7.08.2012

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერმან ჰესეც, მას 2 ივლისს 135 წელი შეუსრულდებოდა:

Hermann Hesse 
2 ივლისს 135 წელი შეუსრულდებოდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულმწერალ ჰერმან ჰესეს //1877-1962//. 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერმან ჰესე მთელ თავის შემოქმედებას უწოდებდა თავისი სულიერი განვითარების გაჭიანურებულ მოთხრობას. სულის ბიოგრაფიას.
მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა შემოქმედისბედი მისთვის მტრულ გარემოში, ჭეშმარიტი ხელოვნების ადგილი მსოფლიოში. ორი მსოფლიო ომის წარმომშობი და გაუთავებელი კონფლიქტების წარმომშობმს მეოცესაუკუნემ მასაც გაუჩინა სულიერი პრობლემები და სულიერი კრიზისის დასაძლევად მანპირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო ხატვა //ყურადღება მიაქციეთ, ქვების და კალაშნიკოვის სროლა კი არა, ხატვა. მან დახატა 3000-მდე აკვარელი რომლებშიც ასახა 1919 წლიდან, მის სიკვდილამდე,1962 წლამდე მისი სამყოფელი ტესინის სილამაზე. 

1918 წ. მან ტესინში გააგრძელა ხატვის ტექნიკის სწავლა. იბადება პირველი
ჩანახატები წიგნისთვის "სეირნობა ფეხით" და მისი ილუსტრაციები //გამოიცა 1920 წ.//.
 ის მის მიერ დასურათებულ მისივე ლექსებს ყიდის გერმანელი ტყვეების სოციალური
დახმარების კომიტეტის სასარგებლოდ. ეს კომიტეტი თვითონ ჰერმან ჰესემ შექმნა ბერნში 1916 წელს.  

1919 წელს ჰესე ასურათებს ზღაპარს "მძიმე გზა " და ხატავს აკვარელებს "მხატვრის ლექსებისთვის ".  ჰერმან ჰესეს აკვარელების პირველი გამოფენს მოეწყო ბაზელის საგამოფენო დარბაზში 1920 წ. იმავე წელს ჟურნალში "ვილანდ", მიუნხენი, ქვეყნდება ჰესეს პირველი რეპროდუქციები. 1921 წელს გამოდის რეპროდუქციათა ალბომი "11 აკვარელი ტესინიდან". 1922 წელს ვინტერტურში ეწყობა ჰერმან ჰესეს აკვარელების და ემილ ნოლდეს სურათების ერთობლივი გამოფენა. ჰესე 1922 წ, რუტ ვენგერისთვის წერს და ასურათებს ზღაპარს "პიკტორის დაბრუნება".