11.29.2011

გოთური, ბნელეთის კულტურა:

გევინ ბედლი, ( Gavin Bddeley, Gothic, La culture des ténèbres, Denoël, X-Trême, 2004) :

წინათქმა:

გოთური არაა მხოლოდ ახალგაზრდული სუბკულტურა, კუშტი, პირქუში ესთეტიკა თუ ლიტერატურული ჟანრი.

ესაა ერთგვარი ფილოსოფიური კონტექსტი, სამყაროს ჭვრეტა «შებოლილი ფანჯრიდან",
მწერალი შერიდან ლე ფანუ-ს თანახმად.

ესაა სამყარო ნეგატიურად, გადაყირავებული, თავდაყირა დაყენებული კოსმოსი:
უცნაური, გაუგონარი,ველური ბანალურია, ჩვეულებრივია, ყოველდღიურობა შემაშფოთებელია, ნორმალურობა და კომფორტი ადამიანებს პირდება მხოლოდ მოწყენილობას. სექსი და სიკვდილი, ეს ორი უკიდურესობა, ერთმანეთს გადახვევია ნატიფად გროტესკულ კავშირში. უმანკოება და სათნოება ჰგვანან ხელუხლებელ პერგამენტს რომელზეც ცოდვა წერს სისხლისფერი წითელი და ღამისავით
შავი არაბესკებით.

1874 წელს, როდესაც მას მოსვენებას აძლევდა მისწრაფებები თვითმკვლელობისაკენ, ვიქტორიანელმა მანიაკო-დეპრესიულმა პოეტმა ჯეიმს ტომპსონმა (ჟამეს თჰომპსონ) მის ეპიკურ პოემაში «საშიში ღამის ქალაქი »_ »The City of Dreadful Night» აღწერა ქალაქის ქვეშ დამალული კოშმართა მიწისქვეშა სამყარო, ადამიანის სულის ფსკერზე დამალული ჯოჯოხეთის მეტაფორა. ერთი საუკუნის შემდეგ, 1999 წელს, «ივნინგ სტანდარდ»ისთვის დაწერილ ერთ წერილში ჟურნალისტმა ლუკ ჟენნინგსმა ( Luke Jennings) ჩემთან ერთად შეისწავლა ეს დედაქალაქი. ის წერს : «დღე ინდუსტრიული ქალაქი წარმოადგენდა ცნობიერებას; ღამე ის ხდებოდა ქვეცნობიერი ( subconscient ) როგორც ფსიქე, ან ნებისმიერი სხვა ზონა, რომელიც არ ემორჩილება არანაირ წესს-ღამის ქალაქი ხდებოდა საშიში და შემაძრწუნებელი ადგილი. ის გამვლელი რომელიც გადაურჩებოდა ქურდებსა და
ყაჩაღებს, სიფილისს თუ შანტაჟს, შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მისი ღრმა მე-ს პირისპირ».

საშიში ღამის ქალაქი, ჩვენი თანამედროვე სამყაროს ჩრდილი, ყოველთვისაა და ყველგანაა. ბურუსში ჩაძირული, ჯეკ გამომფატრველის დანის ქვეშ მოცახცახე ლანდებით სავსე ვიქტორიანული ლონდონი. საუკუნის დასასრულის პარიზი, საროსკიპოებისა
და ნარკოტიკების გასაბოლებელ ადგილთა ჯოჯოხეთური, ინფერნალური ბოჰემა. ამ ადგილებში ერთმანეთს ხვდებოდნენ გათახსირებულები და პოეტები რათა დაელიათ თავისი საკუთარი შეჩვენების სადღეგრძელო. 1920-ანი წლების ბერლინში  მოცეკვავე და მსმელი მოზეიმენი ცდილობენ ჩექმების მოახლოებული ბრახა-ბრუხის დავიწყებას. XX საუკუნის ლოს ანჟელესი, საუკეთესო კოშმარების მკეთებელი ქარხანა,ჯიმ მორისონის « ღამის ქალაქი », ჩემთვის ახლობელი გახდა ეს სამეფო ძაღლსა და მგელს შორის და მე თავენ თავმდაბლად გეპატიჟებით რომ გამყვეთ ბნელეთის გულში...
*******************
2.
შესავალი :
რა არის გოთიკური (Gothique )

ცნება გოთური არის იმ ცნებათაგან რომელიც თითქოს ესმის ყველას. ის მოგვაგონებს ღამურებს, სასაფლაოებს... მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ მოქცეული ის ხვანცალებს და გვეცლება ხელიდან. არაა ადვილი მისი მოხელთება.

სწავლულ სამყაროში გოთურს განსაზღვრავს მკაცრ მნიშვნელობათა გარკვეული  რაოდენობა. თუ კი მივუთითებთ ამ სიტყვას რომელიმე ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზაში ჩვენ მივიღებთ შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის გოთური ხელოვნებისა და
არქიტექტურისადმი მიძღვნილ ნაშრომთა სიას. ნამდვილად შესაძლებელია შეხვედრები და გადაკვეთები ამ წიგნში აღწერილ გოთურ კულტურასთან, მაგ. XV საუკუნის მგლოვიარე, პირქუში ცეკვები (danses macabres ) მკვდართა ცეკვების ამსახველი გრავიურები ხეზე.  მაგრამ შუა საუკუნეების დიდებულ კათედრალებს თუ ქალწული მარიამის გამოსახულებებს საკურთხევლებზე ბევრი არაფერი აქვთ საერთო გოთურის ბნელით მოცულ კონცეფციასთან, სადაც გოთური წარმოდგენილია კულტურულ « შუა ღამის ლხინად » ( (« შუაღამის ლხინი, იგივე midnight feast ,festin de minuit  ანგლოსაქსურ სამყაროში წარმოადგენს ოჯახის გაღვიძებას შუაღამით და წასვლას ვარსკვლავების ქვეშ საქეიფოდ).

ძირითადი სიტყვის ძიება ჩვენ აგრეთვე მიგვიყვანს ნეოგოთურ მოძრაობამდე, რომელიც გამოხატავს მე-18 საუკუნის ევროპაში განახლებულ ინტერესს შუა საუკუნეების არქიტექტურის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინიშნებები ჰორას უოლპოლზე და უილიამ ბეკფორდზე (Horace  Walpolelpole,William Becford), იმ ექსცენტრულ ინგლისელებზე რომლებმაც ააშენეს ვითომ მოჩვენებებით დასახლებული სააბატოები. მიუხედავად ამისა XIX საუკუნის შუა ხანებიდან ყოველდღიურმა ცხოვრებამ შეითვისა ნეოგოთური არქიტექტურა. ზოგი ფიქრობდა რომ ეს არჩევანი გამომდინარეობდა ავბედითი, საბედისწერო ჩანაფიქრიდან.

გოთურ მოძრაობას ახასიათებს დაქცევა და ხელახალი გამოგონება:
არაა გასაკვირი რომ გოთური სუბკულტურა ზოგჯერ ბუნდოვანი შეიძლება ჩანდეს. და რა შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილად გოთურად? ეს კითხვა ხშირად ისმის მოძრაობისადმი მიძღვნილ მრავალ ჟურნალსა და ინტერნეტის საიტებში.

მრავალი ადამიანი ფიქრობს რომ ნამდვილი გოთები ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უარყოფენ გოთურ მოძრაობაში მათი წევრობის ფაქტს.გოთურის ცნებაც კი დამაბნევებლად ორაზროვანია.

თითქმის გოთური სცენის გაჩენიდანვე მოძრაობის ყველაზე ცნობილი ჯგუფები, განსაკუთრებით სიუქსსი და ბენშიის თუ მერსის დები კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ეტიკეტკას. მე ამ პარადოქსის შესახებ მილაპარაკია ტრევორ რემფორდთან,  ,ნაითბრიიდის ტვინთან და გავლენიანი გოთური ჯგუფი მაიდნაით კონფიგურეიშნ-ის ლიდერთან.
რემფორდის თანახმად გოთი უბრალოდ აღნიშნავს გოთების ინტერესთა ცენტრს გარკვეულ მომენტში. მაგრამ ასეთი ახსნა მე მეტისმეტი გამარტივება მგონია; გოთური ესთეტიკა ყოველთვის იყო აუტსაიდერთა ქმნილება.

უფრო თანამედროვე რეგისტრში მე ეხლახანს ალტერნატიული მუსიკის ერთ კლუბში დავესწარი ერთ «  გოთურ ღამეს  : ბატონობდა ელექტრომუსიკა, ადამიანები მოძრაობდნენ ენერგიულად: 1980-ანი წლების გოთური კლუბების ნელი ეთერული მოძრაობები დავიწყებულია. გოთური გულისხმობს იდუმალების ატმოსფეროს შექმნას

მოცეკვავეები ,როგორც წესი მოითხოვს, შეფუთნულები არიან შავი ტყავის სამოსში, მათ აქვთ ფეტიშისტური ელემენტები და გადაჭარბებული მაკიაჟი, რასაც აზომიერებს ფსიქედელური ვინილი და ყველა ფერის კაპილარული განვრცობა, ატმოსფერო ძალიან ეგზოტურია. მაგრამ გოთური ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალო ხატი: ესაა ერთგვარი ესთეტიკა, აზროვნების წესი,ესაა ცხოვრების წესი რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო
ბნელეთი და დაქცევა-დაღუპვა.

Pპირველი გოთები შეადგენდნენ ა.წ.IV საუკუნეში დასავლეთ ევროპაში მოთარეშე გერმანელ ტომს. მან დაბზარულ რომის იმპერიაში თავისთვის გამოთალა სამეფო. ეს ხსნის იმას თუ რატომ იქცა ცნება გოთური ბარბაროსობის სიმბოლოდ. მან გაიზიარა ცნება ვანდალურის ბედი. ვანდალთა გერმანული ტომიც უქმნიდა პრობლემებს რომაელებს. რომის იმპერიის დამხობის შემდეგ დადგა ბნელ საუკუნეთა ხანა, ველურობის
და ომების მღელვარე პერიოდი, რომელმაც გზა გაუხსნა შუა საუკუნეების ნაღვლიან სტაგნაციას.

XIV საუკუნიდან , იმ ხანაში რომელიც იუწყებოდა თანამედროვე სამყაროს შესახებ და რომელსაც იცნობდნენ აღორძინების სახელით ევროპამ თანდათანობით აღმოაჩინა ძველი რომის და და საბერძნეთის კულტურები და ცოდნა. გაიდეალებული იქნა ისეთი კლასიკური სათნოებები როგორებიცაა წესრიგი,მშვენიერება და ლოღიკა,მაგრამ ამ განახლებულმა ინტერესმა ამავე დროს აღმოაჩინა რომის საიდუმლო კულტურული მიმდინარეობებები.ნანგრევთა არქეოლოგიურმა გათხრამ გამოავლინა დამარხული ოთახები ეროტიული თუ თავზარდამცემი ფრესკებითა და ქანდაკებებით რომლებიც ასახავდნენ ორგიებს  ნახევრად ადამიანების და ნახევრად თხების გარეგნობის მქონე მონსტრების,ავხორცი ყმაწვილქალების,მათი კლიენტების პატივისმცემელი ტიტველი კახპების მონაწილეობით. ვაზი და ფოთლები გარს ევლებოდა სიცოცხლით სავსე გამოსახულებებს. იმდროინდელ არქეოლოგებს თავი ეგონათ მღვიმეებში და მათ დაასკვნეს რომ რომაელები იქ მიდიოდნენ უწესო ღვთაებებისათვის პატივის მისაგებად.


მოგვიანე'ბით უხეში, მძვინვარე სცენების შთამაგონებელ და ამ «მღვიმეებში» აღმოჩენილ საშიშარ ქმნილებებს უწოდეს გროტესკები ( სიტყვიდან გროტტე-მღვიმე, გამოქვაბული) და შუა საუკუნეების (ანუ «გოთური») წარსულის ზოგი ასპექტი მიაკუთვნეს «გროტესკულ» ტრადიციას. აღორძინების ხანის მხატვრები რომლებიც წარმოადგენდნენ ნახევრად ადამიანი-ნახევრად დემონებით სავსე ჯოჯოხეთს, მონსტრები, «დინგები»,
გვამები,რომლებიც მნახველს ეჯღანებიან შუა საუკუნეების ზედა ნაწილებიდან ერთდროულად ხიბლავენ და ზიზღს გვრიან ადამიანს და ამით მათ აქვთ გროტესკის დამახასიათებელი ზოგი ასპექტი. გოთურის ერთმა დიდმა სახელმა, XIX საუკუნის ამერიკელმა მწერალმა ედგარ ალან პომ 1840-ანი წლების თავისი ნოველები დააჯგუფა სათაურით «tales of the Grotekque ანდ the Arabesque», რაც ითარგმნება ხოლმე როგორც
« არაჩვეულებრივი ისტორიები». ცნება არაბესკას უცნაურად მორთულ სტილში უნდა გამოეხატა ის რასაც მნახველისათვის უნდა გაეხსენებინა ეგზოტიკური აღმოსავლეთი.


Ewa Kuryluk, თავის ნაშრომში გროტესკული ხელოვნების შესახებ («Salome and Juudas in the Cave off the Sex») წერს შემდეგს:

«ბესტიალური ანტიკური ხანიდან გამოსულ გროტესკს თავის მხრივ უნდა გაემხილა, ეჩვენებინა ყველაფერი რაც მიდიოდა სახელმწიფოს რელიგიისა და კანონების,  აკადემიური ხელოვნები-ა და ნებადართული სექსუალობის,

სათნოებისა და სიწმინდის,დაწესებულ ინსტიტუტთა,ოფიციალური ცერემონიების და ისტორიის წინააღმდეგ.

გროტესკის მხატვრებმა ამოთხარეს საიდუმლო დოქტრინები და ბნელი
ფოლკლორული ლეგენდები და ისინი დაუღალავად იმეორებდნენ უხამსსა და კრიმინალურს, მოკლედ ყველაფერს რაც ეკუთვნის ბნელეთს, ქვესკნელს და
პირქუშს, სამგლოვიაროს.
******************

3.

