შელ ფოშე, ბოროტების ისტორიები დასავლეთში :
თავი III
სექტები და საიდუმლო საზოგადოებები:
ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბოროტება სარგებლობს, იკვებება მითოლოგიით და სწორედ მითოლოგიის ირგვლივ იქმნებიან და ერთმანეთს უკავშირდებიან, ერთმანეთში აღწევენ საიდუმლო საზოგადოებები. გოულდენ დაუნის მოძღვრებამ უეჭველად იქონია გავლენა საზოგადოება თულეზე,რომლის სიგიჟეებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ნაციზმის გაჩენაში. ჰიტლერის მრჩევლად ქცეული კარლ ჰაუსჰოფერი და მისი მსგავსი უნდივიდები ერთი საზოგადოებიდან მეორეში
გადავიდნენ ინტელექტუა-ლური ინტერესის გამო. ამ მოძღვრებებმა შექმნეს საერთო იდეოლოგიური ფონდი რომელმაც კვება ბევრი მეტ-ნაკლებად საიდუმლო საზოგადოება.
საზოგადოება თულე რუდოლფ ფონ სებოტენდორფმა ( ნამდვილი სახელი-ალფრედ რუდოლფ გლაუერ) მიუნხენში შექმნა 1917 წლის 25 დეკემბერს. ეს კაცი დიდი ხნის მანძილზე მოგზაურობდა აზიაში, ავსტრალიაში და მახლობელ აღმოსავლეთში. ის თურქეთში შეხვდა ბარონ ფონ სებოტენდორფს,რომელმაც ის იშვილა და დაუტოვა თავისი ქონება.
აღმოსავლეთიდან მან ყველაზე მეტად ჩამოიტანა დიდი რელიგიური და ეზოტერული ცოდნა.
საზოგადოება თულე ეწერება ომის წინა რასისტული და ანტისემიტური ლიგების ტრადიციაში,მაგრამ ის ავითარებს თავის საკუთარ მითოლოგიას.
მისი სახელი მიუთითებს ცნობილი სამყაროს ყველაზე ჩრდილოურ ლეგენდარულ მიწაზე,რომელიც სტრაბონის თანახმად « მდებარეობს იქ სადაც ზაფხულის ტროპიკი ხდება არქტიკული წრე ». აგრეთვე ვირგილიუსის და სენეკას მიერ ნახსენები ეს მიწა თამაშობს საწყისის მითის როლს. ის იყო გერმანული აზრის, რომანტიკოსების თუ ნიცშეს შთაგონების წყარო:
ჩრდილოეთის, ყინულის, დღევანდელობის,სიკვდილის იქით, განზე.
ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ბედნიერება.ვერც ხმელეთითა და ვერც ზღვით ვერ იპოვის ვერავინ ჩვენსკენ, ჰიპერბორეელებისაკენ მომავალ გზას.
ჩვენ შთავაგონეთ ბრძენი რათა მას ექადაგა.
თულე არის ხელუხლები მიწა,რომელიც აძლიერებს ამაღლების ლეგენდას: ესაა ცასთან ახლო ადგილი.აღდგენისა და მშვიდობის სივრცე. ამიტომაა რომ «ჩრდილოეთისკენ არ მიდიან: ჩრდილოეთისკენ მაღლდებიან»

(ჟმალორი,მითის სივრცე,წმინდა მიწაJ.Malaurie, Espace du mythe, terre sacrée »,in Imaginairesdu grand Nord, Chemins d'étoiles,Paris,2003).
მაგრამ თუ კი ჰიპორბორეა წინასწარმეტყველებაში ეხმარება ბრძენს, როგორც ამას ამბობს ნიცშე, მას ასევე შეუძლია შავი ლეგენდის შექმნა.
საზოგადოება თულე, რომელიც იმეორებს გოულდენ დაუნის ქადაგების მსგავს იდეებს, ქადაგებს რომ მალე უნდა გამოჩნდეს « უცნობი ხელმძღვანელი » რომელიც სულიერად და ბიოლოგიურად აღადგენს უმაღლეს ადამიანებს,არიელებს და ასე გააჩენს ახალ მზიურ,სოლარულ დინასტიას რომელიც გაბატონდება მსოფლიოზე.
