by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 20 04, სამშაბათი, 23:08-ზე
ცხადია რომ ჩვენ უფრო მიჩვეული ვართ რესურსების თუ ინტერესების კარტოგრაფიას. იყო დრო როდესაც გეოპოლიტიკა მკაცრი გაგებით ეფუძნებოდა გეოგრაფიული დეტერმინიზმის აბსოლუტურ რწმენას :
ეს იყო რწმენა იმისა რომ ერების და იმპერიების ქცევა ნაკარნახევი იყო დედამიწაზე მათი ფიზიკური მდებარეობით. დიდი ბრიტანეთის მსგავსი საზღვაო იმპერია, მაგალითად, იქცეოდა სხვანაირად რუსეთის მსგავს კონტინენტურ იმპერიასთან შედარებით. XIX საუკუნის ბოლოს ზოგმა გავლენიანმა გეოპოლიტიკოსმა , განსაკუთრებით სერ ჰალფორდ მაკინდერმა, ეს ცნება მეტისმეტად, უკიდურესად გააზვიადეს. როგორც ეს აჩვენა რაიმონ არონმა 1962 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში « მშვიდობა და ომი ერებს შორის». მისი ყველაზე უარესი გამოხატულებებით,როდესაც მისი იდეები გავლენას ახდენდნენ ჰიტლერის «სასიცოცხლო სივრცის», «ლებენსრაუმის» იდეოლოგიაზე, გეოპოლიტიკამ ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ნგრევას.
სპეციალისტთა უმრავლესობა დღესაც აღიარებს გეოგრაფიის როლს,მაგრამ მან დაკარგა გადამწყვეტი და თვითმკმარი ფაქტორის მნიშვნელობა.
XVI საუკუნის საფრანგეთში ფილოსოფოსმა ჟან ბოდამ (Jean Boდin) განავითარა განავითარა ჰავათა თეორია რომელიც დღესაც სასარგებლო რჩება. პოლიტიკურ რეჟიმებზე ნაწილობრივ მაინც გავლენას ახდენენ გეოგრაფიული და კლი-
მატური მოსაზრებები.
ასე მაგალითად პროტესტანტული ეთიკა უკეთესად ფუნქციონირებს ცივ ქვეყნებში, მაგრამ სინგაპური სადაც ტენიანობა და შრომის მორალი კარგად ეხამება ერთმანეთს ჩანს სრულყოფილ კონტრ-მაგალითად.
გეოგრაფიული დეტერმინიზმი სხვა დეტერმინიზმების მსგავსად უბრალოდ ვერ ახერხებს ადამიანის ქცევის რთული რეალობების გამოხატვას.
როდესაც საჭირო გახდება ემოციათა სამყაროსთვის ქცევაზე გეოგრაფიის გავლენის გარეგნულად უეჭველი თეორიის მიყენება ჩვენ უნდა ვერიდოთ ზედმეტ გამარტივებას, უხეშ დეტერმინიზმს,ასეთი მიდგომის ორ ეკალს.
სამაგიეროდ თუ მსოფლიოს ჩვენეულ ანალიზში ჩვენ არ ჩავრთავთ ემოციებს ჩვენ შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური ასპექტი.
ასე მაგალითად შეუძლებელია იზრაელ-პალესტინის კონფლიქტის გაგება მისი ემოციური განზომილების გაუგებრად. ყოველი მხარე იბრძვის მიწისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური წარმატებისთვის და სუვერენიტეტისთვის,
მაგრამ ეს ბრძოლა დატვირთულია ემოციებით.
პალესტინური ელიტის ერთი გამოჩენილი წევრი,-როგორ არ უნდა გავიხსენო ეს?- შემდეგნაირად ამიწერდა იმას თუ რას გრძნობდა მისი ხალხი:
"თითქოს მისეირნობდი შენს მშობლიურ ქალაქში, რომელშიც დაიბადე და უეცრად ზევით გაიღო ფანჯარა რომლიდანაც გადმოაგდეს ადამიანის სხეული რომელმაც მიწაზე დაცემამდე გაგჭყლიტა შენც».
