11.30.2011

ეტრუსკები-მედიჩების საოცნებო წინაპრები:

Fichier:Angelo Bronzino 036.jpg
კოზიმო პირველი მედიჩი,
ტოსკანას პირველი დიდი 

ჰერცოგი//ეს წოდება მან 
რომის პაპისკან 1569 
წელს მიიღო//-დიდი 
ეტრუსკი ჰერცოგი
 //ბრონზინოს 
პორტრეტი//.

Dux Magnus Hetruscus


მე-16 საუკუნეში ტოსკანაში ეტრუსკთა ნაშთების აღმოჩენამ მედიჩებს მისცა იდეალური პოლიტიკური გამართლება.
 გაჩნდა ახალი ლეგენდა: ფლორენციის ბატონები არიან ამ დიდი და ავტონომიური ცივილიზაციის მემკვიდრეები. 


      აღორძინების ხანისათვის დამახასიათებელი წარსულის აღმოჩენასა და პროპაგანდის დიდ მოძრაობაში ხსოვნამ ეტრუსკების შესახებ  მიიპყრო ტოსკანის ჰუმანისტთა ყურადღება.
     აღორძინების ხანის დასაწყისშივე ფილოლოგიური და ისტორიული დაინტერესება ამ  იდუმალი ხალხით დაუკავშირდა ეტრუსკთა პრესტიჟის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების სურვილს.
    ფლორენციელი ქრონისტი ჯოვანი ვილანის წყალობით მე-14 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა რომაულ-იმპერიულლი მითისადმი დაპირისპირებული ეტრუსკთა მითი.

   1348 წლისთვის დაწერილ Nuova Cronica-ში ჩანს ამ მითის მთავარი ელემენტები: განდიდება ავტონომიური და
რომისგან დამოუკიდებელი წქრსულისა,ისევე როგორც ეტრურიის რეგიონალური განზომილების თანდათანობითი აღქმა,რაც ამართლებს ფლორენციის რესპუბლიკის პრეტენზიებს მეზობელ ქალაქებზე.

  ძვ. წ. პირველ საუკუნეში დიონისე ჰალიკარნასელის მიერ აღწერილი ეტრურია-12 თავისუფალი ქალაქი სახელმწიფოს კონფედერაცია,რაც ტოსკანას აქცევს რესპუბლიკური თავისუფლების აკვნად.

  მაგრამ მე-15 საუკუნეში მედიჩითა თანდათანობითმა გაძლიერებამ ბიძგი მისცა ასე განსაზღვრული ეტრუსკული პლიტიკური მოდელის გადასინჯვას.

  გამოყვეს ეტრუსკი მეფე პორსენა,შიუსის მეფე,რომელისაც ტიტუს ლივიუსის ცნობით უზომოდ ეშინოდა რომის სენატს.

  მონარქიული ეტრურიის ამ ხატის გაძლიერებას მე-15 საუკუნის ბოლოს ხელი შეუწყო ერთმა უცნაურმა პერსონაჟმა,ჯოვანი ნანიმ,რომელიც წერდა სახელით ანიუს დე ვიტერბე.
  1498 წელს რომში გამოქვეყნებულ ნაშრომში Antiauitatum variarum  ის ამბობს რომ იპოვა ძველი ისტორიკოსების ფრაგმენტები რომლებიც იძლევა ეტრუსკთა ისტორიის აღდგენის საშუალებას.


ლეონარდო და ვინჩი,
ეტრუსკული მავზოლეუმის 
პროექტი.
     ეტრუსკები იქ ჩანან როგორც წარღვნის შემდგომი მსოფლიოს პირველი მცხოვრებლები, ნოეს მიერ ტოსკანაში ჩაყვანილი იანუს-ჰერკულესის მემკვიდრეები. ისინი უნდა განდობილ-ინიციირებული ყოფილიყვნენ ძველ ებრაულ რიტუალებში და დოქტრინაში. 
    დაბოლოს ეტრუსკებს უნდა შეეკრათ ერთად ძველი,წარმართული და ქრისტიანული სამყარი.
    დებულება რომლის თანახმადაც ეტრუსკების პირველობა რელიგიურ სფეროში უეჭველი იყო და რომაელები მათ ჩამორჩებოდნენ დიდ გავლენას მოახდენს სწავლულებზე.


    ფლორენციელების დამოკიდებულება ეტრუსკული წარსულისადმი გარდაქმნა მე-15 საუკუნის ბოლოდან ეტრუსკული ნაშთების თანდათანობითმა აღმოჩენამაც.