1912 წელს ლაიპციგში შექმნილი და ომის დროს მიძინებული თულეს გერმანელთა სექტით შთაგონებულმა საზოგადოებამ სიმბოლოდ შეარჩია შებრუნებული სვასტიკა.ის დაუყოვნებლივ ჩაება პოლიტიკაში და დაიწყო შხამიანი, გესლიანი ანტისემიტიზმის ქადაგება.
ამ ანტისემიტურ აქტივიზმში დიდ როლს თამაშობს ლუდის,ქალების
და ლიტერატურის ერთნაირად მოყვარული ბავარელი დიტრიხ ეკარტი,რომელიც მოუწოდებს ბრძოლისაკენ « უსულო იუდაიზმის» წინააღმდეგ. ცნობილია რომ ის მალე გახდა ჰიტლერის ერთ-ერთი მენტორი,მისი მრჩეველი პროპაგანდის საკითხებში.
ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ სიტყვიერი სიგიჟეები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ აძლიერებენ საიდუმლო საზოგადოებათა თუ სექტების მსგავსი რეზონატორები.
საზოგადოება თულეს ეზოტერული და რასისტული სპეკულაციები გაავრცელებს შეხედულებებს, ხმებს, ცრურწმენებს, ფსევდოთეორიებს რომლებიც ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნიან ნაციონალ-სოციალიზმს.
როგორც წერს ჰიტლერის ერთ-ერთი ბიოგრაფი იოახიმ ფესტი «ასოციაციის სათავსებში, მის შეკრებებზე,შეხვდებოდით თითქმის ყველა იმ პირს რომლებიც მომდევნო წლებში ესოდენ დრამატულად ბატონობენ ბავარულ სცენაზე.იმ ხანის დოკუმენტები ახსენე
ბენ დიტრიხ ეკარტის,გოტფრიდ ფედერის,ჰანს ფრანკის,რუდოლფ ჰესის თუ კარლ ჰარერის სახელებს.»
შავი სიტყვა უწყვეტად გადადის სექტიდან სექტაში, საზოგადოებიდან საზოგადოებაში. ვრცელდება ეზოტერულ წრეებში
ეს თავი ასე უნდა დავამთავროთ უკანასკნელი მაგალითით, მაგალითით ჩარლს მენსონის სექტისა. მან 1969 წლის 8-9 აგვისტოს ღამით ბელ ერის საცხოვრებელ კვარტალში, კალიფორნიაში, ერთ-ერთ ვილაში მოკლა ხუთი ადამიანი.მოკლულთა შორის იყო შარონ ტეიტი, კინემატოგრაფისტი რომან პოლანსკის მეუღლე.
სხეულები ნაწამები იყო და კედლებზე შესხმული იყო სისხლი. გაირკვა რომ მკვლელები ასრულებდნენ გარკვეულ რიტუალს. მკვლელები თავის სახეზე ისვავდნენ მათ მიერ მოკლულთა სისხლს. სიუზან ატკინსმა დალია შარონ ტეიტის სისხლი (Susan Atkins, Sharon Tate).
ორი დღის შემდეგ ამ პირველი სასაკლაოდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით ზუსტად ისეთივე სასაკლაოს მსხვერპლი გახდა სუპერმარკეტთა ქსელის მფლობელი კომერ
სანტების წყვილი. სამი თვის შემდეგ დააპატიმრეს დამნაშავეები (სამი ქალი; პატრისია კრენვინკელ,სიუზენ დენიზ ატკინს,ლინდა კასაბიან და ერთი მამაკაცი,ტექს უოტსონი). ოთხივე არის «ოჯახად» წოდებული რაღაც თემის წევრი. ეს თემი დაბუდებულია ლოსანჟელესის მიკარგულ გარეუბან რურალ სილმარის სპან მუვი რანჩში.ეს «ოჯახი» აერთიანებს ერთი «გასხივოსნებული» (illuminé) 34 წლის გურუ ჩარლზ მენსონის ირგვლივ დაჯგუფებულ ასიოდე წევრს.
მენსონი ნებისმიერი სექტის ბელადის მსგავსად ოცნებობს თავის შეხე- დულებათა გავრცელებაზე და ამის საშუალებას მას მისცემს სასამართლო,რომელიც სანატრელი ტრიბუნაა ცრუ წინასწარმეტყველისათვის.
მენსონმა შუბლზე დაიხატა სვასტიკა. ის ლაპარაკობს. ის მსმენელებს უხსნის რომ ის გახლავთ აპოკალიფსის საუწყებლად მოსული ახალი მესია და ამიტომ ის დგას კანონებზე მაღლა.