სიტყვას «გოთური», როგორც ერთ კულტურულ მიმდინარეობაზე მიმანიშნებელ ცნებას, ჰქონდა დამაკნინებელი მნიშვნელობა რომელიც მიუთითებდა იმაზე რომ რომის კლასიკურმა დიდებულებამ ადგილი დაუთმო ბნელი საუკუნეების ბარბაროსობას. მე-18 საუკუნეში გოთური სტილის მიღება კლსიკური სტილის საპირისპიროდ იქცა
ეპოქის გემოვნებისა და კეთილგონიერების წინააღმდეგ აჯანყების შეგნებულად შერჩეულ მანერად. თანამედროვე გოთებიც,რომლებიც ატარებენ ვიქტორიანული ხანის ელეგანტურ მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულ კოსტუმებს სულაც არ იღებენ ვიქტორიანულ მჩაგვრელ, დამთგუნველ
ღირებულებებს , XIX საუკუნის ელეგანტურობის და დეკორის გაზიარებით ისინი უფრო ცდილობენ თანამედროვე ესთეტიკისა და მისი ექსცესების უგულვებელყოფის ხაზგასმას. მათი არჩევენი ადასტურებს მათ გამძაფრებულ ინტერესს ვიქტორიანული ხანის  გროტესკული ასპექტებისადმი და განსაკუთრებით ამ
ხანის ჩაციკლვით დამუშავებულ დამკრძალავ რიტუალებისამი.
მაგრამ «  გოთთა » ეს ინტერესი უფრო « « კამპის »
( ცამპ)
ოპტიკისაა
( ფრანგულ ენაში ცნება «  კამპ »-ს ყველაზე უკეთ გადმოსცემს ცნება « « დენდიზმი »). ვიდრე უშუალო პატივის მიგება.

ცნება «  კამპი » არსებითია,თუ კი გვინდა გოთური ესთეტიკის გაგება. 1964 წელს მწერალი სიუზან ზონტაგი
( შუსან შონტაგ) ცდილობდა მის შემდეგ-
ნაირად განსაზღვრას :



«  ლაპარაკი არაა გრძნობიერების რომელიმე ბუნებრივ ფორმაზე, « « კამპის » არსია მის მიდრეკილებაში
ყველაფერი თვალთმაქცურისაკენ, ხე-
ლოვნურისაკენ,გადაჭარბებულისაკენ.
ლაპარაკია განსაკუთრებულ სტილზე,ყველაფერი გაზვიადებულის
,წრეგადასულის სიყვარულზე. «  კამპი »
ნიშნავს სამყაროს მუდამ აღქმას ესთე-
ტიკური თვალთახედვით. ის იუწყება
სტილის მიერ შინაარსის დამარცხება-
ზე, ესთეტიკის მიერ მორალის დამარ-
ცხებაზე, ირონიის მიერ ტრაღედიის დამარცხებაზე. გემოვნება «  კამპ » უწი-
ნარეს ყოვლისა არის სიამოვნების, და-
ფასების ფორმა. »




ხშირად ჰომოსექსუალობასთან დაკავ-
შირებული კამპის მიმდევარი სერიო-
ზულად უდგება გარეგნულად ტრივია-
ლურ საკითხებს და მსუბუქად უდგება ზოგ სერიოზულ პრობლემას.



უკიდურესობამდე მიყვანილი კამპი
არის პირობითი, კონვენციური სიბრძნის პაროდია და სათნოებისა და მოვალეობის რთული გამასხრება.



თუ კი დავუვრუნდებით დღევანდელ
გოთურ კულტურას, თანამედროვე დომინანტური საზოგადოება საეჭვოდ მიიჩნევს ყოველგვარ ინტერესს საიდუმლოსადმი, იდუმალისადმი, ყოველგვარ მიდრეკილებას გრძნობიერებისადმი, ინტროსპექციისადმი, მთვარეულობისადმი,მოკლედ ყველაფერს რაც ახასიათებს მოძრაობას.
   და მიუხედავად ამისა ეს ელემენტები მისაღები ხდება უკიდურესი თეატრა-
ლიზაციის შემთხვევაში. თუ კი თქვენ დაგცინიან და გიძახიან ვამპირს და კუდიანს, რატომ არ უნდა დატკბეთ ამ როლის შესრულებით?




მე-18 საუკუნის დასასრულის და მე-19

საუკუნის დასაწყისის პირველი გოთუ-

რი ავტორები ამჟღავნებენ მიდრეკილე-

ბას იმისადმი რასაც ერთ-ერთმა მათგანმა ჰორას უოლპოლმა უწოდა გოთური ნანგრევებისა და შუა საუკუნეების «  მელანქოლია. »; ეს იყო ნოსტალგიის გადაგვარებული ფორმა. უოლპოლმა დაინახა რომ
         «  არც ერთი სიბრძნე არ უტოლდება
იმას რომელიც გულისხმობს რეალობად წოდებული მოვლენის შე-
ცვლას ოცნებით, ზმანებით. ძველი ციხე-სასახლეები, ძველი ხატები, ძვე-
ლი ისტორიები, მოხუცთა ლაქლაქი ჩვენ გვაბრუნებს წარსულში, იმ დრო-
ში რომელიც ვერ გვიღალატებს.... სამყაროსაგან და მისი თანამედროვეე-
ბისაგან დაქანცული უოლპოლი ასკვ-
ნიდა :



«  მკვდრებს აღარა აქვთ ჩვენი მოტ-
ყუების ძალა-ამიერიდან ჩვენ შეიძლება ვენდოთ ეკატერინე მედიჩის
( XVI საუკუნის საფრანგეთის ეს დედო-
ფალი მაშინ იყო ბნელი ამბიციის და
დაუნდობელი მაქინაციის სიმბოლო).
თავისი თანამედროვე საზოგადოებისა-
გან განზე გასადგომად უოლპოლმა და
მისმა მიმდევრებმა ტიპიურად მიიღეს მითიური ვერსია და შუა საუკუნეების
ევროპის კამპი, ისევე როგორც XXI საუ-
კუნის მრავალი გოთი იღებს ვიქტო-
'რიანული ხანის ბნელად გამითიურე-
ბულ ვერსიას რათა გასაქანი მისცენ
თავის წარმოსახვას, მაშინ როდესაც სხვები იკვლევენ მომავლის ასევე კუშტსა და პირქუშ ვერსიას და საკუ-
თარ თავს უძახიან «  კიბერგოთებს ».



მაგრამ რატომ უნდა მოგვეწონოს საშინელი, მონსტრუოზული რამეები?
პასუხი ამ კითხვაზე, რომელიც აწვა-
ლებდა უკვე პირველი გოთური რომა-
ნების მკითხველებს ისევ იდუმალია.
გოთური ავტორები მათი კორპუსის პირ-
ველ დიდ გამართლებას ნახულობდნენ
პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი ედმუნდ ბურკეს მიერ დაწერილ ნაშ-
რომში «  ფილოსოფიური ძიება ამაღლებულისა და მშვენიერის ჩვენი
იდეების საწყისების შესახებ ».



ბურკეს აზრით ერთმანეთს ებრძვის ორი იდეალი : ერთის მხრივაა პირობი-
თი (cnventionnel  მშვენიერი რომელიც


ჩვენ გვიზიდავს წესრიგისა და კლასი-
კური კულტურის კომბინაციით; მეორეს მხრივაა ის რასაც ბიურკე უძა-
ხის დიადს, ამაღლებულს ( sublime ) ,
 მძვინვარე, შემაძრწუნებელი და წარმ-
ტაცი,კონცეფცია რომელიც შემდეგ დაუკავშირეს გოთურ კულტურას. მზით გაჩახჩახებული მდელო ტყეში შეიძ-
ლება ჩაითვალოს მშვენიერად,მაშინ როდესაც მიტოვებული სასაფლაო ქა-
რიშხალში დიადია, ამაღლებულია. 
მშვენიერი ხიბლავს და აკმაყოფილებს მნახველს, მაშინ როდესაც დიადი და
ამაღლებული მას აღიზიანებს, წალეკავს და ამით მას აძლევს სტიმულს, 
« ნამეტანი ახლოს მყოფი საფრთხე და
ტკივილი არ გვანიჭებენ არავითარ ტკბობას და უბრალოდ საშინელნი არიან, მაგრამ შორიდან და გარკვეუ-
ლი მოდიფიკაციებით ისინი შეიძლება იყვნენ ნუგბარნი და ეს ასეცაა, როგორც ამას გვიჩვენებს ყოველდღიუ-
რი გამოცდილება », წერს ბურკე.



ბურკეს თეორიები კვებავენ XVIII საუ-
კუნის დასასრულისა და XIX საუკუნის
დასაწყისის ინგლისურ საზოგადოება-
ში სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელებულ მოდას დიადზე და ამაღლებულზე.
საშუალო კლასები კანკალებდნენ და ცახცახებდნენ იმის გაფიქრებაზე რომ ირგვლივ არსებულ ტყეებში და
გამოქვაბულებში შეიძლება დაძრწოდ-
ნენ ქურდები, აჩრდილები და მგლები,
მაგრამ ამის მიუხედავად ისინი და-
სეირნობდნენ ველურ მთებში და დი-
დი ხნის წინ მიტოვებულ ნანგრევებ-
ში. მიწათმფლობელი არისტოკრატები
მათ მამულებს ამკობდნენ შიშისმომგვ-
რელი და ვითომ შუა საუკუნეების სი- გიჟეებით,მაშინ როდესაც ნაკლებად შეძლებული ენთუზიასტები ღრღნიდ-
ნენ და ხრავდნენ გოთურ რომანებს რომლებმაც წალეკეს ყველაფერი უოლპოლის «  ოტრანტის ციხე-
-სასახლე -ს შემდეგ.



ყველაფერი გოთურით ამ გადარევამ
» მალე გადალახა ლამანში და გავრ-
ცელდა კონტინენტურ ევროპაში.
A1832 წელს ჟურნალი «  პარიზელი მოყიალე » ( «  Lე Fლâნეურ პარისიენ ») ყვება :




«  ჩვენ გვქონდა გოთური სასადილო ოთახები და სასწავლებელთა გოთური

მისაღები ოთახები; ეხლა ადამიანებს სურთ მთლიანად გოთური შენობები

დონჟონებით, ქონგურებ-სათოფურებით,
ასაწევი ხიდებით და ფარცხებით ».


მიუხედავად ამისა გოთური დეკორის

მოდის გავრცელების შემდეგ ის იქცა ბანალურ და ჩვეულებრივ მოვლენად.

გოთური რომანების მოდამ გადაიარა და
ნეოგოთური არქიტექტურა აღარ ითვ-
ლებოდა დამნაშავე სიამოვნებად: ის ამიერიდან მოსწონდათ მისი სოლიდუ-
რობისა და ძალის გამო და იმიტომ რომ ეს სტილი ითვლებოდა ჩრდილოეთ ევროპის დამახასიათებელ
სტილად,ხმელთაშუა ზღვის ევროპის
კლასიკური სტილის საპირისპიროდ.
XIX საუკუნის შუა ხანების გოთურ შე-
ნობათა დამკვეთ მდიდარ მეცენატებს ეგონათ რომ ეს იყო პატრიოტული აქტი და არა დამღუპველი მოქმედება.



''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''



გოთური, ბნელეთის კულტურა-4.
   
ნეოგოთური ესთეტიკის დამანგრეველი ძალის დასუსტების პარალელურად 
ჩნდებოდა ნონ-კონფორმისტთა ახალი თაობა, რომელიც მზად იყო რომანტიზმის მიმდინარეობის შესაქმნე-
ლად. რომანტიზმის, ამ ბუნდოვანი მოძრაობის ფესვები XVIII საუკუნეშია.
გოთური და  რომანტიული მოძრაობე-
ბი მრავალი ასპექტით წარმოადგენენ
ერთი და იგივე ბნელი კულტურული
ტენ-
დენციის ორ მიმდინარეობას. ყველაზე
მცხუნვარე რომანტიკოსები, მაგალი-
თად ჯორჯ გორდონი, უკეთესად ცნო-
ბილი ლორდ ბაირონის სახელით,თავის თავს აიგივებდნენ გოთური ფიქციის
ბნელ ანტიგმირთან და ამავე დროს ხორცს ასხავდნენ უოლპოლის და მის
მიმდევართა მიერ წარმოდგენილ სცე-
ნარებს. 

  პირველ გოთურ «  რომანსად »  (romance) როგორც წესი ითვლება ჰორას უოლპოლის «  ოტრანტის ციხე-
-სასახლე ». 1764 წელს გამოქვეყნებულ-
მა ამ ნაწარმოებმა აღნიშნა ხანგრძლი-
ვი ტრადიციის დასაწყისი. არა და ეს არაა დიდად საინტერესო ქმნილება,
 აღნიშნავს გოთური საზოგადოების
( Gothic Society) წევრი ჯენი გრეი  (Jenie Gray), მეტად შემწყნარებელი მკითხველი, ის დააფიქრა იმ "საოცარმა გავლენამ რომელიც მოახდინა ამ საშუალო და უფრო მოსაწყენმა ზღა-
პარმა "».


   ამ სერიოზულად დათარიღებული რომანის თანამედროვე მკითხველი ნამდვილად გაიზიარებს ამ აზრს. უოლპოლი ხსნის რომ ამ ნაწარმოების დაწერისაკენ მას უბიძგა ერთმა კოშ-
მარმა : «  მე მესიზმრა რომ ვიყავი ძველ ციხე-სასახლეში; რაა ამაზე ბუ-
ნებრივი გოთური მოთხრობებით გა-
მოტენილი თავისთვის,დიდი კიბის სულ
ზედა საფეხურზე მე დავინახე რკინით
მოსილი გიგანტური ხელი. იმავე საღა-
მოს მე დავჯექი საწერად ისე რომ არ ვიცოდი თუ რისი თქმა ან მოთხრო-
ბა მსურდა.
სიტყვები თავისთავად, ძალდაუტანებ-
ლად მოედინებოდნენ... მე იმდენად შთანთქმული ვიყავი ჩემი ისტორიით რომ ორი თვეც არ დამჭირვებია მის დასამთავრებლად. 

    ეს ნაწარმოები მოკლედ შეიძლება
შემდეგნაირად გადმოიცეს :

  ლაპარაკია შუა საუკუნეებში მოწყო-
ბილ ინტრიგაზე რომლის მთავარი პერსონაჟი მავნებელი მანფრედი ცდი-
ლობს მითიური იტალიური სამეფო
ოტრანტის ტახტის მიტაცებას. მისი
გეგმების განხორციელებას ხელს უშლის ზებუნებრივ მანიფესტაციათა
სერია. ამ მანიფესტაციებიდან ყველაზე
შთამბეჭდავია ციდან აუხსნელი მიზე-
ბის გამო ჩამოცვენილი მუზარადი და 
აბჯარ-საჭურველის ნაწილები რომლე-
ბიც თავზარს სცემენ და ჭყლიტავენ
მანფრედის ოჯახსა და მსახურებს.

 იმდროინდელი გამოცემა 
« კრიტიკული მიმოხილვა » ბობოქრობს:
«  ინგლისში დამპალი, გახრწნილი მასალისაგან შემდგარი ყველა ნაწარ-
მოები, რომლებიც ქვეყნდება დღეს, არის ჩვენთვის მიუღებელი ფენომენი ».
მაგრამ ესაა უმცირესობის აზრი. მიუხედავად ყველაფრისა უოლპოლის რომანი მოვლენა იყო.

