ალბერტ გოგუაძის შემოქმედება განსაკუთრებით დაფასებულია გერმანიაში, სადაც მისი გამოფენები მოეწყო მრავალ ქალაქში. მხატვრის ნამუშევრები არის სხვადასხვა მუზეუმში და მრავალ კერძო კიოლექციაში მთელ მსოფლიოში. ა. გოგუაძის ფერწერის ძირითადი მიმართულებაა აბსტრაქცია, მის სავიზიტო ბარათად იქცა პროგრამული არაფიგურატული ნამუშევრები. ა.გოგუძე თავის შემოქმედებით მეთოდს უწოდებს ფერი ფერთან. ამ მეთოდით მიიღწევა გარკვეული ფერადოვანი შეთანხმებების ჰარმონიზაცია ისე რომ საბოლოო ანგარიშით ქრება ტონალური პერსპექტივა და ჩნდება ფერადოვანი. ძირითადი მეთოდი ნამუშევრების შექმნისას იმპროვიზაციაა. ავტორის შემოქმედებითი ინტერესების წრეში ასევე ხვდება განსაკუთრებით ცნობადი რეალისტური სურათები, სამგანზომილებიანი ობიექტები - კოლაჟები, ხის ქანდაკება. ა.გოგუაძის ნამუშევრები არის მოსკოვის პუშკინის მუზეუმში, კონსტანცის ისტორიულ მიწეუმში //გერმანია//, დოიჩბანკის კოლექციაში //გერმანია//, კერძო კოლექციებში და ა.შ.
,ცოდნა გონების ფარია თუ რომ არავინ არია", უთქვამთ ჩვენს წინაპრებს.ამ ბლოგის მიზანია საქართველოზე, კავკასიაზე და შეიძლება მსოფლიოზეც კი ისეთი რამეების გახსენება, რაც ძალიან იოლად შეიძლება დაავიწყდეს დღევანდელ რთულ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს. აქ იქნება ჩვენი ისტორიის და თანამედროვეობის ეპიზოდები,რომლებზეც ღირს დაფიქრება და შეჩერება. გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც,რომლებისგანაც დიდად ვართ დავალებული,რომელთაც შექმნეს ლამაზი საქართველო ან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მის ცხოვრებას...
თემატიკა
Showing posts with label ხელოვნება და კულტურა. Show all posts
Showing posts with label ხელოვნება და კულტურა. Show all posts
9.15.2012
ალბერტ გოგუაძე
ალბერტ გოგუაძის შემოქმედება განსაკუთრებით დაფასებულია გერმანიაში, სადაც მისი გამოფენები მოეწყო მრავალ ქალაქში. მხატვრის ნამუშევრები არის სხვადასხვა მუზეუმში და მრავალ კერძო კიოლექციაში მთელ მსოფლიოში. ა. გოგუაძის ფერწერის ძირითადი მიმართულებაა აბსტრაქცია, მის სავიზიტო ბარათად იქცა პროგრამული არაფიგურატული ნამუშევრები. ა.გოგუძე თავის შემოქმედებით მეთოდს უწოდებს ფერი ფერთან. ამ მეთოდით მიიღწევა გარკვეული ფერადოვანი შეთანხმებების ჰარმონიზაცია ისე რომ საბოლოო ანგარიშით ქრება ტონალური პერსპექტივა და ჩნდება ფერადოვანი. ძირითადი მეთოდი ნამუშევრების შექმნისას იმპროვიზაციაა. ავტორის შემოქმედებითი ინტერესების წრეში ასევე ხვდება განსაკუთრებით ცნობადი რეალისტური სურათები, სამგანზომილებიანი ობიექტები - კოლაჟები, ხის ქანდაკება. ა.გოგუაძის ნამუშევრები არის მოსკოვის პუშკინის მუზეუმში, კონსტანცის ისტორიულ მიწეუმში //გერმანია//, დოიჩბანკის კოლექციაში //გერმანია//, კერძო კოლექციებში და ა.შ.
7.08.2012
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერმან ჰესეც, მას 2 ივლისს 135 წელი შეუსრულდებოდა:
![]() |
| Hermann Hesse |
2 ივლისს 135 წელი შეუსრულდებოდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულმწერალ ჰერმან ჰესეს //1877-1962//. 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერმან ჰესე მთელ თავის შემოქმედებას უწოდებდა თავისი სულიერი განვითარების გაჭიანურებულ მოთხრობას. სულის ბიოგრაფიას.
მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა შემოქმედისბედი მისთვის მტრულ გარემოში, ჭეშმარიტი ხელოვნების ადგილი მსოფლიოში. ორი მსოფლიო ომის წარმომშობი და გაუთავებელი კონფლიქტების წარმომშობმს მეოცესაუკუნემ მასაც გაუჩინა სულიერი პრობლემები და სულიერი კრიზისის დასაძლევად მანპირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო ხატვა //ყურადღება მიაქციეთ, ქვების და კალაშნიკოვის სროლა კი არა, ხატვა. მან დახატა 3000-მდე აკვარელი რომლებშიც ასახა 1919 წლიდან, მის სიკვდილამდე,1962 წლამდე მისი სამყოფელი ტესინის სილამაზე.
1918 წ. მან ტესინში გააგრძელა ხატვის ტექნიკის სწავლა. იბადება პირველი
ჩანახატები წიგნისთვის "სეირნობა ფეხით" და მისი ილუსტრაციები //გამოიცა 1920 წ.//.
ის მის მიერ დასურათებულ მისივე ლექსებს ყიდის გერმანელი ტყვეების სოციალური
დახმარების კომიტეტის სასარგებლოდ. ეს კომიტეტი თვითონ ჰერმან ჰესემ შექმნა ბერნში 1916 წელს.
1919 წელს ჰესე ასურათებს ზღაპარს "მძიმე გზა " და ხატავს აკვარელებს "მხატვრის ლექსებისთვის ". ჰერმან ჰესეს აკვარელების პირველი გამოფენს მოეწყო ბაზელის საგამოფენო დარბაზში 1920 წ. იმავე წელს ჟურნალში "ვილანდ", მიუნხენი, ქვეყნდება ჰესეს პირველი რეპროდუქციები. 1921 წელს გამოდის რეპროდუქციათა ალბომი "11 აკვარელი ტესინიდან". 1922 წელს ვინტერტურში ეწყობა ჰერმან ჰესეს აკვარელების და ემილ ნოლდეს სურათების ერთობლივი გამოფენა. ჰესე 1922 წ, რუტ ვენგერისთვის წერს და ასურათებს ზღაპარს "პიკტორის დაბრუნება".
6.12.2012
გასახსენებელი ხალხი - ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები :
წყარო: http://www.nplg.gov.ge/index.php?sec_id=307&lang_id=GEO
ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები
ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები
ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვის მხატვრულ დამუშავებას. ქვაზე კვეთის ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში და საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. ქვაზე კვეთის ქართული ტრადიციის საუკეთესო გამგრძელებლები იყვნენ ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები, რომელთა შემოქმედების კვალი თბილისის არქიტექტურაზე აისახა.
3.06.2012
11.28.2011
თბილისი 1910-1921 წლებში (კულტურული ცხოვრების ისტორიული მიმოხილვა)
ARS GEORGICA,ინტერნეტული ჟურნალი
თბილისური სადარბაზოები
XIX საუკუნის თბილისი, ერთ-ერთი იმდროინდელი ჟურნალისტის სიტყვით ორსახა იანუსს ჰგავდა - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში. ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან. აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს. ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით. |
11.10.2011
მუნკის ყვირილი ეხლაც გვიგლიჯავს გულს:
![]() |
| ეს მუნკის ყვირილია |
«მე ორ მეგობართან ერთად მივუყვებოდი გზას. მზე ჩადიოდა-უეცრად ცა სისხლივით წითელი გახდა...ფიორდის და ქალაქის თავზე იყო სისხლი და ცეცხლის ენები. ჩემმა მეგობრებმა განაგრძეს სიარული და მე დავრჩი ღელვისაგან აცახცახებული. და მე გავიგე თუ როგორ გაგლიჯა ბუნება ყვირილმა».