ამერიკული საზოგადოებისაკენ ზურგით შექცევით მცხოვრები სექტის ბელადი მენსონის თქმით მისი სატანიზმი არის მხოლოდ მისი სიწმინდის მეორე მხარე და მკვლელობები არის დედამიწის ცენტრში მცხოვრები «უცნობი უფროსებისადმი» მიტანილი მსხვერპლი. კაცობრიობა დაინტერესებულია ამ «უცნობი უფროსების» მოსვლის დაჩქარებით.
როგორც ვხედავთ ერთი და იგივე თემა დადის საუკუნიდან საუკუნეში, გოულდენ დაუნიდან ჩარლზ მენსონის «ოჯახამდე»
თულეს საზოგადოების გავლით.
სექტანტური სიტყვა არის ყალბჭეშმარიტებათა დაძალების, სულთა ჩაგვრის და ამავე დროს უმაღლესი დემონური არსების მოხმობის სიტყვა,რაც ამართლებს სამყაროსათვის და სინამდვილისათვის ზურგის შექცევას.
ჩარლზ მენსონს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რაც შეიცვალა მუდმივი პატიმრობით მას შემდეგ რაც კალიფორნიაში საზოგადოდ გააუქმეს ეს სასჯელი //სულ ეხლახანს გავრცელდა ცნობა,რომ მან ციხეში ისწავლა რუსული და მარქსიზმი,ის შეიწყალეს, გადასახლდა რუსეთში და გახდა რუსეთის კომპარტიის წევრი//.
დასკვნითი ნაწილი:
ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ჰოლანდიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა ბერნარდ დე მანდევილმა ერთ-ერთ თავის არაკში გამოთქვა თეორია რომლის თანახმადაც საზოგადოება ვითარდება უმთავრესად მის უზნეობათა და უწესობათა წყალობით. გამოდის რომ ადამიანს უბრალოდ უნდა სიკეთე,მაშინ როდესაც ის დაუოკებლად მიისწრაფის უზნეობისაკენ.
საინტერესო ციტატა:
«მანდევილის მტკიცებით ფუტკრები დიდ და ძლიერ სკაში თავისუფლად და გემრიელად ვერ იცხოვრებენ მრავალ უსაქციელობათა ჩადენის გარეშე. წაართვით ამაოება დიდ მანდილოსნებს და აღარ იქნება აბრეშუმის მანუფაქტურები,აღარ იქნება ათასობით სახის მუშა. ერის დიდი ნაწილი გამათხოვრდება. წაართვით სიხარბე კომერსანტებს,ინგლისური ფლოტები მოისპობა. წაართვით შემოქმედებს შური,შეწყდება შეჯიბრი, გაბატონდება უმეცრება და უზრდელობა» (ვოლტერი).
მაშ ასე, თუ გინდათ ცივილიზებულ საზოგადოებაში ცხოვრება უწესონი და უსაქციელონი უნდა იყოთ. უნდა უარი თქვათ ათ მცნებაზე, როგორც ამას ინგლისური რადიო ბიბისის რუსული რედაქციის ტალღებზე ქადაგებს ბატონი რობერტ სტურუა (ყველაფერი დაშვებულიაო, ბრძანა მან, მთავარია ამ ყველაფრის ლამაზად გაკეთებაო).
ჩარლზ მენსონის მაგალითზე ვხედავთ რომ ბერნარდ დე მანდევილმა
მოახერხა კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნება, რაც სხვა
თაშორის, რობერტ სტურუას «ქადაგებების» გარდა შემდეგ რამეშიც გამოიხატება:
« სულ უფრო და უფრო მრავლდება საფლავთა,საკულტო ადგილების წაბილწვის, ჯვრების თუ სხვა რელიგიური ობიექტების მოსპობის შემთვე
ვები. სატანას კულტი ფარულად თუ აშკარად და პროვოკაციულად ვრცელ
დება კომიქსების,სულ უფრო და უფრო მჭექარე მუსიკის,ძალადობით სავსე ფილმების და თამაშების მეშვეობით.
