრობის პერსპექტივა ის შეიძლება აცდუნოს აღმოსავლეთმა და თურქეთი მაშინ გადაიქცევა პოტენციურად უკონტროლო მე-
ზობლად. არაფერს არ ცვლის ის რომ ევროპულ კავშირში თურქეთის მიღება ნიშნავს იმას რომ ამ კავშირს საერთო საზღვრები ექნება სირიასთან თუ ირანთან!

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თურქული დილემის მიერ დასმული მეობის საკითხები.

რას ეფუძნება ევროპული კავშირი, კულტურას თუ პოლიტიკურ კულტურას? პასუხი თითქოს როგორც არასდროს ბუნდოვანი უნდა იყოს და ჩვენ ვპოულობთ ორაზროვნებას ევროპასა და ევროპულ კავშირს შორის.

გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალი მეობა მისაღებია თუ კი ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მეობას. თუ არა და ჩვენ აუცილებლად უარვყოფთ იმას რაც იქნება აღქმული როგორც უცხო კულტურის ხელოვნური გავლენა. .

იმისთვის რომ იმოქმედოს მულტიკულტურალიზმი ùოითხოვს საკუთარი თავის ნდობას.

ამ და სხვა მიზეზების გამო ევროპულმა კავშირმა გაიუცხოვა მრავალი წევრი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი. საფრანგეთი აღარ თვლის თავს ოჯახის უფროსად როდესაც მიუჯდება ხოლმე ევროპელ მინისტრთა საბჭოს მაგიდას. ამ ახალ ევროპაში ჩანს ამდენი უცნობი სახე, ისმის ამდენი უცნობი ენა. აქ საკუთარი პოზიციის გამოსათქმელად მალტასა და სოვენიას შორის გაქვს სულ რამოდენიმე წუთი და პარიზი ვეღარ ინარჩუნებს ილუზიას რომ ევ-
როპული კავშირი « ემსახურება ეროვნულ პოლიტიკას სხვა საშუალებებით

ამავე დროს გერმანია, რომელიც დღეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება «მეორე საფრანგეთს» მიუხედავად ამისა იქცევა ისე როგორც იქცეოდა პირველი რომელსაც არ სურდა მის მიერ მის ეროვნულ ინტერესად მიჩნეულის შეწირვა რამდენადმე აბსტრაქტული ევროპული პრობლემისთვის. და ეს მიუხედავად იმისა რომ მას ხელმძღვანელობს ისტორიის მიერ ნაკლებად დაღდასმული თაობა. გერმანია,მაშ, დარჩა ყველაზე ევროპულ ქვეყნად თითქოს მის მიერ 12 წლის მანძილზე განცდილმა «ბარბაროსობამ» მას გაუკეთა აცრა ნაციონალიზმის უბედურებათა წინააღმდეგ. მაგრამ ეს ვაქცინა დროთა განმავლობაში დასუსტდა და მარტო გერმანიას არ შეუძლია ევროპის გაძღოლა.

ევროპა შეიძლებოდა მეტად ნდობოდა თავის თავს მისი შემადგენელი პატრიოტიზმები რომ შეეცვალა მთელი კონტინენტის მასშტაბის საერთოევროპული პატრიოტიზმით. ჩვენ არაფერი ვიცით და არც გვეცოდინება ამის შესახებ ვინაიდან ევროპული კავშირის მამა-დამფუძნებლებმა შეგნებულად, გააზრებულად თქვეს უარი კონტინენტური პატრიოტიზმის გამხნევებაზე და წახალისებაზე. ჟაკ დელორი,
რომელიც კავშირს ხელმძღვანელობდა 1980-ანი წლების შუა ხანებიდან 1990-
-ანი წლების შუა ხანებამდე მტკიცედ უპირისპირდებოდა ასეთი «ევროპული ემოციის» შექმნას. მისი აზრით « პატრიოტიზმი ნიშნავდა ომს

არადა ევროპული პატრიოტიზმის უარყოფამ შეიძლება სწორედაც გამოაცოცხლოს და გააძლიეროს ეროვნული ემოციები. მათი ნეგატიური გავლენის რაციონალურ საზღვრად დარჩება მხოლოდ სხვადასხვა ეროვნულ ინტერესთა საერთო პუნქტები.

მე ვარშავაში ვესწრებოდი ევროპულ კავშირში ბულგარეთის და რუმინეთის შესვლის აღმნიშვნელ ცერემონიებს. ეროვნული ჰიმნები შეასრულეს გზნებით და გრძნობით,მაშინ როდესაც კავშირის ჰიმნი, ბეთჰოვენის IX სიმფონიის « სიხარულის ოდა» შესრულებული იქნა ზრდილობიანი გულგრილობით.

საკუთარი თავის რწმენის დასაბრუნებლად ევროპამ უნდა იშრომოს მეტად და მისი ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს უფრო სწრაფად. შეუძლია კი ეს ევროპას?

ევროპისა და აზიის განვითარებას შორის არსებული განსხვავება გვაფიქრებინებს გრძელვადიანი უბედურების შესაძლებლობაზე.

დაშლა-ნგრევის სცენარი აქტუალური იქნება მანამდე სანამ დასავლეთის
დამახასიათებელი ნიშანი იქნება ვალი და აზიის დამახასიათებელი ნიშანი-ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება.

No comments:

Post a Comment