Showing posts with label ბიბლიოთეკა. Show all posts
Showing posts with label ბიბლიოთეკა. Show all posts

6.02.2013

ლოთობა და კგბ სპობს ხალხებს, ანტისტალინისტის სტალინისტად პერესტროიკა

რუსეთის მართლმადიდებლობის სახელგანთქმულ მოღვაწე და ქადაგ მამა ალექსანდრე მენს არაერთხელ მიუღია მუქარით სავსე ბარათები, ბოლოს მას ცულით თავი გაუხეთქეს. 1990 წლის 9 სექტემბერს ის ჩქარობდა ეკლესიისკენ სადაც უნდა მიესწრო ლიტურგიისთვის. 
 
სავარაუდოდ მოხდა შემდეგი: მასთან მიირბინა ვიღაც კაცმა და გაუწოდა ბარათი. მამა ალექსანდრემ ამოიღო სათვალეები და დაიწყო კითხვა. ამასობაში ბუჩქებიდან გამოხტა მეორე კაცი რომელმაც მამა ალექსანდრეს უკნიდან ჩაარტყა ცული (სხვა ვერსიით სამხედრო ნიჩაბი) //ალბათ ისეთი რომელიც გამოიყენეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილს, გ.მ.//.

დასისხლიანებული მღვდელი გაემართა სადგურისკენ. გზაში შემხვედრმა ქალმა კითხა თუ ვინ უქნა მას ეს. მამა ალექსანდრემ უპასუხა რომ არავინ, რომ ეს მას თვითონ შეემთხვა. მან მიაღწია კარამდე და დაეცა.

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის//გორბაჩოვის// და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირადი განკარგულებების მიუხედავად მკვლელობა გაუხსნელი დარჩა.

7.08.2012

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერმან ჰესეც, მას 2 ივლისს 135 წელი შეუსრულდებოდა:

Hermann Hesse 
2 ივლისს 135 წელი შეუსრულდებოდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულმწერალ ჰერმან ჰესეს //1877-1962//. 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერმან ჰესე მთელ თავის შემოქმედებას უწოდებდა თავისი სულიერი განვითარების გაჭიანურებულ მოთხრობას. სულის ბიოგრაფიას.
მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა შემოქმედისბედი მისთვის მტრულ გარემოში, ჭეშმარიტი ხელოვნების ადგილი მსოფლიოში. ორი მსოფლიო ომის წარმომშობი და გაუთავებელი კონფლიქტების წარმომშობმს მეოცესაუკუნემ მასაც გაუჩინა სულიერი პრობლემები და სულიერი კრიზისის დასაძლევად მანპირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო ხატვა //ყურადღება მიაქციეთ, ქვების და კალაშნიკოვის სროლა კი არა, ხატვა. მან დახატა 3000-მდე აკვარელი რომლებშიც ასახა 1919 წლიდან, მის სიკვდილამდე,1962 წლამდე მისი სამყოფელი ტესინის სილამაზე. 

1918 წ. მან ტესინში გააგრძელა ხატვის ტექნიკის სწავლა. იბადება პირველი
ჩანახატები წიგნისთვის "სეირნობა ფეხით" და მისი ილუსტრაციები //გამოიცა 1920 წ.//.
 ის მის მიერ დასურათებულ მისივე ლექსებს ყიდის გერმანელი ტყვეების სოციალური
დახმარების კომიტეტის სასარგებლოდ. ეს კომიტეტი თვითონ ჰერმან ჰესემ შექმნა ბერნში 1916 წელს.  

1919 წელს ჰესე ასურათებს ზღაპარს "მძიმე გზა " და ხატავს აკვარელებს "მხატვრის ლექსებისთვის ".  ჰერმან ჰესეს აკვარელების პირველი გამოფენს მოეწყო ბაზელის საგამოფენო დარბაზში 1920 წ. იმავე წელს ჟურნალში "ვილანდ", მიუნხენი, ქვეყნდება ჰესეს პირველი რეპროდუქციები. 1921 წელს გამოდის რეპროდუქციათა ალბომი "11 აკვარელი ტესინიდან". 1922 წელს ვინტერტურში ეწყობა ჰერმან ჰესეს აკვარელების და ემილ ნოლდეს სურათების ერთობლივი გამოფენა. ჰესე 1922 წ, რუტ ვენგერისთვის წერს და ასურათებს ზღაპარს "პიკტორის დაბრუნება".

5.22.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-1:


აღორძინების ხანის ნეოპლატონიზმის
და ჰერმეტიზმის მამა ბიზანტიელი
ფილოსოფოსი გიორგი პლეთონი
ალქიმია და კაბალა მე-16 საუკუნეში //ავტორი ფილოსოფოსი და ფილოლოგი  კლოდ განო,Claude Gagnon//.

    პრაღა არის მაგიის დასავლური დედაქალაქი. 1510 წელს იქ აბატ ჟან ტრითეიმთან ერთმანეთს შეხვდნენ ფაუსტი,პარაცელსი და აგრიპა (ფრანსუა რიბადო დიუმა, მაგიის ისტორია, პარიზი, ბელფონდ, 1970, François Ribadeau Dumas, Histoire de la magie, Paris, Belfond, 1970).
    სწორედ ამ ქალაქის ებრაულ კვარტალში აცოცხლებდნენ რაბები მათ გოლემს //იქვე//. მაგრამ ფილოსოფიით დაინტერესებული 3 სტუდენტი უფრო იმუშავებს "ქალდეურ ტექსტებზე". მაშ დავიწყოთ გარჩევა 3 მიმდინარეობისა მათი საერთო ჰორიზონტის დაუვიწყებლად.