მედიჩების წინაპარი
ეტრუსკების ქიმერა
     ფლორენციელმა პატრიციებმა მაშინ დაიწყეს ეტრუსკული ობიექტების, ლარნაკების,ღვთაებებისადმი მიძღვნილი პატარა ქანდაკებების ძიება.

    ძმები პოილაიოლოების მსგავსი მხატვრები იმეორებენ ეტრუსკული მხატვრობის მოტივებს//გირლანდები,ლომებისა და დრაკონების ბრძოლები,ნადირობის სცენები//. ჯორჯო ვაზარის პაპამ,არეცოს მეთუნემ.ლოკალურ სიძველეთა მოყვარული პატრიციების წინაშე თავის მოსაწონად განაცხადა რომ  აღმოაჩინა ეტრუსკული წითელ- თუ შავფიგურიანი კერამიკის ტექნიკა.

   კოლექციონერთა შორის უპირველესმა ლორენცო ბრწყინვალემ შეიძინა ოთხი ეტრუსკული ლარნაკი რომლებიც იპოვეს არეცოში წარმოებული გათხრებისას.

                                             ტოსკანაში გათხრების გეოგრაფია:

   თვითონ გათხრების გეოგრაფიამ შექმნა იმ დროისთვის ძლივს მოხაზული პოლიტიკურად ტოსკანა. ინოკენტი მერვის პონტიფიკატის დროს//1484-1492// გაითხარა ტარკვინიის აკლდამები. 1493 წელს ვიტერბთან აღმოაჩინეს დიდი სარკოფაგები,1494 წელს კი იპოვეს აკლდამა სესტო ფიორენტინოსთან,და ა.შ. თითქმის მუდამ პოულობდნენ ლარნაკებს.

    შემდეგ საუკუნეში, როდესაც მედიჩები კიდევ ერთხელ გარეკეს ფლორენციიდან და აღადგინეს რესპუბლიკა არეცოს გათხრებში პირადად მიიღო მონაწილეობა ეტრუსკული არქეოლოგიით გატაცებულმა რომის პაპმა ლეონ მეათემ,ბრწყინვალის შვილმა. მან ეტრუსკები გადააქცია თავისი გვარის, მედიჩების, ფლორენციაში დაბრუნების მოკავშირეებად. 


   1513 წელა რომში მოეწყო იულიანე და ლორენცო მედიჩებისთვის რომის მოქალაქეობის წოდების მინიჭების ცერემონია და მათ იქადაგეს  რომის ეტრუსკი მეფეები ტარკვინიუსებით განსახიერებული მონარქიული იდეალის სამსახურში რომაელი და ეტრუსკი ხალხების თანამშრომლობის შესახებ. 


        კოზიმოს ქიმერა:

  1530 წელს ესპანური და რომის პაპის ჯარების მიერ ალყაში მოქცეულმა ფლორენციის რესპუბლიკამ ისევ გამოაცხადა კაპიტულაცია.
ეტრუსკი მეცენას, პირველი
მეცენატი კაცობრიობის
ისტორიაში

    2 წლის შემდეგ ფლორენციის პირველ ჰერცოგად ოფიციალურად გამოცხადდა  ალექსანდრე დე მედიჩი, მაგრამ ტოსკანის ახალი სუვერენების ღირსი ფანტაზია და ახალი რეჟიმის იდეოლოგია  რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ეტრურია გაიშალა კოზიმო პირველი  მედიჩის მმართველობის დროს//1537-1574//.

     ამაზე მოწმობს ეტრუსკული წარსულის არქეოლოგიური გამოვლენის მასშტაბური პროპაგანდა.
     არეცოს ახალი სიმაგრეების მშენებელმა მუშებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ქანდაკების სამი შედევრი: 1552 წელს მინერვა,1553 წელს ქიმერა და 1566 წელს ორატორი. მინერვა სინამდვილეში ძნელად დასათარიღებელი//ძვ.წ.მე-3 ს. თუ  ა.წ. პირველი საუკუნის დასაწყისი// ელინისტური ქანდაკებაა.
   სამაგიეროდ ორატორი , მოკლეტოგიანი,ფეხზე მდგომი, ხელაწეული  და მოსაუბრე კაცის ფიგურა//ძვ.წ.პირველი ს.// ნამდვილად ეტრუსკულია რასაც ადასტურებს ტუნიკაზე გამოყვანილი ეტრუსკული წარწერა //აღნიშნულია გამოსახული პიროვნების სახელი ავლ მეტელი...//,
.              
       ეტრუსკული წარწერა აქვს ძვ.წ. მე-4 საუკუნის დასაწყისის ქიმერასაც.


