4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-3

დომინიკ მუასი
by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 19 04, ორშაბათი, 14:45-ზე
ძალის გადასვლა ამერიკიდან აზიაში ნაწილობრივ აიხსნება იდეალისა და სინამდვილის დაუმთხვევლობით, მათი კონტრასტით მეტისმეტად ბევრ დასავლურ და არადასავლურ ქვეყანაში...
მონდიალიზაცია და მეობითი ძიება: მონდიალიზაციის ხანაში თანამედროვე მსოფლიოს სირთულის გასაგებად აუცილებელია ამ მონდიალიზაციის ამსახველი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გაძლიერებული ემოციების გაგება. ემოციები თავის მხრივ გავლენას ახდენენ გეოპოლიტიკაზე. თუ კი გავიმეორებთ თომას ფრიდმანის სახელგანთქმულ მეტაფორას დედამიწა ისევ « ბრტყელია» ( Thomas L.Friedman,The World is Plat,London,Allen Lane,2005,// XXI საუკუნის მოკლე ისტორია//, ის როგორც არასდროს ჟინიანიც გახდა.

დომინიკ მუასი
ჩვენ მალე ვნახავთ თუ რატომ, მაგრამ თავიდან უნდა გავარკვიოთ თვითონ მონდიალიზაციის ბუნება ვინაიდან მრავალი არ იცნობს მას. თომას ფრიდმანმა თავის
წიგნში The Lexus and the Olive Tree» პედაგოგიკის კარგი დოზით მონდიალიზაცია განმარტა როგორც ცივი ომის შემდეგ დამყარებული საერთაშორისო სისტემა. მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ის არაა სტატიური:ის იწყებს დინამიურ და უწყვეტ პროცესს


«მონდიალიზაცია, ამბობს ის, გარდაუვალად იწვევს ბაზრების, ეროვნულ სახელმწიფოთა და ტექნოლოგიების აქამდე გაუგონარი ხარისხით ინტეგრაციას ისე რომ პიროვნებებს, საწარმოებს და ეროვნულ სახელმწიფოებს შეუძლიათ გასვლა უფრო შორს, უფრო სწრაფად და უფრო იაფად დედამიწის ნებისმიერ ადგილზე და საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილთა და ახალი სისტემის ძალადობის მსხვერპლთა რეაქცია აღარაა ძლიერი.» (იქვე,გვ.7-8).

მრავალი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მისი კრიტიკოსებისათვის,
მონდიალიზაცია არის მსოფლიოს ამერიკანიზაცია. ამერიკული გავლენის გაძლიერება იწყება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მაგრამ ის შესუსტდა როდესაც,1991 წელს საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცდომით დაიწყო ერთადერთი მსოფლიო ზესახელმწიფოს როლის შესრულება. ეკონომიკებისა და კულტურების სულ უფრო და უფრო ძლიერი ინტეგრაცია, მაშ,მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაკარნახევი პირობების შესაბამისად. და მონდიალიზაციის წინააღმდეგ მიმართული და ეკონომიკური და სოციალური კრიზისის მიერ გაძლიერებული პროტესტები მათ ბრძოლაში თანასწორობისთვის,სამართლიანი ვაჭრობისთვის და მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ანტიკაპიტალისტურ კრიტიკას უმატებენ ანტიამერიკულ გრძნობებს.

არადა უფრო ახლოდან შეხედვისას მონდიალიზაციის გაიგივება ამერიკანიზაციასთან მეტისმეტად მარტივი და არაზუსტი ჩანს.

ამერიკის კულტურული გავლენა მართლაც უპრეცენდენტოა, მგრამ აზია ეკონომიკის სფეროში წინ უსწრებს დასავლეთს. დღევანდელი ფინანსური კრიზისი მსოფლიო კრიზისია, მაგრამ ის უპირველეს ყოვლისა აზარალებს ამერიკის შეერთებული შტატების და მთლიანად დასავლეთის ეკონომიკას. ამერიკას დაეკისრა პასუხისმგებლობა მისი ვალის მართვაზე. მისმა ფინანსისტებმა და მისი პოლიტიკოსების სიმსუბუქემ ის შეიყვანეს ჩიხში რომელმაც გააძლიერა ღრმა გეოპოლიტიკური ევოლუცია.

მონდიალიზაციის დღევანდელი ფაზა ასახავს აზიური კონტინენტის სიმწიფის ასაკში შესვლას მაშინ როდესაც ეკონომიკური ძლიერება ამერიკის ბატონობის სფეროში მყოფი დასავლეთიდან გადადის ჩინეთისაკენ და ინდოეთისაკენ.

მონდიალიზაცია, მაშ, შეიძლება განხილული იყოს როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთმანეთის საწინააღმდეგო, ან პირიქით, ერთმანეთის შემავსებელი ორი ფენომენის კომბინაცია. ერთის მხრივ ჩვენ ვართ მსოფლიოს კულტურული ამერიკანიზაციის შედეგების მოწმენი. ასე მაგალითად ეკონომისტი დანიელ კოენის აზრით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შობადობის,შვილთა რაოდენობის თანდათანობით კლება უშუალოდ განაპირობა ამერიკული სატელევიზიო სერიალების წარმატებამ : საყოველთაო, უნივერსალურ იდეალად იქცა ორშვილიანი ოჯახი! (Daniel Cohen, Trois leçons sur la société post-industrielle,Paris, Le Seuil,2006).

