4.06.2011

რაინდობა-6: ბატონები, აზნაურ-კეთილშობილები და რაინდები


არისტოკრატი

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 17 03, ოთხშაბათი, 0:08-ზე

ფეოდალური წყობილება :
რაინდები ომობენ და ზოგჯერ მათი სარდალია მეფე,მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ემსახურებიან მათ დამქირავებელ ბატონს. იმხანად 
«
ძლიერნი» არიან მიწათმფლობელნი,ვისაც აქვთ მბრძანებლობის, იძულების და დასჯის უფლება. მიწაა იმხანად სიმდიდრის მთავარი წყარო. ძლიერს მის მამულ-
ში ხელთ უპყრია ეკონომიკური,სამხედრო, პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფ-
ლება. 
მარტო მეფე არაა ძლიერი. არსებობს მრავალი ძლიერი,მრავალი ბატონი და მემამულე: დიდი ბატონები,მაგ. ნორმანდიის ჰერცოგი თუ შამპანის გრაფი,თუ სხვები,ნაკლებად მნიშვნელოვანები,მაგ. ციხე-დარბაზების პატრონები. მეფეც მებატონეა,მაგრამ ის არაა აუცილებლად ყველაზე ძლიერი მებატონე.ეს ბატონები ცხოვრობენ მათი ძალაუფლების ცენტრებში,ციხე-სასახლეებში.ციხე-სასახლე იფარებს ბატონ-მემამულის ოჯახის წევრებს,მის მსახურებს და მოსამსახუ-
რეებს, მის რაინდებს. რაინდები,მაშ,პირველ რიგში არიან ბატონ-მემამულის სამსახურში მდგარი მეომრები, შეიარაღებული ძალა რომელსაც ის იყენებს თავისი მტრების წინააღმდეგ. მაგრამ რაინდობა აგრეთვე არის ერთგვარი პოლიცია რომელიც ემუქრება გლეხებს,ძალას ხმარობს მემამულის, ბატონის მიერ დაწესებული ბეგარისა და ღალის წინააღმდეგ ზოგჯერ აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ. რაინდობა ასე შეიძლება იყოს განსაზღვრული როგორც შეიარაღე-
ბული მკლავი «ფეოდალური რევოლუციისა»,როგორც უწოდებენ ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტს. 
ფეოდალური წყობა შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც ბატონებს, მიწათ-
მფლობელებს შორის დადგენილ სუბორდინაციათა ერთობლიობა. არსებობენ სხვადასხვა დონის და ძალის ბატონი-მიწათმფლობელები : ჰერცოგები,გრაფები,
ციხე-სასახლეების მფლობელები, მათ შორის დამყარდა ორმაგი იერარქიული ურ-
თიერთობა: პატივის მიგებით ერთი მემამულე ბატონი თავს აღიარებს მეორის ვასალად და დებს პირობას რომ დაეხმარება,ემსახურება მას; სამაგიეროდ ის იღებს რაღაც ქონებას,ხშირად მიწას,მამულს.მეორეს მხრივ ამ ვასალს ჰყავს თავისი ვასალები. მხოლოდ მეფე არაა არავის ვასალი. XI-XII საუკუნეთა ტეხილზე საფრანგეთში მეფე ჯერ ძალიან სუსტია : დიდი მემამულეები მასთან ურთიერთობენ როგორც თანასწორნი თანასწორთან და მეფე იძულებულია ციხე-სასახლეების თავნება მფლობელებს შეებრძოლოს თავის საკუთარ მამულშიც, მისი სამეფოს ტერიტორიაზეც, 
რომელსაც ის უშუალოდ უნდა აკონტროლებდეს.არა და ყველა ეს თავნება და თავგასული იმხანად მეფის ვასალია. კინკლაობა და კონფლიქტი ბევრია და ისინი რაინდებს აძლევენ თავის სიუზერენთა სამსახურში თავის გამოჩენის მრავალ
და მრავალნაირ საშუალებას.
იმართება ხოლმე შინაომები,რომლებიც არაა ძალიან ბოროტი ვინაიდან მიზანია გარკვეული უფლებების მიღება და დამტკიცება და,მაშ,გარკვეული შეთანხმების მიღწევა. მართალია რომ შინაომების დაწყების შემთხვევა-
ში ვართ ნგრევისა და ყაჩაღობათა მოწმენი,როგორც ეს ხდება ტურნირზე ჯგუფური შეხლა-შემოხლისა და ცემა-ტყეპის დროს. მიუხედავად ამისა მემა-
მულეებს არა სურთ მათი მამულების კულტურების მოსპობა. ისინი არ სპობენ გართობისა და სიამოვნების მიღების მიზნით, მაგრამ უყოყმანოდ აოხრებენ მოწინააღმდეგის მამულებს. 