უბედური გამვლელი რა თქმა უნდა პალესტინელია,ფანჯრიდან ადამიანი გადმოაგდო ევროპელმა და მისი მსხვერპლი არის იზრაელელი ებრაელი რომელიც შემდეგ თვითონ გახდა პალესტინელის მჩაგვრელი.
შოას,გენოციდს გადარჩენილთა შვილებს ნამდვილად გაუჭირდებათ ასეთი ინტერპრეტაციის გაზიარება, მაგრამ მათ უნდა გაიაზრონ ის თუ კი უნდათ კონფლიქტის ბუნების გაგება და მისი გადაჭრის ცდა.
როგორ უნდა შერიგდნენ ესოდენ განსხვავებული ემოციური პეიზაჟის მქონე ხალხები? როდესაც ის რაც ერთი მხარისთვის ნიშნავს აღორძინებას მეორე მხარისთვის ნიშნავს ნაქბაჰს,კატასტროფას, მის დამარცხებას და ჩაგვრას?
მათი სახელმწიფო იზრაელელებისთვის არის მათი ერის აუცილებელი და კანონიერი, ლეგიტიმური მანიფესტაცია. არაბებისთვის კი იგივე სახელმწიფო არის დასავლური იმპერიალიზმის ანაქრონული დემონსტრაცია.
მე იზრაელურ-პალესტინურ კონფლიქტს ვუყურებ არა მხოლოდ როგორც «საერთაშორისო ურთიერთობათა ყალიბს», არამედ როგორც ამ წიგნში აღწერილი პირველადი ემოციების,დამცირებისა და შიშის არქეტიპულ შეხვედრას.
ერთი ერი გაჩნდა უნიკალური და აბსოლუტური ტრაღედიიდან; ხალხი გასრისა თავის ფიზიკურ და ფსიქიურ ჭრილობათა უზომობით სხვათა ტანჯვის მიმართ დაბრმავებულმა მეორე ხალხმა. სად უნდა ვიპოვოთ იმაზე მეტი ვნება და ემოცია რაც არის სცენაზე სამყაროსი სადაც ჯერ კიდევ ბატონობს ანტისემიტიზმისა და კოლონიალიზმის მოგონებებს შორის გახლეჩილი ევროპის ორმაგი ბრალიანობა?
გადაუწყვეტელი იზრაელ-პალესტინური კონფლიქტი შეიძლებოდა გადაქცეულიყო დასავლეთისა და არაბულ-მაჰმადიანური სამყაროს ურთიერთობა-
თა მოკლე გადმოცემად. თუ ჩვენ წარმატებით ვერ დავაღწევთ თავს დამცირებისა და შიშის შეხვედრის მიერ შექმნილ ამ მანკიერ წრეს რომელიც ამიერიდან მაჰმადიან ფუნდამენტალისტებთან დაპირისპირებაში ვრცელდება მთელს მსოფლიოზე ჩვენ ჩვენს თავს მივუსჯით გარდაუვალ დაკნინებას : ჩვენ დავტოვებთ ისტორიის ცენტრს და დავიწყებთ ხეტიალს პერიფერიებზე.
სადაა,მაშ,იმედი? აზიაში,განსაკუთრებით მუმბაიში და სინგაპურში მოგზაურობებიდან მე მუდამ ვბრუნდებოდი იმაში დარწმუნებული რომ განსხვავება აღმოსავლეთის გუნება-განწყობილებასა და დანარჩენი მსოფლიოს გუნება-განწყობილებას შორის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ მზარდიც იყო.
