4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-11: ლამაზი იაპონიის სამწუხარო დაკნინება

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 26 04, ორშაბათი, 18:31-ზე
ტოკიო
:აზიელები იაპონიას ხშირად უყურებენ როგორც დასავლეთსევროპელები და ამერიკელები იაპონიას ხშირად უყურებენ როგორც აღმოსავლეთს და თვითონ იაპონელებს თითქოს მოსწონთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადებული ხიდის ფუნქციის სესრულება. 
იაპონიას ენატრება 1990-ანი წლების წინ არსებული ხანა როდესაც ის იყო საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ერთადერთი აზიური ქვეყანა. მისი ხანდაზმული მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მოსახლეობა იქნება
თვითმკვლელობების,განსაკუთრებით ახალგაზრდათა თვითმკვლელობების დონე იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა მსოფლიოში...
წარსულთან ურთიერთობა მომავლის ერთ-ერთი გასაღებია და « ისტორიას» სხვადასხვანაირად უყურებენ ევროპასა და აზიაში.

იაპონიაცაა ცოცხალი მოწმობა იმისა რომ თანამედროვეობა და გადასავლურება, ოქსიდენტალიზაცია, სინონიმები არაა...

იაპონური გამონაკლისი:
თუ ორთავიანი გიგანტი ჩინინდოეთი წარმოადგენს აზიური იმედის სრულ აყვავებას რა შეიძლება ითქვას იაპონიაზე, რეგიონის მეორე დიდ ეკონომიკურ ლოკომოტივზე? 

რატომ არაა ჩართული მთლიანად ეს მდიდარი ერი იმედის კულტურაში? 

იმის გასაგებად თუ როგორ გახდა იაპონია დიდი გამონაკლისი აზიელ ერებს შორის საჭიროა უკან დაბრუნება. 

1960-
ანი წლების შუა ხანებიდან იაპონია ხსნიდა და იწყებდა აზიურ ეკონომიკურ სასწაულს. 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 20 წელზე ნაკლების შემდეგ და 40-ზე მეტი წლით ადრე პეკინის ოლიმპიურ თამაშებამდე აღნიშნავენ იაპონურ აღორძინებას.
ასეთიცაა ფუძიამა
ქამელეონ ქვეყანას, ალბათ ყველაზე იდუმალს მისი კუნძულზე მდებარეობის გამო, და ჩინეთზე და ინდოეთზე უფრო ძნელად გასაგებს დასავლური სულისთვის,იაპონიას არ უყურებენ რეალურად როგორც აზიურ ქვეყანას. 

იაპონიაცაა ცოცხალი მოწმობა იმისა რომ თანამედროვეობა და გადასავლურება, ოქსიდენტალიზაცია, სინონიმები არაა. 

დღევანდელ აზიაში,მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდა 60-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ იაპონია მისი მეზობლების უმრავლესობის აზრით ისევ არის განსაკუთრებული და ქედმაღალი ქვეყანა.

იაპონიის და დანარჩენი აზიის დღემდე გაგრძელებული გაყრის ფუნდამენტური მიზეზები უეჭველად არის ისტორია და წარსულის ნაჭრილოვებები. თავიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაძალებულ და შემდეგ იაპონიის მთელი მოსახელობის მიღებულ დაემოკრატიას როგორც პოლიტიკურ სისტემას გვირგვინად არ ჰქონია შერიგების კულტურა, როგორც ეს იყო გერმანელთა შემთხვევაში. 

იაპონია, გოგონათა დღე
იქნებ ეს იმიტომაა რომ იაპონელებს ღრმა რელიგიური,კულტურული და ისტორიული მიზეზების გამო ვერ მოიხდიდნენ ბოდიშს? იქნებ ჩვენი და იაპონელთა აზიელი მეზობლების მოლოდინი გადაჭარბებულია გერმანიის მაგალითის შემყურე? ჰოლანდიელი ესეისტი იან ბურუმას აზრით ყველა ამ ფაქტორს ემატება ერთი მთავარი ელემენტი : 

ატომური ყუმბარის პირველ და საბედნიეროდ დღემდე ერთადერთ მსხვერპლმა იაპონელებმა იფიქრეს რომ მათ უკვე დიდი საფასური გადაიხადეს მისთვის რასაც ისინი თვლიან შეცდომად და არა დანაშაულად. ლაპარაკია იაპონიის ხელმძღვანელთა საშიშ თამაშზე და მათ სამხედრო და დიპლომატიურ ალიანსზე ფაშიზმთან და ნაციზმთან,რასაც თავისი შედეგები ჰქონდა როგორც იაპონელებისთვის ისე მათი მეზობლებისთვის. 

