8.19.2011

დასავლურ-აღმოსავლური დიალოგებიდან: ამერიკაში პოპულარული ძენი, შუნრიუ სუზუკი (1905-1971)


ა სუზუკიც
დასავლელი მსმენელებისადმი მიმართვისას სუზუკი მათ განსაკუთრებით აფრთხილებს დასავლელების აზრით ბუნებრივი დუალიზმის თაობაზე: თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული სინათლე და ჩრდილი,სიკეთე და ბოროტება სინამდვილეში ურთიერთშემავსებლები არიან. მათ არ შეუძლიათ უერთმანეთოთ არსებობა. ჩრდილი შეიძლება გადაიქცეს სინათლედ და დიდი ბოროტებიდან შეიძლება გაჩნდეს დიდი სიკეთე. ასეთია არადუალიზმის,ბუდიზმის სულისკვეთება.

8.14.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-6: მაჰმადიანობის ცოცხალი გული სუფიზმი:


სინათლისა და სიბნელის ფენების 
დაძლევით რეალობისკენ ანუ 
ღმერთისკენ მიემართება
ჯელალ ედ დინ რუმის 
მოცეკვავე დერვიში.
ღმერთსა და მის ქმნილებას შორის არის სინათლისა და წყვდიადის ათასი ფენა. ამ ფენების გადალახვა და ღმერთისკენ,რეალობისკენ სვლა, აი რა არის მისტიკოსთა იჯტიჰადი რომელიც მიზნის მიღწევის შემდეგ არ უშვებს უკანდახევასა და რეგრესს...  

“ყოველ ფენომენს შეესაბამება არსებითი, ფარული რეალობა” (მუჰამედი)

 სუფიზმი საუკუნეების მანძილზე ცდილობს “შინაგანი მეცნიერების” და “გარეგანი მეცნიერების” საწყისი, თავდაპირველი ჰარმონიის აღდგენას. ზეგრძნობიერი სამყაროს კვლევის მეთოდებად ის იყენებს ფარდის ახდას და შთაგონებას.

“შინაგანი მეცნიერება” (ილმ ალ-ბატინ) ანუ სუფიზმი საკუთრივ ეზოტერული დისციპლინაა. მის საწინააღმდეგოდ « გარეგანი მეცნიერება » (ილმ ალ-ზაჰირ) ანუ ეგზოტერული მეცნიერება ეხება ფორმალურ რელიგიურ მეცნიერებებს. მეცნიერების ამ ორი ტიპის პოლარულობა ძალიან ხაზგასმულია ისლამში. არადა ის დაძლეული უნდა იყოს ისლამის ერთადერთობის ფუნდამენტურ პრინციპში : ყურანში ღმერთი წარმოდგება როგორც « გარეთა და შიდა » ან « ხილული და ფარული » (57.3).
 
არადა ისლამური ტრადიცია იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციის მსგავსად აცხადებს რომ სამყარო შექმნილია ღმერთის ხატად. სამყარო, რელიგია, ადამიანი ასევე შექმნილი არიან გარეგანი და შინაგანი მხარეებით.
  სუფიები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ სოცოცხლის ამ ორი ასპექტის საწყისი,თავდაპირველი ჰარმონიისა და წონასწორობის აღდგენას მაშინ როდესაც « კანონის დოქტორთა » ხელში ჩავარდნილი მაჰმადიანობა ვითარდებოდა მშრალი ფორმალიზმისა და იურიდიზმისკენ რის შედეგესაც ჩვენ დღესაც ვხედავთ.