მეორეს მხრივ აზიის ეკონომიკური აღზევება მასში ჩანასახის სახით ატარებს დასავლური მოდელის ხანგრძლივი მონოპოლიის დასასრულს.

დასავლეთის ბატონობა მსოფლიოზე, რომელიც იწყება XVIII საუკუნის დასასრულს ინდოეთში რაჯის დაარსებით და XIX საუკუნის შუა ხანებში ჩინეთის დაკნინებით და რომელმაც კულმინაციას მიარწია XX საუკუნის პირველ ნაწილში თითქოს უახლოვდება დასასრულს. ეს დიდად არ გააკვირვებს ისტორიკოსებს რომლებმაც უკვე დიდი ხანია იციან რომ იმპერიათა აღმავლობა და დაცემა ციკლურ მოდელს მიჰყვება.

ასე იქმნება « ასიმეტრიული მრავალპოლუსიანობა»: მთავარი მოქმედი ძალები არ არიან მარტო უთანაბრონი ძალისა და გავლენის თვალსაზრისით, ისინი სხვადასხვანაირად უყურებენ სინამდვილეს. ამერიკა და ევროპა დედამიწის საქმეებს ისევ იაზრებენ ნორმატულად და ეფუძნებიან უნივერსალური, საყოველთაო ღირებულებების რწმენას. მაგრამ ჩინეთი და ინდოეთი და ამიერიდან პოსტკომუნისტური რუსეთი მსოფლიოს მდგომარეობაზე მეტად ზრუნავენ მათ საკუთარ ადგილზე ძალთა თამაშში.

რუსეთის გაზს და ნავთობს, ისევე როგორც მათ მიერ მოტანილ სიმდიდრეს
არ იყენებენ დედამიწაზე ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მათი მეშვეობით სურთ რუსეთისათვის მისი პრესტიჟისა და მისი ლეგიტიმურობის დაბრუნება საერთა-
შორისო სისტემაში.

ჩინეთი პრაგმატულადაა შთაგონებული სინგაპურის წარმატებით. ამ ქალაქმა-სახელმწიფომ, სადაც ერთმანეთს ერწყმის კონფუციური ღირებულებები XVIII საუკუნის ევროპის მსგავსი განათლებული დესპოტიზმი მთავარი როლი შეასრულა თანამედროვე ჩინეთის ევოლუციაში. როდესაც 1978 წლის თებერვალში დიპლომატიური ვიზიტისას პაკინის ახალი ბატონი დენ სიაო პინი გაჩერდა სინგაპურში მან ვეღარ იცნო « კოღოებით სავსე ხვრელი» რომელიც არ ენახა 1920-ანი წლების შემდეგ. 10 წლის შემდეგ მისი დამოუკიდებლობიდან სინგაპური უკვე იყო აყვავებული ქვეყანა რომელმაც მიიღო კაპიტალიზმი ლიი კუან იუს განათლე-
ბული ზედამხედველობის ქვეშ. ლი კუან იუ დენ სიაო პინს ეუბნებოდა რომ ეკონომიკის მათი შეზღუდული კონცეფციისაგან განთავისუფლების შემდეგ ჩინეთის იმპერიის მანდარინთა მემკვიდრე კომუნისტები ბევრად უფრო უკეთესად გაუძღვებოდნენ საქმეებს ვიდრე სამხრეთი ჩინეთის ღარიბი გლეხების შთამომავლები. ამ პრაგმატულმა მიდგომამ გამოიღო ნაყოფი მაოს ქვეყანაში. შესანიშნავი ეკონომიკური განვითარება მოხდა დემოკრატიის გარეშე, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის გარეშეც კი.

ამავე დროს დანარჩენ მსოფლიოში საშიში დევალვაცია განიცადა დემოკრატიამ,რისი მიზეზიც იყო ბუშის ადმინისტრაციის მიერ მისი ინფლაციონისტური გამოყენება ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ამბიციების გამართლების მიზნით.

ძალის გადასვლა ამერიკიდან აზიაში, რომელიც ზევით ვახსენეთ ნაწილობრივ აიხსნება სწორედ იდეალის და რეალობის ამ დაუმთხვევლობით,ამ კონტრასტით მეტისმეტად ბევრ დასავლურ და არადასავლურ ქვეყანაში.

დასავლური სამყარო იქნება პირველი მსხვერპლი დემოკრატიების მიერ მათი მოდელის რწმენის დაკარგვისა და ავტოკრატული რეჟიმების განმტკიცებისა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის კავშირის შედეგად. ვინაიდან მისი დემოკრატიული ხარისხი ვეღარ ახდენს ამიერიდან ეკონომიკურ მიღწევათა უქონლობის კომპენსაციას. ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დასავლეთი სრულიად სარგებლობდა მისი ღირებულებების უპირატესობის აღიარებით რის მიჩქმალვასაც ვერ ახერხებდა ზოგი ქვეყნის, მაგალითად ახლახანს ისევ გაერთიანებული გერმანიის საკამათო ეკონომიკური მიღწევები.

იქნებ ემოციათა დაბრუნება შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით რომ დასავლეთი ვეღარ ეყრდნობა ვერც მის «ღირებულებებს» და ვერც მის «ეკონომიკას» , რომ ამიერიდან რეაგირებს გარკვეული სიმწარით და სურს მისი ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვრის, მისი ღია სამყაროს დაცვა მტრული ძალებისაგან.

No comments:

Post a Comment