    მისი მთავარი სიახლე იყო ორი
კონტრასტული ემოციის, ძრწოლისა და სიბრალულის,თანაგრძნობის ერთმა-
ნეთთან დაკავშირება. რადიკალური
კონტრასტების გამოყენება არის კლა-
სიკური გოთური ხელოვნების სპეცი-
ფიური ნიშანი : ჩრდილი და სინათლე,
სიკეთე და ბოროტება, სექსი და სიკვ-
დილი. პერსონაჟთა რეალიზმი და ფსი-
ქოლოგია ნაკლებადაა საინტერესო 
ეფექტის, შთაბეჭდილების მოხდენის ძიებასთან შედარებით. გოთური ლიტე-
რატურა გამოირჩევა იმით რომ ფორმას
მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ვიდრე ში-
ნაარს,არსს. ეს ხერხი პოპულარული გახდა; იმ ხანის ერთი კომენტატორი
1797 წელს ასკვნის რომ «  ოტრანტის ფანტომები შეუდარებლად ნაყოფიერნი
აღმოჩნდნენ და გაავრცელეს მათი ჯიში. მათ შთამომავლებს ვხვდებით ყველა წიგნის მაღაზიაში. »

   გოთურ ისტორიებს დაარქვეს რომანსები და ამით განასხვავეს ისინი უფრო გონებისგამხსნელი რომანებისა-
გან. მკითხველის აღგზნება და გართობა
უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე რეა-
ლიზმი ან მკითხველისთვის რამის სწავლება.  

  რაც შეეხება ცნებას რომანტიული,
რომანტიულის ძახილით აბუჩად იგ-
დებდნენ არაპრაქტიკულ, თავის ღრუბ-
ლებში გამყოფ ადამიანებს და ეს სახე-
ლი გამომწვევად დაირქვა საზოგადოე-
ბისაგან განმდგარ და მასთან დაპირის-
პირებულ მხატვართა,მწერალთა,კომ-
პოზიტორთა და,ყველაზე მეტად, პოეტთა მთელმა თაობამ.

    ცნება გოთურის მსგავსად ცნება
რომანტიულმაც დროთა მანძილზე და-
კარგა თავისი ძალა და გავლენა.
სიტყვა რომანტიულის გაგონებისას ახ-
სენდებათ ყვავილები, შოკოლადი,
სიტყვები ისეთი სიმღერებისა როგო-
რიცაა, მაგ. სიმღერა «  "მთვარე ივნისში" » და სხვა სენტიმენტალური კლიშეები. . XIX საუკუნეში რომანტიზმს სისტემატურად უკავში-
რებდნენ ვნებას,მაგრამ ეს ვნება არ შე-
მოიფარგლებოდა გულის საქმეებით;
ის მსჭვალავდა არსებობის ყველა ასპექტს და კვებავდა ღირებულებათა მთელ სისტემას რომელიც მიდიოდა
პოლიტიკური რადიკალიზმიდან სექ-
სუალურ განთავისუფლებამდე.

  რომანტიკოსი იყო აჯანყებული,
ბუნტავშჩიკი, რომელიც ხელოვნებასა და ფანტაზიას ხმარობდა იარაღად ჩაგვრისაგან გასანთავისუფლებლად.

   საკრალიზებული და იქნა და გაბა-
ტონებულ ღირებულებებს, ლოღიკასა და სოციალურ პასუხისმგებლობას დაუპირისპირეს რომანტიკული კრედო: შეუზღუდავი ინდივიდუალიზმი და შეუზღუდავი შემოქმედებითობა. ხოტბას ასხავდნენ მჭვრეტელ და შემოქმედებით ინდივიდებს,რომლებიც ითვლებოდნენ მათი 
ხანის მისნებად, წინასწარმეტყველე-
ბად და ვიზიონერებად.მათი ნაწარმოე-
ბები არ ყოფილა შექმნილი ჩვეულებ-
რივი ყოელდღიური სამყაროს სულთა
გასართობად. მათი მიზანი იყო ტირა-
ნიის დამარცხება და დაძლევა.ნილს სტივენსონი, რომელიც იყო" სექს
-პისტოლს"-ების მენეჯერი, პანკის მედროშე 1976 წლის Anarchy in the UK-ს
ხმაურიან დღეს  ხაზს უსვამს
1970-ანი წლების ბოლოს ჯანყისაკენ
მომწოდებელ პანკებსა და XIX საუკუნის
დასაწყისის ახალგაზრდა რომანტიკო-
სებს შორის არსებულ ფარულ ანალო-
გიას.  პანკის წლების მის ჟურნალ
« "ვაკანტ" »-ში სტივენსონი მის შესავალს
ამთავრებს ნაწყვეტით ისაია ბერლინის
წიგნიდან « " რომანტიზმის «ფესვები "  
(Isaiah Berlin,
"Roots of Romanticism") :

   ბერლინის თანახმად ეს ფესვებია
«  პირველყოფილი ( primitif), უმეცრება;
ესაა ახალგაზრდობა, სიცოცხლე...
მაგრამ აგრეთვე სიფერმკრთალე, ციებ-
-ცხელება, ავადმყოფობა, დეკადანსი,...
სიკვდილის ცეკვა,სინამდვილეში თვი-
თონ სიკვდილი... ხმაური და დაუ-
ცხრომლობა, ძალადობა, კონფლიქტი,
ქაოსი,მაგრამ აგრეთვე მშვიდობა... ესაა უცნაური, ეგზოტიკური,გროტეს-
კული,.. ირაციონალური, გამოუთქმელი... »


   დაკვრირვებისას ეს სიტყვები უფრო
გვაგონებენ თანამედროვე გოთურ სცე-
ნას ვიდრე მის წინამორბედ პანკის ტალღას,და ეს ალბათ არაა უბრალო დამთხვევა რომ სტივენსონი შემდეგ გახდა გოთური მოძრაობის გაჩენაში 
გადამწყვეტი როლის შემსრულებელი
ნონ-კონფორმისტი პანკები" სიუქსიის" და "ბანშიის"-ების მენეჯერი.

   1840-ან წლებში რომანტიზმის მიმ-
ღებმა აჯანყებულ ახალგაზრდა ევროპელთა თაობამ  გააზრებულად
დაიწყო ახალი გამოგონება სიგარეტის
წევა ( მაშინ თამბაქო აღარ იყო მოდა-
ში) და დაიწყეს განსაკუთრებით მაგა-
რი პუნშის სმა. პუნშმა საპატიო ადგი-
ლი დაიკავა სახელგანთქმულ რომან-
ტიულ დღესასწაულებში-შეიძლება უფრო ზუსტი იქნებოდა გვეხმარა ცნება ორგია, ვინაიდან რომანტიკოსე-
ბი ძალ-ღონეს არ იშირებდნენ იმისათ-
ბის რომ ეს დღესასწაულები რაც შეიძ-
ლება მეტად პირქუში და მოღუშული ყოფილიყო. მათ მოჰქონდათ თავის ქალები და ჩონჩხები. ისინი ოთახებს რთავდნენ შავი ნაჭრით და იქ მის-
დევდნენ  რამდენადმე ბალღური დემონოლატრიის ყველანაირ ფორმას.
პუნშის დალევა სიამოვნებისათვის თავისთავად არაა საშიში, მაგრამ მისი დალევა იმ ოდენობით რომელიც მოსპობს ნებისმიერ ვინმეს,აი, რა შეიძლება იყოს საწყენი.მრავალმა ახალგაზრდა რომანტიკოსùმა ასე ნაადრევად გაითხარა საფლავი.

  XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში
რომანტიკული ტრადიციის ყველაზე შავმა ელემენტებმა საფუძველი ჩაუყა-
რეს დეკადენტურ მოძრაობას. რომანტიზმი არსებითად ოპტიმისტუ-
რად იყო განწყობილი: მსოფლიო შეიძლებოდა გამოსყიდული ყოფილი-
ყო. 

  დეკადენტებმა გამოიჩინეს აბსოლუ-
ტურ ნიჰილიზმამდე მიმავალი პესიმიზმი.
დეკადენტური ლიტერატურის თა-
ვის ანთოლოგიაში ' » მორალური ნანგრევები » ბრაიან სტეიბლფორდმა
( Brian Stableford, "Moral Ruins") ისინი 
დაახასიათა როგორც «  "რენეგატი რო-
მანტიკოსები" ». ეს მოძრაობა რომანტი-
კოსებთან ერთად იზიარებდა წარმო-
სახვის და ინდივიდუალიზმის ღირებუ-
ლებებს,ეს უეჭველია; მაგრამ დეკადენ-
ტები დარწმუნებული იყვნენ იმაში რომ ეს ძალები საბოლოო ანგარიშით ვერ გადაარჩენდნენ, ვერ იხსნიდნენ 
კაცობრიობას. მათი აზრით ყველა უნდა მოხვდეს ჯოჯოხეთში. 




''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


-                              5 :

   
   დეკადენტებისათვის ფუფუნებისა და სიბარიტიზმის ხელოვნური და სწრაფად წარმავალი სიამოვნებები რეალური იყო. ყველაზე სკანდალური რომანტიკოსები, რა თქმა უნდა, ფლირტაობდნენ ნარკოტიკებთან და სატანიზმთან, მაგრამ დეკადენტები მთლიანად მიეცნენ შავ მაგიას და მოშხამულ აღვირახსნილობას. რო-
გორც სიტყვები გოთურისა და რომან-
ტიულის შემთხვევაში, კრიტიკოსები სიტყვა დეკადენტს იყენებდნენ მათი აზრით ყოველგვარი მორალური კრე-
დიტის დამკარგველი შემოქმედებისათ-
ვის შეურაცხყოფის მისაყენებლად. და
მრავალი ყველაზე ცნობილი დეკადენ-
ტი უარყოფთა ამ სახელს. 

   ელის ჰანსონ თავის ნაშრომში
«  დეკადანსი და კათოლიკობა" ( Ellis Hanson, « Decadence and Catholicism") ხაზს უსვამს იმას რომ « დეკადენტები ცდილობდნენ ადამიანების მოხიბლვას იმით რაც ჩვეულებრივ ითვლებოდა არაბუნებრივად თუ დეგენერატულად,
გადაგვარებულად. ისინი ცდილობდნენ
ადამიანების მოხიბლვას ჰომოსექსუა-
ლიზმით, ნერვული ავადმყოფობებით,
დანაშაულით, ავადმყოფობით.yოველი-
ვე ამ საშინელებას დეკადენტები წარ-
მოადგენდნენ უაღრესად დახვეწილი 
ესთეტური კუთხით და ამით ცდილობდ-
ნენ დამკვიდრებული მორალის მორყე-
ვასა და მოშლას,ან, სულ მცირე, საზო-
გადოების აღშფოთებას. სტილისტუ-
რად, მაგრამ აგრეთვე თემატურად, დე-
კადანსი არის ესთეტიკა რომელშიც
მარცხი და ხრწნა-ლპობა ითვლება მო-
მხიბლავად, იდუმალად,მისტიურად თუ
მშვენიერად... ტიპიური დეკადენტი გმირია, იშვიათი გამონაკლისის გარდა,
დომინანტური კლასებიდან გამოსული
უნაკლოდ ჩაცმული ზეგანათლებული
პირი რომლის მამაკაცობაც ითქვიფება
მიდრეკილებაში ანდროგინიისაკენ,
ჰომოსექსუალობისაკენ, მაზოქიზმისა-
კენ, მისტიციზმისაკენ  თუ ნევროზისა-
კენ ».   

   ყოველივე ეს შეიძლება შევადაროთ
გოთურ ტრადიციას, მაგრამ აგრეთვე
დღევანდელ გოთ სუბკულტურას. « დეკადანსი არაა ბედნიერი მდგომა-
რეობა », ამბობს სტეიბლფორდი თავის
«  მორალურ ნანგრევებში »; « « დეკადენტი მიზნად არ ისახავს კმაყო-
ფილებას, ტრივიალურ მიზანს, რომე-
ლიც მიიღწევა სამყაროს ნამდვილი მდგომარეობის მიმართ ჯიუტი სიბრმა-
ვის ფასად. სამაგიეროდ დეკადენტი თავის თავს თვლის მისი გარემომცვე-
ლი საზოგადოების ავადმყოფობის ანა-
რეკლის, მისი საკუთარი ფსიქიური ავადმყოფობის მცოდნედ. მას აწუხებს
სხვადასხვა ავადმყოფობა,რომელთა სა-
ხელებიც იქცა დეკადენტური რიტორი-
კის მთავარ ცნებებად : მოწყენილობა
( დაღლილობა სამყაროთი), სპლინი
( მელანქოლიის განერვიულებული ქვე-
კატეგორია), უძლურება ( სამყაროზე ზემოქმედების შეუძლებლობა) ».


დეკადენტობის აპოგეა თანხვდება 1890-
-ან წლებს. pარიზი მაშინ იქცა დედამიწის ყველა გარყვნილ-
-გათახსირებული პოეტის სალოცავ ადგილად და თავშესაფრად.აaმ პერიოდს
ეწოდა «  საუკუნის ბოლო » და ტრადი-
ციის თანახმად საუკუნის ბოლომ,
რომელიც უახლოვდება აპოკალიფსის
სამყაროს, კვება პარიზული სცენის ველური და ციებ-ცხელებიანი ექსცესები.


'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


                                    6.

   80-ან წლებში ცნება «  გოთური »-თ
აღნიშნავენ მომაკვდავი და 70-ანი წლე-
ბის გლამ-როკის დენდიზმით ნაკვები  პანკ სცენის ფერფლისაგან გაჩენილ
ახალ მუსიკალურ სუბკულტურას. 

   როკ ჟურნალისტი მიკ მერსერ,ავ-
ტორი ნაშრომისა  «  გოთური როკ შავი წიგნი » ( Mick Mercer,Gothic rock Black Book), პირველი წიგნისა გოთ სცენის შესახებ და ამ სცენის პირველი
ისტორიკოსი სწერს: «  ეს სუბკულტუ-
რა არის წარმოსახვითი, ძალადობით სავსე და ბალღური სამყარო რომელ-
საც სჭირდება ენერგიის უზარმაზარი 
რაოდენობა და კინოს კარგი დოზა...
სავსე სექსუალური მინიშნებებით გოთი
სცენაზე იშვიათადაა ბედნიერი. გოთი კულისებში არის მხიარული, ხუმარა.
გოთი სცენაზე ტირის, ბუზღუნებს და აფართოებს თვალებს. გოთი კულისებ-
ში წყნარად კარგავს ჭკუას და იმოსე-
ბა ალკოჰოლით გაჟღენთილ წარმარ-
თულ თაყვანისცემაში და ფსიქოლო-
გიურად წამხდარი ფრანგი ფილოსო-
ფოსების ბადეში ».