ის ერთი საუკუნის შემდეგაც არ გვასვენებს.
ედვარდ მუნკი არის მხატვარი ვინც თავისი ფუნჯები ამოავლო ადამიანის არაცნობიერის უღრმეს ფენებში რათა იქიდან ამოეღო ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ქმნილება. «კოცნასთან», „ვამპირთან“, «მოწიფულობასთან» ერთად «ყვირილი» არის «სიცოცხლის ფრიზის» ნაწილი, ტკივილით, მარტოობით, მელანქოლიით და სიკვდილით გამსჭვალული ეგზისტენციალური ქმნილება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!
11.09.2011
როგორ მოახდნეს ფლანდრიელებმა რევოლუცია მხატვრობაში:
დიდმა გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა და ანტროპოლგმა, ჰაიდელბერგის,ჰარვარდის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორმა Hans Belting-მა 2010 წელს გამოსცა მეტად საინტერესო წიგნი "სამყაროს სარკე,ფერწერული ტილოს გამოგონება ნიდერლანდებში"
("Spiegel der Welt,Die Erfindung des Gemäldes in den Niederlanden", "Miroir du monde, L'invention du tableau aux Pays-Bas"-ფრანგულად).
გთავაზობთ საუბარს ამ ავტორთან:
- თქვენს წიგნში თქვენ გამოთქვამთ უცნაურ დებულებას: მხატვრობა უნდა გამოეგონათ მე-15 საუკუნეში ფლანდრიაში. მაგრამ ის განა უფრო ადრე არ არსებობდა?
8.04.2011
გადაღლილ გამოშტერებული დასავლეთის საშველი აღმოსავლეთიაო,ამბობენ ევროპელი ფილოსოფოსები...
მ.დავი,ა.დეჟარდა,ე.მორა,მ.რანდო,
შინაგანი აღმოსავლეთი
(M.MM.-M.Davy,A.DesJardins,E.Morin,M.Random,
L'Orient intérieur, Espaces libres,Albin Michel,
Paris, 1998)
გამომცემელი და მწერალი
მარკ დე სმედტ,
აღმოსავლეთის შუქი :
ზოგს თითქოს უკვირს დღევანდელი ინტერესი აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების მიმართ. ამას ხსნის იმით რომ საზოგადოებას უყვარს ბაზრის გზოტიზმი, გემრიელი უცხო სუნელები და იმით რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო გულგრილობია დასავლური ეკლესიების მიმართ. ამ ეკლესიებმა ვერ უპასუხეს მორწმუნეთა მოლოდინს და მათი ქადაგება უბრალოდ მოძველდაო, ამბობენ ისინი.
თანამედროვე კრიზისი ეხება ეკონომიკას, მაგრამ ის ამავე დროს ავლენს იმას რომ ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს და ეს ცუდად ყოფნა აავადებს სულსაც და გულსაც და ამტკიცებს იმას რომ მისწრაფება მატერიალური კეთილდღეობის ნებისმიერ ფასად მოპოვებისკენ ამაოა, ილუზიაა, რომელიც
ჩვენ ძალიან ძვირად გვიჯდება. თავისუფლების ძიება ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარემომცველ სამყაროში ამაოა თუ კი ამ ესოდენ სანატრელ თავისუფლებას ჩვენ პირველ რიგში არ მოვნახავთ ჩვენს საკუთარ თავში.
როდესაც მე ვუყურებ ჩვენს თავს მე დასავლეთში ხშირად ვხედავ ადამიანთა ყველანაირ კარიკატურას : ეს კარიკატურები გაუთავებლად დარბიან, იკარგებიან და იხლართებიან ათასერთ პარაზიტ აზრში, აკვიატებულ-აჩემებულ იდეებში და სხვადასხვა შმორში რომელსაც განუწყვეტლად არყევს ჰიპერტროფირებული და გადატვირთული ტვინი. ვხედავ ერთგვარ გაუთავებელ ფსიქიურ ცოხნას რომელიც ადგილს თითქმის არ უტოვებს არა ოცნებებს, ისინი მეტისმეტად ბევრია, არამედ დაკვირვების და ყურადღების სულისკვეთებას რომელიც გზას გაუხსნიდა ახალ შემოქმედებით პასუხისმგებლობას.
დასავლეთის მკვიდრთა ნერვების მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს.
უსარგებლოა მათი სუნთქვისთვის ყურის დაგდება: საკმარისია მათი დასტრესილი, შეშფოთებული სხეულების, აშკარა აგრესიულობის,შიშის დანახვა იმის გასაგებად რომ მათ არ იციან ან ძლივს იციან სუნთქვა, მხოლოდ იმდენად რომ არ მოკვდნენ.
სხვის ყურის გდებაზე ნუ ვილაპარაკებთ, ის ძლივს არსებობს. როდესაც სხვა ლაპარაკობს ორი კაციდან მას ერთი თუ უსმენს,ისმენენ აზრის ნაფლეთებს ისევ მისდევენ თავის საკუთარ იდეებს,რომელთაც ძლივს თუ აცნობიერებენ. ჰომო ოდნავ საპიენსი ჩანს. ამას უძახიან სწრაფად ცხოვრებას.არ მითხრათ რომ ეს არაა მართალი, რომ მე ვამუქებ. მეც ვიყავი ასე და და მე შევწყვიტე ასე ცხოვრება იმიტომ რომ
ვთვლი რომ ეს არაა ადამიანის ღირსი და ღირსეული ცხოვრება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს.
და ამ ყოველდღიური მარაზმიდან გამოსვლაში მე ძალიან დამეხმარა აღმოსავლეთი.
მანამდე სანამ აგიხსნიდეთ თუ რატომ მე მინდა გავცე პასუხი ერთ კითხვას, მეკითხებიან თუ რატომ ვერ უნდა მოვნახოთ პრობლემების გადაწყვეტა ჩვენს საკუთარ ტრადიციებში და რატომ უნდა ვეძებოთ ეს გადაწყვეტები სხვაგან, უცხოელებში. განა ჩვენს მდიდარ ცივილიზაციას არ შეუძლია საკუთარი ავადმყოფობების წამლის პოვნა თავის საკუთარ ფესვებში?
ვერა, ვიტყოდი მე. ეს ფესვები გათელილი და გადამდნარია ბრმა ყალიბში. ვერა,ვინაიდან ეს ცივილიზაცია მოწყვეტილია თავისი საკუთარი ტრადიციისაგან, ვინაიდან კათედრალების სულისკვეთება აღარ არსებობს, ის დაწვეს ინკვიზიციის კოცონებზე ისევე როგორც ბუნებისა და თავისუფალი რწმენის სულისკვეთებები. ვერა იმიტომ რომ იესო ქრისტეს რევოლუციური მოძღვრება გარდაქმნა ცხოვრებას მოწყვეტილმა საერო ხელისუფლებამ.
მაგრამ მე არ ვლაპარაკობ ყველაფერ ამაზე, ყველაფერი ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა. მე მუდამ მაკვირვებს ის საზღვრები, ბარიერები, რომლის დაყენებასაც ცდილობენ ყველგან და რომლებიც ადასტურებენ აღქმის სისუსტეს.
