4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დასავლეთის შიშის კულტურა, წარსულის ფანტომი

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 10 05, ორშაბათი, 19:26-ზე

მოუტანიაო ბედნიერება ევროპისთვის ბერლინის კედლის ნგრევას და როსტროპოვიჩის კონცერტს ამ კედელთანო...


როსტროპოვიჩის კონცერტი
ბერლინის კედელთან
წარსულის ფანტომი:
წარსულის წონის გასაგებად უნდა დავუბრუნდეთ 1989 წელს.ცივი ომის დასასრულს და საბჭოთა იმპერიის დამხობას სულაც არ მოუტანია ევროპისთვის მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ხანა,მათ ევროპას მოუტანეს ომი მის «შავუკანა ეზოში», ბალკანებში. შეუძლებელია სათანადოდ შეუფასებ- ლობა გავლენისა რაც მოახდინა იუგოსლავიის აფეთქებამ. ვინაიდან რისი ბრალი უნდა იყოს მიჩქმალული წარსულის უეცარი შემოჭრა?

ტიტოს წლებმა იუგოსლავია გადააქციეს « სოციალისტურ მაცივარ-
-
საყინულედ» რომლის შიგნითაც სხვადასხვა ნაციონალიზმთა და პირისპირება გამწვავდა ათწლეულების მანძილზე?
თუ ომის დაბრუნება ევროპაში წინასწარმეტყველებდა ვირტუალურად ფატალური მომავლის შესახებ?

ჩვენ, სხვა ევროპელებს არც კი გვქონია ამ უბედურებასთან დაპირისპი-
რების, მისთვის ბოლოს მოღების უნარი. ბოსნიაში და კოსოვოში არამყარი მშვი-
დობის დასამყარებლად საჭირო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა.
ამას გარდა ისევ გადაუწყვეტელია აღმოსავლეთი ევროპის პრობლემები თავისი სიღარიბით და ნაციონალისტურ ვნებათა შხამიანი დანამატით, როგორც ამაზე მოწმობს განსაკუთრებით ბულგარეთის და რუმინეთის შემთხვევები. ამ ქვეყენებს უჭირთ კორუფციის გაკონტროლება.
ზოგის აზრით გამოსავალია ევროპული თანამეგობრობის გაფართოება: უნდა გაავაადვილოთ მშვიდობის,კეთილდღეობის და ეთნიკური შერიგების მაგიური ფორმულის მქონე ჯენტლმენთა ამ კლუბში შესვლა.

ევროპის ბალკანიზაციისთვის თავის ასარიდებლად ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბალკანეთის და მოგვიანებით კავკასიის გაევროპულება

მაგრამ დასავლეთ ევროპელთა უმრავლესობას დიდად არ ახარებდათ და არ ახარებთ გაფართოების ეს პერსპექტივები რომლებშიც ისინი უფრო ხედავენ მორალურ და ისტორიულ მოვალეობას ,ისევე როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკს და არა სიამოვნების წყაროს. 
ბრონისლავ გერემეკი

ემოციური თვალსაზრისით გაფართოება მოხდა ძალიან გვიან, ესე იგი ბერლინის კედლის დამხობიდან და ევროპული კონტინენტის გაერთიანებით გამოხა-
ტული თავისუფლების ქროლიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ. ინსტიტუციური თვალსაზრისით კი ის მოხდა მეტისმეტად ადრე, მაშინ როდესაც ჯერ არ ყოფილა დასრულებული კავშირის « გაღრმავება.» .

ეხლახანს გარდაცვლილი დიდი ევროპელი,სოლიდარობის ყოფილი ხელმძღვანელი,
პოლონეთის საგარეო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრონისლავ გერემეკი მუდამ ამბობდა :

«
ევროპა არაა მხოლოდ ეკონომიკური სივრცე,ესაა აგრეთვე ეთიკური კონსტრუქცია რომელსაც სჭირდება გული, რომელიც უნდა იყოს გულითადი,გულთბილი თანამეგობრობა, რომელსაც აქვს სულიერი განზომილება 
ნგრევენ ბერლინის კედელს

პროფესორი გერემეკი სწორი იყო,მაგრამ რამდენი ევროპელი ფიქრობდა და ფიქრობს კიდევ მის მსგავსად? 

ნაციონალისტურ ვნებათა დაძლევა ძნელია. ევროპის მამა-დამფუძნებლებს შორისაც კი იმედს სჯაბნიდა შიში.

მე კიდევ ვიხსენებ ჩემი მეგობრების რეაქციას ელისეს სასახლეში როდესაც ბერლინის კედლის დამხობიდან რამოდენიმე დღის შემდეგ მე ვითხოვდი ფრანგული დიპლომატიის სიმბოლურ ჟესტს. შეეძლოთ თუ არა მიტერანსა და კოლს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა ბრანდენბურგის კარის ქვეშ,ბერლინში, ისევე როგორც მათ ეს გააკეთეს ვერდენში, პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე? მათ დახურეს წარსულის კარები; მათ ჰქონდათ მომავლის კარის სიმბოლურად გაღების შესაძლებლობა.

ჩემი იდეა რომანტიულ იდეად ჩათვალეს და მაშინვე,დაუყოვნებლივ უარყვეს. მათ მითხრეს რომ ასეთი შეხვედრა არ სურდა მიტერანს და რომ ეს არ სურდა არც კანცლერ კოლს. და პირიქით, გერმანიაში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტი მივიდა აგონიაში მყოფი,მომაკვდავი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სასთუმალთან,მას არ გაუუქმებია დათქმული ვიზიტი.
 1.
გერმანიის გაერთიანება აშინებდა სულ მცირე ლონდონში და პარიზში. მოხუცებული და დასუსტებული მიტერანი,რომლის ისტორიულ მსოფლმხედველობას ფესვები გადგმული ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ფიქრობდა რომ ხელახლა გაერთიანებული გერმანია აუცილებლად დაიკავებდა ცენტრალურ ადგილს ახალი ევროპის ძალთა თამაშში. განა ვარშავა ბერლინთან უფრო ახლოს არ იყო ვიდრე პარიზთან? 

გერემეკი და ვალენსა
ევროპული დინამიკა არ აძლევდა მიტერანს ამის საჯაროდ გამხელის საშუალებას მაგრამ უეჭველია რომ გულის სიღრმეში მიტერანი დარწმუნებული იყო იმაში რომ რაც კარგი იყო გერმანიისთვის არ იყო აუცილებლად კარგი საფრენგეთისთვის. 
თავისი ხვედრისადმი და წარსულის დაძლევის თავისი უნარისადმი მეტმა ნდობამ ევროპას მისცა ახალ გარემოებათა ბევრად უფრო გახსნილად,გულუხვად და ეფექტურად მიღების საშუალება.

მაგრამ ისტორიის წონა და ეჭვები « ევროპულობის» შესახებ (რას ნიშნავს ევროპელობა? სად იწყება და სად მთავრდება ევროპა?) გააძლიერეს მომავლისა და ევროპული თანამეგობრობის ეკონომიკური მიღწევების გაურკვევლობამ.

No comments:

Post a Comment