ურთიერთობა წარსულთან მომავლის ერთ-ერთი გასაღებია და «ისტორიას» სხვადასხვანაირად უყურებენ ევროპასა და აზიაში. 

კონტინენტზე სადაც სჯერათ რეინკარნაციისა შეიძლება იფიქრონ რომ კიოტოში ბევრჯერ ფერფლად ქცეული ოქროს პავილიონის აღდგენილი ვერსია ისეთივე ნამდვილია როგორც თავდაპირველი შენობა. იქნებ აზიური ისტორიის პირობითობაც, ფარდობითობაც ახსნის ევროპელებისა და აზიელების წარსულთან დამოკიდებულების სხვადასხვანაირობას? 
ევროპელებმა მთლიანობაში, ბალკანთა მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა, გადახარშეს წარსული და წარმატებით ჩაებნენ ევროპული კავშირის მშენებლობაში.
თანამედროვე "გოთური"
სუბკულტურა

სამაგიეროდ აზიელებს უჭირდათ წარსულზე პასუხისმგებლობის აღება და წარსულთან მათი დამოკიდებულება სელექტიურია, შერჩევითი და ხშირად წინააღმდეგობრივია. 

ჩინელები,მაგალითად, ომის დანაშაულებზე ლაპარაკისას ყოველთვის, როცა შეუძლიათ, მიუთითებენ იაპონელების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე,მაგრამ არაფერს არ ამბობენ 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე სტუდენტური მოძრაობის ცახშობაზე თუ ტიბეტის ამბებზე. 

იაპონელებმა არ მიიღეს ქრისტიანული გერმანიისთვის დამახასიათებელი ლოღიკა, მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახეს მათი პრესტიჟის აღდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. 

იაპონელები მათი შიშებითა და მათი იმედებით მეტისმეტად ევროპელები არიან აზიელებისთვის და მეტისმეტად აზიელები არიან დასავლელებისთვის და ამიტომ იაპონია დასავლეთისთვის მაინც გაუგებარი დარჩა.

იაპონელთა შიშები ტრადიციულად ძალიან განსხვავებულია დასავლელთა შიშებისაგან. 
კიმონოს სჰოუ
იაპონელთა შიშები დაკავშირებულია ბუნებასთან და იაპონელებს მათი ბინების შესასვლელთან, იოლად ხელმისაწვდომ ადგილებში მუდამ აქვთ თავის გადასარჩენად საჭირო საგნების და ნივთიერებათა ფუთები რომლებიც მზადაა დაუყოვნებლად გამოსაყენებლად მიწისძვრის, ცუნამის თუ წყალდიდობის სემთხვევებში. იაპონელები მუდამ მზად არიან ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში თავის გადასარჩენად. 

დასავლელებს უფრო ეშინიათ სხვა ადამიანებისა, პოტენციური აგრესორებისა თუ თავდამსხმელებისა.

იაპონელთა ბუნების შიშს აქვს ერთი თანამედროვე ნიშანი : ის წინ უსწრებს დასავლელთა წუხილს ბუნებრივი გარემოს გამო. 

მაგრამ დასავლეთს ეშინია ადამიანის ზემოქმედებისა ბუნებაზე და იაპონელებს კი,პირიქით,ეშინიათ ბუნების ზემოქმედებისა ადამიანზე.

მაგრამ მიუხედავად ამისა შიშის დღევანდელ კულტურას იაპონიაში 
ბუნებრივი კატასტროფებისგან განსხვავებული ობიექტი აქვს და ეს გასაგებს ხდის იმას თუ რატომ არ ეწერება იაპონია იმედის აზიურ კულტურაში და ამ თვალსაზრისით ემსგავსება დასავლეთს. 
ნეორუსი ნეოგოთი
ტოკიოში ეჭვმა დაისადგურა ოცი წლის წინ,როდესაც გასკდა უძრავი ქონების ბუშტი. იაპონიამ მას შემდეგ გადაიტანა სტრუქტურული კრიზისი რომელიც გრძელდებოდა პრემიერ მინისტრად იოიჩი კოიძუმის გახდომამდე. იაპონია დღემდე ვერ გაუმკლავდა ბოლომდე კრიზისს.