განა ჩვენ არ ვცხოვრობთ იმაზე რასაც ედგარ მორა ( Edgar Morin) უწოდებს «კოსმიურ ხომალდ დედამიწას»?
განა ჩვენ ყველანი არა ვართ მკვიდრნი იმისა რასაც მაკ ლუჰანი უწოდებს «პლანეტარულ სოფელს»? დღეს და პირველად ისტორიაში ჩვენ გვაქვს კაცობრიობის მთელი წარსული და დღევანდელი ცოდნის დაუფლების შესაძლებლობა: ასე რომ ჩვენ გვაქვს ახალი ცივილიზაციის სამშენებლო მასალა. უტოპია?
არა, საკმარისია მხედველობაში მიღება,პატივისცემა და რეალიზაცია. უნდა ვიყოთ თავმდაბალნი და უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია სხვა კულტურებისაგან, რომ ჩვენ უნდა ვუსმინოთ მათ ისევე როგორც ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენი მეცნიერებით. თუ კი მივიღებთ ცოდნას ისე როგორც ის განცდილი იყო სხვაგან,ეს იქნება შეცდომა, მაგრამ ამავე ცოდნის მიღება და გადამუშავება შეიძლება დიდად სასარგებლო აღმოჩნდეს. ეს იცის ხალხური სიბრძნის გარკვეულმა ფორმამ.
ვინ წარმოიდგენდა ოდესმე დასავლეთში იოგას ასეთ გავრცელებას... იოგას კურსებს ეხლა ვპოულობთ ყველაზე მიკარგულ-მიყრუებულ კუთხეებში. და ეს ხდება იმიტომ რომ ადამიანის სხეულისთვის მოქნილობის მიმცემი და გონების დამამშვიდებელი ფიზიკური ვარჯიშის ეს ფორმა პასუხობს შინაგან მოთხოვნილებას.
სხვა თვალში საცემი მაგალითია საბრძოლო ხელოვნებები. მრავლდება კარატეს, ძიუდოს, აიკიდოს,ჯიუ-ჯიცუს მასწავლებელი კურსები... აღმოსავლური ბრძოლის ეს ძველი ფორმები თურმე შეესაბამება ჩვენს სამყაროს. მათში არის საკუთარი თავის ფლობის ის სულისკვეთება რომელიც არა ჩანს სხვაგან. წარმატება დიდია და ინტეგრაცია მოხდა.
და ძენი? რითია მიმზიდველი ბუდიზმის ეს იაპონური შტო? მის მიმზიდველობას განაპირობებს მისი ბაღების ესთეთიკა,ჩაის ცერემონიის დელიკატურობა და მისი გრაფიკული ხელოვნებების ლეგენდარული დახვეწილობა.
ძენის მიმზიდველობას განაპირობებენ აგრეთვე მკვეთრი, მოულოდნელი კოანები, ეს გამოცანები რომელთა მიზანიცაა შოკის მეშვეობით ცნობიერების გაღვიძება.
სახელგანთქმულია შემდეგი კოანა:
«როგორი იყო თქვენი სახე თქვენი მშობლების გაჩენამდე?»
რჩება ჟანრის მოდელი. და არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთის აღფრთოვანება ჰაიკუებით: ამ თვალის ჩაპაჭუნებისავით მოკლე ლექსებით...
5.02.2011
« ხელოვნებას დღეს აქვს ფასი და არა აქვს არანაირი ღირებულება და მნიშვნელობა»
«ხელოვნებას დღეს აქვს ფასი და არა აქვს არანაირი ღირებულება და მნიშვნელობა» (თანამედროვე ხელოვნების მერკანტილიზმთან მებრძოლი თანამედროვე ფრანგი ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი მემკვიდრეობის საერთო მცველი, პიკასოს მუზეუმის ყოფილი დირექტორი, მწერალი, ესეისტი ჟან კლერი).
![]() |
| ჟან კლერი |
გლეხის ეს შვილიშვილი რომელიც იქცა რაფინირებული ენის მწერლად და 2008 წელს არჩეული იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად მიზნად ისახავს მომთხოვნი კულტურის დაცვას. მაგრამ ის ელიტისტია მოწაფეობის, სწავლის ღირსებათა სახელით. ამ პედაგოგიურმა ამბიციამ წარმატება მოუტანა მის დიდ გამოფენებს ( « ვენა, 1880-1938, მხიარული აპოკალიფსი» ბობურში 1986 წელს, « მელანქოლია, გენია და სიგიჟე დასავლეთში» დიდ სასახლეში 2005 წელს, «დანაშაული და სასჯელი» ორსეს მუზეუმში 2010 წელს) რომლებიც იყო ბოლო ათწლეულების ყველაზე პოპულარულ გამოფენებს შორის.
მაგრამ ჟან კლერი ამასთან და ალბათ უწინარეს ყოვლისა არის ერთგულებათა კაცი. ამაზე მოწმობს მისი ნაშრომი « დიალოგი მიცვალებულებთან». თავშეკავებული ავტოპორტრეტი, პატივის მიგება რამოდენიმე მხატვრისთვის. მათ შორისაა ჯაკომეტი, რომელშიც ის ხედავს ერთ-
-ერთ პირველ დიდ თანამედროვეს, რომელსაც მან მიუძღვნა სანიმუშო გამოფენა პომპიდუში 1983 წელს; ან კიდევ ზორან მუზიჩი, დაბრუნებული დახაუდან რათა დაეხატა უკიდურესობამდე განწმენდილი ნაწარმოები, მათ ორივეს უყვართ ვენეცია. « მე ავირჩიე ვინც მიყვარდა და დავრჩი მათი ერთგული», დაწერა ერთხელ მან. შეხვედრა და საუბარი ჟან კლერთან :
ჟურნალი « ლე პუან» : თქვენ თქვით რომ პირველი ესთეტიკური შოკი მიგაღებინათ სკოლის მასწავლებელმა....
ჟან კლერი : ჩემი მშობლები გლეხობიდან იყვნენ. ისინი გადავიდნენ პარიზში, ან უფრო 9-3-ში, რომელსაც ჯერ კიდევ სენას უწოდებდნენ. ეს იყო უფრო ლამაზი. მაგრამ მე ბედად შემხვდა ხატვის მასწავლებელი რომელიც ნიმუშად გვაძლევდა მატისის თუ ბრაკის ნაწარმოებების მის მიერვე გაკეთებულ ასლებს. იმ დროს ინდუსტრიული რეპროდიქციები ძვირი იყო. მე მივიღე არაჩვეულებრივი შოკი მატისის წინაშე. მე მახსოვს რომ მატისის ამ სურათის ორიგინალი მე ვნახე დიდი ხნის შემდეგ სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
მე,მაშ, ვარ საჯარო, საერო, რესპუბლიკური და ელიტისტური სკოლის აღზრდილი... სკოლა არასოდეს ყოფილა ესოდენ მცირედ ეგალიტარული როგორც მაშინ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ რომ საუცხოობის, სრულყოფილების ცნება დღეს არაა დაფასებული. ფსევდო-თანასწორობის სახელით სურთ რომ არც ერთი თავი არ ასცდეს თავების მწკრივს. მაგრამ კერძო სკოლები, რომლებშიც სწავლობენ შეძლებული ოჯახების ბავშვები, მისდევენ შერჩევას.
« ლე პუან»: თქვენი მასწავლებლები იყვნენ ჟან გრენიე და ანდრე შასტელი, რა გასწავლეს მათ?
ჟან კლერი : მე ძალიან მიყვარდა ეს ორი დიდი სული; მე ვფიქრობ რომ სწავლა ხდება სიყვარულით და არა მხოლოდ აღფრთოვანებით.
