8 mars 2011, 17:32

 1861 წლის 6 ივნისს 51 წლის ასაკში  დაუძლურებისგან გარდაიცვალა იტალიის გაერთიანების დიდოსტატი კავური. მრავალმა იტალიელმა განიცადა ამის გამო უზომო წუხილი. 
       « მე დავესწარი უზომო გლოვას,მისწერა ვერდიმ თავის მეგობარ გრაფ არივაბენეს, სამგლოვიარო,დაკრძალვის ცერემონიას,გულს მიგლეჯდა გლოვა. მე ვერ შევიკავე ცრემლები და ვტიროდი როგორც ბავშვი. საწყალი კავური! საწყლები ჩვენ!»

           ვერდის გული  ამიერიდან იხრება პიემონტელი ლიბერალების და მათი ბელადი კამილო ბენსოს, გრაფი კავურის მხარეს.
        1810 წელს დიდ კონსერვატორ მიწათმფლობელთა ოჯახში დაბადებული გრაფი კავური აღზრდილი იყო სამხედრო ცხოვრების მკაცრ და მძიმე სკოლაში და შემდეგ მან მიყო ხელი თავისი მამულის მართვას და ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. 
  
          ზომიერ კონსერვატორ და კონსტიტუციური და ცენზური მონარქიის მომხრე კავურის ერთიანი იტალიის კონცეფცია დიდად განსხვავდება მაძინის რომანტიკული შეხედულებებისაგან იმ გაგებით რომ ისაა პიემონტური მონარქიის გაძლიერების მომხრე. 1852 წელს პრემიერ მინისტრად გახდომის შემდეგ ის ატარებს პიემონტის ეკონომიკურ და სამხედრო მოდერნიზაციას და ამავე დროს დიპლომატიურად ამზადებს ერთიანობას.
ვერდის ქანდაკება
  ვერდისთვის, ისევე როგორც სავუას მონარქიის მხარეს გადასული მრავალი ყოფილი მაძინისტისთვის (ფრანკო-სარდული გამარჯვებების შემდეგ მაგენტასთან და სოლფერინოსთან,მილანის განთავისუფლებისა და იტალიის სამეფოს შექმნის შემდეგ) კავური იყო მოღვაწე ვინც შესძლო პატრიოტიზმისა და რეალიზმის დაკავშირება ერთმანეთთან.
    პიემონტელი პოლიტიკოსის ზომიერება ემთხვევა ვერდის იდეოლოგიურ განვითარებას. ასე მოხდა რომ პოლიტიკის მოძულე ვერდი 1861 წელს დათანხმდა ტურინის პარლამენტის დეპუტატად ყოფნაზე.

        «მე ვიცი,მისწერა ვერდის კავურმა, რომ ლაპარაკია მძიმე და უხერხულ ტვირთზე  და თუ მე მაინც გთხოვთ თქვენ ამას ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ჩემის აზრით თქვენი ყოფნა პარლამენტში დიდად სასარგებლო იქნება,ის გააბრწყინებს პარლამენტს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ.»

     1861 წლის 18 იანვარს დილის 5 საათზე მაესტრო მივიდა კავურთან სახლში. მთავრობის მეთაურმა ის მიიღო დიდი სიხარულით და ძალიან დიდხანს ესაუბრა მას.  ამის შემდეგ ვერდი დათანხმდა კანდიდატად ყოფნას იმ პირობით რომ თუ კი იქნებოდა არჩეული ექნებოდა გარკვეული ხნის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის უფლება. ვერდი არ გადამდგარა. მისთვის მინდობილი მანდატის და პიემონტელი პოლიტიკოსის პატივისცემით ის დარჩა პარლამენტის წევრად მისი მანდატის ბოლომდე.
  1861 წლის 6 ივნისს 51 წლის ასაკში  დაუძლურებისგან გარდაიცვალა იტალიის გაერთიანების დიდოსტატი კავური. მრავალმა იტალიელმა განიცადა ამის გამო უზომო წუხილი. 

    « მე დავესწარი უზომო გლოვას,მისწერა ვერდიმ თავის მეგობარ გრაფ არივაბენეს, სამგლოვიარო,დაკრძალვის ცერემონიას,გულს მიგლეჯდა გლოვა. მე ვერ შევიკავე ცრემლები და ვტიროდი როგორც ბავშვი. საწყალი კავური! საწყლები ჩვენ!»

    ვერდი არ ყოფილა ამდენად აღფრთოვანებული რისორჯიმენტოს მეორე დიდი ფიგურით,მეფე ვიქტორ-ემანუელ მეორით.

        ვერდი მართალია მიემხრო მონარქიას იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სხვა საშუალებები და ფიქრობდა იტალიის გაერთიანების იდეის გამარჯვებაზე და ქვეყნის ავსტრიელთაგან განთავისუფლებაზე მაგრამ გულში ის რესპუბლიკელად რჩებოდა. 

       მიუხედავად ამისა ის შეუერთდა ოფიციალურ გლოვას და რომაელთა წუხილს მეფის გარდაცვალების გამო.