არსებობას განაგრძობენ მცირერიცხოვანი მაგრამ მტკიცე და ანტისოციალუ
რი შეხედულებების მქონე ჯგუფები. ამ ფენომენებში, ისევე როგორც ყოველ
თვის, დღესაც ჩათრეულები არიან ბავშვები და მოზარდები. ესაა ფსიქიუ
რი და სოციალური ავადმყოფობების ნიშანი. ასეთი ქცეა ამჟღავნებს სადის
ტურ და ავადმყოფურ ტენდენციებს რომლებიც ადამიანებისთვის ძვირფასი რელიგიური სიმბოლოების და ხატების წინააღმდეგ მიმართული აგრესიით მიზნად ისახავენ ნგრევას და დამცირებას და ამით ავადმყოფური სიამოვნე
ბის მიღებას. უნდათ ყველანაირი აკრძალვის, მათ შორის სიკვდილის გა
დალახვა დაძლევა. მოზარდი თავს მოიწონებს ამ უწესობით იმიტომ რომ
ის მას აგრძნობინებს რომ არსებობს.
პასუხიმგებლობა ასეთ უწესობებზე ნაწილობრივ ეკისრება სოციალურ კონტექსტს. რელიგიური, განსაკუთრებით ქრისტიანული სიმბოლოები, რწმენები და პრაქტიკები მასხრადაა აგდებული და უარყოფილია. ღმერთის უარყოფა წარმოდგენილია თანამედროვე და თავისუფალი აზრის უდიდეს მიღწევად. აცხადებენ რომ ეს თავისუფლება მდგომარეობს ყველა საზღვრის გადალახვაში,ყველა ღირებულებათა თავდაყირა დაყენებაში და ამდენად ყველა აკრძალვის უარყოფაში. ვრცელდება აზრი რომ უარყოფილი უნდა იქნეს მიცვალებულებთან და მათ საფლავებთან დაკავშირებული ყველა ტაბუ.
უარყოფილი და განზე გაწეული ღმერთის არყოფნა ადგილს უნთავისუფლებს სატანას კულტს. მაშ რა არის სატანიზმი?
ქრისტიანობის წყობის დარღვევა, თავდაყირა დაყენება:
სატანიზმი არის ქრისტიანობის წყობის დარღვევა, თავდაყირა დაყენება.
ლუციფერს თაყვანს სცემენ როგორც ანგელოზს რომელმაც გაბედა აჯანყება ყოვლისშემძლე და დამასაჭურისებელი ღმერთის წინააღმდეგ ადამიანისა და მისი ცხოვრების, ტკბობისა და აბსოლუტური თავისუფლების გასანთავისუფლებლად.
ლუციფერული «სარწმუნოება» არის თავდაყირა დაყენებული ქრისტიანობა. მუდამ ტკბობის პროცესში მყოფი, თავისი ხვედრის აბსოლუტური ბატონ–პატრონი ადამიანი-ღმერთის რწმენა. სატანა ჩვენს სამსახურში აყენებს ჩვენს მიერ ჩვენი საკუთარი თავის რწმენას და ფარულ, ოკულტურ ძალებს. ამის მოწმობაა ეს კრედო,რომელიც მიეწერება ერთი ინიციირებულის ვიკაში (ინგლისურად ( Witchkraft, ჯადოსნობა-კუდიანობა) შესვლის რიტუალ :
«ლუციფერო,ჩემო უფალო და ბატონო,გაღიარებ ჩემს ღმერთად,უზენაეს არსად. ვდებ პირობას რომ დაგემორჩილები,გემსახურები მანამდე სანამ ცოცხალი ვიქნები. მე უარვყოფ ყველა სხვა ღმერთს, იესო ქრისტეს,მის წმინდანებს,.. ნათლობას».
ლუციფერული რელიგიის რიტუალი როგორც წესი თავდაყირა დაყენებული კათოლიკური რიტუალია: თავდაყირა დადგმული ჯვრები, შავი გადასაფარებლები და სანთლები, პირიქით წარმოთქმული ლათინური ფორმულები დალოცვები,თხის გამოსახულებიანი სარკე, წირვის პაროდია ზიარების ადგილას სექსუალური დაწყვილებით. ყველაფერთან ერთად დღეს ჩანს ვაჭრობა, მოგებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სახელის მოპოვების მცდელობაც,რაც ხდება უფრო წარმართობისა და აღდგენილი დრუიდიზმის და არა რეალური სატანიზმის ფონზე.
მაგრამ ესაა აგრეთვე მრავალ და დიდ გაუფრთხილებლობათა ადგილიც ვინაიდან გაუცნობიერებელ მისწრაფებათა, ჟინთა განთავისუფლება დაუსჯელი არ რჩება.ამის მოწმეა პრესის მიერ აღწერილი მრავალი შემთხვევა და ეგზორსისტთა კაბინეტები.
