«ისეთ რაიმეს ნუ გააკეთებ რაც შენს ძმას აცდუნებს ამიტომ ნუღარ გავასამართლებთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე რომ ძმამ ძმას შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდგას.»
(მოციქული პავლეს წერილი რომაელთა მიმართ 14,13).
«ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამოვნება»
(მოციქული პავლეს წერილი რომაელთა მიმართ 15,1).
არსებობს ჭეშმარიტებათა იერარქია. მწვერვალზეა იესოს სიკვდილი და აღდგომა.
პავლე მოციქული |
როგორ ცხოვრობდნენ პირველი ქრისტიანული თემები? რას ასწავლიდნენ იქ? როგორ იყო მათ ასამბლეებში «ჰომელიების» შინაარსი ? და რატომაა მნიშვნელოვანი ამ კითხვებზე პასუხების გაცემა?
როგორი კრედო ასულდგმულებდა პირველ ქრისტიანებს?
გერმანულ-ფრანგული ტელევიზია არტეს გადაცემები და მრავალი პუბლიკაცია ავლენს მრავალი ადამიანის დაინტერესებას ქრისტიანობის და ეკლესიის საწყისებით. «საწყისი მუდამ უხილავია»,ამბობდა ტეიარ დე შარდენი და ბუნებრივია რომ მრავალი კითხვა ჩნდება მაშინ როდესაც ჩვენ ვცდილობთ დაახლოებას ჩვენი ქრისტიანული ისტორიის საწყისებთან. ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს სახარებათა, მოციქულთა საქმეების და წერილების სიტყვა-სიტყვით წაკითხვა. ყველაფერი ცოტა უფრო გართულდა. მაგრამ ეს ახალი კრიტიკული წაკითხვები არაა გამაღარიბებელი. ისინი გვიხსნიან თუ როგორ გადალახეს პირველმა ქრისტიანებმა იდუმალი ზღურბლი. ეს გადალახვა დაკავშირებულია თვით აღდგომის საიდუმლოსთან :
როგორ გაჩნდა ამდენი სისუსტიდან ძალა რომელმაც უბიძგა სახარების მისიონერებს მსოფლიოს გზებზე დადგომისაკენ? როგორ გაჩნდა ამდენი ეჭვიდან და ამდენად სუსტი რწმენიდან რწმენა რომლითაც პირველი მოციქულები და პირველი მიმდევრები გამოსთქვამენ სარწმუნოების ფუნდამენტურ უწყებას?
ბევრი ლაპარაკის გარეშეც ცხადია რომ ეს კითხვები ქრისტიანობის საწყისების პარადოქსების შესახებ აქტუალურია სახარების, კარგი, სასიხარულო სიახლის მოწმედ მოწოდებული ყოველი ქრისტიანისთვის.
«მე გადმოგეცით ის რაც თვითონვე მივიღე»:
ბიბლიის სპეციალისტები ტექნიკურ სახელს «კერიგმა» იყენებენ ქრისტიანობის საწყის პერიოდში სარწმუნოების არსებითი ნაწილის საზეიმოდ, საჯაროდ განცხადების არღსანიშნავად ( ეს ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან «კერუგმა»-«საჯარო განცხადება»). ისინი გვთავაზობენ მათი კვალის პოვნას ახალი აღთქმის ნაწერებში. ვიტორიო ფუსკოს თქმით შესაძლებელია რწმენის ასეთი განცხადებების კვალის პოვნა. ზოგჯერ თვალსაჩინო მითითებები არსებობს როდესაც მოცემული ფორმულა წარმოდგენილია როგორც ნაქადაგევის, რწმენის, აღსარებაზე თქმულის მოკლედ განმეორება. ამ თვალსაჩინო ნიშნების არარსებობისას რწმენის ფორმულათა მიმანიშნებელია «სტერეოტიპული ფორმა, საწყისისადმი დაბრუნება სხვადასხვა ნაწერში,ლინგვისტური მინიშნებები». მე მინდოდა ამ ნაკვალევის გაყოლა, ამ საწყისი კრედოს პოვნა, იერუსალიმის,ანტიოქიის თუ კორინთოს მოედნებზე და სინაგოგებში განცხადებულის ექოს მოსმენა. ამოვიდეთ მოციქულ პავლეს მიერ კორინთელებისადმი მიწერილი პირველი წერილის კარგად ცნობილი ერთი პასაჟიდან. მას ახასიათებს რწმენის ფორმულირებათა სიმოკლე,თხრობითობა,მაგრამ დიდი დოქტრინალური სიმჭიდროვე,დატვირთულობა.