  80-ან წლებში, საუკუნის დასასრუ-
ლის მოახლოების წლებში ჩვენი კულ-
ტურა მზად მზად იყო გაჰყოლოდა გოთების ბნელ მხარეს. აი რას წერს
დეკადენტური ლიტერატურის სპეცია-
ლისტი ბრაიან სტეიბლფორდი წერილში «  შავი ლხინის სიახლეები »
( Brian Stableford,  Des nouvelles du Festin
noir ) :

   ყოველი საუკუნის დასასრული დაღ-
დასმულია საუკუნის დასასრულის გრძნობიერებით რომელიც განსაკუთ-
რებით მგრძნობიარე ადამიანებს უჩენს
ბნელეთის და გამოდეგენერატების,
გადაგვარების ჭვრეტის ინტერესს და ისინიც სიამოვნებას იღებენ ყოველივე
ამის ხილვით... ამ დემოკრატიულ ხანა-
ში ყველას შეუძლია დეკადენტური ცხოვრების წესით ცხოვრება, განსა-
კუთრებით საშუალო კლასებიდან გა-
მოსულ დისიდენტებს რომლებიც უარ-
ყოფენ პატივისცემის, ღირსების ცნებას.ამ ფენომენის ყველაზე  თვალსაჩი-
ნო გამოვლინებაა გოთური სუბკულ-
ტურა რომლის სახელიც დამსახურე-
ბულ, მაგრამ ირონიულ პატივს მია-
გებს ბეკფორდის და უოლპოლის არქი-
ტექტურულ და ლიტერატურულ ამბი-
ციებს »....


   XIX საუკუნის დეკადენტების მოდელი იყო პარიზელი ჟორის-კარლ
ჰუისმანსის 1884 წელს გამოსული რო-
მანი «  «  ხაოს » ასწვრივ -ის» gmiri des esseintes ( Joris-Karl
Huysmans, A rebours, Jean des Esseintes,
სათაური შეიძლება ასევე ითარგმნოს როგორც « ჯიბრით », « პირიქით »),

«" პირიქით » აღწევს ახალ მწვერვალს
განცდათა ძიებაში, წერს უილიამ გონტ მის წიგნში «  ესთეტიკური თავ-
გადასავალი » ( William Gaunt, « The Aesthetic Adventure). მისი
გმირი, დეს ესსეინტეს, არის რაფინი-
რებული ადამიანი რომელიც ეწევა ხე-
ლოვნურ არსებობას... დეს ესეინტესს ჰყავს ლიტერატურული ორეული პოს
«  უშერის სახლის დაცემის » როდერიკ
უშერ. პოს ზღაპრის დემონებით შეპყ-
რობილი გმირის მაგავსად დეს ესეინტს გრძნობათა აღგზნება მიჰყავს
წახდენა-გარყვნილების უკიდურეს სა-
ზღვრამდე. ის, მაგალითად, ადგენს არომატთა და სურნელებათა მთელ ორკესტრს. ის გვერდს არ უვლის არა-
ნაირ გარყვნილებას, არანაირ საინტე-
რესო ობიექტს და მისი მეტისმეტად
აღგზნებული ფანტაზია ყვავის და 
იფურჩქნება ტროპიკულ და მონსტრუო-
ზულ ობიექტებს შორის, გამორიცხუ-
ლია ყოველგვარი გარეშე ელემენტი და გავლენა... დეს ესეინტი ერიდება ყველაფერს გარეშეს რასაც შეუძლია რაღაც ბუნებრივის მიცემა. მისთვის ძვირფასია მარტოობა და არაჩვეულებ-
რივი,ვინაიდან არაფერი ბუნებრივი არაა ხელოვნება და ხელოვნება არსე-
ბობის ერთადერთი ღირსეული ფორმაა. »

  სტეიბლფორდის დაკვირვებით
«  გოთური სუბკულტურა მიიღებს,გაი-
ზიარებს ჰუისმანსის მიერ «  პირიქით »-
-ში დასმული საკითხების უმრავლესო-
ბას ან ყველა ამ საკითხს.ეს წიგნი მის მკითხველს წინ გადაშლის მხიარულ
გარყვნილებათა მთელ « შავ ლხინს ».
სტეიბლფორდი მთლიანად სწორია გარდა ერთი პუნქტისა : ის ფიქრობს რომ ეს «  შავი ლხინები » შემოიფარგ-
ლება ერთი საუკუნის დასასრულით,
ალბათ იმიტომ რომ საზოგადოება მთლიანობაში უფრო მიდრეკილია მოს-
მენისაკენ და ამით ქმნის ბნელეთით ციკლური დაინტერესების შთაბეჭდი-
ლებას, არა და ეს დაინტერესება მუდ-
მივი ფაქტია. 


   მაგრამ, როგორც წერს კრისტოფ გrუნტენბერგი  1997 წელს ბოსტონის
თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუ-
ტში მოწყობილი გამოფენის კატალო-
გში გამოქვეყნებულ ესეში «  გოთური » 
( Christophe Gruntenberg,Gothic),
« სამყაროს თითქოს დაეცა მარადიული
ღამე და მუქი,შავი არის ამ საუკუნის
შემოდგომის ყველაზე მოდური ფერი.
გოთ როკის სუბკულტურა,მისი თავისე-
ბური ჩაცმის მანერა და ცხოვრების წე-
სი  თითქმის ოცი წლით ადრე წინას-
წარმეტყველებენ აშკარად გოთური ეს-
თეტიკის თანამედროვე განახლებას.
ამ ესთეტიკის ადეპტები მოხიბლულ-
-მოჯადოებული არიან სიკვდილით,
პირქუშ-მოღუშულით და ყველაფერი არაამქვეყნიურით. გოთების გარეგნო-
ბაში ჭარბობს შავი, ის რამოდენიმე
წლის წინ ბრწყინვალედ აიტაცა მაინსტრიმ (mainstream) მოდამ.  

 დღეს გოთური ფართოდაა გავრცელე-
ბული მოდასა და დიზაინში.

  დღეს გოთური სულ უფრო და უფრო გესლიანად ვრცელდება კომერციული ცენტრების გულშიც კი და ეს გვაბრუ-
ნებს ჩვენს კითვასთან : რა არის გოთური?  ერთის მხრივ ესაა ჩვენი ყო-
ველდღიურობის შუაგულში არსებული მოგების წყარო, ჩვენთვის მზის შუქზე
ცნობილი სამყაროს მწუხრის ვერსია.
ესაა აგრეთვე გველების ბუდე სადაც  ერთმანეთს გადახლართვია მრავალი საუკუნის კონტრ-კულტურიდან გამომ-
დინარე ტრადიციები და გროტესკული,
გოთური, რომანტიული,დეკადენტური
მოძრაობები. 

   ცნება «  გოთური » არის რთული ბარ-
ბარიზმი რომელიც წარმოგვიდგება
სიკვდილის სიმბოლიზმში გახვეული სიცოცხლის სიყვარულის სახით. ესაა
გრძნობის ცინიკური სიყვარული,უკი-
დურესობათა შეუღლება, სიკვდილისა და სექსის ქორწილი, ბნელეთიდან
 მომღიმარე ნათელი.

 
მოვალეობა ამაოა: მოვალეობაა ამაოება.

   უნდა ვაკეთოთ ის რაც არ უნდა ვა-
კეთოთ, რისი კეთებაც აკრძალულია.
გოთს ენატრება ბნელი დღეები წარსუ-
ლისა რომელიც არ ყოფილა არასდროს.

   გოთური ნიშნავს სინამდვილის უარყოფას და წაერმოსახვის, ფანტა-
ზიის რწმენას.

 გოთური არის უღვთო,უცნაური, ბუნე-
ბრივის საწინააღმდეგო რამ.

    იქნებ გოთური მხოლოდ პოზაა, როგორც ამას ამტკიცებენ მისი კრიტი-
კოსები და ცილისმწამებლები? სულაც
არაა გამორიცხული; მაგრამ განა ყველა ჩვენ ასე თუ ისე პოზიორები არა ვართ? სულაც არაა გასაკვირი რომ ეს დასკვნა ყველაზე უკეთესად  გამოიტანა ბრწყინვალე და დეკადენტ-
მა ოსკარ უაილდმა თავის «  დორიან გრეის პორტრეტში », გოთური რომანის
კლასიკაში და ვიქტორიანული ლონდონის ფონზე გაშლილ დიდებუ-
ლად ავბედით ფაუსტურ ზღაპარში:

   




«  ბუნებრიობაც პოზაა,და ჩემთვის ცნობილთაგან ყველაზე გამაღიზიანე-
ლი, ყველაზე შემაშფოთებელი პოზა »

( გაუძელით თანამედროვეობის ბნელ მხარეებს. სიკვდილისა და ამორა-
ლიზმის მქადაგებელ ძალთა ცოდნა
საჭიროა. ეს ის ძალებია რომლებიც
ადამიანებს დაუცველს, მარტოსულს
სტოვებენ ბნელი სტიქიონის წინაშე.
მათი წამალია ფიზიკური და სულიერი
მზე.


''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''





                                        7.
თავი პირველი :


გარყვნა-გათახსირების დემონი :

გოთური ლიტერატურის ოქროს
ხანა :

გოთური ლიტერატურის გაჩენის შე-
სახებ მარკიზ დე სადმა ნოველების კრებული   "სიყვარულის დანაშაულები »-ს წინასიტყვაობაში და-
წერა რომ ჟანრი ხდებოდა მთელი ევროპის მიერ განცდილი რევოლუციუ-
რი ძვრების გარდაუვალი, აუცილებე-
ლი ნაყოფი. იმისთვის ვინც იცოდა თუ
რითი შეეძლოთ ადამიანის დამწუხრება
ბოროტებს რომანის დაწერა ძნელდე-
ბოდა და წაკითხვა კი მონოტონური ხდებოდა; არ არსებობდა ადამიანი რომ არ ეგრძნო რომ მას 4-5 წლის მანძილ-
ზე არ შეეძლო რამის დახატვა თუ და-
წერა. მაშ საინტერესო ნაწარმოებების
შესაქმნელად საჭირო ხდებოდა ჯოჯოხეთის მოხმობა და ქიმერების მონახვა... »

1789 წელს მოხდა ყველაზე ძლიერი ძვრა: ფრანგული რევოლუცია,რომელ-
მაც დაამხო წარჩინებულნი, არისტო-
კრატია და ძლიერთა ევროპაში გაავრ-
ცელა ქაოსი და უწესრიგობა. სადმა ნამდვილად იცოდა თუ რა შეიძლებო-
და შემთხვეოდა ადამიანს ამ მღელვა-
რე დროში.

დონასიან ალფონს ფრანსუა დე სადი
( Dონატიენ Aლპჰონსე Fრანçოის დე შადე),ვი-
საც მისმა თაყვანისმცემლებმა დაარქვეს
«  ღვთაებრივი მარკიზი » არის პირველი
პლანის გოთური პერსონა. ეს იყო პატარა,მაგრამ მომხიბლავი, ფრანგუ-
ლი კავალერიის წარჩინებული და დიდი სექსუალური მადის მქონე ოფი-
ცერი. მას უყვარდა გაშოლტვა და გა-
შოლტილად ყოფნა და ორივე სქესის
პარტნიორებთან მისდევდა სოდომიას,
არაჩვეულებრივ და კანონგარეშ კომ-
ბინაციას და სხვადასხვა კიდევ
უფრო «  თამამ ცელქობებს" , მოკ-
ლედ ყველანაირ მკრეხელობას
და ღვთისმგმობელობას ( მათი აღწერით მთარგმნელი არ მოგაწყენთ...).

1772 წელს ერთ-ერთი ასეთი ორგია
ნამდვილად ცუდად დამთავრდა.
სადის მიერ დაქირავებული ოთხი კახპა ავად გახდა,ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო მარკიზის მიერ მათთვის მიცემული რაღაც აბები. მას ბრალად დასდეს სოდომია და მოწამლვა და გაიცა მისი დაპატიმრების ბრძანება,მაგრამ სადი უკვე გაქცეული
იყო. მას თან ახლდა მისი ცოლის
უფრო ახალგაზრდა და, ეს იყო სხვა დანაშაულებისათვის ინცესტის დანა-
შაულის დამატება.
ამან აღაშფოთა მარკიზის
სიდედრი»,საშიში მადამ დე მონტროი. ამ ქალბატონმა ამის შემდეგ თავის პირად პრიორი-
ტეტად აქცია თავისი სიძის დაჭერა და დატუსაღება. მარკიზს ხელი წაავლეს
იმავე წლის დეკემბერში და დაიწყო მისი პატიმრობის მრავალი და ხანგრ-
ძლივი პერიოდების პირველი პე-
რიოდი. თავისუფლების მოყვარულ-
მა ამ თავაშვებულმა ადამიანმა, რომელიც იქცა მისი საკუთარი მკვახე ლაპარაკის;გაუმაძღარი ლიბიდოს და
მადამ დე მონტროის შეუპოვრობის მსხვერპლი,მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა სხვადასხვა დილეგში.


1784 წელს მარკიზი დაამწყვდიეს ბასტილიაში,ქვეყნის ყველაზე ცუდი სახელის მქონე ციხეში. 5 წლის შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა ხელი
შეუწყვეს მის განთავისუფლებას; რევოლუცია ამხობდა არისტოკრა-
ტიულ მთავრობას და მარკიზ დე სადმა ისარგებლა იმ პოსტულატით რომლის თანახმადაც ძველი რეჟიმის მტრები იყვნენ რევოლუციის მეგობრები. ის გაანთავისუფლეს. მაგრამ მარკიზ დე სადი სულში პარია იყო და და ძალიან მალე ის უხეშად უარყვეს როგორც
რევოლუციურმა საბჭომ ისე არისტოკრატიულმა წრემ, რომლიდა-
ნაც ის გამოსული იყო. მოქალაქე სადი
( როგორც ეხლა მას უწოდებდნენ) ისევ აღმოჩნდა ციხეში.მას ბრალად დასდეს მონაწილეობა არისტოკრატულ შეთქ-
მულებაში. ამ ბრალდებას ამძიმებდა
მარკიზ დე სადის სკანდალური რეპუ-
ტაცია. მისი ფათერაკებით აღსავსე ცხოვრების ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო 1794 წელს მისი ჩამწყვდევა პიკპუსის დავრდომილთა თავშესაფარ-
ში სადაც კულმინაციურ წერტილს მიაღწია რევოლუციის მომდევნო სასაკლაომ რომელიც ტერორის მეფობის სახელითაა ცნობილი.