სატანიზმი, მაგია,ჯადოსნობა-კუდიანობა:
სატანიზმი მაგიის ახლო ნათესავია.
მაგიას უნდა ფარული, ოკულტური ძალების გამოყენება ან თავის პირადი თუ თავისი ახლობლის სასარგებლოდ ან ვიღაც სხვის წინააღმდეგ. ის ასევე მიზნად ისახავს ადამიანში ჩამარხულ იდუმალ უნართა, მონაცემთა განვითარებას, ადამიანის განთავისუფლებას დროისა და სივრცისაგან, მოგზაურობას შიგნით და გარეთ,სამყაროს აღმოჩენას, ზედასა და ქვედას,მიწისა და ცის ,ქმნილისა და უქმნელის გაერთიანებას. მაგია მდგომარეობს ჩვენში და ჩვენს გარეთ არსებული უცნობი, კოსმიური
ძალების,მის უხილავ მკვიდრთა ძალის დაუფლება-დამორჩილების სურვილში.
ამით ის ენათესავება სატანიზმს,განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკია შავ მაგიაზე, რომელსაც უნდა ჩვენი შინაგანი ნეგატიური ძალების დაკმაყოფილება, ჩვენი დემონების და უწმინდური წადილების კორტეჟის გაღვიძება.
ჯადოსნობა-კუდიანობაც ახლოა სატანიზმთან როგორც «რელიგია».
ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება რომ ვუახლოვდებით საიდუმლოს, რომ ურთიერთობას ვამყარებთ უხილავ სამყაროსთან. ესაა რელიგიური განცდის ერთ-ერთი არქაული ფორმა, მაგრამ მასში ბატონობს შიში. ჩვენ სამყაროში ფარულად მოქმედი სასიკეთო თუ ავის მოქმედი ძალების დამორჩილება,გაკონტროLლება, ჩვენს სამსახურში ჩაყენება გვინდა იმიტომ რომ გვეშინია,გვინდა საკუთარი თავის დაცვა. თვითონ ჯადოსან-კუდიანსაც ლუციფერის მსგავსად უნდა ღმერთთან გაიგივება. ეს პრომეთეული წადილი ჩანს მისწრაფებაში სხვათა აბსოლუტურად დამორჩილებისაკენ, მტრებისთვის შორიდან ვბოროტების გაკეთებით ან მათი სასიცოცხლო ენერგიით სიმბოლურად კვებით. ჯადოსანი მაშინ ხშირად უხმობს ანტიღმერთს: ეშმაკს.
მას ქვესკნელის ანგელოზის მსგავსად უნდა ღმერთთან გათანაბრება. ჯადოსან-კუდიანი ასე შეიძლება გახდეს სატანისტი.
სატანიზმი დასავლეთში:
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის ექსპერტების თანახმად
ყოველწლიურად ქრება მრავალი ადამიანი. ისინი ემსხვერპლებიან სატანურ
მკვლელობებს რომელთაც თან ახლავს სადო-მაზოხისტური აქტები, ნარკოტი კის მიღება, ,სასაფლაოების წაბილწვა და სატანას ნიშნები: დაყირავებული პენტაედრები, რიცხვები 666,თხის გამოსახულება და ა.შ.ზოგმა ტელე-ევანგელისტმა გამოიყენა ეშმაკის ეს დაბრუნება. ისინი მიმართავენ შთამბეჭდავ ეგზორსიზმებს, მოუწოდებენ დემონთან ბრძოლისათვის საჭირო ფონდების შექმნისაკენ.
შესაძლებელია სატანისტთა სამი კატეგორიის გარჩევა:
1) ჩამოყალიბებული კულტების თუ «ეკლესიების», მაგ. სეტის ტაძრის თუ
ანტონ ვეის მიერ 1967 წელს კალიფორნიაში შექმნილი სატანას ეკლესიის ადეპტები.- ეს უკანასკნელი» თავს წარმოადგენს ალისტერ კროულის სულიერ შვილად, « ორდო ტემპლის ორიენტის »-ის წევრად, ის იკვეხნიდა იმით რომ ჩავიდა ქვესკნელში და უშუალო ურთიერთობები დაამყარა დემონებთან. 1973 წელს მას წარმომადგენლები ჰყავდა და ტაძრები ჰქონდა შტატების უმრავლესობაში. ის ამტკიცებდა რომ ჰყავდა ათ ათასზე მეტი მიმდევარი,მათ შორის ისეთი სახელგანთქმული პირები როგორიც არიან ზანგი მომღერალი სამი დევისი, კინომსახიობი ჯეინ მენსფილდი და გურუ ალან უოტს.