პავლე XV თავში იხსენებს თავის ქადაგებას აღდგომაზე : «ქრისტე მოვიდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია,და რომ დაკრძალული იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია,და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს, შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად,რომელთა უმრავლესობა აქამდე დარჩა, ზოგმა კი განისვენა...». შემდეგ ჩამოთვლის გამოცხადებათა სხვა მოწმეებს მის ჩათვლით : «შემდეგ გამომეცხადა მეც, როგორც უდღეურს».
«იესოს სიკვდილისა და აღდგომის ხსენება, ასაც რეფრენად ახლავს გამოთქმა « როგორც წერილებშია» არის არქაული,მთელი ახალი აღთქმის ყველაზე ნათლად გამოთქმული კრედო, მრწამსი,ამბობს თეოლოგი და პუბლიცისტი მიშელ ქესნე. ეგზეგეტებმა მასში დაინახეს ქრისტიანთა პირველი კრედო.
ეს ტექსტი მართლაც შეიცავს ქრისტანული რწმენის არსებით ელემენტებს : ცოდვათა შესაწყალებლად ქრისტეს სიკვდილის ცენტრალური მოვლენა და მისი აღდგომა მესამე დღეს; წერილების რეალიზაცია; მოციქულთა ჯგუფის და, განსაკუთრებით ,პირველი მათგანი პეტრეს მოწმობა. ყველა ამ ელემენტს გაიმეორებენ უფრო განვითარებულ კრედო-მრწამსებში მოციქულთა სიმბოლოდან ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრედომდე. ამ შეხსენების შესაყვანად ქრისტიანული რწმენის ბირთვში პავლე იყენებს ზმნებს « მიღება» და «გადაცემა»; ისინი მიუთითებენ მოძღვრებაზე რომლის წყაროც პავლეზე მაღლაა.
«იესო ქრისტე უფალია» :
ფორმულა « იესო ქრისტე უფალია»-ს გამოთქმა ნიშნავს ქრისტეს აღდგომის რწმენის გამოთქმას. ყველა კერიგმატული გამოთქმის ცენტრია აღდგომა და ხმარობენ სხვადასხვა გამოთქმას : «აღდგა» (თესალონიკელთა მიმართ 1 4,14); ხანდახან იხმარება გამოთქმა
«გამოღვიძებული» ან «გამოღვიძება». ზოგჯერ ზმნის სუბიექტია იესო, მაგრამ უფრო ხშირად იხმარება პასიური ფორმა :
«... თუ შენი პირით აღიარებ რომ იესო უფალია და და შენი გულით ირწმუნებ რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები» ( მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ 10,9),

«პავლე მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღმერთის მიერ,რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი» ( მოციქულ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ 1,1). საეკლესიო დოგმის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის დასაწყისში, ამბობს მამა სესბუე, არის იესო ნაზარეველის მოწაფეთა სიტყვა. ისინი მოთხრობის ფორმის სულ უბრალო სიტყვაში იესო ნაზარეველს აცხადებენ ქრისტედ და უფლად. ეს განცხადება (კერუგმა,კერიგმა) ამოდის ისეთი მოვლენიდან როგორიცაა აღდგომა,რომლის მოწმეებადაც აცხადებენ თავს ეს ადამიანები; ეს განცხადება წარმოთქმულია პირველი თემის მიერ მიღებული სულის ძალით. ამ განცხადებათა ლექსიკონი ცხადადად არის ებრაულ გარემოში : უფალი, ხსნა და მხსნელი,თვითონ აღდგომა, ეს სიტყვები გამოსულია ებრაელი ხალხის ისტორიიდან და მისი რწმენის განვითარებიდან. ქრისტიანობა თავიდან იყო « იუდეო-ქრისტიანობა» და შემდეგ გამოიყენა მან ბერძნული აზრის კატეგორიები თავისი მრწამსის გამოსათქმელად დიდ ქრისტოლოგიურ კრებებზე რომლის დოქტრინაც გამოიხატა «ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრედო»-ში.