   ვიქტორ ემანუელი, «სამშობლოს მამა», არ ყოფილა ჰანსაკუთრებული ადამიანი,მაგრამ მას ეყო სიბრძნე და ენდო კავურს თუმცა რთული ურთიერთობები ჰქონდა მასთან,შეინარჩუნა მამამისის მიერ 1848 წელს პიემონტელებისთვის მიცემული კონსტიტუციური სტატუსი და კომპრომისს ეძებდა დემოკრატიული რისორჯიმენტოს წარმომადგენლებთან და გარიბალდისთან რაც მას აჩენდა სხვადასხვა ტენდენციების გამაერთიანებლად. «მეფე-ჯარისკაცის» რეპუტაციამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. სამხედრო ისტორიკოსების თანახმად მის სურვილს პირადად ეხელმძღვანელა სამხედრო ოპერაციებისათვის ავსტრიის წინააღმდეგ ომის დროს უნდა განეპირობებინა ზოგი მარცხი. მაგრამ მიუხედავად ამისა მეფე დიდად პოპულარული იყო ქვეშევრდომებში. 

  რისორჯიმენტოს გამოჩენილ პიროვნებებს შორის ვერდი ყველაზე დიდ პატივს მიაგებდა ალესანდრო მანზონის. 

    როდესაც ვერდიმ 1868 წელს გაიცნო მანზონი მწერალი ოთხმოცზე მეტი წლისა იყო და ვერდის მსგავსად თავის სფეროში ითვლებოდა ეროვნულ გმირად. 

        მანზონი იყო ავტორი საკრალური ჰიმნებისა «ინნი საკრი», მან დაწერა 1821 წლის რევოლუციონერების განმადიდებელი ოდა და ისტორიიული პიესები. 

   მაგრამ მას სახელი ყველაზე მეტად გაუთქვა 1822-1841 წლებს შორის დაწერილმა რომანმა «პრომესსი სპოსი» (« დანიშნულები»). მანზონი იქ ყვებოდა ისტორიას რენცოსი და ლუჩიასი რომელთა კავშირსაც ხელი შეუშალა ესპანური ხელისუფლების სასტიკმა ლოკალურმა წარმომადგენელმა დონ როდრიგომ. მკითხველებისთვის ცხადი იყო: XVII საუკუნის ესპანელი დამპყრობლების სახით გამოყვანილი იყვნენ თანამედროვე ავსტრიელი დამპყრობლები.

      რომანმა მოიპოვა უზომო წარმატება და მალე გადაიქცა რისორჯიმენტოს მთავარ ლიტერატურულ მონუმენტად: და არა მხოლოდ მისი პატრიოტული სულისკვეთების გამო.

      რომანი მანზონიმ დაწერა იტალიური ენის აკვნად მიჩნეულ ტოსკანურ ენაზე და ამით თანამემამულეებს მისცა ეროვნული მოდელი რომელიც მაშინვე მიიღეს იტალიის ელიტებმა.  

     ალესანდრო მანზონის და ჯუზეპე ვერდის იტალიის ახალგაზრდა სახელმწიფოს კულტურულ პანთეონში ეკავათ ერთნაირი ადგილი. 

       მათ თავისი შემოქმედების ცენტრში მოაქციეს იტალიერი ერის ისტორია მისი ბედნიერი და უბედური საათებით და ამავე დროს ერთმაც და მეორემაც ლიტერატურისა და მუსიკისა და ლირიული დრამატურგიის სფეროებში გამოავლინეს ენა რომელიც იტალიელებს შეიძლებოდა ჩაეთვალათ მათი მორალური პიროვნების ემანაციად. 

                ყველა იტალიელის მსგავსად ვერდისაც შეეძლო «პრომესსი სპოსის» მთელი პასაჟების ზეპირად წარმოთქმა. 

   «ჩემის აზრით,სწერდა ვერდი გრაფ მაფეის,მან დაწერა არა მხოლოდ ჩვენი ხანის უდიდესი წიგნი არამედ ადამიანის ტვინიდან ოდესმე გამოსული უდიდესი წიგნი.»

   რისორჯიმენტოს კულტურის ორი გიგანტის პირველი და ერთადერთი შეხვედრა მოხდა მანზონის სახლში,მილანში,1868 წლის ზაფხულის დასაწყისში.მოხუცმა მწერალმა დიდი სიხარულით მიიღო მასზე 30-ოდე წლით უფრო ახალგაზრდა კომპოზიტორი.      

        «როგორ უნდა აღვწერო,წერდა ვერდი, ახალი და განუსაზღვრელი გრძნობა რომელიც მე განვიცადე ამ წმინდანის გვერდით? დავუჩოქებდი რომ შეიძლებოდეს ადამიანების თაყვანისცემა.»

          1873 წელს მანზონის გარდაცვალების შემდეგ ვერდი იმდენად დამწუხრებული იყო რომ ვერ შესძლო დაკრძალვაზე მისვლა. მაგრამ ათიოდე დღის შემდეგ ის მივიდა მანზონის საფლავზე სალოცავად. 

          ამის შემდეგ ვერდიმ თავის გამომცემელ რიკორდის შესთავაზა მწერლის გარდაცვალების წლისთავისთვის რექვიემის მესის დაწერა. წინადადებით აღტაცებული მილანის მუნიციპალიტეტი დათანხმდა.

  ასე გაჩნდა ვერდის «რექვიემი»,საკრალური მუსიკის ერთ-ერთი შედევრი

(პარიზის პოლიტყიკურ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი პიერ მილზას ეს წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი «ტელერამას» სერიის გარეშე ნომერში «ვივა ვერდი).