თავისი ახალი ციხიდან გაგზავნილ
წერილში სადი, რომელსაც სავარაუდო ღალატის გამო ემუქრებოდა სიკვდი-
ლით დასჯა, წერს რომ ადგილი ჰგავს
« ... მიწიერ სამოთხეს;ლამაზი სახლი,
დიდებული ბაღი, რჩეული საზოგა-
დოება, გულითადი,თავაზიანი ქალები,
როდესაც ჩვენი ფანჯრების წინ მოაწყვეს სიკვდილით დასჯის ადგილი
და ჩვენი ბაღის შუაგულში გაიმართა
გილიოტინით თავმოკვეთილთა სასაფ-
ლაო...ჩვენ იქ 35 დღეში დავმარხეთ
1800 კაცი... » ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ღალატისათვის თავი მოკვეთეს თვი-
თონ იმ ფანატიკოსებს ვინც დააპატიმ-
რეს მარკიზ დე სადი.ის კიდევ ერთხელ
გაანთავისუფლეს.მარკიზ დე სადმა ვერ ისარგებლა თავისუფლების ამ ბოლო და ხანმოკლე პერიოდით და ის
ისევ დააპატიმრეს ცუდი ყოფაქცევის გამო.
Eრთი იმდროინდელი ანგარიშის თანახმად « მარკიზი არის მუდმივი ავხორცული სიშმაგე-მძვინვარების მდგომარეობაში რაც მას მუდამ უბიძგებს მონსტრუოზული ფიქრებისა და მოქმედებებისაკენ». ამჯერად შეშლილი და გადარეული მარკიზ დე სადი მოხვდა საგიჟეთში, სადაც გაატარა მისი ცხოვრების ბოლო 11 წელი. გამორჩეულად გოთური

ზიზილ-პიპილებით მას დრო გაჰყავდა
წერაში, სპექტაკლების დადგმაში. მისი
მსახიობების უმრავლესობას შეადგენდ-
ნენ მის კოლეგა-გიჟები.

მარკიზ დე სადის სიკვდილიდან 20 წლის შემდეგ შეიქმნა ცნება
«  სადიზმი », (რომლითაც აღნიშნავდნენ
ფიზიკური ტანჯვა- ტკივილის მიმყე-
ნებელ სექსუალურ სიამოვნებას).
ესაა "ღვთაებრივი" მარკიზ დე სადის ყველაზე მნი-
შვნელოვანი მემკვიდრეობა. მაგრამ
აქ ჩვენთვის საინტერესოა მისი
«  მოსნტრუოზული აზრები »
( «  პენსéეს მოსტრუეუსეს »);
მათ ჩვენამდე ùმოაღწიეს პატიმრობის
წლების გასართობად და ცხოვრების
ბოლო ღარიბი წლების მოსათოკად დაწერილი რომანების სახით. მას უყვარდა დიდი ბრიტანეთიდან მოსული
ახალი ლიტერატურული ჟანრი, « გოთური რომანსები »  (რომანცეს გოტჰიქუეს »),თუმცა მისი მცდელობები ამ სფეროში იმედგამაცრუებლად უშვერია. სადის საშინელი რეპუტაცია განსაზღვრეს სხვა წიგნებმა, საზიზღარმა პორნოგრაფიულმùა ექსპერიმენტებმა. მათი პირქუში,საში-
შარი, ავბედითი ატმოსფერო,მათი
გზადაკარგული სექსუალობა, კანიბალიზმი და მკრეხელობა, ღვთისმგმობელობა, მათი ექსცესიური
პერსონაჟები და სიტუაციები მათ ადგილს მიუჩენს ყველაზე ექსტრემისტულ გოთურ ლიტერატურაში.

კრიტიკა ამ რომანებს თვლიდა არნახულად და გამოუთქმელად საზიზღარ ქმნილებებად და კრძალავდა მათ; დღეს ერუდიტები ავლენენ გარკვეულ სნობიზმს როდე-
საც ამ ტექტებს მიიჩნევენ მონოტო-
ნურად და განმეორებადებად.  და მიუხედავად ამისა ეს გაუთავებელი დაბრუნებები და ტაბუეების გაუქმების
ეს ნაძალადევი მცდელობები ბოლოს და ბოლოს აჩენენ გარკვეული მასხარაობის განცდას; სადის ქმნილებათა უმრავლესობის დაფასება
შესაძლებელია თუ კი მათში დავინა-
ხავთ ყოჩაღ,მოხერხებულ სატირას.
ასევე ყველაზე სახელგანთქმულია სადის   "სოდომის 120 დღე ». სადმა ის საიდუმლოდ დაწერა მისი პატიმრობის დროს: « 120 დღე » დაიწერა სანთლების
შუქზე და დღის განმავლობაში მარკიზი ხელნაწერს მალავდა მოყანყა-
ლე აგურის უკან. აი მისი ინტრიგა:
ოთხი მდიდარი გათახსირებული, რომელთაგანაც ყოველი იყო კარგი საზოგადოების წევრი კახპებთან,
სუტენიორებთან და მიამიტებთან ერთად შეიკეტებიან იზოლირებულ
ციხე-სიმაგრეში და იქ მიეცემიან წარმოსადგენ და წარმოუდგენელ აღვირახსნილობას.

შემდეგი ორი ლიტერატურული სისასტიკე და საშინელება ეძღვნება საფრთხეში ჩავარდნილი უმანკოების თემას, თუმცა ის რითაც ემუქრებიან ქალწულებს ბევრად უფრო შორს მიდის გოთური რომანების
ტრადიციულ «  სიკვდილზე უარესზე ».
სადი აღწერს წარმოუდგენელ განსაც-
დელებში ჩავარდნილ ორ დას.ქალწულები განიცდიან ყველანაირ ძალადობას. ჟუსტინა სათნოა და იტანჯება, მაშინ როდესაც ჟულიეტას მოსწონს ეს ყველაფერი და თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში.
2 რომანის სათაურები «  მანკიერების
კეთილდღეობა » და «  სათნოების უბედურებები » აშკარას ხდიან მათ
ამორალურ კონტექსტს. ...  თუ კი უბედურება სჩაგრავს სათნოებას და
მანკიერებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს კეთილდღეობა განა «  უსას-
რულოდ უკეთესი არაა ყოფნა თავის კარგად მგრძნობ ბოროტ ადამიანთა
შორის ვიდრე ტანჯულ სათნო ადამიანებს შორის? », სვავს კითხვას ავტორი. სადი თავისი მსოფლმხედვე-
ლობის გადმოცემას ცდილობს გოთიკური უკიდურესობებებით,რისი
მაგალითიცაა უმანკო ჟუსტინას ისტორია: მისი აზრით «  ადამიანები
ყოველთვის ემონებიან ».

« ჟუსტინა », ისევე როგორც სადის
სხვა სახელგანთქმული ნაწარმოებები
არის ლიტერატურული უცნაურობა:
ეს წიგნი პორნოგრაფიულ ლიტერა-
ტურაზე ბევრად უფრო უხეშია და
მიზანტროპულია, აღსავსეა ადამიანთა
უკიდურესი სიძულვილით, მეტისმეტად
განმეორებადია. სათნო ქალწული განიცდის ყოველნაირ სექსუალურ თუ არასექსუალურ ძალადობას, ძალადობათა სცენები გაუთავებლად მეორდება,რაც ფაქტიურად გამოხატავს სადის ფეტიშიზმს. აღწერილია მოძა-
ლადეთა მთელი გალერეა და ყველა მოძალადე, სათნო ქალწულის
გარყვნილი და ჟლიეტას მსგავსად
ტკბებიან მათი უკიდურესი სისატი-
კითა და ეგოიზმით.

შათნო ჟუსტინას ბოლოს დაეცემა და მოკლავს ელვა.

სადი აქედან ასკვნის რომ თვითონ ღმერთსაც ეზიზღება სათნოება.

მაგრამ საწყალი გიჟ და კრიმინალ
მარკიზ დე სადს საბედნიეროდ ყველა
არ აჰყოლია.


მიუხედავად იმისა რომ აკრძალვამ არ გასჭრა და მთელი მსოფლიო დღესაც სავსეა
მისი, ბოდიში, ქმნილებების ახალ-
-ახალი გამოცემებით და იქმნება შთაბეჭდილება რომ ამ  უსაზღვრო
« თავისუფლების » პირობებში
ვიღაც შეგნებულად ეწევა სადის და
სადიზმის მასშტაბურ პროპაგანდას
გოთური ლიტერატურა მის მთლიანო-
ბაში მაინც არ აჰყვა გაგიჟებულ მარკიზს !

სულაც პირიქით, ამ ლიტერატურუ-
ლი ჟანრის მრავალი ნაწარმოები
იძლევა მორალის მოუხერხებელ
გაკვეთილებს და უპირისპირდება
სადის ფილოსოფიას. ეს ნაწარმოებები
ხოტბას ასხავენ სათნოების მიერ მანკიერების დამარცხებას.

XVIII საუკუნის ბოლოს უაღრესად პო-
პულარული ეს ნაწარმოებები შესანიშ-
ნავად მიმართავენ პაროდიას-ყველაზე
ცნობილია ჯეინ ოსტინის მიერ 1799
წელს დაწერილი « სატირული რომანი
«  ნორთანჯერის სააბატო » ( ჟანე Aუსტენ, Nორტჰანგერ Aბბეყ). Dა მათი
გამოქვეყნების მომენტში დიდი პო-
პულარობე მოიხვეჭეს ენ რადკლიფის
რომანებმა.


'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

                          27 :


მიშელ ფოშე, ბოროტების ისტორია დასავლეთში :

თავი II :


ეშმას მშვენება :

...კუდიანები და შეპყრობილები უფრო
მსხვერპლები არიან, ვიდრე დამნაშა-
ვეები, არსებობს ეშმაკის მშვენებით,
ით მოხივლვის ბოროტება.

კუდიანობის თუ შეპყრობის საქმეებში
ეშმაკი აშინებს,თავზარს სცემს, სტკენს, ჩადის ბოროტებას, საზიზღა-
რია.
     მაგრამ ეშმაკს ძალუძს საკუთარი თავის სულ სხვანაირად წარმოდგენაც.
ის უარს ამბობს მყრალი თხის გარეგ-
ნობაზე და ქვეყანას წარუდგება ბნელეთის,ქვესკნელის გამგებლის მომხიბლავი სახით.




ის წარმოდგება მისი ძველი, დაცემამდელი სახით, იმ სახით როგორიც მას
ჰქონდა მთავარნგელოზი მიხეილის მიერ მის დამარცხებამდე, უპირველესი,
ულამაზესი ანგელოზის სახით.


ეშმაკს ძალუძს ახალი ლუციფერის,
«  მნათობის » სახით გამოჩენა. ისაა
ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებული.
«  მე ავალ ცებზე, ჩემს ტახტს მე დავდ-
გამ ღმერთის ვარსკვლავებზე მაღლა...
მე გავუთანაბრდები უზენაესს »(ისაია,14,
13-14).


ეშმაკი ხიბლავს და იყოლიებს უმან-
კო თუ დაბნეულ,თავგზადაბნეულ სულებს, მსგავსად ფლეიტისტისა რო-
მელმაც შური იძია იმის გამო რომ ქალაქის ვირთხებისაგან განთავისუფ-
ლების შემდეგ ვერ მიიღო შეპირებუ-
ლი გასამრჯელო და თავისი ფლეიტის
ხმით მოხიბლა, გაიყოლია და სამუდა-
მოდ გააქრო ყველა ბავშვი.


ასე ხდება რომ სხეულების ფლობაზე
მეტად ეშმაკს ურჩევნია ადამიანებთან
პაქტების, ხელშეკრულებათა დადება და იგივე ეშმაკი ადამიანებს მათი სულის სანაცვლოდ ჰპირდება წარმა-
ტებებსა და იდუმალ ძალებს.

დიაბოლური პაქტები :

ყველაფერი იწყება გარკვეული და
წესიერი ფორმით ხელმოწერილი პაქ-
ტით,ვინაიდან ეშმაკი არ ენდობა ადა-
მიანებს. პიერ დე ლანკრის თხზულება-
ში «  ყველაფრის არამდგრადობისა და
არასტაბილურობის სურათი » ეშმაკი
შემდეგნაირად პასუხობს სახლის ერთი
ქალწულის მოხიბლვის მსურველი ლა-
ქიას თხოვნას :

«  თქვენ სხვები, ქრისტიანები,თქვენ ხართ ვერაგები, მუხანათები და ჯიუ-
ტები, ახირებულები... როდესაც თქვენ
რაღაც ძალიან გინდათ თქვენ ზურგს
აქცევთ თქვენს ბატონს და დახმარე-
ბისთვის მომმართავთ მე: მაგრამ საწა-
დელის მიღწევის შემდეგ თქვენ მე შე-
მაქცევთ ზურგს, როგორც მტერს და ბრუნდებით თქვენს კეთილ და მიმტე-
ვებელ ღმერთთან რომელიც თქვენ გპა-
ტიებთ. მაგრამ მომეცი წერილობითი და შენს მიერ ხელმოწერილი პირობა
რომ ნებაყოფლობით უარყოფ შენს ქრისტეს და შენს ნათლობას და მპირ-
დები რომ შენ მომიდგები და იქნები ჩემთან სამსჯავროს დღემდე და სამსჯავროს შემდეგაც ჩემთან ერთად
აიტან მარადიულ ტანჯვებს და მე აღ-
ვასრულებ შენს სურვილს ».

ქაღალდზე თუ პერგამენტზე ხელ-
მოწერილი პაქტის პრაქტიკა გავრ-
ცელდა XVII საუკუნეში. ბოროტება იქცა სამართლის საქმედ და სიტყვა იქცა ვაჭრობის საგნად. ბოროტების ისტო-
რიაში კონტრაქტმა ამიერიდან შეცვა-
ლა ფიცი,პოლიტიკოსთა ტყუილები თუ კუდიანთა მიერ ნაჩურჩულევი ზღა-
პრები. ბოროტება დაეუფლა ახალ,საქ-
მიან სიტყვას. ეშმაკთან იჭერენ საქ-
მეს ქონების,სიმდიდრეთა, ახალგაზრ-
დობის მოსაპოვებლად, ხორციელ წადილთა დასაკმაყოფილებლად,
სიამტკვილობა-განცხრომის გულისათ-
ვის.

