ნებას,მაგრამ თავისუფალი არაა არც ის ვისაც საკუთარ საჭიროებათა დასაკმა-
ყოფილებლად სჭირდება სხვა: თავისუფალი არაა მაგალითად ის ვისაც არა აქვს მიწა და თავის სარჩენად მას სჭურდება მიწათმფლობელის სამსახურში ჩადგომა.
Iს,რა თამა უნდა არაა მონა, მაგრამ არც თავისუფალია. თავის სარჩენად მოსა-
მსახურეებს გარკვეულად აკლიათ თავისუფლება. თავისუფლება გულისხმობს ეკო-
ნომიკურ დამოუკიდებლობასაც. საკუთარი ცხოვრების განკარგვის თავისუფლება,
მაშ, სრული ვერ იქნება თუ ჩვენ არ შეგვიძლია თავის დამოუკიდებლად რჩენა.
მაშ იმისათვის რომ თავისუფლება სრული იყოს თავისუფალი უნდა იყოს შრომაც,
რომ ადამიანმა მოახერხოს საკუთარი თავის რეალიზაცია. არა და ის ხშირად არის
მტანჯველი ძალისხმევა. ადამიანი ხშირად იძულებულია იშრომოს ორმაგი გარეშე აუცილებ-ობის გამო : მან უნდა დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებანი რასაც ემატება სოციალური იძულება ( სამუშაოს მიმცემი პიროვნებისა თუ ორგანიზაციის სამსახურში ჩადგომის აუცილებლობა. ასე ხდება რომ რეალურ თავისუფლებაზე
დაფიქრებული მოაზროვნეებისთვის, მაგალითად მარქსისთვის X IX საუკუნეში,
საკმარისი არაა თავისუფალი ადამიანის შრომა : საჭიროა რომ ადამიანი იყოს თავისუფალი თავის შრომაშიც, მუშაობისას. შაწინააღმდეგო შემთხვევაში
იტყვიან რომ ადამიანიც და შრომაც განსხვისებულია. თავისუფლება,მაშ,
დაკავშირებულია შრომასთან და იქ სადაც შრომა წმინდა იძულებაა თავისუფლება სრული ვერ იქნება.
No comments:
Post a Comment