სორბონას ესთეტიკის კატედრის გამგე ჟან გრენიე იყო აგრეთვე არაჩვეულებრივად თავისუფალი მწერალი. მისმა გამჭვირვალე ენამ შთააგონა კამიუ რომელიც იყო მისი მოწაფე ალჟერში. ეს იყო ყოველდღიურობის განათების და გასხივოსნების, თითქმის ფრანცისკანული თავმდაბლობის ადამიანი. რაც შეეხება ანდრე შასტელს, ჩემთვის ისაა ფრანგული ხელოვნების ერთ-ერთი იშვიათი დიდი ისტორიკოსი.
« ლე პუან» : ის თქვენს მსგავსად ხელოვნების ისტორიას უკავშირებდა იდეების ისტორიას.
ჟან კლერი : მან მასწავლა რომ სურათი არის ტექსტისავით გასაშიფრი რამ, რომ მისი შინაარსი დაკავშირებულია მთელ ფილოსოფიურ, ფილოლოგიურ, ზოგჯერ მეცნიერულ ფონთან რომლის ხელახლა აღმოჩენაა საჭირო. მარტო ის მიმართავდა საფრანგეთში იკონოლოგიას მაშინ როდესაც ბევრი კმაყოფილდება ძალიან მოსაწყენი რამეებით, ისტორიციზმითა და ბიოგრაფიით. მან გვასწავლა ფორმათა ისტორიის უკან დამალული იდეათა ისტორია.
![]() |
| ანდრე მასონის "უთავო კაცი" |
ჟან კლერი : მაგრამ მე ეს აუცილებლად მიმაჩნდა ! საფრანგეთის სისუსტე ისაა რომ მან ყურადღება არ მიაქცია ერვინ პანოფსკის, ერნსტ კასირერის, ერნსტ გობრიხის თუ აბი ვარბურგის ნაირი თეორეტიკოსების იკონოლოგიურ მეთოდს. ეს თეორეტიკოსები იყვნენ როგორც ხელოვნების ისტორიკოსები ისე იდეების ისტორიკოსები. მათ დემარშს აზრი აქვს მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ეფუძნებოდნენ ადამიანის საქმიანობის სხვა განვითარებებს. ხელოვნების ნაწარმოები არაა მხოლოდ გრძნობიერი შოკი, თუმცა ის შეიძლება ეს იყოს. ხელოვნების ისტორია მე მუდამ წარმომიდგებოდა სამეფო გზად რომელიმე ხანის თუ რომელიმე საზოგადოების სპექტრალური ანალიზისთვის მაშინ როდესაც საფრანგეთში ხელოვნების ისტორია დარჩა რამდენადმე ფუქსავატურ და უაზრო გართობად მაშინაც კი როდესაც ეს იღებდა შთამბეჭდავ ფორმებს. მაგალითად ეს ათასობით კაცი რომელიც წვიმაში უცდიან მონეს გამოფენაზე შესვლის მომენტს. მე ვფიქრობ რომ ტყუილად გვჯერა იმისა რომ ეს ქმნილება გვეტყვის წარუშლელ რამეს.
« ლე პუან» : მაგრამ თქვენ თვითონ იყავით უმეცარი ბავშვი ვისთვისაც ხელოვნება გამოცხადება იყო :
ჟან კლერი : ნამდვილად უნდა ვაღიარო :
მე ხშირად მითქვამს რომ დაუყოვნებელი, უშუალო განათლება, გასხივოსნება არ არსებობს, რომ აუცილებელია სწავლა. მაგრამ თუ კი ვიფიქრებ ჩემს ესთეტიკურ დამასკოს გზაზე უნდა ვაღიარო რომ მოუმზადებელი ბავშვის შეხვედრას ხელოვნების ნაწარმოებთან შეიძლება ჰქონდეს ძალიან კარგი შედეგები. არსებობენ ბავშვები რომლებიც სპონტანურად ღრმად აღიქვამენ ვიზუალურ სამყაროს ისევე როგორც სხვები ბგერათა სამყაროს და 7 წლის ასაკში არიან არაჩვეულებრივი პიანისტები.
« ლე პუან» : თქვენ არ ენდობით მუზეუმების შესასვლელთან შეკრებილ დიდ ბრბოებს და მიუხედავად ამისა თქვენმა დიდმა გამოფენებმა ხელი შეუწყო ხელოვნების პოპულარიზაციას...
ჟან კლერი : მე არ მეზიზღება ეს ბრბოები, პირიქით, მე შეძრული და აღტაცებული ვარ ამ მისწრაფებით ხელოვნების სამყაროსკენ. მაგრამ მე მირჩევნია თემატური, უფრო პედაგოგიური გამოფენები. ერთი მხატვრისადმი მიძღვნილი გამოფენები მე ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია. მონოგრაფია ხშირად მოსაწყენია. ესაა ინდივიდის გადაჭარბებული განდიდება, თითქოს ის არსებობდეს მარტო ერთგვარ სემანტიკურ ვაკუუმში მაშინ როდესაც ის არის გარკვეული წრის, გარკვეული საზოგადოებისა და ეპოქის ნაწილი....და პირიქით, თემატური გამოფენა იძლევა მოცემული ეპოქის სირთულის და ეპისტემოლოგიური ერთიანობის მოცვის საშუალებას. ის აჩვენებს რომ ყველაფერი ერთნაირად ხდება ყველა სფეროში. ყოველგვარი გადავარდნა ცოდნის თუ ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთ არეში არის საზოგადოების უქეიფობის სიმპტომი.
![]() |
| აცეფალი, ანდრე მასონის ბრეტონის პორტრეტი |
ის რასაც დღეს წარმოგვიდგენენ როგორც თანამედროვე ხელოვნებას არის უაღრესად სერიოზული დარღვევის, ავადმყოფობის სიმპტომი.
- « ლე პუან» : მაგრამ არსებითად რას ედავებით თანამედროვე ხელოვნებას?
ჟან კლერი : ჩვენ გემოვნების ესთეტიკიდან გადავედით ზიზღის ესთეტიკაზე. ხელოვნებამ აღარ უნდა მოხიბლოს მზერა, მან უნდა გამოიწვიოს ზიზღი- ამის ნიშანია ექსკრემენტებისგან და სხვა ორგანული მასალისგან გაკეთებულ ნაწარმოებთა გამრავლება. ხელოვნება დღეს ხშირად უზომოდ ძვირია, მაგრამ მას არა აქვს არავითარი ღირებულება და მნიშვნელობა....ჟეფ კოონი ჩემის აზრით მასხარაც არაა, ისაა ვაჭარი, ბირჟის მაკლერი, სპეკულანტი. მე მის «ქმნილებას» ვთვლი ჩვენი საზოგადოების დეგრადაციის, გადაგვარების, დეკადანსის ნიშნად.
« ლე პუან» : მაგრამ გამოფენით « ვენა 1900» თქვენ ადასტურებთ რომ ისტორიულ და პოლიტიკურ დეკადანსს შეიძლებოდა მოჰყოლოდა გენიის გაფურჩქვნა !
ჟან კლერი : ჩორანი ამბობდა რომ დეკადანსის ეპოქები ულამაზესია იმიტომ რომ ისინი კრეფენ ყველაზე გემრიელ ხილს და ნაკლებად ზრუნავენ მომავალზე და საჩქაროდ გადასაწყვეტ პრობლემებზე... რა არის სიცოცხლეზე უფრო ლამაზი? მაგრამ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ არა ამ გვიანი რთველის ეპოქებში არამედ სტერილურობის, უნაყოფობის, გახმობის და არა მოსავლის ხანაში. ნიცშე ლაპარაკობდა კულტურის შემოდგომაზე, დეკადანსზე, ესაა დაუსრულებელი და მზიანი შემოდგომა რომელსაც მოსდევს კატასტროფები. შემდეგ მოდის ზამთრის სიცივე და მწუხარება. ჩემი აზრით ჩვენ ზამთარში ვართ, ეხლა ზამთარია.