2008 წლის იანვრის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასავლელთა პირქუში, მოღრუბლული, ნაღვლიანი სახეები მკვეთრად განსხვავდებოდა აზიელთა ენერგიული, ნდობით აღსავსე სახეებისაგან,კონტრასტი თვალშისაცემი იყო. აზიელთა ხალისი,რა თქმა უნდა ცოტა ხელოვნური იყო,მათაც უკვე შეეხო სულ უფრო და უფრო მძიმე მსოფლიო ფინანსური კრიზისი,მაგრამ აზიელებს ალბათ უკეთ შეუძლიათ აქედან თავის დაღწევა.
მიუხედავად ამის ძველმა გამოთქმამ
« როცა ამერიკა აცემინებს მთელი მსოფლიო ცივდება» თითქოს ადგილი დაუთმო ახალ ანდაზას : « როდესაც ამერიკას ფილტვების ანთება ემართება ჩინეთი და ინდოეთი მხოლოდ აფლიხვინებენ».
ახალი ანდაზა : «როდესაც ამერიკას ფილტვების ანთება ემართება ჩინეთი და ინდოეთი მხოლოდ აფლიხვინებენ».
ემოციათა რუკისკენ:
ჩვენ ყველანი თანახმანი ვართ იმაზე რომ ემოციებს გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანთა ქცევაში და რომ გლობალურ სამყაროში მეობითი პრობლემებიდან გაჩენილი კონფლიქტები გავლენას ახდენენ გეოპოლიტიკაზე. მაგრამ რა კონკრეტული კავშირი უნდა დავამყაროთ მათ შორის? იქნებ უნდა გავცდეთ განზოგადებებს და დავაკვირდეთ ქცევათა ჭეშმარიტ მოდელებს რომლებიც და გვეხმარებიან მონდიალიზაციის გაგებაში?
მე მჯერა ამისა. ამ მოდელების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ემოციათა გლობალური მასშტაბის რუკის შედგენა. ეს მოითხოვს სრულიად სხვადასხვა ელემენტების,საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკოს ქალთა და მამაკაცთა გამონათქვამების, შეკრებას და შესწავლას . შეკრებას გამონათქვამებისა რომლებიც აჩვენებენ დღევანდელობის და მომავლის მათეულ ხილვას; მაგრამ ჩვენ მათ აგრეთვე დავამატებთ კულტურულ ნაწარმოებებს, ფილმებს, თეატრალურ პიესებს, წიგნებს.... მე დარწმუნებული ვარ რომ სუბიექტურობა შეიძლება განხილული იქნას «მეცნიერული» თუ არა სულ მცირე ობიექტური თვალსაზრისით მაინც. კონკრეტულ, სუბიექტურის ობიექტურად აღსაქმელად განსაკუთრებით სასარგებლო ელემენტს იძლევა ხუროთმოძღვრება რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ იშლება სივრცეში რომელიმე საზოგადოება მისი ისტორიის გარკვეულ მომენტში. აკირა კუროსავა |
ჩვენ ყველანი თანახმანი ვართ იმაზე რომ ემოციებს გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანთა ქცევაში და რომ გლობალურ სამყაროში მეობითი პრობლემებიდან გაჩენილი კონფლიქტები გავლენას ახდენენ გეოპოლიტიკაზე. მაგრამ რა კონკრეტული კავშირი უნდა დავამყაროთ მათ შორის? იქნებ უნდა გავცდეთ განზოგადებებს და დავაკვირდეთ ქცევათა ჭეშმარიტ მოდელებს რომლებიც და გვეხმარებიან მონდიალიზაციის გაგებაში?
