4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-4: XXI საუკუნე იქნება აზიისა და მეობისათვის ბრძოლის საუკუნეო,ფრთხილად,საუკუნემ შეიძლება დალეწოს ძველი ერები

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 20 04, სამშაბათი, 3:43-ზე
 XXI საუკუნე იქნება აზიის და მეობის საუკუნე... 
აღმოსავლეთით გატაცებული
ვან გოგი
დასავლელთა საფიქრალი ეხლა კონცენტრირებული ერთ კითხვაზე : როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენ ჩვენს შვილებს? შთამბეჭდავი დემოგრაფიული ზრდა-9 მილარდი ადამიანი 2050 წლისთვის, პროგნოზების თანახმად, ენერგიის და საკვების გაიშვიათებასთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს უდიდეს პლანეტარულ დაძაბულობათა თუ გადარჩენისთვისმეტიც, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ომების დაწყების მიზეზი. 


რატომ იქცა დღევანდელი გლობალური სამყარო ნაყოფიერ მიწად რომელზეც ყვავიან,თუ არ ფეთქდებიან, ემოციები? პირველ რიგში იმიტომ რომ მონდიალიზაციამ შექმნა დაუცველობა და გააჩინა მეობის საკითხი. 

ვინ ვართ ჩვენ საზღვრების არმქონე და მუდამ ცვალებად სამყაროში? ვინ ვარ მე? მეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ნდობასთან და ის ან მისი არარსებობა გამოიხატება ემოციებით,იმედით,დამცირებით ან შიშით. 

წამყვანი ძალებია ფართო გაგებით ტექნოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებები რომლებიც აიაფებენ ტრანსპორტს და კომუნიკაციებს და ამხნევებენ ბაზრის მიღწევების ნდობას. 

მაგრამ ეკონომიკის სფეროში საქონლის ეს თავისუფალი ცირკულაცია გულისხმობს ასევე ემოციებს პოლიტიკურ სფეროში. ზოგი ემოცია,მაგალითად ამბიცია, ინტერესი, საკუთარი მეობის გამოხატვის სურვილი შეიძლება დადებით ემოციად ჩაითვალოს,ზოგი კი, მაგალითად გააფთრება და .. რომლებიც ერებს,ეთნიკურ ჯგუფებს თუ რელიგიებს აძულებენ ერთმანეთს-უარყოფითი ემოციაა. 
ასე გახდა ტერორიზმი მონდიალიზაციის ბნელი სახე. 
მე სულაც არ მინდა იმის თქმა რომ ტერორიზმი არის მონდიალიზაციის უშუალო შედეგი. ტერორისტები,განსაკუთრებით XIX საუკუნის ევროპაში, ყოველთვის არღვევდნენ და არაფრად აგდებდნენ საზღვრებს თავისი მიზნების მისაღწევად. და ალ-ყაიდას სათავეა საშუალო აღმოსავლეთის ძალიან განსაკუთრებულ პოლიტიკურ ვითარებაში. 

სიახლეა ტრანსპორტის და კომუნიკაციათა რევოლუციის გავლენა ტერორისტთა სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე-მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (მათ შორის ინტერნეტი) რეზონატორებია ტერორისტთა ნათქვამისათვის. 

ახალმა ტექნოლოგიებმა შექმნეს სამყარო, სადაც, თუ კი გავიმეორებთ 
ჩერჩილის სიტყვებს « ადამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფსაც კი შეუძლია გაუგონარი ბოროტების მოტანა უამრავი ადამიანისთვის». 

მას შემდეგ რაც დასავლეთმა დაკარგა მონოპოლია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მოვლენები და კონფლიქტები შეიძლება გადმოცემული იყოს სხვადასხვა თვალსაზრისის შესაბამისად. ასე მაგალითად 2006 წლის ზაფხულში ლიბანზე იზრაელის თავდასხმის დროს ალ ჯაზირას და სბს-ის ტელევიზიებმა აჩვენეს ერთმანეთისაგან განსხვავებული ორი ომი. დღეს ყველა იღებს არა მარტო « უწყვეტ ინფორმაციას»,არამედ ხედავს უშუალოდ გამხელილ ემოციებს. მას შემდეგ რაც ამერიკული სატელევიზიო სერიები აღწევენ დედამიწის ყველაზე მივარდნილ კუთხეებამდე და თითქმის გადაიქცნენ მისაბაძი მაგალითების წყაროდ ღარიბებმა იციან თუ როგორ ცხოვრობენ მდიდრები,რომ ისინი უფრო მდიდრდებიან,მაგრამ აგრეთვე უფრო სუსტდებიან იმიტომ რომ მდიდრები ვეღარ უგულვებელყოფენ ღარიბების არსებობას. ღარიბების მრისხანებას ხომ ყოველ საღამოს აჩვენებენ ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემები. 

