11.10.2011

თანამედროვე მსოფლიოს ჭირი სტრესი :


 გადატვირთული კადრები,გადაქანცული დედები,წალეკილი მუშა-მოსამსახურეები, ნერვიული კრიზისის ზღვარზე მყოფი ექიმები...შრომის პირობების გაუმჯობესების ეროვნული სააგენტოს ცნობით ფრანგთა 40 პროცესის თქმით მათ სტანჯავს სტრესი.
სტრესი, burn-out, როგორ  განვთავისუფლდეთ?
ადატვირთული კადრები,გადაქანცული დედები,წალეკილი მუშა-მოსამსახურეები, ნერვიული კრიზისის ზღვარზე მყოფი ექიმები...შრომის პირობების გაუმჯობესების ეროვნული სააგენტოს ცნობით ფრანგთა 40 პროცესის თქმით მათ სტანჯავს სტრესი.

მუნკის ყვირილი ეხლაც გვიგლიჯავს გულს:

ეს მუნკის 
ყვირილია
ათასობით  მხატვრული ნაწარმოების ავტორი მუნკი უპირველეს ყოვლისა ტკივილისა და  ძრწოლის გამომხატველ ამ სურათთანაა ასოცირებული.ესაა ავტორის ერთ-ერთი ყველაზე  სახელგანთქმული სურათი. ის ასე აღწერს თავისი სურათის წარმოშობას, 1893 წელს:
«მე ორ მეგობართან ერთად მივუყვებოდი გზას. მზე ჩადიოდა-უეცრად ცა სისხლივით წითელი გახდა...ფიორდის და ქალაქის თავზე იყო სისხლი და ცეცხლის ენები. ჩემმა მეგობრებმა განაგრძეს სიარული და მე დავრჩი ღელვისაგან აცახცახებული. და მე გავიგე თუ როგორ გაგლიჯა ბუნება ყვირილმა».

ის ერთი საუკუნის შემდეგაც არ გვასვენებს.

 ედვარდ მუნკი არის მხატვარი ვინც თავისი ფუნჯები ამოავლო ადამიანის არაცნობიერის უღრმეს ფენებში რათა იქიდან ამოეღო ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე  შავი ქმნილება. «კოცნასთან», „ვამპირთან“,  «მოწიფულობასთან» ერთად «ყვირილი» არის «სიცოცხლის ფრიზის» ნაწილი, ტკივილით, მარტოობით, მელანქოლიით და სიკვდილით გამსჭვალული ეგზისტენციალური ქმნილება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!

11.09.2011

როგორ მოახდნეს ფლანდრიელებმა რევოლუცია მხატვრობაში:


Portrait of Margareta van Eyck 1439 by Eyck, Jan van მარგარეტა ვან ეიკი გვიყურებს ისე როგორც  უყურებდა თავის მეუღლეს,მხატვარ იან ვან ეიკს.                              
             
დიდმა გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა და ანტროპოლგმა, ჰაიდელბერგის,ჰარვარდის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორმა  Hans Belting-მა 2010 წელს გამოსცა მეტად საინტერესო წიგნი "სამყაროს სარკე,ფერწერული ტილოს გამოგონება ნიდერლანდებში"
("Spiegel der Welt,Die Erfindung des Gemäldes in den Niederlanden", "Miroir du monde, L'invention du tableau aux Pays-Bas"-ფრანგულად).
გთავაზობთ საუბარს ამ ავტორთან:
 - თქვენს წიგნში თქვენ გამოთქვამთ უცნაურ დებულებას: მხატვრობა უნდა გამოეგონათ მე-15 საუკუნეში ფლანდრიაში. მაგრამ ის განა უფრო ადრე არ არსებობდა?