Showing posts with label საცოდნელია სწორედა. Show all posts
Showing posts with label საცოდნელია სწორედა. Show all posts

6.02.2013

ლოთობა და კგბ სპობს ხალხებს, ანტისტალინისტის სტალინისტად პერესტროიკა

რუსეთის მართლმადიდებლობის სახელგანთქმულ მოღვაწე და ქადაგ მამა ალექსანდრე მენს არაერთხელ მიუღია მუქარით სავსე ბარათები, ბოლოს მას ცულით თავი გაუხეთქეს. 1990 წლის 9 სექტემბერს ის ჩქარობდა ეკლესიისკენ სადაც უნდა მიესწრო ლიტურგიისთვის. 
 
სავარაუდოდ მოხდა შემდეგი: მასთან მიირბინა ვიღაც კაცმა და გაუწოდა ბარათი. მამა ალექსანდრემ ამოიღო სათვალეები და დაიწყო კითხვა. ამასობაში ბუჩქებიდან გამოხტა მეორე კაცი რომელმაც მამა ალექსანდრეს უკნიდან ჩაარტყა ცული (სხვა ვერსიით სამხედრო ნიჩაბი) //ალბათ ისეთი რომელიც გამოიყენეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილს, გ.მ.//.

დასისხლიანებული მღვდელი გაემართა სადგურისკენ. გზაში შემხვედრმა ქალმა კითხა თუ ვინ უქნა მას ეს. მამა ალექსანდრემ უპასუხა რომ არავინ, რომ ეს მას თვითონ შეემთხვა. მან მიაღწია კარამდე და დაეცა.

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის//გორბაჩოვის// და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირადი განკარგულებების მიუხედავად მკვლელობა გაუხსნელი დარჩა.

9.18.2012

დავით სარაჯიშვილის სახლი ანუ ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში.

ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი:
ქიმიისა და ფილოსოფიის
 მეცნიერებათა დოქტორი, ქართული
კონიაკის წარმოების ფუძემდებელი,
მრეწველი და ქველმოქმედი დავით
სარაჯიშვილი (1848-1911), 1905 წელი
 
საქართველოს ერთ-ერთი დიდი შვილი, ცნობილი მეწარმე, სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე, ევროპულად ნასწავლი და ქართულად აღზრდილი დავით ზაქარიას-ძე სარაჯიშვილი დაიბადა ტფილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს.

მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ. დავითის პაპა - დავით გიორგის ძე სარაჯიშვილი (1745-1845) ცნობილი შეძლებული მოქალაქე გახლდათ. მან სახელი გაითქვა როგორც ქველმოქმედმა, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. ცნობილი გახდა იმით, რომ მან პირველმა გაიყვანა გზები კავკასიის მთებში და საფუძველი ჩაუყარა რუსეთთან ვაჭრობას. ის და მისი ძმა მიხეილი, საქართველოში მდგომ რუსულ ჯარებს სანოვაგით ამარაგებდნენ.

დავითის მამა - ზაქარია სარაჯიშვილი (1807-1880) იმ დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარია, მამასთან ერთად, საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენას და შენარჩუნებას დიდ ფულს ახმარდა. მისი წყალობით გადარჩა ქართველი ხალხის მრავალი ისტორიული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა. დავითის დედა - ელისაბედ სოლომონის-ასული სავანელი, ლამაზი, ბრძენი, ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესაბამისად აღზრდილი ქალბატონი იყო. იგი მუდამ მეუღლის და მთელი ოჯახის საიმედო საყრდენი გახლდათ. მან დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, რასაც დავითი დიდად აფასებდა და სიამაყით აღნიშნავდა.

თანამედროვეთა აღწერით, დავითი გონებაგახსნილი, გონებამახვილი, სიცოცხლის და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარე ყმაწვილი იყო. მაშინდელი წესის თანახმად, დაწყებითი განათლება მან სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ, პატარა დავითი ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. შემდეგ მან სწავლა განაგრძო კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

მშობლებმა გადაწყვიტეს დავითისათვის უმაღლესი ევროპული განათლება მიეცათ. 1866 წელს ტფილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგაზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა. 1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა. მან 1878-1880 წლებში საფრანგეთში ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია.