ტელევიზიები აჩვენებენ უამრავ ღარიბს რომლებიც თავგანწირვის ფასად გადალახავენ ზღვებს და ბარიერებს რომლებიც მათ გამოყოფენ მდიდართა სამყაროსაგან. ქვეყანაში დარჩენილ ღატაკები ივსებიან სიძულვილით მათი ბედისადმი გულგრილი უფრო წარმატებულების მიმართ. 11 სექტემნბრის შემდეგ ალ-ყაიდას ერთ-ერთ პირატს ინტერვიუ ჩამოართვა ფრანგულმა ტელევიზიამ და ამ პირატმა დახატა მისი ბავშვობის გამზიარებლის შემზარავი პორტრეტი : «მას უნდოდა წარმატების მიღწევა უოლ სტრიტის მწვერვალზე ან თუ ვერ მოახერხებ- 
და ამას ფერფლად ექცია სამყარო რომელმაც მას არ დაუტოვა მისი ადგილი». 

ღარიბები უკვე იცნობენ მდიდართა სამყაროს და მდიდრებმა დაკარგეს 
სინამდვილის მიუღებლობის, უარყოფის პრივილეგია. მათ ისევ შეუძლიათ მსოფლიოს ტრაღედიებისთვის ზურგის შექცევა ,მაგრამ ამიერიდან ეს უნდა გააკეთონ შეგნებულად, თავისი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად. 

« უმოქმედობა ეს ჯერ უმოქმედობაა»,ამბობდა სარტრი. ვინც არ ცდილობს მსოფლიოს ტანჯვათა შემსუბუქებას გარკვეულად აძლიერებს ამ ტანჯვას. 

მონდიალიზაცია,ამდენად, ბიძგს აძლევს შეფასება/შედარების უნივერსალურ, საყოველთაო პროცესს რომელიც უფრო მოწყვლადს ხდის დასავლეთს. 

განსხვავება ცივი ომის დროისაგან აშკარა და თვალში საცემია: ბირთვული მოსპობის ყველგანმყოფი მუქარა იყო ერთდროულად ნაკლებად ბუნდოვანი და უფრო ხილული,რეტროსპექტიულად უკეთესად სამართავი ემოციური თვალსაზრისით და «დამამშვიდებელიც» კი. როდესაც დასავლეთი და აღმოსავლეთი უპირისპირდებოდნენ ბერლინში მატერიალიზებული მეტაფორული კედლის აქეთ-იქიდან მტერი იყო განსაკუთრებული და მისი იდენტიფიკაცია იოლი იყო; ის იძლეოდა მისი ანალიზის საშუალებას,მას ესმოდა გადათქმევინებისა და შეიძლებოდა მისი მოლაპარაკებებზე დაყოლიება. 

ყველაფერი ეს შეიცვალა და მტერი მოდის არა მარტო სხვა კულტურული და რელიგიური სამყაროდან,ის მოდის აგრეთვე « სხვა ხანიდან» და მას აქვს ძველი ეპოქის ღირებულებები. ძალადობის პრივატიზაცია ტერორიზმის მიერ; საგარეო კონფლიქტებთან შედარებით შინაომების გამრავლება ( უფრო სამოქალაქო ომები ვიდრე საერთაშორისო შეჯახებები); ტერორისტულ მუქარათა უხილავი ბუნება და არაპოლიტიკური, პლანეტარული პანდემიების თუ კლიმატური ცვლილების მსგავსი საფრთხეების გამრავლება,ყველაფერი ეს ხელს უწყობს დაუცველობის, მოწყვლადობის, შიშის ატმოსფეროს შექმნას 

დასავლელთა საფიქრალი დღეს კონცენტრირებულია ერთ კითხვაზე : როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენ ჩვენს შვილებს? 

შთამბეჭდავი დემოგრაფიული ზრდა- 9 მილიარდი ადამიანი 2050 წლისთვის პროგნოზების თანახმად და ენერგიის და საკვების გაიშვიათება ერთად შეიძლება აღმოჩნდეს უდიდეს პლანეტარულ დაძაბულობათა თუ გადარჩენისთვის,სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ომების დაწყების მიზეზი. 