XVII საუკუნის დასაწყისში მარსელის ერთ მღვდელ ლუი გოფრიდის ბრალად დასდეს ასეთი პაქტის დადება. ამ ხელშეკრულების თანახმად მას სხეული და ხორცი უნდა
დაეთმო ლუციფერისათვის ;

«  მე, ლუი გოფრიდი უარვყოფ რო-
გორც სულიერ ისე ამქვეყნიურ სიკეთე-
სა და ქონებას რაც შეიძლებოდა ჩემთვის მოეცათ ღმერთს,ქალწულ მარიამს, სამოთხის ყველა წმინდანს,განსაკუთ-
რებით ჩემს პატრონს წმინდა იოანე ნათლისმცემელს,წმინდა პეტრეს,
წმინდა პავლეს და წმინდა ფრანსუას.
და სულითა და სხეულით გეძლევით თქვენ, აქ მყოფ ლუციფერს მთელი ჩემი ქონებით და ავლადიდებით. ასე ვადგენ და ვაწერ ხელს. »
იმავე ხანაში ლუვიეს ურსულინი მო-
ნაზონი მადლენ ბავანი შაბათებში მო-
ნაწილეობის შემდეგ მონასტრის სამ-
ლოცველოში მიეცა სექსუალურ აქტს
თავის სულიერ ხელმძღვანელთან
მესნილ-ჟურდანის მღვდელთან ერთად.
ყოველივე ამის აღიარების შემდეგ მან
აღიარა ისიც რომ ეშმაკთან ერთად მან
ხელი მოაწერა შემდეგ სტრიქონებს :
«  მე, აღორძინების მადლენი, მონაზონი
ლუვიეში ვეძლევი ბელზებუთს, ლუციფერს,ლევიათანს და მას ვისაც ისინი მიმითითებენ ჩემი სულისა და სხეულის მფლობელად და უარვყოფ
ღმერთს, ქალწულს,ანგელოზთა ცხრა გუნდს და სამოთხის წმინდანებს და მთელი ჩემი სულითა და გულით თაყვანს ვცემ ეშმაკთა ცხრა გუნდს
და თავს ვწირავ მათ ნებას, მივმართავ
მაგიას და მინდა სამუდამოდ ეშმაკთან ყოფნა და ვეძლევი მეორედ ( Eსპრიტ დუ
Bოსროგერ,Lა Pიéტé აფფლიგéე,1652).
რჯულისაგან განდგომის, მაგიის მკრეხელობის, სხეულის ეშმაკებთან და კუდია-
ნებთან გაკახპებისათვის,სხვა მონაზვნების ცუდ გზაზე დაყენებისათვის მას მიუსა-
ჯეს სამუდამო პატიმრობა.

Yველაზე სახელგანთქმული პაქტია
ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის ხელმოწერილი პაქტი. ჟან ფაუსტი არის სტორიული პერსონაჟი. ის 1480 წელს დაიბადა შვაბიაში და ის მოკ-
ლეს 1540 წლისათვის.ლეგენდის თანახ-
მად მას საკუთარი სისხლით უნდა მოე-
წერა ხელი მეფისტოფელთან დადებუ-
ლი პაქტისთვის. ის მაგიას მისდევდა
მაგიის ერთ-ერთ დიდ ცენტრ პრაღა-
ში და კარლოს მეხუთის წინაშე
უხმობდა მიცვალებულებს.

ფაუსტი ფაქტიურად იყო მარგინა-
ლი, ბევრის აზრით მატყუარა,შეიძლე-
ბა უნივერსიტეტის აღიარებულ მეც-
ნიერად გახდომისაკენ სწრაფვასა და მაგიით მის დაინტერესებას შორის გახ-
ლეჩილი პერსონაჟი. ფაუსტს სახელი გაუთქვა ლიტერატურამ,1587 წელს გამოსულმა ანონიმურმა წიგნმა
Vოლკსბუცჰ დუ Dოცტეურ Fაუსტ, რომელსაც წილად ხვდა დიდი წარმატება, და გოეთეს «  ფაუსტმა ».

პაქტის დადების ცერემონია არის რიტუალი, რომელსაც აორმაგებს მისი
თეატრალურობა.

ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის დადებული პაქტი არის ყველა პაქტის
არქეტიპი.

მეფისტოფელი გოეთეს პიესაში წარმოდგება როგორც ბოროტების ყველაზე სრული პრინციპი :


« მე ვარ ოველთვის, მარად უარმყოფელი სული. და ეს სა-
მართლიანია, ვინაიდან ყველა-
ფერი არსებული მოსპობის ღირ-
სია; მაშ უკეთესი იქნებოდა რომ
არაფერს ეარსება.ასე ხდება რომ ჩემი ელემენტია ყველაფერი რა-
საც თქვენ ცოდვას,ნგრევას უძა-
ხით, მოკლედ ყველაფერი ის რასაც თქვენ ხედავთ როგორც ბოროტებას. »

პაქტი არის ფაუსტის დანებება ბოროტების ამ პრინციპისადმი ქვესკნელში,მაშინ როდესაც სამაგიე-
როდ ეშმაკი ფაუსტის მსახური ხდება ცოცხალთა სამყაროში.

«  მეფისტოფელი : «მე მინდა
აქ ვიყო შენი მსახური,უსასრუ-
ლოდ ვემორჩილებოდე შენს უმ-
ცირეს ნიშანს; მაგრამ როდესაც
ჩვენ შევხვდებით იქ, შენ სამა-
გიეროდ მე ასევე უნდა მემსახუ-
რო.

ფაუსტი : ქვესკნელი მე დიდად არ მაღელვებს; დაშალე ჯერ ეს სამყარო,სხვა შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს. ჩემი სია-
მოვნებები მოჩქეფს ამ მიწიდან და მზე ანათებს ჩემს ტანჯვებს;
მათგან ჩემი განთავისუფლების შემდეგ მოსახდენი მოხდეს. მე არ მინდა მეტის გაგება. მნიშვ-
ნელობა არა აქვს მომავალში
ვეყვარები ვინმეს თუ შემიძულე-
ბენ,ასე იქნება სფეროები თუ
თავდაყირა... »

დემონოლოგების თანახმად პაქტს ხელი უნდა მოეწეროს სისხლით ან უბრალოდ მელნით.
Mმაგრამ ეშმაკი სამაგიეროდ მოითხოვს ქრისტიანული ნათლობის უარყოფას და ერთ-
გულების საწინდრად ხშირად იღებს პაქტის დამდების პირად ობიექტს.

მითი ფაუსტის შესახებ დიდად სცდება ბოროტების ის-
ტორიის საზღვრებს და ბევრ რა-
მეს გვეუბნება საზოგადოების აკრძალვებისა და უთანხმოებე-
ბის შესახებ.

და ეს იმიტომ რომ თუ კი ფაუსტი 1587 წლის ტექსტში ერთის მხრივ განასახიერებს « იმათ ვინც თავს იგდებენ ხი-
ფათში და უპირისპირდებიან ქრისტიანული რელიგიის დოგმებს რათა დააადგნენ
საუნივერსიტეტო ნორმების პე-
რიფერიაზე არსებული მეცნიე-
რების გზას,

მეორეს მხრივ გოეთესთვის ფაუსტი იყო ცასა და მიწას შორის გაგლეჯილი რომანტიუ-
ლი ადამიანი.

მრავალი სიმბოლური მნიშვნე-
ლობით მდიდარი მითი ეშმაკთან
პაქტის შესახებ იმდენადაა შე-
სისხლორცებული დასავლეთის
წარმოდგენათა სამყაროსთან რომ ის ზოგჯერ სიტყვა-სიტყვით ესმით.

ასე მაგალითად «  ბასტილიის
არქივები » ყვებიან ვინმე დიუბუისოს მანიპულაციების შე-
სახებ. ეს ვიღაც დიუბუისო მე-18
საუკუნის შუა ხანებში დაუღა-
ლავად ატყუებდა კარისტოკრა-
ტებს,რომელთაც ხვდებოდა და
სთავაზობდა ეშმაკთან ხელშე-
კრულების დადებას რაშიც მას
თვითონ რაღაც გამორჩენა უნდა
ჰქონოდა. ასე დაადებინა მან
ხელშეკრულება ეშმაკთან მადამ
დე მონბუასიეს.ამ ქალბატონმა ეშმაკს მოსთხოვა 15 მილიონი,
იმუნიტეტი დაავადებათა (გან-
საკუთრებით სიგიჟის შეტევე-
ბის) წინააღმდეგ,მარკიზ დე სუვრეს მოხიბლვა და დაცვა
აღშფოთებული ქმრისაგან

''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

 მიშელ ფოშე, ბოროტების ისტორიები დასავლეთში :


ეშმაკისეულნი ( les diaboliques):



დადება პაქტისა ეშმაკთან, როდესაც

პაქტის ყოველი ხელმომწერი მორი-

გეობით იქნება მეორის ბატონი და მსახური,არის საკუთარი თავის ჩამწყვ-

დევა იმიტაციაში. ხან "ღმერთის   როლის შესრულება"  რათა ბოლოს და ბოლოს გადაიქცეს ეშმაკად და ხან ეშმაკის «  როლის შესრულება » ღმერთთან მისაახლოებლად. ეს ორაზ-

როვანი ურთიერთობა განსაკუთრებით

თვალსაჩინოა როდე-

საც განვიხილავთ ჟანა დარკის თანამე-

ბრძოლი ჟილ დე რე-ს ( Gilles de Rais)

მაგალითს. 1440 წლის 29 ივლიის ნანტის ეპისკოპოსმა ჟილ დე რეს ბრალად დასდო ბუნების საწინააღმდე-

გო დანაშაულთა ჩადენა და დემონებ-

თან პაქტის დადება.


1404 წელს დაბადებული ჟილ დე ლავალი,ბარონი დე რე ( baron de Rays), არის დე დიუგესკლენის ოჯახის

შთამომავალი. ის გახდა ჟანა დარკის თანამებრძოლი. ის ესწრებოდა კარლოს VII-ს მეფედ კურთხევას რეიმსში. მან მიიღო საფრანგეთის მარშალის წოდება. ჟანას სიკვდილის

შემდეგ ის ბრუნდება თავის მამულში, ეწევა ხელგაშლილ ცხოვრებას და მალე ეძლევა პედოფი-

ლიას და ხოცავს პატარა ბავშვებს.

მაგრამ ჟილ დე რეს დიაბოლიზმი კი-

დევ უფრო უარესია: მას უნდა გაბატო-

ნება მის მსხვერპლთა ხვედრზე და ითხოვს რომ მათ,მომაკვდავებმა გადაუ-

ხადონ მას მადლობა. ამის მისაღწევად ის თავს აჩვენებს რომ უნარჩუნებს მათ

სიცოცხლებს და სწორედ იმ დროს რო-

დესაც მათ უბრუნდებათ იმედი კლავს მათ.


მაშინ როდესაც გადარჩენილები

აღსავსენი იყვნენ მადლიერებით,იღი-

მებოდნენ და იბრუნებდნენ ბუნებრივ ფერს ჟილ დე რე ნელ-ნელა ჭრიდა მათ ყელს და ევლებოდა მათ მჩქეფარე

სისხლში. ის ტკბებოდა თავის მსხვერპლთა აგონიის ცქერით, ისუნთ-

ქავდა მათ უკანასკნელ ამოსუნთქვას,

შემდეგ აბინძურებდა მათ ( 1440 წლის 22 ოქტომბრის ჩვენება).


თავის მსხვერპლებს ჟილ დე რე წარუდგებოდა ღმერთის, უფრო კი ეშმაკის სახით, ატყუებდა თითქოს უნარჩუნებდა სიცოცხლეს, ეშმაკობდა,

სდებდა ყალბ კონტრაქტებს რათა მე-

ტად დამტკბარიყო მათი ტანჯვით. ძლევამოსილებისაკენ ეს ბნელი სწრაფ-

ვა გამოიხატებოდა დანაშაულის ჩადე-

ნის შემდეგ გვამების დასახიჩრების სურვილით. ჟილ დე რე ხშირად ასახიჩრებდა გვამებს, ჭრიდა მათ თავებს

ან ათხევადებდა ტვინს. ის ზოგ მოკვე-

თილ თავს ინახავდა თავის ბუხარზე.


დაპატიმრებულმა, ეკლესიიდან გან-

კვეთილმა ჟილ დე რემ აღიარა ჩადენი-

ლი დანაშაულები და მოინანია. მას

მიუსაჯეს კოცნონზე დაწვა.


მაგრამ გასათვალისწინებე-

ლია ის რომ მრავალი ისტორი-

კოსის მტკიცებით სახელგანთქ-

მულ,მდიდარ,გავლენიან და ნიჭიერ ჟილ დე რეს ცილი დასწამეს მოშურნეებმა, ჟანა დარკის და მისმა მტრებმა რომ-

ლებმაც ამ სასტიკი და არაადა-

მიანური ხერხით გზიდან ჩამოიცილეს კონკურენტი.

ასე რომ დღემდე გრძელდება კამათი იმის შესახებ თუ ვინ იყო ეშმაკის მსახური, ბრწყინვალე რაინდი ჟილ დე რე თუ მისი ბრალმდებლები და ჯალათები...


''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


 ტანტ ქუე ზიპ
გოთური, ბნელეთის კულტურა-29 :

მიშელ ფოშე, ბოროტების ისტორიები დასავლეთში :

ეშმაკისეულნი ( ლეს დიაბოლიქუეს, გაგრძელება) :
ბოროტების ისტორია ძალიან გრძე-
ლი და უსასრულო დრამატურგიაა.მო-
ყოლილი,განმეორებული ყველა საბა-
ბის თანახმად. მაგრამ ეშმაკის ხიბლს ადამიანი მიჰყავს ეშმაკის დასამსგავ-
«სებლად «  ღმერთის როლის თამაშამ-
დე » და ბოლოს რჩება ორაზროვნების
შთაბეჭდილება. როლების ეს არევ-
-დარევა აიხსნება მე-19 საუკუნიდან ჩვენი საკუთარი ჩრდილის ნაწილად
ქცეული ეშმაკის თანდათანობითი გა-
შინაგანებით. «ინდივიდუალიზმის გა-
ძლიერებასთან ერთად «  ეშმაკის დიდი ტრადიცია პატარვდება შაგრენის ტყავის მსგავსად,მაგრამ არ ქრება.
მის პირისპირ სულ უფრო და უფრო იკვეთება უფრო გაშინაგანებული გან-
საზღვრება დემონისა,რომელიც მჭიდ-
როდაა დაკავშირებული ადამიანთან და
რომელიც წარმოადგენს ბნელ მხარეს თუ ცარიელ ნიღაბს «  (ღ.Mუცჰემბელდ,
Uნე ჰისტოირე დუ Dიაბლე,Pარის,შეუილ,2000).


