4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დამცირების კულტურა, დასავლეთის დილემა-1.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 04 05, სამშაბათი, 23:19-ზე
დასავლეთის დილემა
დასავლეთის წინაშეა ორმაგი ბუნების არჩევანები ვინაიდან ისინი ეხება დასავლეთის დამოკიდებულებას « მისი საკუთარი მაჰმადიანებისადმი» და საზოგადოდ მაჰმადიანობის მიმართ დასავლეთის მიერ დასაკავებელ პოზიციას.

დამცირება თავისი არსით იმდენადვე კულტურულია რამდენადაც სოციალურ-
-
ეკონომიკურიმრავალი არაბი და მაჰმადიანი ძლიერად განიცდის მათ გაუცხოებას თანამედროვე სამყაროს დიდი ნაწილისაგან და ესა მათი უიმედობის ღრმა წყარო. ეს წუხილი კი აძლიერებს კოლონიური წარსულის მიერ დატოვებული ჭრილობების ტკივილებს.

ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გავიხსენოთ თუ როგორ გაუსტვინეს და უყიჟინეს საფრანგეთის ფეხბურთის ნაკრებს წარმოშობით ალჟირელმა ფრანგმა გულშემატკივრებმა 2001 წელს საფრანგეთ-ალჟირის ამხანაგური მატჩის დროს.
სულ სხვა დამოკიდებულება გამოავლინეს წარმოშობით თურქმა გერმანელებმა გერმანული საფეხბურთო გუნდის მიმართ 2008 წლის მსოფლიო თასის დროს. ისინი მთელი გულით უჭერდნენ მხარს ორივე საყვარელ გუნდს. დამოკიდებულებათა განსხვავებას განაპირობებს ის რომ გერმანიას და თურქეთს შორის არაა უკმაყოფილებათა და უთანხმოებათა გამჩენი კოლონიური წარსული,მაშინ როდესაც ისტორიას გაუჭირდა გავლა ალჟირსა და საფრანგეთს შორის.

 1991 წლის ყურის ომის შემდეგ არაბებმა იგრძნეს რომ ისინი გაძევებული არიან დასავლური სამყაროდან ( თითქოს ერაყიდან ალჟირამდე ყველა არაბი ჰგავდეს ერთმანეთს). 11 სექტემბრის შემდეგ მაჰმადიანებმა თავი იგრძნეს გაძევებულებად მთელი მსოფლიოდან (თითქოს ყველა მაჰმადიანი საშიში ტერორისტი იყოს) და 2005 წელს დიდი ფრანგული ქალაქების გარეუბნების შემძვრელი ძალადობის აფეთქების შემდეგ ფრანგმა მაჰმადიანებმა თავი იგრძნეს გაძევებულებად თავისი საკუთარი ქვეყნიდან,პროვინციალთა რანგში გადასროლილებად,თითქოს ყველა ფრანგი მაჰმადიანი ღატაკ და საშიშ ქოხმახებში ცხოვრობდეს.

უეჭველია რომ ევროპელი მაჰმადიანები, განსაკუთრებით საფრანგეთში, განიცდიან პოლიტიკურ,სოციალურ, სექსუალურ და ქალაქურ სეგრეგაციას. პოლიტიკურად მათ მათ მათი კულტურისა და რელიგიის გამო ეჭვით უყურებენ; სოციალურად მათ ეჭვით უყურებენ მათი გვარისა და მისამართის გამო. საზოგადოებაში სადაც განსაკუთრებით ახალგაზრდებში საგრძნობია უმუშევ-
რობა მათ ძალიან უჭირთ სამუშაოს პოვნა. სექსუალურად მათ უჭირთ პარტნიორების ნახვა. ვის უნდა შეყვარება ახალგაზრდა უმომავლო კაცისა რომლის კულტურაც ცდილობს ქალთა დაჩაგვრას? და ქალაქური თვალსაზრისით ისინი ცხოვრობენ გეტოებში,ესოდენ ახლოს ქალაქებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ესოდენ შორს მათგან. და ქალაქების დინამიზმი და ბრწყინვალება მეტ სიმწარეს აძლევს ამ ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებას. მაშინ ისინი წვავენ სკოლებს, მათი დამვიწყებელი სოციალური მობილურობის რესპუბლიკურ სიმბოლოებს და ავტომანქანებს, მათთვის მიუღწეველი ფიზიკური მობილურობის კაპიტალისტურ სიმბოლოებს. 2005 წელს საფრანგეთში მომხდარი ჯანყების შემდეგ « იმიგრანტებზე» ( სინამდვილეში უკვე საფრანგეთში დაბადებულ თაობებზე) უარყოფითი შეხედულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (ერთ წელიწადში მათი ოდენობა 38%-დან 56%-მდე გაიზარდა). ქალაქურ ზონებში პატიმართა რაოდენობის 70-80% მაჰმადიანებისგან შედგება, მაშინ როდესაც მაჰმადიანები შეადგენენ საფრანგეთის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 15%-. სოციალურ-ეკონომიკური ახსნა აშკარაა.

მე ეხლახანს მიმიწვიეს ერთი ჩემი მეგობრის ნატურალიზაციის ცერემონიაზე რომელიც იმ დღეს უნდა «გამხდარიყო» ფრანგი. საფრანგეთის მომავალი მოქალაქეები იცდიდნენ გარეთ,წვიმაში და სიცივეში. პოლიციელმა, ვისაც ევალებოდა მათი შეყვანა პრექეფქტურის მინაშენში სადაც უნდა ჩატარებულიყო ცერემონია მშრალი და უსიამოვნო ტონით უბრძანა მათ ჩამწკრივება და რიგის « წესიერად» დაცვა,თორემ «ვერავინ შევიდოდა». ჩემს მეგობართან ერთად ლოდინისას მე გამახსენდა რომ ამერიკის შეერტებულ შტატებშიც დავესწარი ნატურალიზაციის სცენას და ნატურალიზაცია იქ ხდებოდა საზეიმო, თითქმის რელიგიურ ატმოსფეროში. წვიმაში და სიცივეში მე შემრცხვა ჩემი ქვეყნის გამო. მისაღებ ოთახში შესასვლელად ვიწრო კარის გავლა იყო ძალისა და ნების ნამდვილი გამოცდა. იგრძნობოდა მტრული განწყობა თუ არა დაბნეულობა მაინც; ბოლოს და ბოლოს შესვლის ნება არ მისცეს ოჯახსა და მეგობრებს. პოლიციელთა ქცევა ღიად გამოხატავდა უნდობლობას. ისინი თითქოს ამბობდნენ : « თქვენ გახდებით ფრანგები, მაგრამ იმსახურებთ კი ასეთ პატივს

გარეუბნების მცხოვრებთ არ განუცდიათ ეს ცერემონია ვინაიდან მათი უმრავლესობა დაიბადა ფრანგად, მაგრამ იმ დღეს გამოვლენილი დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპელების, აფრიკის ზანგების და აზიელების მიმართ გამოხატავდა უნდობლობას რომელიც არ უწყობს ხელს ინტეგრაციას. სად იყო რესპუბლიკის ღირებულებები? სად იყო ძმობა?
 ( ქვეთავის დასასრული იქნება). 

No comments:

Post a Comment