ცხადია რომ ჩვენ უფრო მიჩვეული ვართ რესურსების თუ ინტერესების კარტოგრაფიას. იყო დრო როდესაც გეოპოლიტიკა მკაცრი გაგებით ეფუძნებოდა გეოგრაფიული დეტერმინიზმის აბსოლუტურ რწმენას :
ეს იყო რწმენა იმისა რომ ერების და იმპერიების ქცევა ნაკარნახევი იყო დედამიწაზე მათი ფიზიკური მდებარეობით. დიდი ბრიტანეთის მსგავსი საზღვაო იმპერია, მაგალითად, იქცეოდა სხვანაირად რუსეთის მსგავს კონტინენტურ იმპერიასთან შედარებით. XIX საუკუნის ბოლოს ზოგმა გავლენიანმა გეოპოლიტიკოსმა , განსაკუთრებით სერ ჰალფორდ მაკინდერმა, ეს ცნება მეტისმეტად, უკიდურესად გააზვიადეს. როგორც ეს აჩვენა რაიმონ არონმა 1962 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში « მშვიდობა და ომი ერებს შორის». მისი ყველაზე უარესი გამოხატულებებით,როდესაც მისი იდეები გავლენას ახდენდნენ ჰიტლერის «სასიცოცხლო სივრცის», «ლებენსრაუმის» იდეოლოგიაზე, გეოპოლიტიკამ ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ნგრევას.
სპეციალისტთა უმრავლესობა დღესაც აღიარებს გეოგრაფიის როლს,მაგრამ მან დაკარგა გადამწყვეტი და თვითმკმარი ფაქტორის მნიშვნელობა.
XVI საუკუნის საფრანგეთში ფილოსოფოსმა ჟან ბოდამ (Jean Boდin) განავითარა განავითარა ჰავათა თეორია რომელიც დღესაც სასარგებლო რჩება. პოლიტიკურ რეჟიმებზე ნაწილობრივ მაინც გავლენას ახდენენ გეოგრაფიული და კლი-
მატური მოსაზრებები.
ასე მაგალითად პროტესტანტული ეთიკა უკეთესად ფუნქციონირებს ცივ ქვეყნებში, მაგრამ სინგაპური სადაც ტენიანობა და შრომის მორალი კარგად ეხამება ერთმანეთს ჩანს სრულყოფილ კონტრ-მაგალითად.
გეოგრაფიული დეტერმინიზმი სხვა დეტერმინიზმების მსგავსად უბრალოდ ვერ ახერხებს ადამიანის ქცევის რთული რეალობების გამოხატვას.
როდესაც საჭირო გახდება ემოციათა სამყაროსთვის ქცევაზე გეოგრაფიის გავლენის გარეგნულად უეჭველი თეორიის მიყენება ჩვენ უნდა ვერიდოთ ზედმეტ გამარტივებას, უხეშ დეტერმინიზმს,ასეთი მიდგომის ორ ეკალს.
სამაგიეროდ თუ მსოფლიოს ჩვენეულ ანალიზში ჩვენ არ ჩავრთავთ ემოციებს ჩვენ შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური ასპექტი.
ასე მაგალითად შეუძლებელია იზრაელ-პალესტინის კონფლიქტის გაგება მისი ემოციური განზომილების გაუგებრად. ყოველი მხარე იბრძვის მიწისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური წარმატებისთვის და სუვერენიტეტისთვის,
მაგრამ ეს ბრძოლა დატვირთულია ემოციებით.
პალესტინური ელიტის ერთი გამოჩენილი წევრი,-როგორ არ უნდა გავიხსენო ეს?- შემდეგნაირად ამიწერდა იმას თუ რას გრძნობდა მისი ხალხი:
"თითქოს მისეირნობდი შენს მშობლიურ ქალაქში, რომელშიც დაიბადე და უეცრად ზევით გაიღო ფანჯარა რომლიდანაც გადმოაგდეს ადამიანის სხეული რომელმაც მიწაზე დაცემამდე გაგჭყლიტა შენც».
უბედური გამვლელი რა თქმა უნდა პალესტინელია,ფანჯრიდან ადამიანი გადმოაგდო ევროპელმა და მისი მსხვერპლი არის იზრაელელი ებრაელი რომელიც შემდეგ თვითონ გახდა პალესტინელის მჩაგვრელი.
შოას,გენოციდს გადარჩენილთა შვილებს ნამდვილად გაუჭირდებათ ასეთი ინტერპრეტაციის გაზიარება, მაგრამ მათ უნდა გაიაზრონ ის თუ კი უნდათ კონფლიქტის ბუნების გაგება და მისი გადაჭრის ცდა.