ჩრდილის ამ წილს სხვებზე უკეთ განა-
სახიერებს აბე ბულა ( აბბé Bოულლან),რომლის პორტრეტსაც ვხედავთ ჟორის-
-კარლ ჰუისმანსის თხზულებაში « იQქ ».
1824 წელს სან-პორკიეში დაბადებული
ბულა მღვდლად აკურთხეს 1848 წელს.
ის შევიდა კონგრეგაციაში ძვირფასი სისხლი და რომში მოიპოვა დოქტორა-
ტი თეოლოგიაში. სწრაფად შეიქმნა შთაბეჭდილება რომ მას უნდოდა
« ღმერთის თამაში »,ან, სულ მცირე, სამყაროს აღდგენა-განახლება. 1859 წელს სევრში მან შექმნა პატარა ჯგუ-
ფი «  შეკეთების რელიგიური მისიონე-
რები » რომლის მიზანიც უნდა იყოს
თავდაპირველი,საწყისი ცოდვის წაშლა. თავის «  მორწმუნეთა » პატარა ჯგუფთან ერთად მან მალე დაიწყო შე-
კეთების რიტუალების ჩატარება.ეს რი-
ტუალები დასრულდა ჯგუფური « სი-
ყვარულებით »,მკრეხელობით, ღვთისმგმობელობით და საზიზღარი,
გულისამრევი თერაპიებით. ჯგუფის წევრების აზრით სწორედ ასე შეიძლე-
ბა ბრძოლა დემონების მიერ გამოგზავ-
ნილ სატანურ ავადმყოფობებთან.
გაგონების მსურველებს აბე ბულა ეუბნებოდა შემდეგს : « სატანური ავად-
მყოფობები, რომელთა ფესვიც ჯადოს-
ნობაშია,გათვალვაშია, განკურნებული უნდა იყოს და მათი განკურნება შეუძლიათ იმათ ვის სულიერ ძალაუფ-
ლებასაც ღმერთმა დაუმორჩილა დემონები და დემონებისაგან მომდინარე
ავადმყოფობები»(G.ჟ.Dემაიხ,Eსცლავეს დუ Dიაბლე,Aლბინ Mიცჰელ,1970).

ინიციირებულთა, განდობილთა განწმნდა,სიწმინდემდე მიყვანა შეუძ-
ლია სექსუალურ თავგასულობასაც.
« დამიანის ბუნება ორ სქესად დაიყო თავდაპირველი ანდროგინობის დაკარგ-
ვის შემდეგ.

ინიციაციას, ძალუძს ადამიანთა გან-
წმენდა. ამ მდგომარეობას მიღწეული ორი არსება აღარ ექვემდებარება სა-
ზოგადოების კანონებს რომლებიც ეხება ქორწინებას და ბუნების ზოგ კანონს ».
ეს ქადაგება იძლევა ბოროტების დაკანონების, ლეგიტიმაციის საშუალე-
ბას, მაგრამ აბე ბულას შემთხვევაში ის იძენს განსაკუთრებულ სახეს. ის ინიღ-
ბება ეზოტერულ სპეკულაციად რომე-
ლიც მოეწონებოდათ თანამედროვე სე-
ქტებს. ის ასევე წინ უსწრებს მონსტრების მიერ აკლებული არაცნო-
ბიერის კვლევას რომელსაც მალე შეუდგება ფროიდი.

ბოროტების მსახურნი მათ ჯადოქრულ სიგიჟეს ეზოტერიზმით ნიღბავენ და ამავე დროს იწყებენ ბოროტების ფსევდო-რაციონალიზაციას.

     ბულას თაღლითობის ბრალდებით
მიუსაჯეს პატიმრობა სამი წლით. 1875
წელს ის საბოლოოდ გააძევეს ეკლესიიდან.


      ბოროტების შავ ლეგენდაში თა-
ვისი მნიშვნელობით გამოირჩევა
გრიგორი ეფიმოვიჩ რასპუტინი,
რომელიც მასში ერთმანეთში ურევს სიწმინდესა და თავგასულობა-აღვირ-
ახსნილობას.

1872 წლისათვის გლეხურ ოჯახში დაბადებული რასპუტინი 30 წლის ასა-
კამდე რჩება ციმბირში, პატარა სოფელ
პოკროვსკოეში. ისაა მსმელი, მომლხენი, ჰყავს მრავალი საყვარელი.
მაგრამ მას ასევე სწყურია ღმერთი. მოხუცი ასკეტი მაკარის რჩევით ის ხდება მომლოცველი მოგზაური, ღვთის
რჩეული « სტარეც »-ების მსგავსად ხე-
ტიალობს უკიდეგანო რუსეთში.

რასპუტინის ფიზიკური აღნაგობაც აადვილებს მის როლს. წვეროსანი რასპუტინის თვალები აფრქვევენ ნა-
პერწკლებს. ესაა სულით მოხე-
ტიალე, რომელიც მიაღწევს ათონამდე,
საბერძნეთამდე. მალე გავრცელდება ხმები რომ რასპუტინი არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი და მკურნალი. მა-
გრამ რასპუტინი ყველაზე მეტად არის
მჭერტმეტყველი რომელსაც შეუძლია
თავისი ხილვების და რწმენის მოყოლა,
მისი მისტიკის სიტყვებით გამოთქმა.
ამით ის ძვრებს იწვევს გლეხთა ტრადი-
ციულ ცხოვრებაში. რასპუტინი აწყობს
ლოცვის მრავალ შეკრებას რომელთა მონაწილეების უმრავლესობასაც შეად-
გენენ ქალები. რასპუტინი წინ გამო-
დის, ლაპარაკობს,კითხულობს სახარებათა ნაწყვეტებს რომელთაც ის
შემდეგ განმარტავს რათა უკეთ გად-
მოსცეს რწმენა რომელიც ცვლის უკვე
მიღებულ წარმოდგენებს.

მლოცველთა ასეთი შეკრებები ზოგ-
ჯერ მთავრდება მლოცველთა ერთობ-
ლივი, ჯგუფური ბანაობით. ყოველი
მონაწილე იშოლტავს თავს და შემდეგ
ნებდება ხორციელი სიყვარულის ცდუ-
ნებას. ამავე დროს ყველა მადლობას სწირავს უფალს.

რასპუტინის აღვირახსნილობის კრიტიკოსები მალე იტყვიან რომ რასპუტინი არის უცნაური ასკეტები ხლისტების სექტის წევრი. ხლისტები
ტრიალებენ ისტერიული ერთიანობის
განცდამდე და ყოველივე ამას თან ახლავს გამათრახებისა და კოლექტიუ-
რი სექსუალობის სეანსები.

   აი რას ქადაგებს რასპუტინი:

ცოდვას სპობს ცოდვა. ღმერთი მიიღწევა სხეულთა და-
მდაბლებით. სექსუალობა მის-
ტიკური გზაა. ასკეტიზმი განუ-
ყოფელია სიამოვნებისაგან. სხეულთა ექსტაზი თან ახლავს არსის ექსტაზს.

რასპუტინი არის გამორჩეუ-
ლად ორაზროვანი ფიგურა. მისი
დოქტრინა შემდეგია :

სიკეთის გამარჯვებისათვის აუცილებელია ბოროტების ჩა-
დენა. ანგელოზი რომ გახდე ცხოველი უნდა იყო. ღმერთი რომ იყო უნდა ითამაშო ეშმაკი.

ბბოროტება აუცილებელია სიკეთის გამარჯვებისათვის.


თავისი სოფლიდან წასული რასპუტინი 1903 წელს ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში. ის იქ ისევ განასახიერებს გულანთებულ ქადაგს. თავის მჭერმეტყველ ქადაგებებს ის მოულოდნელად
წყვეტს ხოლმე მდუმარე,
უსიტყვო ლოცვისათვის.ამით ის ატყვევებს და აოცებს თავის აუდიტორიას. რასპუტინს, ვისაც აქვს უბრალო მუჟიკის გარეგნო-
ბა აცვია უბრალო ტილოს ბლუზა. თავისი გლეხური გა-
რეგნობით  უნდა ათასწლო-
ვანი რუსეთის განსახიერება.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


გოთური, ბნელეთის კულტურა-30 :


მიშელ ფოშე, ბოროტების ისტორიები დასავლეთში :


ეშმაკისეულნი :




რასპუტინი მალე მიიღეს მაღალი

ბურჟუაზიისა და არისტოკრატიის ოჯახებში. ის დასეირნობს სანკტ-

-პეტერბურგის დიდი სასახლეების მოოქროვილ სალონებში,სადაც ის ხიბლავს თანაშემწეებს. ღმერთის კაცი თუ ეშმაკის ქმნილება,რასპუტინი არის სიტყვების ჯადოსანი. მისი სიტყვების ძალას ემორჩილებიან მაღალი საზოგადოების ქალები,რომლებიც ხდებიან მისი საყვარლები და ეძლევიან კოლექტიური " სოყვარულის" სეანსენს.


1906 წელს რასპუტინი მრავალჯერ შეხვდა მეფე ნიკოლოზ მეორეს და დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნას.

1907 წლის ერთ « მშვენიერ » დღეს ის

საჩქაროდ დაიბარეს ცარსკოე სელოს

სასახლეში,სადაც ნიკოლოზ მეორის ვაჟიშვილ ახალგაზრდა ალექსის ბაღ-

ში დაცემის შემდეგ აქვს ჰემოფილიის

მძიმე კრიზისი. რასპუტინმა მიირბინა ბავშვის სასთუმალთან,უარყო ყოველ-

გვარი წამალი და დაიწყო ლოცვა. როგორც ჩანს ციმბირული შამანიზმი-

საგან მემკვიდრეობით მიღებული კონ-

ცენტრაციის რიტუალის მეშვეობით

მან მოახერხა ბავშვის მორჩენა. ამის

შემდეგ რასპუტინი სულ უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენდა დედო-

ფალზე. ის ასე შექმნის შავ ლეგენდას

იმპერატორის ოჯახის ირგვლივ და ეს ლეგენდა გარკვეულ როლს ითამაშებს

მის დისკრედიტაციასა და დაცემაში.



« რასპუტინი მეფეს და დედოფალს უძახოდა «  ბატიუშკას » და « « მატუშკას » ( მამიკოს და დედიკოს) და

მოურიდებლად ელაპარაკებოდა მათ

რუსეთის შესახებ. რასპუტინი რუსეთის

იმპერატორის ოჯახის წინაშე თამა-

შობდა რუსეთის წარმომადგენლის როლს. ნიკოლოზი მას რჩევას ეკითხე-

ბოდა ყველა სფეროში. ალექსანდრა თავის საკუთარი ხელით კემსავდა რასპუტინის ხალათებს.


ამასთან ერთად რასპუტინი განაგრძობდა ქადაგებას.


ის ისევ ამართლებდა ბოროტე-

ბას როგორც სიკეთესთან მიმყ-

ვან გზას. ის ქადაგებდა რომ ცოდვა არის ხსნის ელემენტი.




რასპუტინის მიერ მოწყობილი სექსის და ლოთობის ორგიები

რასპუტინს წარმოადგენენ შე-

მაშფოთებელი, საშიში, ეშმაკის

იარაღად ქცეული არსების სა-

ხით. ის სულ უფრო და უფრო დიდი სიძულვილის ობიექტია.

მას ბრალად სდებენ მეფის ხელი-

სუფლებისათვის ძირის გამოთხ-

რას. ამბობენ რომ ის არის დედოფლის საყვარელი. ჭორი

თავისას შვრება და გენერალი ბოგდანოვიჩი წერს თავის დღიურში : «  «  რუსეთს არ მართავს მეფე. რუსეთს მართავს მრეწველობის რაინდი რასპუტინი ».


წმინდა რუსეთს მართავს ეშმაკი. დედოფალს დაუფლებია

ეშმაკი. 1914 წლის ივნისში ეასპუტინს პირველად დაესხნენ

თავს მისი მოკვლის მიზნით.

რასპუტინს მუცელში ხმალი-

-ხიშტი ატაკა ხიონია გუსევამ და აღელვებულმა იკივლა :

«  მე შური ვიძიე უფალის გამო!

მე მოვკალი ანტიქრისტე! »


რასპუტინი ცოტა ხნით გა-

დარჩა. . რუსეთის ომში ჩაბმამ,

სულ უფრო და უფრო დიდმა გა-

ჭირვებამ სულ უფრო და უფრო დასცა რასპუტინის პოპულარო-

ბა და ამავე დროს მან კიდევ უფრო დაიმონა დედოფალი.ისე

ჩანდა თითქოს მხოლოდ რასპუტინს შეეძლო მეფის ჰემოფილი ვაჟიშვილის ტკივი-

ლების შემსუბუქება.


მისტიკურ ტრანსში ჩავარდ-

ნილი რასპუტინი სულ უფრო და უფრო შავ მომავალს უწინას-

წარმეტყველებდა რუსეთს.

ცნობილია რასპუტინის ყველაზე

სახელგანთქმული წინასწარმეტ-

ყველება რომელიც იუწყებოდა

მეფის ოჯახის ტრაღიკული ხვედრის შესახებ :


«  მე ვგრძნობ რომ სიცოცხ-

ლეს დავტოვებ პირველ იანვრამ-

დე. თუ კი მომკლავენ ჩვეულებ-

რივი მკვლელები,და თუ კი გან-

საკუთრებით მომკლავს ძმა რუ-

სი გლეხი,შენ, რუსეთის მეფევ

არ უნდა შეგეშინდეს შენი ტახ-

ტის და ძალაუფლების დაკარ-

გვისა,შენ არ უნდა შეგეშინდეს შენი ბავშვების მომავლისა, ისი-

ნი იმეფებენ საუკუნეების მან-

ძილზე. მაგრამ თუ მე მომკლავენ

ბოიარები, არისტოკრატები,თუ კი ისინი დაღვრიან ჩეს სისხლს

მათი ხელები დარჩება დასვრი-

ლი ჩემი სისხლით რომელსაც ისინი ვერ ჩამოიბანენ 25 წლის

მანძილზე. ისინი იძულებული იქნებიან წავიდნენ რუსეთიდან.

ძმები მოკლავენ ძმებს. ისინი და-

ხოცავენ ერთმანეთს.ქვეყანაში აღარ იქნებიან კეთილშობილნი. რუსეთის მიწის მეფევ,თუ შენ გაიგებ ზარის რეკვას გრიგორისთვის,იცოდე რომ თუ კი ჩემი სიკვდილის მიზეზია რო-

მელიმე შენიანი,ვინმე შენიანები-

დან, ვერც ერთი შენი შვილი ვერ იცოცხლებს ორ წელზე მეტ

ხანს. მათ მოკლავს რუსი ხალხი »


( ეს წერილი ფრანგულად ამ

წიგნის გარდა მოყვანილია ელენ

კარერ დანკოსის წიგნში «

«  რუსული უბედურება -»

H.Carrère d'Encausse-ს Le Malheur russe,Parid,Fayard,1988)


რასპუტინი მის სახლში მოკ-

ლეს 1916 წლის 16 დეკემბერს.ის

მოკლა თავადმა ფელიქს იუსუპოვმა,რომელიც რასპუტინში ხედავდა დემონს და რომელსაც უნდოდა რუსეთის განთავისუფლება ამ

დემონისაგან.