   ჩვენ შეგვიძლია მაგია, კაბალა და ალქიმია ერთად დავაჯგუფოთ ზოგადი ცნება "ჰერმეტიზმის" გამოყენებით. ერთი ბოლოდროინდელი წერილის დასასრულს ანტუან ფევრი // Antoine Faivre// ამ ცნებით აღნიშნავს მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-17 საუკუნემდე გაჩენილ აზროვნების სხვადასხვა მიმდინარეობას,მაგალითად ალქიმიას,რენესანსის "ფილოსოფია ოკკულტას"//philosophia occulta// მაგიას,ალექსანდრიულ ჰერმეტიზმს და მის ნეოალექსანდრიულ მანიფესტაციებს,და ზოგჯერ აგრეთვე ქრისტიანულ კაბალას. (Antoine Faivre,"Questions of therminology proper to the study of esoteric currents in modern and contemporary Europe",in Western Esotericism and tse science of Religion,17th Congress of the International Association for the History of Religions,Leuven,Peeters,1998,gv.9).
    მაშ უნდა განისაზღვროს აზრის 3 მიმდინარეობა და თანაც ეს 3 მიმდინარეობა პარადოქსულად უნდა ჩავთვალოთ ჩვენს მიერ ანტუან ფევრთან ერთად ჰერმეტიზმად წოდებული საერთო ჰორიზონტის გამოვლინებად.

11.30.2011

ეტრუსკები-მედიჩების საოცნებო წინაპრები:

Fichier:Angelo Bronzino 036.jpg
კოზიმო პირველი მედიჩი,
ტოსკანას პირველი დიდი 

ჰერცოგი//ეს წოდება მან 
რომის პაპისკან 1569 
წელს მიიღო//-დიდი 
ეტრუსკი ჰერცოგი
 //ბრონზინოს 
პორტრეტი//.

Dux Magnus Hetruscus


მე-16 საუკუნეში ტოსკანაში ეტრუსკთა ნაშთების აღმოჩენამ მედიჩებს მისცა იდეალური პოლიტიკური გამართლება.
 გაჩნდა ახალი ლეგენდა: ფლორენციის ბატონები არიან ამ დიდი და ავტონომიური ცივილიზაციის მემკვიდრეები. 


      აღორძინების ხანისათვის დამახასიათებელი წარსულის აღმოჩენასა და პროპაგანდის დიდ მოძრაობაში ხსოვნამ ეტრუსკების შესახებ  მიიპყრო ტოსკანის ჰუმანისტთა ყურადღება.
     აღორძინების ხანის დასაწყისშივე ფილოლოგიური და ისტორიული დაინტერესება ამ  იდუმალი ხალხით დაუკავშირდა ეტრუსკთა პრესტიჟის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების სურვილს.
    ფლორენციელი ქრონისტი ჯოვანი ვილანის წყალობით მე-14 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა რომაულ-იმპერიულლი მითისადმი დაპირისპირებული ეტრუსკთა მითი.

   1348 წლისთვის დაწერილ Nuova Cronica-ში ჩანს ამ მითის მთავარი ელემენტები: განდიდება ავტონომიური და

5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! 1

ევროპელი ისტორიკების  რატომღაც მივიწყებული ნააზრევიდან :
აღმოსავლეთიდანაა სინათლე ! « Ex Oriente Lux!», როგორც ამბობდნენ ძველი და ბრძენი რომაელები.  სულ ცოტა რამ ამისა და ქართველებისთვის საინტერესო ბევრი სხვა რამის შესახებ ევროპელ ისტორიკოსთა მიხედვით.
რენე გრუსე, ისტორიის შედეგი
ზღვა და მთა: «ხმელთაშუა ზღვა საკუთარ თავს განსაზღვრავს ყოველი მხრიდან ხმელეთით შემოფარგლულ და შეზღუდულ ზღვად. ხმელთაშუა ზღვა განა უპირველეს ყოვლისა მთებს შორის მოქცეული ზღვა არაა? აუცილებელია ამის ხაზგასმით აღნიშნვა  ისტორიის პლანში ვინაიდან ჩვეულებრივ ამ ფაქტსა და მის მრავალ შედეგს ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე.
                
მთა ყველგანაა ზღვის ირგვლივ, ზოგიერთი უმნიშვნელო წყვეტილის გამოკლებით ( მაგ. გიბრალტარი, ნორუზის ზღურბლი, ეგეოსიდან შავი ზღვისკენ მიმავალი სრუტეები. ერთადერთი მნიშვნელოვანი ლაკუნაა სახარის სიბრტყე).
               
დავუმატოთ რომ ესაა მაღალი, ვრცელი, დაუსრულებელი მთები : ალპები, პირენეები, აპენინები, დინარიკული ალპები, კავკასია, ანატოლიის მთები,  ესპანური კორდილიერები, ძალიან მძლავრი, მომთხოვნი პერსონები, ერთნი სიმაღლის გამო, მეორენი მათი კომპაქტური ფორმებისა თუ ძნელად მისადგომი, ღრმა, ჩაჭედილი ხეობების გამო...» ( სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი, ფრანგ ისტორიკოსთა სკოლა «ანალების» ცნობილი წარმომადგენელი ფერნან ბროდელი, «ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვისპირული სამყარო ფილიპე მეორის ხანაში, წიგნი პირველი, «გარემოს წილი», პარიზი, 1990,გვ.30-31).