როგორ უნდა შერიგდნენ ესოდენ განსხვავებული ემოციური პეიზაჟის მქონე ხალხები? როდესაც ის რაც ერთი მხარისთვის ნიშნავს აღორძინებას მეორე მხარისთვის ნიშნავს ნაქბაჰს,კატასტროფას, მის დამარცხებას და ჩაგვრას?
მათი სახელმწიფო იზრაელელებისთვის არის მათი ერის აუცილებელი და კანონიერი, ლეგიტიმური მანიფესტაცია. არაბებისთვის კი იგივე სახელმწიფო არის დასავლური იმპერიალიზმის ანაქრონული დემონსტრაცია.
მე იზრაელურ-პალესტინურ კონფლიქტს ვუყურებ არა მხოლოდ როგორც «საერთაშორისო ურთიერთობათა ყალიბს», არამედ როგორც ამ წიგნში აღწერილი პირველადი ემოციების,დამცირებისა და შიშის არქეტიპულ შეხვედრას.
ერთი ერი გაჩნდა უნიკალური და აბსოლუტური ტრაღედიიდან; ხალხი გასრისა თავის ფიზიკურ და ფსიქიურ ჭრილობათა უზომობით სხვათა ტანჯვის მიმართ დაბრმავებულმა მეორე ხალხმა. სად უნდა ვიპოვოთ იმაზე მეტი ვნება და ემოცია რაც არის სცენაზე სამყაროსი სადაც ჯერ კიდევ ბატონობს ანტისემიტიზმისა და კოლონიალიზმის მოგონებებს შორის გახლეჩილი ევროპის ორმაგი ბრალიანობა?
გადაუწყვეტელი იზრაელ-პალესტინური კონფლიქტი შეიძლებოდა გადაქცეულიყო დასავლეთისა და არაბულ-მაჰმადიანური სამყაროს ურთიერთობა-
თა მოკლე გადმოცემად. თუ ჩვენ წარმატებით ვერ დავაღწევთ თავს დამცირებისა და შიშის შეხვედრის მიერ შექმნილ ამ მანკიერ წრეს რომელიც ამიერიდან მაჰმადიან ფუნდამენტალისტებთან დაპირისპირებაში ვრცელდება მთელს მსოფლიოზე ჩვენ ჩვენს თავს მივუსჯით გარდაუვალ დაკნინებას : ჩვენ დავტოვებთ ისტორიის ცენტრს და დავიწყებთ ხეტიალს პერიფერიებზე.
სადაა,მაშ,იმედი? აზიაში,განსაკუთრებით მუმბაიში და სინგაპურში მოგზაურობებიდან მე მუდამ ვბრუნდებოდი იმაში დარწმუნებული რომ განსხვავება აღმოსავლეთის გუნება-განწყობილებასა და დანარჩენი მსოფლიოს გუნება-განწყობილებას შორის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ მზარდიც იყო.
2008 წლის იანვრის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასავლელთა პირქუში, მოღრუბლული, ნაღვლიანი სახეები მკვეთრად განსხვავდებოდა აზიელთა ენერგიული, ნდობით აღსავსე სახეებისაგან,კონტრასტი თვალშისაცემი იყო. აზიელთა ხალისი,რა თქმა უნდა ცოტა ხელოვნური იყო,მათაც უკვე შეეხო სულ უფრო და უფრო მძიმე მსოფლიო ფინანსური კრიზისი,მაგრამ აზიელებს ალბათ უკეთ შეუძლიათ აქედან თავის დაღწევა.
მიუხედავად ამის ძველმა გამოთქმამ
« როცა ამერიკა აცემინებს მთელი მსოფლიო ცივდება» თითქოს ადგილი დაუთმო ახალ ანდაზას : « როდესაც ამერიკას ფილტვების ანთება ემართება ჩინეთი და ინდოეთი მხოლოდ აფლიხვინებენ».
No comments:
Post a Comment