by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 28 04, ოთხშაბათი, 19:48-ზე
დამცირების კულტურა :
კაცი ბენ ლადენი მარგინალიზებული და თამაშიდან გაყვანილი იქნა; მაგრამ მის მიერ საკუთარი თავის ირგვლივ შექმნილი მითის კრისტალიზაციაში ის იქცა ყველა ჩაგრული და დამცირებული მაჰმადიანის წარმომადგენლად. მისი სიცოცხლე და სიმბოლოები რომლებშიც მან ის გაახვია განასახიერებს გაძარცულობის გრძნობას რომელიც ახასიათებს თანამედროვე მაჰმადიანურ სამყაროს. თავის ლტოლვილობაში ბენ ლადენი იზიარებდა მისი რწმენის გამზიარებელთა სიღატაკეს : მისი უბედურება აძლევდა მას მათი სახელით ლაპარაკის უფლებას. მისი შურისძიება ისმენდა მათ ტანჯვას. (ლორენს რაიტ, ფარული ომი).
თუ კი იმედი ნდობაა, დამცირება უძლურებაა.
დამცირებულად როგორც წესი გრძნობს თავის ის ვინც დაკარგა კონტროლი თავის ცხოვრებაზე, კოლექტიურად იქნება წარმოდგენილი ეს ცხოვრება (ხალხი,ერი,რელიგიური თემი),თუ ინდივიდუალურად (პიროვნული ცხოვრება). დამცირების გრძნობა უმწვავესია მაშინ როდესაც გრძნობ რომ შენს შინაგან სამყაროზეც ბატონობს ვიღაცა და როდესაც ჩნდება სხვაზე სრული დამოკიდებულების განცდა.
თანამედროვეობის მიმართ განძარცვის გრძნობა მაშინ გადადის მომავალზე რომელიც უპირისპირდება განდიდებულ და იდეალიზებულ წარსულს მომავალზე რომელიც წარმოდგენილია სხვის, უცხოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ბატონობად.
დამცირება გარკვეული ხარისხით არსებობს ყველა კულტურასა და ყველა საზოგადოებაში. ის ორი სახისაა. დამცირება შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. დამცირების გარკვეული ხარისხი შეიძლება იყოს წახალისება, წაბიძგება სოციალური დაწინაურებისაკენ,მას შეუძლია უფრო მძიმე და დამღლელი შრომისათვის ადამიანის წახალისება : «მე გიჩვენებთ თუ რა შემიძლია სინამდვილეში,რომ შეცდით როდესაც სერიოზულად არ შემომხედეთ. და მე გავიმარჯვებ ჩემი წინაპრების სახელით,იმათი სახელით ვისაც თქვენ ქედმაღლურად ექცეოდით, ვინც თქვენ გაძარცვეთ.»
შეიძლება ითქვას რომ 1980-ანი წლების დიდი აზიური ეკონომიკური სასწაული ნაწილობრივ იყო ეროვნული დამცირების გრძნობებისათვის გაცემული გამარჯვებული პასუხი. სამხრეთ კორეას და ტაივანსაც კი უნდოდათ ყოფილი ოკუპანტი სახელმწიფო იაპონიასთვის ჩვენება იმისა რომ მათაც შეუძლიათ მასავით კარგად კეთება.
მსგავსი გამოწვევის გრძნობა იყო ჩინეთის თანამედროვე აღორძინების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაც.
იაპონიის მიერ დანარჩენი აზიის დამცირება იყო მთელი რეგიონისათვის ენერგიის მიმცემი ნარკოტიკი.
დღეს უკვე იაპონელები განიცდიან ჩინეთის მიერ მათი შედარებით დამცირების გრძნობას.
ჩემი მეგობარი იაპონელი ქალი მეუბნებოდა თუ რამდენად კარგი იყო მეზობლებად ჩინელების ყოლა : «მათ გარეშე ჩვენ გავზარმაცდებოდით», აღიარებდა ის. მაგრამ საშიში ისაა რომ ჩინელების მოქმედების შედეგად იაპონელებმა შეიძლება მეორე პლანზე იგრძნონ თავი.
დაძლეული და დამორჩილებული დამცირება მოქმედებს ერებზე ისე როგორც ინდივიდებზე.ის აძლიერებს შეჯიბრის ინსტინქტს. ის იძლევა ენერგიას და აძლიერებს მადას. მაგრამ ეს გულისხმობს იმედის რეალურ თუ წარმოსახვით გამოჩენას.
სხვა სიტყვებით, დამცირება «კარგი» რომ იყოს ის მოითხოვს ნდობის მინიმუმს და ხელსაყრელ პირობებს ანუ სასარგებლო კონტექსტს და გონიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხელმძღვანელობას.
ამის გარეშე დამცირება აუცილებლად გააჩენს უიმედობას,კვებავს შურისძიების ინსტინქტს და ის ადვილად შეიძლება გადაიქცეს ნგრევის ბრმა ძალად.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენს დამამცირებელთა დონის მიღწევა, თქვენ შეგიძლიათ მათი თქვენთან ერთად უფსკრულში გაყოლიება : «მე თქვენ გიჩვენებთ თუ რას ნიშნავს ტანჯვა.».
«ცუდი დამცირება» დღეს განსაკუთრებით იგრძნობა არაბულ-მაჰმადიანურ სამყაროში. გამონაკლისია სპარსეთის ყურის პაწაწინა სახელმწიფოები ემირატები. ესაა « წესის დამადასტურებელი გამონაკლისი.»
«ცუდი დამცირება» დღეს განსაკუთრებით იგრძნობა არაბულ
-მაჰმადიანურ სამყაროში.
ხომეინი ვიღაც ირანელის სახლზე |

No comments:
Post a Comment