იგრძნობა რომ ქვეყანამ აღარ იცის თუ საით მიდის,თუ რას ეკუთვნის,
და ეს მიუხედავად იმისა რომ ის შედარებით გაძლიერებული გამოვიდა 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან. იაპონელები მტკივნეულად განიცდიან იმათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრივილეგირებული დიპლომატური პარტნიორი უკვე ინდოეთია და არა იაპონია. იაპონელებმა იციან რომ ამიერიდან ჩინეთია მათი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და მეტოქე მსოფლიო ასპარეზზე. 

იაპონელებს ენატრებათ 1990-ან წლებამდე არსებული ხანა როდესაც აზიური ქვეყნებიდან მხოლოდ იაპონია იყო საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალა. 

დღევანდელი ტოკიოს თუ უფრო გლობალურად დღევანდელი აზიის თვალსაზრისით 
რუსეთი აღარაა რეგიონალური პრობლემა,რეგიონალური პრობლემაა ჩინეთი. 

ცხადია რომ იაპონიის დაეჭვებას საკუთარ თავში აქვს სხვა ფუნდამენტური მიზეზებიც.

მისი ხანდაზმული მოსახლეობა თანდათანობით ხდება ყველაზე მოხუცებული მოსახლეობა მსოფლიოში და ამიტომ იაპონიას უჭირს იმედის კულტურისთვის დამახასიათებელი ენერგიული მოქმედება.
 
იაპონოფილი ვან გოგი
თვითმკვლელობების, განსაკუთრებით ახალგაზრდათა თვითმკვლელობების დონე იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა მსოფლიოში. 

კოიძუმის წლების აშკარა გამონაკლისის გარდა იაპონური პოლიტიკური სისტემა ხასიათდება საშუალოობით და სტაგნაციით თვითონ იაპონელები 1990-
-
ან წლებში ამ სისტემაზე ამბობდნენ რომ ის აერთიანებს მექსიკისა და იტალიის ყველაზე უარეს ნაკლებს ანუ უძრაობასა და უნაყოფობას, უშედეგობას. ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პარტიის დამარცხების შემდეგ უძრაობამ ადგილი დაუთმო ცვლილებას. იქნება თუ არა ის ნაყოფიერების,
შედეგიანობის სიმბოლო? ჯერ მეტისმეტად ადრეა ამაზე ლაპარაკი.

იაპონიასაც და დასავლეთსაც აქვთ ბევრი ერთი და იგივე ძლიერი და სუსტი მხარეები: ორივეს აქვს დინამიური და ძლიერი საწარმოები,სტაბილური დემოკრატიული სისტემები და ჯანდაცვის კარგი სისტემები. 

მაგრამ დასავლეთსაც და იაპონიასაც აქვთ მიდრეკილება დეპრესიისკენ,
ინტროსპექციისკენ,შფოთი-ნაღველისაკენ და საკუთარ თავში ჩაკეტვისაკენ. ალბათ არაა გასაკვირი რომ დასავლეთის შიშის კულტურამ დააავადა იაპონიაც.
ნეოგოთი
//
მთარგმნელის შენიშვნა : დასავლეთში მომქმედ სიკვდილის ძალთა ერთ-ერთი მაგალითი: « გლაზგოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა შედეგები გამოკვლევისა რომლის თანახმადაც თვითმკვლელობისაკენ უფრო მიდრეკილები არიან გოთური სუბკულტურით გატაცებული ახალგაზრდები. 1970-ანი წლების ბოლოს გაჩენილი გოტების მოძრაობა შთაგონებულია გოთური რომანის პოეტიკით,სიკვდილის ესთეტიკით. ეს სუბკულტურა ასოცირებულია შავ ტანისამოსთან,
მუქ თმებთან და თეთრ გრიმთან,ხმამაღალ მელოდიურ მუსიკასთან.

ფსიქოლოგთა აზრით გოთური სუბკულტურა განსაკუთრებით იზიდავს ფსიქო-
ლოგიური პრობლემების მქონე ახალგაზრდებს რომლებიც ნუგეშს და გაგებას თავის მსგავსებში ეძებენ. 

მთლიანობაში კი ინგლისში სოციოლოგთა აზრით თვითმკლელობათა რაოდენობამ მიაღწია რეკორდულად დაბალ დონეს 1910 წლიდან» (რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია, 2006 წლის 14 აპრილი)//.