« ლე პუან» : თქვენ ხშირად უპირატესობას ანიჭებდით მიმდინარეობათა პერიფერიაზე, მათგან განზე მდგომ მხატვრებს. რატომ არ უნდა დავიჯეროთ რომ დღესაც არსებობენ ნიჭიერი მხატვრები რომლებიც არ ჩანან ისე როგორც ისინი ვისაც თქვენ აკრიტიკებთ?
ჟან კლერი : რა თქმა უნდა მე არ გამოვრიცხავ ამას. სემ შაფრანი, მაგალითად, ჩემი აზრით არის ძალიან დიდი მხატვარი, მაგრამ ის რეალურად მარტო მუშაობს. ხელოვნების ისტორიის დაწერის ცდა არის სახელთა თანმიმდევრობის დადგენა. ისტორია როგორც წესი არის კოშმარი რომელიც არ გაძლევთ აქეთ იქით ყურების უფლებას. ისტორიაზე ლაპარაკი არის აზრის არსებობის დაშვება. ფიქრი იმისა რომ დღეს მცხოვრები უფრო სწორეა ვიდრე გუშინ მცხოვრები. უმაღლეს გამოცხადებამდე რომელსაც უნდა მიაღწიოს თანამედროვე ხელოვნებამ. ისტორიის ასეთი წაკითხვა გვაიძულებს ვირწმუნოთ ის რომ არსებობს უცნაური ფენომენი რომელსაც ჰქვია თანამედროვე ხელოვნება რომელიც იწყება სეზანით, გრძელდება პიკასოთი, აბსტრაქციით და მონდრიანით რათა აპოთეოზით დასრულდეს ჯეფ კოონსთან ერთად. ეს კონცეფცია არის აუტანელი ინტელექტუალური ტერორიზმი იმიტომ რომ ის უყურადღებოდ სტოვებს მრავალ ნაწარმოებს რომლებიც ვერ ეტევა ისტორიის ამ სქემაში. ჩემი მიზანი იყო პანღურის ამოკვრა ამ კანონიკური ისტორიისთვის.
«ლე პუან»: რათა ის სხვა ისტორიით შეგეცვალათ?
ჟან კლერი :დიახ, ჩემთვის საინტერესო ხელოვნების ისტორია უფრო არის მიტელევროპაში, ცენტრალურ ევროპაში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში. ექსპრესიონიზმი და გუსტავ კლიმტის თუ ეგონ შილეს მსგავსი დიდი მხატვრები გააჩინა პესიმისტური თანამედროვეობის სწორედ ამ ადგილმა.სწორედ აქ გამოიჭედა აგრეთვე გერმანელები ოტო დიქსის, გეორგ გროსის, იტალიელები ჯორჯო დე კირიკოს, კარლო კარას და მარიო სტრონის « ახალი რეალიზმი». მონდრიანით თუ მალევიჩით წარმოდგენილი აბსტრაქტული მიმდინარეობის საპირისპიროდ ეს მხატვრები წარმოადგენდნენ რეალობას. 30 წლის წინ არ აღიარებდნენ ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილს, ინგლისელ დიდ მხატვარ ლუსიან ფროიდს იმიტომ რომ ვერ ხედავდნენ თუ საიდან მოდიოდა ის. ის ჩანდა ქარაფშუტად, ორიგინალად, მეტიც, რეტროგრად და რეაქციონერ მხატვრად. მაგრამ ამ სხვა ისტორიაში ვხედავთ თუ რითია ის შიშველი ფიგურის წარმოდგენის ავსტრო-ბრიტანელი მემკვიდრე. 1951 წელს ლუსიან ფროიდი ჩამოვიდა პარიზში, სადაც მან დახატა ზოგი თავისი საუკეთესო სურათი. მისი ჩამოსვლის მიზანი იყო შეხვედრა სიკვდილამდე უგულვეყოფილ, უცნობ მხატვარ ბალთუსთან რომლის პირველი გამოფენაც მოაწყო ბონარმა. მე მაინტერესებს ბონარ-ბალთუს-ფროიდის მეგობრობა როდესაც ადამიანები აღიარებენ ერთმანეთს და წერენ ისტორიას. მათ უყვართ ერთმანეთი. მაგრამ როდესაც 1985 წელს ბობურს შევთავაზე ლუსიან ფროიდის არაჩვეულებრივი შიშველი ფიგურის შეძენა ( ის მაშინ 15-ჯერ უფრო იაფი იყო ვიდრე ეხლა) ბობურმა ეს შეთავაზება უარყო....
« ლე პუან» : დღეს ბობური ზარ-ზეიმით იღებს ფროიდს ! განა გარდაუვალია აღქმისა და აღიარების ეს აცდენა ერთმანეთისგან?
![]() |
| ანდრე მასონის "მომავლის ტალღა" |
«ლე პუან» : მაშ ხელოვნების მთელი ისტორია პოლიტიკური უნდა იყო?
ჟან კლერი : დიახ, და ეს შეიძლება უაღრესად საშიში იყოს.
გამოფენაში « რეალიზმები რევოლუციასა და რეაქციას შორის, 1919-1939» მე ვაჩვენე რომ ორ ომს შორის ისტორია არ ყოფილა მხოლოდ ტრიუმფალური სვლის ისტორია, განსაკუთრებით კი არ ყოფილა ისტორია მხოლოდ ფუტურიზმისა და სიურეალიზმისა რომლებიც ფიქრობდნენ რომ მხატვარი უნდა იყოს მოგვი, ჯადოსანი, წინასწარმეტყველი, საზოგადოების სულისჩამდგმელი უტოპიური სოციალური მოძრაობების წინამძღოლი.
მეორე ისტორია, რომელიც მე გავატარე ცენტრალური ევროპით არ ყოფილა ტრიუმფალური, არ ყოფილა მიბრუნებული ბედნიერი მომავლისკენ ( რომელიც აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე უარესი ხანა). ის არ ყოფილა მიბრუნებული არც ინდივიდის აპოთეოზისკენ. ლაპარაკი იყო საკუთარი თავისადმი კრიტიკულად განწყობილ, იმედგაცრულებულ, მაგრამ ალბათ უფრო ლამაზ ისტორიაზე.
« ლე პუან» : თქვენ თვლით რომ ავანგარდები, მაგალითად სიურეალიზმი, ანტიჰუმანისტურები არიან. რატომ?
ჟან კლერი : იმიტომ რომ ავანგარდმა ზურგი შეაქცია რეალობას, ადამიანს, სახეს, უარი თქვა პირისპირ დგომაზე და მიისწრაფის იდეალური საზოგადოებისკენ რომელიც სინამდვილეში კოშმარული აღმოჩნდა.
გაიხსენეთ ანდრე ბრეტონის ნათქვამი : « უმარტივესი სიურეალისტური მოქმედებაა რევოლვერების აღება, ქუჩაში გასვლა და ბრბოში სულერთია საით სროლა». « სიურეალიზმის მეორე მანიფესტის» ამ ფრაზას ხშირად ახსენებენ როგორც გაბედულების და პროვოკაციის მაგალითს და ავიწყდებათ მისი ბარბაროსული ხასიათის ხაზგასმა ! მე ასევე არ მიყვარს მისი მიდრეკილება ფანტომებისკენ და მაგიდების ტრიალისკენ, სპირიტიზმისკენ.