  კოზიმო პირველმა ის დაუყოვნებლივ მოითხოვა და გამოფინა პალაცო ვეკიოს ლეონ მეათის დარბაზში. ეს ზღაპრული ცხოველი გადაიქცა მისი ძალაუფლების წარმატების მჭერმეტყველ წინასწარმეტყველად  და ფლორენციელები იქცნენ სამთავროს მფარველობით მითიური ეტრურიის აღორძინების მოწმეებად სწორედ იმ დროს როდესაც კოზიმო იქცა სიენას სახელმწიფოს ბატონად.


  ცხოველის არაჩვეულებრივმა მეტყველმა ძალამ გფაიტაცა,მოხიბლა საზოგადოება და მოქსოვა მის ირგვლივ უცნაური ლეგენდები. 
  იქ ჩავლილმა მონტენმა თავის დღიურში ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩაინიშნა: "ფლორენციელების თქმით ეს ქიმერა იპოვეს ამ ქვეყნის მთების ერთ-ერთ გამოქვაბულში და რამოდენიმე წლის წინ ჩამოიყვანეს ცოცხალი."


  კოზიმოს ძალაუფლების უეჭველად ყველაზე მოხერხებულმა პროპაგანდისტმა ჯორჯო ვაზარიმ კი ეტრუსკულ ქანდაკებას მისცა პოლიტიკური მნიშვნელობა. 


  1567 წელს მან კოზიმო მედიჩი შეადარა  ბერძნული მითოლოგიის გმირ ბელერეფონს. მის შთამომავალ კოზიმოსაც  თავისი წინაპრის მსგავსად  უნდა  დაემარცხებინა ქიმერები რომლებშიც იგულსხმებოდა  სამოქალაქო დაპირისპირებათა გამომწვევი ოცნებებები რესპუბლიკურ რეჟიმზე. 


     ვაზარი ამ ქანდაკებას უბრუნდება თავისი მთავარი ნაშრომის//საუკეთესო მხატვრების,ხუროთმოძღვართა და მოქანდაკეთა ცხოვრებების// მეორე გამოცემაში//1568//. 


   ეტრუსკული ქიმერის წყალობით ვაზარიმ განსაზღვრა "ტოსკანური სტილის" დამახასიათებელი ნიშნები: დაფჩენილმა ხახამ და აბურძგნულმა ფაფარმა, აგონიის სპაზმში დაკრუნჩხულმა სხეულმა, რთულმა პოზამ განსაზღვრა ტოსკანური სტილის დამახასიათებელი სიუჟეტის ერთდროულად რეალისტურად და დრამატულად გადმოცემის მანერა.


   მედიჩები არ არიან ,ხოლოდ მეცენატები რომელთაც შესაძლებელი გახადეს ფლორენციის მხატვრულ-შემოქმედებითი გაბრწყინება //სხვათაშორის კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი პირველი მეცენატი იყო ეტრუსკი მეცენასი, რომლის სახელიდანაც მომდინარეობს ამ მოვლენის სახელი,მთარგმნელი//. მედიჩები არიან სუვერენები სახელმწიფოსი რიმლის ღრმად იდიოსინკრაზული ესთეტიკური და პოლიტიკური ნიშნები ეწაფებიან იგივე წყაროს,


   ეტრუსკული მითის გაშლა არ ჩერდება ამაზე. კოზიმოს მიერ 1541 წელს დაარსებულ ფლორენციის აკადემიას უნდა გაემდიდრებინა მოთხრობა ეტრუსკული საწყისების შესახებ. 


   პიერ ფრანჩესკო ჯიამბულარიმ 1546 წელს გამოაქვეყნა  კოზიმოსადმი მიძღვნილი ნაშრომი Il Gello რომელიც ოფიციალურად მოიწონა აკადემიამ და რომელიც მსუბუქი ცვლილებებით იმეორებს ანიუს დე ვიტერბის ქარგას.


    დიდი ეტრუსკი ჰერცოგი კოზიმო პირველი //Dux Magnus Hetruskus//:


   მაგრამ ის ყველაფერზე მეტად დაინტერესებულია ფლორენციული ენის წარმოშობით. მისი აზრით ფლორენციული ენა მომდინარეობს ეტრუსკულიდან და არა ლათინურიდან. ეტრუსკული ენის საწყისები კი უნდა უახლოვდებოდეს იესო ქრისტეს სალაპარაკო ენა არამეულს. სახელი ფლორენცია,მაშ უნდა მომდინარეობდეს არა მდინარეები არნოსა და მუნონის შენაკადზე მიმნიშნებელი ლათინური სიტყვა ფლუენტია-დან არამედ ეტრუსკული სიტყვებიდან ფირ ჰენ //არამეულად ყვავილი და მადლი// და სახელი ნიშნავს მადლის ყვავილს ან კეკლუც ყვავილს. 