დიპლომატიურ პლანში იაპონია როგორც წესი უფრო ახლოსაა დასავლეთთან ვიდრე მისი აზიელი მეზობლები. ავსტრალიის,კანადისა და გერმანიის მსგავსად იაპონია,რომელსაც არა აქვს ბირთვული იარაღი და არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა. 

«
ემოციურად ზომიერი» სხვებთან ურთიერთობაში, იაპონია ხშირად ცდილობდა ხიდების გადებას გაყოფილ-დაშორიშორებულ სამყაროებს შორის. გეოგრაფიული გაყოფა აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ევროპას შორის,სოციალური და ეთიკური გაყოფა მშვიდობიან კანადასა და მეომარ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,ეკონომიკური გაყოფა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, მაგრამ ყველაზე უფრო კულტურული გაყოფა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

აზიელები იაპონიას ხშირად უყურებენ როგორც დასავლეთს, ევროპელები და ამერიკელები იაპონიას ხშირად უყურებენ როგორც აღმოსავლეთს და იაპონელებს თითქოს მოსწონთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადებული ხიდის ფუნქციის შესრულება.

მიუხედავად ამისა ჩინეთისა და ინდოეთის გაძლიერებასთან ერთად იაპონია ვეღარ ხედავს თავს კულტურათა დამაკავშირებელ ძალად,ის თავის თავს ხედავს როგორც ჰიბრიდულ, ჩამორჩენილ, თავისი განსაკუთრებულობის და მნიშვნელობის დაკნინების, თავისი გავლენის სესუსტების მოწმე არსებას.

იაპონელთა თაობებმა ეკონომიკური მსხვერპლი გაიღეს მათი ქვეყნის სიდიადისა და აყვავებისთვის. ისინი დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ბეჯითი მოწაფეები და სწავლობდნენ დასავლურ დემოკრატიასა და კაპიტალიზმს.

დღეს «მოწაფეობის» წლებში გაღებული ეს მსხვერპლი თითქმის ამაო ჩანს იმიტომ რომ გაჩნდნენ ძალის და გავლენის ახალი წყაროები, გიგანტები რომელთაც ამას მიაღწიეს თითქოს რამეზე უარის თქმის გარეშე. 
რუსეთ-იაპონიის ომის სურათები
ათწლეულების მანძილზე ფრიადოსანი « მოწაფე» იაპონია თითქოს ხედავს რომ საუკეთესო დიპლომები მიიღეს მარადიულმა ზარმაცებმა და ოროსნებმა..

მაშინ როდესაც ჩინეთის ხდება იაპონიისათვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი მრავალი იაპონელი ფიქრობს რომ ისინი მძიმედ მუშაობდნენ არა « პრუსიის მეფისთვის», როგორც ამას ამბობდნენ XVIII საუკუნის საფრანგეთში არამედ « ჩინეთის იმპერატორისთვის».

ამიტომაა რომ იაპონიას დღეს მომავალზე ფიქრისას ეუფლება ხოლმე შფოთის, ნაღველის ბუნდოვანი განცდა.
იმედმა, რომელიც იაპონიას წარმართავდა 1960-1970-ან წლებში, ადგილი დაუთმო შიშს
//1905
წლიდან, რუსეთ-იაპონიის ომში გამარჯვების შემდეგ იაპონია იქცა პირველ აზიურ ქვეყნად რომელმაც დაამტკიცა რომ აღმოსავლეთის ძველი ცივილიზაცია არ ჩამოუვარდება დასავლეთს. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებისა და ბირთვული კატასტროფის გადატანის შემდეგ ფეხზე დამდგარმა იაპონიამ დაამტკიცა რომ ძველი აღმოსავლური ცივილიზაცია შეიძლება იყოს თანამედროვე თავის მეობაზე უარის თქმის გარეშე.

დღეს ეს დიდებული, ლამაზი ქვეყანა მძიმე დღეებს განიცდის. ეს სამწუხარო ფაქტია. ვუსურვოთ მას წარმატება. გავიზიაროთ მისი გამოცდილება, ყოფილიყოს საქართველოც თანამედროვე და ეკონომიკურად აყვავებული მისი მეობის დაუკარგავად.

 (იმედის კულტურის თავის დასასრული და გაგრძელება იქნება). 


No comments:

Post a Comment