მაგრამ მისმა სიკვდილმა

გააგრძელა მისი შავი ლეგენდა: მან მიიღო ძლიერი,მომაკვდინე-

ბელი შხამის დიდი დოზა. თანაც

მას ახლოდან ესროლეს ტყვია,

მაგრამ მიუხედავად ამისა ის ისევ ცოცხალი დარჩა და გარეთ გაექცა მკვლელებს,სადაც მას

კიდევ 4 ტყვია დაახალეს და

წიხლების ცემით გაუხეთქეს

თავი. შემდეგ ის ჩააგდეს ნევაში

სადაც ის ბოლოს და ბოლოს დაიხრჩო.





ეშმაკი თავს არ აკვლევინებს

იოლად,მაგრამ მისი სიკვდილი

სულ მცირე რუსი ხალხის ნაწი-

ლის თვალში იუწყება ცარის-

ტული რუსეთის დამხობის შესა-

ხებ.მალე გამოჩნდებიან სხვა დემონები.



სიახლოვე ეშმაკთან, მასთან დადე-

ბული ხელშეკრულებები იწვევს იმას

რომ ამ ხელშეკრულების დამდები

ადამიანი საკუთარ თავს აიგივებს ეშმაკთან და ალბათ ესაა ეშმაკის უდიდესი ეშმაკობა.



''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


გოთური, ბნელეთის კულტურა-31 :


მიშელ ფოშე, ბოროტების

ისტორიები დასავლეთში :



თავი III


სატანური რიტუალები :


ეშმაკის სახელით ბოროტების ჩადენა გულისხმობს რიტუალებს. ეშმაკი არ კმაყოფილდება კუდიანებად ან

შეპყრობილებად მიჩნეული ნაწამები

და ნატანჯი ქალების პირით მისი სა-

ხელით მონაყოლით.

ეშმაკის მომხრეობა გულისხმობს

სიტყვის საკრალიზაციას,რიტუა-

ლების მოგონებას თუ საიდუმლო

საზოგადოებების შექმნასაც კი.

ეშმაკი შეიძლება მხოლოდ კულტის

ობიექტი იყოს. მაშინ ბოროტების დრამატურგია გარდაიქმნება საიდუმლო ცერემონიებად როდესაც სიტყვაა აღარაა თხრობა, ისაა ზეიმი,

მსახურება.


შავი მესები :


თუ კი ბოროტებას აქვს სიტყვასთან

დაკავშირებული ნაწილი საჭიროა ღვთაებრივი სიტყვის ამ მტრული სიტყვის განდიდება,მსახურება რელიგიური ხასიათის ცერემონიის,

შავი მესის მეშვეობით. ეს შავი მესა კონკურენციას უწევს ტრადიციულ წირვას, თავდაყირა აყენებს, არღვევს

ლიტურგიას.


ეს თავდაყირა დაყენება და საზღვრე-

ბის დარღვევა ხდება ღამის,შავი ფერის, საიდუმლოსა და ფარულის ნიშნით, რაც შეესაბამება ბნელეთის მთავარს. დე ლანკრეს ნაშრომი

«  ტრაქტატი ცუდი ანგელოზების და

დემონების ცვალებადობის შესახებ »

( De Lანcre,Traité de l'inconstance des

mauvais anges et démons) თანახმად

ზოგი ჯადოსანის (კუდიანის) მოწ-

მობით მღვდლები შაბათობით ატარებენ წირვებს ეშმაკის სადიდებ-

ლად...


სხვა მოწმობებში ყვებიან რომ თანაშემწეები იკრიბებიან იატაკზე გაკეთებული ხვრელის ირგვლივ სადაც ყოველი მათგანი შარდავს. რომ მღვდლები მათი სოფლის ეკლესიაში წირვის ჩატარების შემდეგომ ღამეს ატარებენ სხვა, შავ წირვას. ისინი

ამ უკანასკნელ შემთხვევაში პირით მიმართული არიან არა საკურთხევლის-

კენ, არამედ კრებისკენ, უდიდესი ზიზღის ნიშნად ისინი ფეხით სთელა-

ვენ საეკლესიო სიწმინდეებს.




ლაპარაკი არაა იმაზე თუ რა არის მართალი და რა არის ტყუილი ხში-

რად წამებით გამოძალულ ჩვენებებში,

ლაპარაკია იმაზე რომ ბოროტ სიტყვას დასაფუძნებლად სჭირდება რიტუალი-

ზაცია შავი მესის, თავდაყირა დაყენე-

ბული ლიტურგიის სახით.


საწამლავთა სახელგანთქმული საქმე იძლევა XVII საუკუნეში მეფის საყვარელი მადამ მონტესპანისა და მა-

ღალი რანგის არისტოკრატთა მიერ ჩატარებული შავი მესების მაგალითს.

შავ წირვებს ატარებს მრავალი მღვდელი,მაგ. წმინდა ესტაშის ვიკარი,

ბარტელემი ლემეინან,რომელიც ერთ-

-ერთი ამ რიტუალის დროს მსხვერპ-

ლად სწირავს ორ ბავშვს, რომლებსაც ნაჭრებად ჭრის,თუ ფრანსუა მარიეტ,

სან-სევერას ვიკარი,მაგრამ ყველაზე საშინელი მათ შორის არის აბე გიბური, რომელმაც მეზობლის შემ-

წეობით მსხვერპლად შესწირა უამრავი ბავშვი ცერემონიებზე რომელთა დროსაც ბოროტების ისტორიისათვის

ჩვეულებრივად ერთმანეთს ერევა სექსი და მკვლელობა  (აქ მთარგმნელი ტექსტს ცოტათი ამოკლებს რათა არ შეგაწყინოთ თავი ფრანგულ ორიგინალში უფრო დაწვრილებით აღწერილ საშინელებათა გადმოცე-

მით)...




სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არა აქვს სცენარს შავი წირვისა, რომელსაც ზუსტად აღწერს ჟ.კ.ჰუისმანსი თავის რომანში« იქ »(1891),

ვინაიდან რიტუალი როგორც ჩანს ზოგჯერ განიცდის ვარიაცებს და ექვემდებარება იმპროვიზაციებს


მთავარია « შავი » დრამატურგიის შემუ-

შავება და სექსთან და სიკვდილთან თამაში ზოგი მუდმივას შესაბამისად:


შავ მესას იხდიან ოთახში რომლის კედლებზეც გადაჭიმულია შავი ნაჭე-

რი, სადაც არის საკურთხეველი მასზე აღმართული გადაყირავებული ჯვრით.

საკურთხეველზე გაწოლილია მთლია-

ნად შიშველი ქალი. მღვდელი სწირავს ქალის მუცელზე,რომელზეც აწყობს რიტუალურ ობიექტებს: ჯვარს,თასს...


მაგრამ ბოროტი სიტყვის დრამატურ-

გია შეიძლება გაძლიერებული იქნეს

და რიტუალის უბრალო ელემენტ-

მა შეიძლება შეიძინოს წინასწარმეტ-

ყველური განზომილება.


მაშინ ეშმაკისეულნი არ კმაყოფილ-

დებიან ეშმაკის რეალური თუ წარ-

მოსახვითი მსახურების როლით.


ისინი მიზნად ისახავენ ახალი კულ-

ტის, ახალი რელიგიის შექმნას და

ეშმაკის წარმომადგენელთა ფუნქციის

შესრულებას. ისინი თვითონ გადაიქცე-

ვიან დემონებად.


'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''



   კრული და შეჩვენებული ალისტერ კროული !!!

გოთური, ბნელეთის კულტურა-32 :


მიშელ ფოშე, ბოროტების

ისტორიები დასავლეთში :



თავი III



სექტები და საიდუმლო საზოგადოებები :



ასეთია ალისტერ კროული ( Aleister Crowley), რომელმაც თავის თავს დაარქვა «  დიდი მხეცი »,რიტუალებისა

და საიდუმლო საზოგადოებების სრულიად გამორჩეული ავტორ-

-შემქმნელი. ის 1875 წელს დაიბადა ლიმინგტონში, დიდ ბრიტანეთში. მან განათლება მიიღო ოქსფორდის სამების კოლეჯში და მამამისის უზარმაზარი ქონების მემკვიდრეობით მიღების შემდეგ ის გახდა მოგზაური და ალპინისტი. ალისტერ კროული გაიტაცა ოკულტიზმმა. 1898 წელს ის ინიციირებული იქნა გოულდენ დაუნის

(Golden Dawn) ორდენში. ამ ორდენის წევრები სხვათა შორის იყვნენ მწერლები იტსი ( Eats), არტურ მაჩენი

( Arthur Machen), « დრაკულას » ავტორი

ბრემ სტოკერი, « ფუ მანჩუ »-ს ავტორი

საქს რომერი.


საიდუმლო საზოგადოება

გოულდენ დაუნ 1887 წელს დაარსა

ფილოსოფოსი ანრი ბერგსონის სიძემ,

( დის ქმარმა) სემუელ მატერსმა

(Samuel Mathers). ამ საზოგადოების ქადაგების თანახმად კაცობრიობას

ხელმძღვანელობენ,უძღვებიან

« უცნობი უფროსები », ლუციფერელები რომლებმაც ჟამთა დასასრულს უნდა დაიკავონ ადამიანთა ადგილი,შეცვალონ ადამიანები.


არტურ მაჩენ თავის ერთ-ერთ ნოველა-

ში სათაურად «  თეთრი ხალხი »

ერთ-ერთი პერსონაჟის პირით სრულებით ლუციფერულად, გოულდენ დაუნის სწავლებისათვის ტიპიურად განსაზღვრავს იმას თუ რა არის ბორო-

ტება :



«  ცოდვა ჩემის აზრით არის სხვა და უფრო მაღალ სფეროში შესვლა უკანო-

ნოდ, აკრძალული ხერხით... ადამიანი

ცოდვას ჩადის მაშინ როდესაც ცდილობს მისთვის მიუცემელი, არ-

-მიცემული ექსტაზისა თუ ცოდნის მო-

პოვებას. ასეთი ცოდვილი იქცევა დემონად... მე ვფიქრობ, მაგალითად,

ჟილ დე რეზე... ბოროტება ადამიანში არის სიწმინდისა და გენიის მსგავსად.

ესაა ცნობიერებისადმი დაუმორჩილე-

ბელი სულიერი ექსტაზი »

( Arthur Machen, Tales of Horror and the

Supernatural).


კროული იძენს ბოლესკინის სახლს ლოხ ნესის ნაპირებზე,

სადაც ის ცდილობს მაგიის

გაურკვეველ და აბდაუბდა ნაწერის ( «  მაგი აბრამელინის

წიგნი »-Livre d'Abramelin le Mage)

ფორმულების სიტყვა-სიტყვით შესრულებას. კროულის სახლი მალე ზანზარებს მისი მოწოდე-

ბებისაგან და სიტყვებისაგან.

ის სულ უფრო და უფრო დაბე-

ჯითებით უხმობს ბნელეთის ძალებს.


კროული შემდეგ იწყებს მოგ-

ზაურობას, გარკვეულ ხანს ცხოვრობს მექსიკაში, სადაც ეცნობა ინდიელთა მაგიას. შემდეგ მიდის აზიაში, სწავ-

ლობს «  მარცხენა ხელის ტანტრიზმს », მოძღვრებას რომლის თანახმადაც ზებუნებრივ ძალათა განვითარე-

ბა შესაძლებელია სექსუალური პრაქტიკებით. 1903 წელს ის ცხოვრობს პარიზში სადაც ოგიუსტ როდენთან,სომერსეტ მოემთან,მარსელ შვობთან თუ მარგერით მორენოსთან ერთად ეწევა აღვირახსნილ ცხოვრებას.

შემდეგ ის ბრუნდება ბოლესკინის სახლში, სადაც ცოლად ირთავს თავისი ერთ-

-ერთი მეგობრის დას როზ კელის. როზ კელის აქვს მედიუმის უნარი. და ის ეგვიპტე-

ში მოგზაურობისას ალისტერ კროულის აკავშირებს ასირიელ ერთეულთან სახელად აიფასს,უცნობ უმაღლეს არსე-

ბასთან, რომელიც კროულის უკარნახებს ახალი ინიციაციური

ორდენი «  ასტრუმ არგენტინუმ »-

-ის დაარსებას. აიფასსი როზ კელის პირით ალისტერ კროულის უკარნახებს ბოროტე-

ბის მთესველ მოძღვრებას, ექსტაზის, ძალადობის და ჭექა-

-ქუხილის ღმერთი ჰორუსის სახარებას რომელმაც უნდა შეცვალოს ოზირისის და ქრისტეს მოძღვრებები.



ალისტერ კროული ხმებს იცვ-

ლის როლების მსგავსად. ის აღარ გალობს მაგიურ ფორ-

მულებს,ის იქცევა წინასწარ-

მეტყველად და ქადაგებს ახალ სახარებას.ალისტერ კროული სახელად ირქმევს «  დიდი მხეცი 666 »,ისაა დემონი, აპოკალიფსის

დიდი მხეცი.


1906 წელს ის წერს თხზულე-

ბას «  კანონის წიგნი »,რომელ-

შიც ქადაგებს ჰორუსის ახალ რელიგიას.


1914 წელს გაკოტრებული ალისტერ კროული მიდის ნიუ იორკში,იყვანს მოწაფეებს, თავზარს სცემს ქრონიკას სექსისა და შავი მაგიის შერე-

ვით. მაგრამ თავისი ლოღიკა მას ბოლომდე მიჰყავს ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც მოახდენს თავისი უკანასკნელი ბრიტანული ქონების ლიკვი-

დაციას.


ის მაშინ ჩეფალუში, სიცილიაში, აარსებს რაღაც

« თელემის მონასტერს »,სადაც აჰყავს მოწაფეები და ავტო-

კრატულად აგრძელებს

რიტუალების შესრულებას და სექსუალურ ექსპერიმენტებს.

ზოგმა ქალმა არ მოინდომა ალისტერ კროულის ზოგი სექ-

სუალური რიტუალის შესრულე-

ბა.გაბრაზებულმა ალისტერ კროულიმ ისინი დაატიტვლა და

პაპანაქება მზეში დააყენა გა-

დაჯვარედინებული ხელებით

და გავარვარებული რკინით

დადაღა მათი მკერდი. ამით კროულის სურდა იმის დამტკიცება რომ ეს ქალები მისი ქმნილებები არიან.ამავე

დროს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ალისტერ კროულის ერთ-ერთი მოწაფე პოეტი რაულ ლოვედეი. ამის შემდეგ ალისტერ კროული გააძევეს სიცილიიდან.


ავადმყოფი, ნარკომანი, ქონისაგან გასიებული ალისტერ კროული განაგრძობდა ხეტიალს და აღვირახსნილ ცხოვრებას. ის ბოლოს და ბოლოს გარდაი-

ცვალა 1947 წელს (თემის დასასრუ-

ლი, მოკლე დასკვნა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრების გაგრ-

ძელება იქნება).


               

No comments:

Post a Comment