9.15.2012

ალბერტ გოგუაძე


1935 წელს ბათუმში დაიბადა ცნობილი საბჭოთა ნონ-კონფორმისტი მხატვარი ალბერტ იოსების ძე გოგუაძე. ერთ-ერთი მათგანი ვინც საბჭოთა კავშირს აძლევდა მეტ-ნაკლებად ადამიანურ სახეს. ვიკიპედიის თანახმად ის 1954-1960 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. მის მასწავლებელთა შორის იყვნენ სერგო ქობულაძე, ლადო გრიგოლია, ვასილი შუხაევი. სწავლის დამთავრებისა და ბევრი მოგზაურობის შემდეგ ის 1963 წლიდან დამკვიდრდა მოსკოვში. იყო ნონკონფორმისტ მხატვართა მოძრაობის, ბინებზე და არაოფიციალური ხელოვნების გამოფენათა მონაწილე. მათ შორის ვდნხს ტერიტორიაზე და პავილიონ კულტურის სახლში გამოფენების მონაწილე. გამოფენებს აწყობდა რუსეთში და საზღვარგარეთ. გოგუაძის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინს მისმა მეგობარმა ანატოლი ზვერევმა. ფერწერაში მხატვრის დევიზია "ნატურალიზმიდან მარაზმამდე" და მთავარია არა მხატვრად არამედ ნამდვილ მხატვრად გახდომა.
ალბერტ გოგუაძის შემოქმედება განსაკუთრებით დაფასებულია გერმანიაში, სადაც მისი გამოფენები მოეწყო მრავალ ქალაქში. მხატვრის ნამუშევრები არის სხვადასხვა მუზეუმში და მრავალ კერძო კიოლექციაში მთელ მსოფლიოში. ა. გოგუაძის ფერწერის ძირითადი მიმართულებაა აბსტრაქცია, მის სავიზიტო ბარათად იქცა პროგრამული არაფიგურატული ნამუშევრები. ა.გოგუძე თავის შემოქმედებით მეთოდს უწოდებს ფერი ფერთან. ამ მეთოდით მიიღწევა გარკვეული ფერადოვანი შეთანხმებების ჰარმონიზაცია ისე რომ საბოლოო ანგარიშით ქრება ტონალური პერსპექტივა და ჩნდება ფერადოვანი. ძირითადი მეთოდი ნამუშევრების შექმნისას იმპროვიზაციაა. ავტორის შემოქმედებითი ინტერესების წრეში ასევე ხვდება განსაკუთრებით ცნობადი რეალისტური სურათები, სამგანზომილებიანი ობიექტები - კოლაჟები, ხის ქანდაკება. ა.გოგუაძის ნამუშევრები არის მოსკოვის პუშკინის მუზეუმში, კონსტანცის ისტორიულ მიწეუმში //გერმანია//, დოიჩბანკის კოლექციაში //გერმანია//, კერძო კოლექციებში და ა.შ.

6.12.2012

გასახსენებელი ხალხი - ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები :

წყარო: http://www.nplg.gov.ge/index.php?sec_id=307&lang_id=GEO
ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები      
ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვის მხატვრულ დამუშავებას. ქვაზე კვეთის ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში და საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. ქვაზე კვეთის ქართული ტრადიციის საუკეთესო გამგრძელებლები იყვნენ ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები, რომელთა შემოქმედების კვალი თბილისის არქიტექტურაზე აისახა.