- როდესაც 1940-ან წლებში თომას მანმა დაწერა « დოქტორ ფაუსტუსი» მან თანამედროვე შემოქმედება აღწერა როგორც თავისი არსით მეფისტოფელური, დიაბოლური შემოქმედება. მიუხედავათ ამისა ვერავინ იტყვის რომ თომას მანი არის წერა-კითხვის უცოდინარი თუ რეაქციონერი.
![]() |
| სანდრო შია |
ჟან კლერი : მე ვფიქრობ რომ გარდატეხა თანამედროვეობაში არის მომენტი როდესაც ჯაკომეტიმ კარი მიურახუნა სიურეალისტურ მოძრაობას იმიტომ რომ ის დაუბრუნდა სახის გამოსახვას...სიურეალიზმის მეორე დიდი ფიგურა ჩემი აზრით არის ანდრე მასონი რომლის ემბლემაცაა აცეფალი, უთავო კაცი ! ადამიანის გამოსახვის მოწინააღმდეგე ეს მოძრაობა ახლოა ბარბაროსობასთან. მის საწინააღმდეგოდ ჯაკომეტისთან ერთად მოხდა სახესთან დაბრუნება, მაგრამ ის გრძელდება ბალთუსთან თუ ლუციან ფროიდთან ერთად.
- «ლე პუან» : თქვენ თქვით რომ ომის შემდეგ მოხდა დაბრუნება ეროვნულ ღირებულებებთან.
ჟან კლერი :
საწინააღმდეგოდ იმისა რასაც ფიქრობდა მალრო ხელოვნება არ იბადება საკუთარი თავისგან, ის ჩნდება კონკრეტულ ნიადაგზე. მეტიც, საწყისის ქონა არის უნივერსალობის ერთადერთი შანსი. ომის შემდეგ წარმატება მოიპოვეს ნაციონალისტურმა სკოლებმა, ომის დამწყებმა და წამგებმა ორმა ქვეყანამ ანუ იტალიამ და გერმანიამ. იტალიაში მხატვარი სანდრო ჩია ( დაიბადა 1946 წ.) აშკარად ეფუძნება ეროვნულ ღირებულებებს. 1945 წელს დაბადაებული გერმანელი ანსელმ კიფერი ხოტბას ასხამს მითიურ გერმანულ ვალჰალას. იტალიური და გერმანული სკოლები კარგადაა დამკვიდრებული და კარგად იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსალურ, საყოველთაო ღირებულებათა ქადაგად თავის წარმომდგენი ფრანგული ხელოვნება ვერ სცდება საფრანგეთის საზღვრებს. მართალია რომ ბურენი და ბოლტანსკი გადიან მაგრამ ჩვენ ვერასოდეს გავცდით ასო ბ-ს.
კულტურის თავისებურებათა უარყოფას მივყავართ არარაობამდე რომელიც არ აინტერესებს არავის.
«ლე პუან» : პარადოქსულია რომ თქვენნაირი ესთეტი უნდობლად უყურებს მუზეუმებს.
-ჟან კლერი : რატომ? ნაწარმოები ეკუთვნის გარკვეულ ადგილს და გარემოებას. მისთვის აზრის გამოცლით ჩვენ მას ძალიან ვაღარიბებთ. მე სულ უფრო და უფრო მიჭირს გავლა მუზუეუმში, ერთი შედევრიდან მეორეზე გადასვლა მაშინ როდესაც ყოველი მათგანი მიუთითებს განსაკუთრებულ სამყაროზე და განსაკუთრებულ საკრალურობაზე. ყოველი ნაწარმოებისთვის მისი განსაკუთრებული აზრის და მნიშვნელობის დაბრუნება დამქანცველი ინტელექტუალური შრომაა. ემუზეუმი არის დავიწყება იმისა რომ ქმნილებებს აქვთ გარკვეული დანიშნულება, ისინი ემსახურებიან გარკვეულ რამეს; ისინი არ არიან შექმნილნი უბრალოდ გამვლელის გასართობად. როგორც ვყვები « დიალოგებში მკვდრებთან» ვერონეზეს « კანას ქორწილის» სრულყოფილი ასლი დაკიდეს ვენეციის სან ჯორჯო მაჯორეს ძველი ბენედიქტინური მონასტრის სატრაპეზოში, იმავე ადგილას რომლისთვისაც იყო დახატული სურათი. თავისი ჭეშმარიტი სინათლისთვის და მისი თავდაპირველი ფუნქციისთვის დაბრუნებული ეს ასლი უეჭელად უფრო ერთგულია ვიდრე ლუვრში გამოფენილი ორიგინალი !
« ლე პუან» : მიუხედავად ამისა ძნელია წარმოდგენა სამყაროსი მუზეუმების გარეშე.
ჟან კლერი : მაგრამ მუზეუმი არ არსებობდა ყოველთვის და ალბათ არც იარსებებს ყოველთვის. ის შექმნეს განმანათლებლებმა. 1920-1930-ან წლებში ავანგარდები, განსაკუთრებით ფუტურისტები, ოცნებობდნენ მუზეუმების დაწვაზე. დღეს მხატვრები ოცნებობენ იქ მოხვედრაზე იმიტომ რომ მუზეუმი იქცა დაფასების უმაღლეს ინსტანციად. შედიხართ მუზეუმში ისე როგორც შედიხართ ბირჟაზე. ესაა წმინდა მერკანტილური აქტი რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო განმანათლებელ ჰუმანისტთა სულიერ ამბიციებთან. რატომ იწვევს ამიერიდან სიტყვა მშვენიერება ხითხითს და კისკისს? არადა მხატვრობა მოითხოვს სიმძიმეს და სერიოზულობას. ლიტერატურამ შეიძლება დაუთმოს ადგილი ღიმილს და ხარხარს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია დუმილის, უძრაობის ხელოვნებას, ფერწერას.
« ლე პუან»: მაგრამ მონეს სურათების სანახავად რიგში მდგარი ადამიანები ეძებენ მშვენიერებას.
ჟან კლერი : მართალია. მათ ესმით რომ სურათის სამყაროა გახსენება ბედნიერების სამყაროსი, მისი კვალი, ნოსტალგია. ბედნიერი საფრანგეთის გახსენება და მონატრება. მონე გვიჩვენებს თეთრ და მანათობელ კაბებში გამოწყობილ ქალიშვილთა, ყაყაჩოების და თვის ზვინების ქვეყნის უაღრესად მომხიბლავ ხატს. ასეთი საფრანგეთი გაქრა და სურათი არის მისი მომხიბლავი ანარეკლი.
«ლე პუან» : თქვენი გამოფენა « დანაშაული და სასჯელი» ეძღვნება ადამიანურის ბნელ მხარეს. გვაძლევს თუ არა ხელოვნება როგორც მშვენიერების ისე საშინელების დანახვის საშუალებას?
