დიდი კატასტროფები პარიზში:
1910 წლის პარიზის დიდი წყალდიდობა |
რა არის საზოგადოება? წვრილმან და მსხვილმან ეგოიზმთა დამძლევი და განათლებული თუ ვერა ნამდვილად ნასწავლი და არა უბრალოდ დიპლომირებული ადამიანების კრებული.
ფრანგებს ასეთი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ჰყავდათ და დღესაც ასე თუ ისე ჰყავთ და სძლებენ ჯერ-ჯერობით.
ქართველებს კი, ვისაც საზოგადოება მოგვისპეს 1924-1945 და შემდეგ წლებში, რბილად რომ ვთქვა ცოტა გაგვიჭირდა არსებობა.
მაგრამ უნდა ითქვას რომ ლამაზი პარიზის გაშენებაც არ ყოფილა იოლი საქმე და მისი მკვიდრებსაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ჭირ-ვარამის გადატანა მოუწიათ. ეხლა არ შევჩერდებით ჰუნების და სხვა ვანდალ-ბარბაროსების თუ საფრანგეთის მათზე არანაკლებ ამაოხრებელი ნორმანების თარეშზე და რევოლუციაზე. ეხლა ცოტას ვილაპარაკებთ პარიზში დიდ ბუნებრივ კატასტროფებზე, კერძოდ მდინარე სენას ხშირ ადიდებებზე, 2009 წელს პარიზში გამოიცა სესილ რენოდას წიგნი "დიდი კატასტროფები პარიზში"(Cécile Renaudin,Les grandes catastrophes à Paris) გთავაზობთ მის დიდ ნაწილებს.