"დინასტიის მეთაური", უხუცესი ქვის მთლელ აგლაძეებს შორის, იყო ნეოფიტე აგლაძე. იგი 1874 წელს ამბროლაური რაიონის სოფელ მუხლში დაიბადა. ნეოფიტე აგლაძე ქვაზე კვეთას იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში დაეუფლა. როგორც კი მყარად მოიკიდა ფეხი იტალიელთა სახელოსნოში, მან თბილისში ხელობის შესასწავლად თავისი სამი ძმა იაკინთე, ლადო და ნიკო ჩამოიყვანა. ნეოფიტემ 1912 წელს საკუთარი სახელოსნო გახსნა. იგი პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა სამხატვრო აკადემიის   ქანდაკების ფაკულტეტზე, სადაც ქვისგან კვეთას ასწავლიდა. ნეოფიტე აგლაძე XX საუკუნის პირველი ნახევრის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შენობის გაფორმებაში იღებდა მონაწილეობას. (ქაშვეთის ტაძრის მოჩუქურთმება, მთავრობის სასახლის მხატვრული დეკორი, იმელის შენობის ჰორელიეფები და ა. შ.)      

6.03.2012

დავით სარაჯიშვილის სახლი ტფილისში


ძველი და ნამდვილი ქართული საზოგადოება დავით სარაჯიშვილთან ეზოში. წინა პლანზე ჩანს აკაკი. ეს სახლი დრო და დრო ასრულებდა საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების ფუნქციასაც. აქ იმართებოდა ხოლმე სალონები სადაც თავისი ნაწარმოებები პირველად გაუცვნია საზოგადოებისთვის ილიასაც....

5.22.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-1:


აღორძინების ხანის ნეოპლატონიზმის
და ჰერმეტიზმის მამა ბიზანტიელი
ფილოსოფოსი გიორგი პლეთონი
ალქიმია და კაბალა მე-16 საუკუნეში //ავტორი ფილოსოფოსი და ფილოლოგი  კლოდ განო,Claude Gagnon//.

    პრაღა არის მაგიის დასავლური დედაქალაქი. 1510 წელს იქ აბატ ჟან ტრითეიმთან ერთმანეთს შეხვდნენ ფაუსტი,პარაცელსი და აგრიპა (ფრანსუა რიბადო დიუმა, მაგიის ისტორია, პარიზი, ბელფონდ, 1970, François Ribadeau Dumas, Histoire de la magie, Paris, Belfond, 1970).
    სწორედ ამ ქალაქის ებრაულ კვარტალში აცოცხლებდნენ რაბები მათ გოლემს //იქვე//. მაგრამ ფილოსოფიით დაინტერესებული 3 სტუდენტი უფრო იმუშავებს "ქალდეურ ტექსტებზე". მაშ დავიწყოთ გარჩევა 3 მიმდინარეობისა მათი საერთო ჰორიზონტის დაუვიწყებლად.

   ჩვენ შეგვიძლია მაგია, კაბალა და ალქიმია ერთად დავაჯგუფოთ ზოგადი ცნება "ჰერმეტიზმის" გამოყენებით. ერთი ბოლოდროინდელი წერილის დასასრულს ანტუან ფევრი // Antoine Faivre// ამ ცნებით აღნიშნავს მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-17 საუკუნემდე გაჩენილ აზროვნების სხვადასხვა მიმდინარეობას,მაგალითად ალქიმიას,რენესანსის "ფილოსოფია ოკკულტას"//philosophia occulta// მაგიას,ალექსანდრიულ ჰერმეტიზმს და მის ნეოალექსანდრიულ მანიფესტაციებს,და ზოგჯერ აგრეთვე ქრისტიანულ კაბალას. (Antoine Faivre,"Questions of therminology proper to the study of esoteric currents in modern and contemporary Europe",in Western Esotericism and tse science of Religion,17th Congress of the International Association for the History of Religions,Leuven,Peeters,1998,gv.9).
    მაშ უნდა განისაზღვროს აზრის 3 მიმდინარეობა და თანაც ეს 3 მიმდინარეობა პარადოქსულად უნდა ჩავთვალოთ ჩვენს მიერ ანტუან ფევრთან ერთად ჰერმეტიზმად წოდებული საერთო ჰორიზონტის გამოვლინებად.