- ჟან კლერი : ლაპარაკი იყო იმის გაგებაზე თუ რატომ შეიძლება აღაფრთოვანოს მაყურებელი საშინელების ნახვამ. რატომ თვლიან შედევრებად ჟერიკოს მიერ დახატულ დაჩეხილ და დასისხლიანებულ სხეულს? რაინერ მარია რილკე ამბობდა რომ მშვენიერება არის მხოლოდ ხარისხი საშინელისა რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვიტანთ. მეტიც, ხელოვნება არის სამყაროს ყველაზე საშინელი მხარეების მიღების ერთადერთი საშუალება. ზორან მუზიჩი ახალგაზრდობაში აღფრთოვანებული იყო გოიას სურათებით პრადოში, მადრიდში. ბევრად უფრო გვიან ამან მას გააგებინა თუ როგორ შეიძლებოდა იმის დახატვა რაც მან დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში ნახა. არსებობს სწავლა არა საშინელებისა არამედ მისი წარმოდგენის, გამოხატვის ფორმისა. როგორ უნდა მიუახლოვდე საშინელს და მიუხედავად ამისა როგორ უნდა დახატო ის? მუზეუმის კოლექციებში ქმნილებათა უმრავლესობა წარმოადგენს ძალადობას, დანაშაულს და სიკვდილს: ჯვარცმები, მარტვილები, ბრძოლის სცენები, ყველაფერი ეს ბევრად უფრო მეტია ყაყაჩოებზე და მზეთუნახავებზე ( ჟან კლერის ესაუბრა სოფი პუჟა, ეს საინტერესო საუბარი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი « ლე პუან»-ის საგანგებო ნომერში « სხვის გაგება», 2011 წლის მაისი, გვ. 110-115, ფრანგულიდან თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა).
4.11.2011
იმათთვის ვისაც რუსული ჯერ კიდევ ახსოვს : ცოტა რამ ქალბატონ ნელი ეშბაზე.
Татиана Донская
ТЕАТР ОДНОЙ КОМНАТЫ.
У меня есть подруга, она математик. Когда я захожу в тупик, она мне обычно говорит: "Твоя схема нежизнеспособна, нарисуй другую". Возможно, она права, но жизнь - не бумага... Когда я встречаю человека, который, казалось бы, вопреки здравому смыслу, возможностям, обстоятельствам все же не сходит с начерченного им пути, я пытаюсь понять, что это - продление мук, талант, идиотизм, характер, невозможность жить по-другому или способ выжить.
"Господи!., посмотри в мою сторону, ну что тебе стоит?.. Я не прошу у тебя неслыханного богатства; денег, власти, я не прошу даже молодости и любви, я прошу только одного: дай мне на старости лет ма-аленький театрик, дай мне поставить всего несколько спектаклей, и можно будет спокойно умереть..." - сколько раз эти слова слышали стены старого дома в переулке на Арбате.
В комнате висят афиши, а в письменном столе хранятся многочисленные статьи о ее спектаклях, но это всего лишь, пусть и приятные, напоминания... Что может быть более хрупким, иллюзорным, исчезающим, увиденным только вами, ну разве что облака...
Ощущение неповторимости, сиюминутности, первозданности, но за этим таится и другая сторона - мгновенной утраты. Если вы эти спектакли не видели своими глазами, то, сколько бы вам потом о них ни рассказывали... В лучшем случае в вас проснется только ваше воображение, разбуженное эмоцией рассказчика. Перечисление названий постановок, осуществленных режиссером, его званий и полученных премий и даже цитирование восторженных отзывов критиков и самых строгих коллег все равно в этом смысле вам мало что даст. Это будет всего лишь крохотная визитная карточка.
ТЕАТР ОДНОЙ КОМНАТЫ.
У меня есть подруга, она математик. Когда я захожу в тупик, она мне обычно говорит: "Твоя схема нежизнеспособна, нарисуй другую". Возможно, она права, но жизнь - не бумага... Когда я встречаю человека, который, казалось бы, вопреки здравому смыслу, возможностям, обстоятельствам все же не сходит с начерченного им пути, я пытаюсь понять, что это - продление мук, талант, идиотизм, характер, невозможность жить по-другому или способ выжить.
| Добавьте подпись |
"Господи!., посмотри в мою сторону, ну что тебе стоит?.. Я не прошу у тебя неслыханного богатства; денег, власти, я не прошу даже молодости и любви, я прошу только одного: дай мне на старости лет ма-аленький театрик, дай мне поставить всего несколько спектаклей, и можно будет спокойно умереть..." - сколько раз эти слова слышали стены старого дома в переулке на Арбате.
В комнате висят афиши, а в письменном столе хранятся многочисленные статьи о ее спектаклях, но это всего лишь, пусть и приятные, напоминания... Что может быть более хрупким, иллюзорным, исчезающим, увиденным только вами, ну разве что облака...
Ощущение неповторимости, сиюминутности, первозданности, но за этим таится и другая сторона - мгновенной утраты. Если вы эти спектакли не видели своими глазами, то, сколько бы вам потом о них ни рассказывали... В лучшем случае в вас проснется только ваше воображение, разбуженное эмоцией рассказчика. Перечисление названий постановок, осуществленных режиссером, его званий и полученных премий и даже цитирование восторженных отзывов критиков и самых строгих коллег все равно в этом смысле вам мало что даст. Это будет всего лишь крохотная визитная карточка.
კაცი რომელსაც პატრიოტიზმი არ მიაჩნდა ნაძირალას უკანასკნელ თავშესაფრად: ჯუზეპე ვერდი (დასასრული).
8 mars 2011, 17:32
1861 წლის 6 ივნისს 51 წლის ასაკში დაუძლურებისგან გარდაიცვალა იტალიის გაერთიანების დიდოსტატი კავური. მრავალმა იტალიელმა განიცადა ამის გამო უზომო წუხილი.« მე დავესწარი უზომო გლოვას,მისწერა ვერდიმ თავის მეგობარ გრაფ არივაბენეს, სამგლოვიარო,დაკრძალვის ცერემონიას,გულს მიგლეჯდა გლოვა. მე ვერ შევიკავე ცრემლები და ვტიროდი როგორც ბავშვი. საწყალი კავური! საწყლები ჩვენ!»
ვერდის გული ამიერიდან იხრება პიემონტელი ლიბერალების და მათი ბელადი კამილო ბენსოს, გრაფი კავურის მხარეს.1810 წელს დიდ კონსერვატორ მიწათმფლობელთა ოჯახში დაბადებული გრაფი კავური აღზრდილი იყო სამხედრო ცხოვრების მკაცრ და მძიმე სკოლაში და შემდეგ მან მიყო ხელი თავისი მამულის მართვას და ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ზომიერ კონსერვატორ და კონსტიტუციური და ცენზური მონარქიის მომხრე კავურის ერთიანი იტალიის კონცეფცია დიდად განსხვავდება მაძინის რომანტიკული შეხედულებებისაგან იმ გაგებით რომ ისაა პიემონტური მონარქიის გაძლიერების მომხრე. 1852 წელს პრემიერ მინისტრად გახდომის შემდეგ ის ატარებს პიემონტის ეკონომიკურ და სამხედრო მოდერნიზაციას და ამავე დროს დიპლომატიურად ამზადებს ერთიანობას.ვერდისთვის, ისევე როგორც სავუას მონარქიის მხარეს გადასული მრავალი ყოფილი მაძინისტისთვის (ფრანკო-სარდული გამარჯვებების შემდეგ მაგენტასთან და სოლფერინოსთან,მილანის განთავისუფლებისა და იტალიის სამეფოს შექმნის შემდეგ) კავური იყო მოღვაწე ვინც შესძლო პატრიოტიზმისა და რეალიზმის დაკავშირება ერთმანეთთან.
ვერდის ქანდაკება პიემონტელი პოლიტიკოსის ზომიერება ემთხვევა ვერდის იდეოლოგიურ განვითარებას. ასე მოხდა რომ პოლიტიკის მოძულე ვერდი 1861 წელს დათანხმდა ტურინის პარლამენტის დეპუტატად ყოფნაზე.
«მე ვიცი,მისწერა ვერდის კავურმა, რომ ლაპარაკია მძიმე და უხერხულ ტვირთზე და თუ მე მაინც გთხოვთ თქვენ ამას ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ჩემის აზრით თქვენი ყოფნა პარლამენტში დიდად სასარგებლო იქნება,ის გააბრწყინებს პარლამენტს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ.»