2): საშიში და მკვლელი სატანისტები,მაგ. ჩარლზ მენსონი და მისი «ოჯახი», რომელთაც რიტუალურად მოკლეს რომან პოლანსკის მეუღლე, მსახიობი შარონ ტეიტ. მაგრამ მენსონი ახალგაზრდების გმირად 1970-ან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში კონტრ-კულტურისა და ჰიპების კულტურის ფარგლებში იქცა მოქმედებაზე აი ასეთი გადასვლის შემდეგ.
3), უფრო ხშირად ახალგაზრდა დილეტანტები რომლებიც ერთობიან სასაფლაოების აოხრებით თუ კატების გამოწვლით როკენროლის კონცერტების შემდეგ.
ინგლისში, ჯადოსნურ-კუდიანური ორგანიზაცია ვიკას გაჩენის ადგილას ოკულტიზმის ტრადიციამ წარმოშვა სექსის, ნარკოტიკის და სამგლოვიარო-პირქუში რიტუალების გამაერთიანებელი სატანიზმის ერთ-გვარი ფორმა. მაგრამ აგრეთვე ამხელენ და გმობენ ბავშვების წინააღმდეგ მიმართულ სექსუალურ ძალადობას,რასაც ჩადიან სატანას ადეპტები «მათი ძალაუფლების გასაზრდელად».
გერმანიაში სატანიზმი იქცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფენომენად. მან იმდენად ჩაითრია ახალგაზრდობა რომ ააღელვა მასწავლებლები რომელთაც მოაწყვეს კურსები ოკულტიზმზე,მაგიაზე, სპირიტიზმზე,რომლებიც ითვლება სატანიზმამდე მიმყვან მოვლენებად.
შედარებით ახალი მიმდინარეობა «ახალი ხანის» (New Age) განვითარებამ ბევრად უფრო ხელმისაწვდო მი გახადა ირაციონალურის შემაშფოთებელი ასპექტები.
იტალიაში, სატანას არსებობის სჯერა მოსახლეობის თითქმის ნახევარს. ცრურწმენასა და მაგიას მრავალი მიმდევარი ყავს განათლებულ წრეებშიც კი. დიდად ინდუსტრიალიზებული ადგილები, მაგ. ჩრდდილოეთი ტურინით სათავეში გახსნილები არიან ეზოტერიზმისა და ოკულტიზმის მიმართ. სატანიზმი და ოკულტიზმი სინამდვილეში არაა თანამედროვე რაციონალიზმის ანტი-ტიპი. ისინი წარმოადგენენ ამ რაციონალიზმის ორეულს. იტალიაში სატანას რწმენა აგრეთვე პასუხობს ტრადიციული რწმენის შესუსტების გამო გაჩენილ საკრალურის მოთხოვნილებას. საფრანგეთში. 1970-1980-ან წლებში სატანიზმის დაბრუნება თითქოს უნდა იყოს ორაზროვანი დაბრუნება საკრალურთან. yველაზე ხილული ნიშნები იყო ეშმაკზე გადაღებული ფილმების და გადაცემების წარმატება და პოპულარობა, დიდად გაიზარდა რაოდენობა ადამიანებისა რომლებიც თავს გრძნობენ მოჯადოებულად თუ დემონით შეპყრობილებად (ოც წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა ეგზორსიზმთა რაოდენობა).
გამრავლდა კრიმინოგენური სექტები, გავრცელდა ოკულტური პრაქტიკები და საფლავთა წაბილწვები და სატანური კულტები რაზეც უკვე ვილაპარაკეთ (ესაა რელიგიური გრძნობის ძველი და ახალი ფორმების აღიარებული საერთაშორისო სპეციალისტი ჟან ვერნეტის წიგნი
„ირაციონალური ჩვენს შორისაა »-ს ფრაგმენტი; Jean Vernette,L'Irrationnel est parmi noud,Magie, Divination, Envoûtements et Paranormal,Editions Salvator,Paris,2000).

No comments:
Post a Comment