თუ კი XX საუკუნე იყო ერთდროულად როგორც ამერიკის ისე იდეოლოგიის საუკუნე, და ყველაფერი გვარწმუნებს ამაში, მე დარწმუნებული ვარ რომ XXI საუკუნე იქნება აზიის და მეობის, იდენტობის საუკუნე. 

არადა პარალელური გადასვლები იდეოლოგიიდან მეობისაკენ და დასავლეთი- 
დან აღმოსავლეთისაკენ ემოციებს ძალიან დიდ როლს აკუთვნებენ ჩვენს მიერ მსოფლიოს აღქმის ფორმაში. 

 XX
საუკუნე, მის დამახასიათებელ იდეოლოგიურ ატმოსფეროში,სამყაროს ახასიათებდა ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური მოდელების (სოციალიზმი,ფაშიზმი,კაპიტალიზმი) მეშვეობით. 

დღეს იდეოლოგიამ ადგილი დაუთმო მეობისთვის ბრძოლას. 

მონდიალიზაციის, უნივერსალური, საყოველთაო კავშირის ხანაში საკუთარი მეობის გაცხადება ხდება არსებითი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და პრობლემა: 

«
მე ვარ ერთადერთი,უნიკალური, განსხვავებული და თუ აუცილებელია მე მზადა ვარ ჩემი არსებობისთვის საბრძოლველად». 

სლოვაკი არაა ჩეხი, მონტენეგროელიც არაა სერბი. მეობის მიერ დამონებულ სამყაროში ჩვენ განსაზღვრული ვართ არა იმდენად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებით და იდეებით რამდენადაც ჩვენი საკუთარი არსის აღქმით,ჩვენი წარმატებებით მოტანილი ნდობით და პატივისცემით. ან კიდევ ორივეს არარსებობით რითიც დასჯილია ჩვენი მარცხი. 

ჩვენი არსის ამ აღქმაში მოქმედებენ როგორც ემოციები ისე ის თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, და როგორ გვიყურებენ ჩვენ სხვები. ისინი მოქმედებენ ერთმანეთზე ,როგორც ამაზე ნათლად მეტყველებს ამ განათლებულ მაჰმადიან ქალთა მაგალითი. ისინი შეგნებულად ატარებენ პირბადეს დასავლეთში რათა გამოავლინონ მათ მასულდგმულებელ მოტივებთან და მათ მეობასთან დაკავშირებული მოტივები და საუკუნოვანი ემოციები. 

ადამიანს არ ეშინია აბსტრაქტულად, ადამიანს ეშინია ვიღაცისა. ადამიანი მუდამ დამცირებულია ვიღაცის მიერ და როდესაც ადამიანს ბოლოს და ბოლოს უჩნდება იმედი, ის შთაგონებულია ვიღაც სხვის წარმატებით. 

და ეს ემოციები არის გასაღები მეობის საკითხის მიერ დამონებული მსოფლიოს გასაგებად და გასაშიფრად. 

ასე ხდება რომ შიში, დამცირება და იმედი შეიძლება ცაითვალონ ადამიანის არსის ბუნებრივ და სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებად, ისევე როგორც სისხლის წითელი,თეთრი ბურთულები და პლაზმა რომელთა წონასწორობაც განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას. 

იგივე ითქმის «მსოფლიოს ჯანმრთელობაზე», მის «წონასწორობაზე». 

ყველა შესაძლებელი კომბინაციიდან ყველაზე საშიშია მეტისმეტად ძლიერი შიში, მეტისმეტად დიდი დამცირება, არასაკმარისი, სუსტი იმედი. ამას მივყე- 
ვართ უდიდეს არასტაბილურობამდე, უძლიერეს დაძაბულობამდე. 

შიშის ერთი ელემენტი აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის. 

რაც შეეხება იმედს, ის ქოქავს და კვებავს სიცოცხლის ძრავას. 

ბარუხ სპინოზას ოქროს საუკუნის ჰოლანდიაში ყველაზე მეტად აღელვებდა ორი ვნება, იმედი და შიში,ვინაიდან ისინი არის მომავლის ნაყოფის გამო ღელვის შედეგი. 

დამცირებაც კი მცირე დოზით შეიძლება მასტიმულირებელი იყოს როდესაც ასე გამცირებს უკეთესი სპორტული თუ სასკოლო მიღწევების მქონე მეგობარი,თუ მეტი წარმატების მომპოვებელი მეგობარი ქვეყანა და რომელსაც შეიძლება დაეწიო. 

სხვა შემთხვევაში, უიმედოდ, დამცირება ყველაზე დიდი უბედურებაა.

No comments:

Post a Comment