1861 წლის 18 იანვარს დილის 5 საათზე მაესტრო მივიდა კავურთან სახლში. მთავრობის მეთაურმა ის მიიღო დიდი სიხარულით და ძალიან დიდხანს ესაუბრა მას. ამის შემდეგ ვერდი დათანხმდა კანდიდატად ყოფნას იმ პირობით რომ თუ კი იქნებოდა არჩეული ექნებოდა გარკვეული ხნის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის უფლება. ვერდი არ გადამდგარა. მისთვის მინდობილი მანდატის და პიემონტელი პოლიტიკოსის პატივისცემით ის დარჩა პარლამენტის წევრად მისი მანდატის ბოლომდე.1861 წლის 6 ივნისს 51 წლის ასაკში დაუძლურებისგან გარდაიცვალა იტალიის გაერთიანების დიდოსტატი კავური. მრავალმა იტალიელმა განიცადა ამის გამო უზომო წუხილი.
« მე დავესწარი უზომო გლოვას,მისწერა ვერდიმ თავის მეგობარ გრაფ არივაბენეს, სამგლოვიარო,დაკრძალვის ცერემონიას,გულს მიგლეჯდა გლოვა. მე ვერ შევიკავე ცრემლები და ვტიროდი როგორც ბავშვი. საწყალი კავური! საწყლები ჩვენ!»
ვერდი არ ყოფილა ამდენად აღფრთოვანებული რისორჯიმენტოს მეორე დიდი ფიგურით,მეფე ვიქტორ-ემანუელ მეორით.
ვერდი მართალია მიემხრო მონარქიას იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სხვა საშუალებები და ფიქრობდა იტალიის გაერთიანების იდეის გამარჯვებაზე და ქვეყნის ავსტრიელთაგან განთავისუფლებაზე მაგრამ გულში ის რესპუბლიკელად რჩებოდა.
მიუხედავად ამისა ის შეუერთდა ოფიციალურ გლოვას და რომაელთა წუხილს მეფის გარდაცვალების გამო.
ვიქტორ ემანუელი, «სამშობლოს მამა», არ ყოფილა ჰანსაკუთრებული ადამიანი,მაგრამ მას ეყო სიბრძნე და ენდო კავურს თუმცა რთული ურთიერთობები ჰქონდა მასთან,შეინარჩუნა მამამისის მიერ 1848 წელს პიემონტელებისთვის მიცემული კონსტიტუციური სტატუსი და კომპრომისს ეძებდა დემოკრატიული რისორჯიმენტოს წარმომადგენლებთან და გარიბალდისთან რაც მას აჩენდა სხვადასხვა ტენდენციების გამაერთიანებლად. «მეფე-ჯარისკაცის» რეპუტაციამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. სამხედრო ისტორიკოსების თანახმად მის სურვილს პირადად ეხელმძღვანელა სამხედრო ოპერაციებისათვის ავსტრიის წინააღმდეგ ომის დროს უნდა განეპირობებინა ზოგი მარცხი. მაგრამ მიუხედავად ამისა მეფე დიდად პოპულარული იყო ქვეშევრდომებში.
რისორჯიმენტოს გამოჩენილ პიროვნებებს შორის ვერდი ყველაზე დიდ პატივს მიაგებდა ალესანდრო მანზონის.
როდესაც ვერდიმ 1868 წელს გაიცნო მანზონი მწერალი ოთხმოცზე მეტი წლისა იყო და ვერდის მსგავსად თავის სფეროში ითვლებოდა ეროვნულ გმირად.
მანზონი იყო ავტორი საკრალური ჰიმნებისა «ინნი საკრი», მან დაწერა 1821 წლის რევოლუციონერების განმადიდებელი ოდა და ისტორიიული პიესები.
მაგრამ მას სახელი ყველაზე მეტად გაუთქვა 1822-1841 წლებს შორის დაწერილმა რომანმა «პრომესსი სპოსი» (« დანიშნულები»). მანზონი იქ ყვებოდა ისტორიას რენცოსი და ლუჩიასი რომელთა კავშირსაც ხელი შეუშალა ესპანური ხელისუფლების სასტიკმა ლოკალურმა წარმომადგენელმა დონ როდრიგომ. მკითხველებისთვის ცხადი იყო: XVII საუკუნის ესპანელი დამპყრობლების სახით გამოყვანილი იყვნენ თანამედროვე ავსტრიელი დამპყრობლები.
რომანმა მოიპოვა უზომო წარმატება და მალე გადაიქცა რისორჯიმენტოს მთავარ ლიტერატურულ მონუმენტად: და არა მხოლოდ მისი პატრიოტული სულისკვეთების გამო.
რომანი მანზონიმ დაწერა იტალიური ენის აკვნად მიჩნეულ ტოსკანურ ენაზე და ამით თანამემამულეებს მისცა ეროვნული მოდელი რომელიც მაშინვე მიიღეს იტალიის ელიტებმა.
ალესანდრო მანზონის და ჯუზეპე ვერდის იტალიის ახალგაზრდა სახელმწიფოს კულტურულ პანთეონში ეკავათ ერთნაირი ადგილი.
მათ თავისი შემოქმედების ცენტრში მოაქციეს იტალიერი ერის ისტორია მისი ბედნიერი და უბედური საათებით და ამავე დროს ერთმაც და მეორემაც ლიტერატურისა და მუსიკისა და ლირიული დრამატურგიის სფეროებში გამოავლინეს ენა რომელიც იტალიელებს შეიძლებოდა ჩაეთვალათ მათი მორალური პიროვნების ემანაციად.
ყველა იტალიელის მსგავსად ვერდისაც შეეძლო «პრომესსი სპოსის» მთელი პასაჟების ზეპირად წარმოთქმა.
«ჩემის აზრით,სწერდა ვერდი გრაფ მაფეის,მან დაწერა არა მხოლოდ ჩვენი ხანის უდიდესი წიგნი არამედ ადამიანის ტვინიდან ოდესმე გამოსული უდიდესი წიგნი.»
რისორჯიმენტოს კულტურის ორი გიგანტის პირველი და ერთადერთი შეხვედრა მოხდა მანზონის სახლში,მილანში,1868 წლის ზაფხულის დასაწყისში.მოხუცმა მწერალმა დიდი სიხარულით მიიღო მასზე 30-ოდე წლით უფრო ახალგაზრდა კომპოზიტორი.
«როგორ უნდა აღვწერო,წერდა ვერდი, ახალი და განუსაზღვრელი გრძნობა რომელიც მე განვიცადე ამ წმინდანის გვერდით? დავუჩოქებდი რომ შეიძლებოდეს ადამიანების თაყვანისცემა.»
1873 წელს მანზონის გარდაცვალების შემდეგ ვერდი იმდენად დამწუხრებული იყო რომ ვერ შესძლო დაკრძალვაზე მისვლა. მაგრამ ათიოდე დღის შემდეგ ის მივიდა მანზონის საფლავზე სალოცავად.
ამის შემდეგ ვერდიმ თავის გამომცემელ რიკორდის შესთავაზა მწერლის გარდაცვალების წლისთავისთვის რექვიემის მესის დაწერა. წინადადებით აღტაცებული მილანის მუნიციპალიტეტი დათანხმდა.
ასე გაჩნდა ვერდის «რექვიემი»,საკრალური მუსიკის ერთ-ერთი შედევრი
(პარიზის პოლიტყიკურ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი პიერ მილზას ეს წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი «ტელერამას» სერიის გარეშე ნომერში «ვივა ვერდი).
Subscribe to:
Posts (Atom)