რა საჭიროა წყაროსთან დაბრუნება?
რითია საინტერესო ქრისტიანთა პირველი თემების განცხადებები? ეს არაა
პირველი ქრისტიანული უწყების უტყუარი ფორმულების,თვითონ მოციქულთა სიტყვების მონახვის არქეოლოგიური ინტერესი . ახალი აღთქმის «დემითოლოგიზაციის» და მხოლოდ თავდაპირველის, ყველაზე პირველყოფილის შენახვის სურვილი იქნებოდა საშიში ოცნება რომელიც დაგვავიწყებდა სახარებათა ადამიანურ ხორცს. ფაქტებს და მოქმედებებს,იესოს მოძღვრებას. ეს იქნება მისი ერთგვარი დეზინკარნაცია.
მაშ რატომ? იმიტომ რომ ადამიანთა ისტორიაში რწმენა, პირველ ქრისტიანთა,
ჩვენი რწმენა არ ვითარდება შესაქმის ღმერთიდან მარადიული სიცოცხლის ღმერთამდე განკაცებაზე, ჯვარზე, აღდგომაზე და სულიწმიდის მოფენაზე გავლით მიმავალი ხაზოვანი ლოღიკის თანახმად. ის ვითარდება სპირალურად, კერიგმას მიერ შექმნილი ცენტრის ირგვლივ ბრუნვით. ეს სპირალი ფართოვდება რათა თანდათანობით მოიცვას ქრისტიანული რწმენის ყველა სფერო. რწმენის პირველი განცხადებები მოწმობენ იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ცენტრალური ხასიათის შესახებ. ვიტორიო ფუსკო აღნიშნავს რომ ძველმა ეკლესიამ ძალიან ადრე განსხვავა ერთმანეთისაგან სახარებები და სხვა ნაწერები. მისი თქმით ნაწერთა ამ ორ ჯგუფში გადამწყვეტი მოვლენა ერთი და იგივეა,უფალის სიკვდილი და აღდგომა; მაგრამ ერთ ჯგუფში ესაა მისვლის პუნქტი,რომლისკენაც იყრის თავს ყველაფერი, სხვებში კი პირიქით, ესაა დასაწყისი, ყველაფრის წყარო. კერიგმატული განცხადებები გამოხატავენ ახალშობილ რწმენას: «საწყისს რომელშიც ფესვგადგმულია ყველაფერი», მთელი ქრისტიანული მოძრაობა და ყოველი ჩვენთაგანის პერსონალური ისტორია.
«ჭეშმარიტებათა იერარქია» :
რწმენის პირველი განცხადებების ყურადღება შეგვახსენებს რომ არსებობს «ჭეშმარიტებათა იერარქია». გული უკავია და მთავარს გამოთქვამს ცენტრალური ბირთვი, «ფუნდამენტური, მთავარი განცხადება». იმის თქმა რომ არსებობს «ჭეშმარიტებათა იერარქია» ნიშნავს იმის თქმას რომ ზოგი ჭეშმარიტება შეადგენს რწმენის ცენტრალურ ბირთვს, სხვა ჭეშმარიტებები კი არაა მეორეხარისხოვანი, მაგრამ ისინი არის ამ გულის, ამ ცენტრის გვერდით, განაპირას...
სხვაგვარად რომ ვთქვათ კერიგმა, «რწმენის ფუნდამენტური» განცხადება არის ის რაც ნათელს და აზრიანს ხდის რწმენის ყველა « ჭეშმარიტებას»; მაშინ როდესაც იზოლირებულნი, ისინი ბუნდოვანნი და ხშირად უაზრონი იქნებოდნენ. ერთადერთი მაგალითი : ერთმა ბევშვმა მისი პირველი ზიარების წინ მითხრა რომ მას არ შეეძლო დაჯარება იმისა რომ პურის ეს ნაჭერი და ეს ცოტაოდენი ღვინო იყო ქრისტეს სხეული და სისხლი.
როგორ უნდა ვუპასუხოთ მას იმის უთქმელად რომ ეს განცხადება მართლაც უაზრო იქნებოდა თავისი სიცოცხლის, სხეულის და სისხლის გამწირავ იესოს
აღდგომით რომ არ მიეღო ევქარისტიულ პურში და ღვინოში რეალურად ყოფნის ძალა და უნარი?