   მითის ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპია ფრანგი ჰუმანისტი გიომ პოსტელის
//Guillaume Postel// მიერ ეტრურიის შესახებ ყველა ცნობის შემკრები პირველი სინთეზის  გამოცემა 1551 წელს ფლორენციაში // ეტრურიის რეგიონის საწყისები,ინსტიტუტები და ზნე-ჩვეულებები//, ავტორმა ეს ნაშრომი მიუძღნა კოზიმოს. 


    1550-ანი წლები იყო  ეტრუსკული წარსულის სწავლული და არქეოლოგიური შესწავლისა და მედიჩების მიერ გამოყენებული პოლიტიკური მითის თანხვედრის წლები. ერთის მხრივ, როდესაც ვაზარი მუშაობს რომში
რეჟიმთან დაკავშირებული სხვა სწავლული ვინჩენციო ბორგინი ფილოლოგიური სიმკაცრის სახელით ზედიზედ ამსხვრევს ანიუსის და პოსტელის ეტრუსკულ თეორიებს. 


  მეორეს მხრივ ბედნიერმა კონიუნქტურამ კოზიმო მედიჩის მისცა 15 წელიწადში სამი არაჩვეულებრივი ქანდაკების შეძენის საშუალება.


   მედიჩები დაუღალავად აგრძელებენ ეტრუსკული მითის გამოყენებას.


   1569 წელს რომის პაპმა აღიარა კოზიმო მედიჩის როგორც დიდი ჰერცოგის სტატუსი და კოზიმომ თავის ტიტულატურაში ჩაწერა თავისი ეტრუსკული წარმომავლობა. პიუს მეხუთე ახსენებს dilecto filio nobili viro Cosmo Medices Ethruriae provinciale sibi subactae Magno Duci-ს. ტოსკანას ძველი სახელი ტუსკიას ნაცვლად სახელი ეტრურიის გამოყენება მრავლის მთქმელია. 
   პიუს მეხუთის კარის ფრანგი ჰუმანისტი მარკ-ანტუან მიურე მაშინ კოზიმოს განადიდებს სახელით Dux Magnus Hetruscus, დიდი ეტრუსკი ჰერცოგი,
მესამე წოდება იანუსის და პორსენას შემდეგ.


   ეტრუსკული წარსულის განდიდება შევიდა მთავართა განდიდების ლექსიკონში. 


   რომის ვილა ;ედიჩის ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ გააჩინა აზრი რომ ;ედიჩების "პარნასი ჩაფიქრებული უნდა ყოფილიყო როგორც ეტრუსკული ტუ;ულუსი.  მისი კავშირი მიწისქვეშა გალერეების რთულ ქსელთან გვაფიქრებინებს რომ ესაა მინიშნება ეტრუსკი მეფე პორსენას ლაბირინთულ აკლდამაზე. 
   ვილა მედიჩის მშენებელმა //1576// კარდინალმა ფერდინანდ დე მედიჩიმ განაცხადა თავისი მითიური ეტრუსკული წარმომავლობა. 


    20-ოდე წლის შემდეგ ფერდინანდმა უარი თქვა კარდინალობაზე,დაიდგა ტოსკანას დიდ ჰერცოგთა გვირგვინი და თავი გამოაცხადა ეტრუსკი მეფე პორსენას მემკვიდრედ...


   გვიანი აღორძინების ხანის ფლორენციაში ეტრუსკები არიან წარმომადგენლები გაწყვეტილი დიადი წარსულისა რომელსაც გამოსყიდვითა და პროფეტული განსრულებით  თავის მნიშვნელობას უბრუნებენ დიდი მთავარი მედიჩები.


   მომდევნო საუკუნეთა მედცნიერული გამოკვლევები არ დაადასტურებენ ამ დღესაც დიდად მომხიბლავი მითის სინამდვილეს.             


   //პარიზი-სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი Caroline Gallard-ის ეს დიდად საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში Histoire,Les Etrusques,la découverte d'une civilization,ანუ ისტორია,ეტრუსკები,ერთი ცივილიზაციის აღმოჩენა, საგანგებო ნომერი 370,2011 წლის დეკემბერი//.

No comments:

Post a Comment