ელემენტარული კატეხიზმოსთვის :
პირველ კრებათა დოგმატურ განვითარებებს ერთის შეხედვით არაფერი აქვთ საერთო კერიგმის სიმარტივესთან,მკაცრ სიმოკლესთან. ისინი იყენებენ ბერძნული ისტორიისა და აზრის ლექსიკონს. და მიუხედავად ამისა «მართლმადიდებელი» რწმენის დამცველები დაეყრდნენ კერიგმას და მის განცხადებას :
იესო მოკვდა ჩვენთვის. ის აღდგა ჩვენი ხსნისათვის. მათი მსჯელობა ეფუძნება იმას რომ ხსნა ჩვენთვისაა. თუ იესო არაა სავსებით ადამიანი მას ნამდვილად არ უკისრია პასუხისმგებლობა ადამიანურ ბუნებაზე, მაშინ ჩვენ, სხვა ადამიანებს არ უნდა მიგვაჩნდეს რომ მან ნამდვილად გვიხსნა.; თუ კი იესო მამის თანასწორი ღმერთი კი არა მხოლოდ ღმერთის რანგში აყვანილი შვილია მაშინ მას შეუძლია საკუთარი თავის ხსნა მაგრამ არ შეუძლია ჩვენი ხსნა.
ახალგაზრდები მოდიან ეკლესიაში ჯვრის დასაწერად, დასაქორწინებლად. მე მათ ვეკითხები მათი რწმენის შესახებ. ყველაზე გასაგები პასუხია: ჩვენ გვწამს ღმერთი». როდესაც მე მათ ვეუბნები რომ ჩვენ,ქრისტიანებს გვწამს იესო ქრისტეს ღმერთისა, ეს დაზუსტება მათ აბნევს.
ელემენტარული კატეხიზმო ისევ უნდა დაიწყოს კერიგმიდან,ქრისტიანული რწმენის წყაროდან. «რომ ნახეს იგი, თაყვანი სცეს,ხოლო ზოგიერთი დაეჭვდა» (მათე 28,17).
«მოგვიანებით ეჩვენა იმ თერთმეტს, იმხანად მსხდართ და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა მათი,ვინაიდან არ ირწმუნეს მათგან,ვინც იგი იხილა აღმდგარი» (მარკოზ 16,14).
რწმენის ფორმულები :
«ამრიგად მტკიცედ იცოდე მთელმა სახლეულმა ისრაელისამ,რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ის იესო,რომელიც თქვენ ჯვარს აცვით»
( საქმე 2,36);
« ვინაიდან თუ გვწამს,რომ იესო მოკვდა და აღდგა,მაშინ ღმერთი იესოს საშუალებით განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად» მოციქულ პავლეს პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ 4,14);
« იმიტომ რომ თუ შენი პირით აღიარებ,რომ იესო უფალია,და შენი გულით ირწმუნებ,რომ ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით,გადარჩები» (მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ 10,9);
« ვინაიდან თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე,
რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,როგორც წერილებშია,და რომ დაკრძალული იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს,როგორც წერილებშია,და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს» (მოციქული პავლეს პირველი წერილი კორინთელთა მიმართ 15,3-5).
«და ყოველმა ენამ აღიაროს რომ იესო ქრისტე არის უფალი მამა ღმერთის სადიდებლად» (მოციქულ პავლეს წერილი ფილიპელთა მიმართ 2,11).
რითია საინტერესო ქრისტიანთა პირველი თემების განცხადებები? ეს არაა
პირველი ქრისტიანული უწყების უტყუარი ფორმულების,თვითონ მოციქულთა სიტყვების მონახვის არქეოლოგიური ინტერესი . ახალი აღთქმის «დემითოლოგიზაციის» და მხოლოდ თავდაპირველის, ყველაზე პირველყოფილის შენახვის სურვილი იქნებოდა საშიში ოცნება რომელიც დაგვავიწყებდა სახარებათა ადამიანურ ხორცს. ფაქტებს და მოქმედებებს,იესოს მოძღვრებას. ეს იქნება მისი ერთგვარი დეზინკარნაცია.
Добавьте подпись |