ეკლესიამ «მშვიდობის მოძრაობათა» მეშვეობით სცადა არა ყოველივე ამის მოსპობა არამედ მისი შესუსტება და გარკვეულ ფარგლებში,კალაპოტში მოქცევა.ეკლესიას სურდა რომ სამართლიან ომებად მიჩნეული ყოფილიყო მხოლოდ სამართლიანი,კარგი მიზნის მქონე და კანონიერი ხელისუფლების მიერ გა-
მოცხადებული ომები. XII საუკუნეში საფრანგეთის მეფე აძლიერებს თავის ხელისუფლებას და აიტაცებს «ღმერთის ზავს» რათა ის გადააქციოს მეფის ზავად.
პარალელურად სულ მცირე ჩრდილოეთ საფრანგეთში როგორ შინაომების ერთგვარი შემცვლელი ( როდესაც მემამულეებს აღარ შეუძლიათ შინაომების თვითნებურად დაწყება)ვრცელდება ტურნირი, ჯგუფური ხელჩართული ბრძოლა. ამავე დროს
(1095)
ეკლესია ქადაგებს ჯვაროსნულ ომს; ეკლესია იზიდავს მრავალ რაინდსმაგრამ აგრეთვე მათ სიუზერენებს და მრავალ სხვას. მათ ქრისტიანებთან ბრძოლის ნაცვლად «ურჯულოების» წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ. ესაა «საგარეო» ომი. ხდება ძალადობის ექსპორტი, გარეთ გატანა. 
პარადოქსულია მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობა აგრეთვე მშვიდობის აქტიც არის. ამას ვერ გააგებინებენ იოლად არაქრისტიანებს. 
მებატონე-მემამულეები რაინდებად იყვანდნენ ძლიერ,კარგ ცხენოსან და იარაღის ოსტატურად მხმარებელ მამაკაცებს.
კაროლინგურ ხანაში გარკვეული სიმდიდრის მქონე ყველა მიწათმფლობელი უნდა მისულიყო ჯარში თავისი ცხენითა და იარაღით.
ცხენოსნებად გახდომა შეეძლოთ ცხენით მებრძოლ მდიდარ გლეხებსაც.
XI
საუკუნის მრავალი რაინდი გამოსულია თავისუფალი, მიწათმფლობელი და ეკონომიკურად მებატონეს დაუქვემდებარებული გლეხობიდან. არქეოლოგებმა დოფინეს ერთ ტბაში, პალადრუს ტბაში იპოვეს ნამარხი საცხოვრებელი რომელიც დასახლებული უნდა ყოფილიყო რაინდი გლეხებით. 
უნგრელი არისტოკრატები ვენაში
საფრანგეთის სამეფოში შუა საუკუნეებში მონათმფლობელობა თითქმის მთლიანად გაქრა. შამაგიეროდ იმავე სამეფოს ზოგ რეგიონში და სხვაგან არსებობს ბატონყმობა. ყმა არაა თავისუფალი ვინაიდან მას არ შეუძლია დატო-
ვება მიწისა რომელსაც ამუშავებს; მაგრამ ის არაა მონა ვინაიდან მას აქვს უფლებები. მებატონე-მემამულის სამსახურში რაინდად ჩადგომა საპატიო სამსახურია; უნდა იყო თავისუფალი. ამის შედეგად ყმა ვერ გახდებოდა რაინდი.
ეს პრინციპში, ვინაიდან იმპერიაში,გერმანიაში არსებობს რაინდ გლეხთა კატეგორია.
რაინდობის და არისტოკრატიის უბრალოდ გაიგივება ერთმანეთთან არაა ადვილი. 
არისტოკრატობა მემკვიდრეობითია. არისტოკრატი მის არისტოკრატობას იღებს
მშობლებისაგან და გადასცემს მის შვილებს.
რაინდებად კი, პირიქით, ხდებიან, ხდიან. საჭიროა იარაღის ხმარების სწავლა და რაინდად კურთხევა. მაგრამ ლაპარაკობენ კეთილშობილ რაინდებზეც და ეს ხდება იმიტომ რომ რაინდებმა მიიღეს მიიღეს (თუ მიითვისეს?) არისტოკრატიის თვისებები. უნდა წავიდეთ უფროშორს: თავიდან ერთმანეთისგან განსხვავებული რაინდობა და არისტოკრატია დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ბოლოს და ბოლოს გაიგივდნენ ერთმანეთთან. 
არისტოკრატია თავიდან არ ყოფილა დახურული. ის იღებდა ახალ ხალხს, რაინდებს. რაინდებმა ბოლოს დაბოლოს გაიზიარეს არისტოკრატიის ცხოვრების წესი,ქცევები და მანერები, ღირებულებები,ეთიკა,გემოვნება. არაკეთილშობილმა,
არაარისტოკრატმა რაინდმა იარაღით ხელში გახსნა არისტოკრატიის კარი და იმდენად მოახერხა გაკეთილშობილება და გაარისტოკრატება რომ რაინდობა მალე გახდა კეთილშობილების და არისტოკრატიის სინონიმი.
ეს შესაძლებელი გახადა ქორწინებებმა. რაინდების მიერ არისტოკრატთა,მაგალითად მათი ფეოდალების ქალიშვილების ცოლად მოყვანამ.
ტურნირები ქორწინებათა ბაზრობებიცაა. მემკვიდრეებად მხოლოდ ქალიშვილების
მყოლი ფეოდალი ცდილობს მათ გათხოვებას მისი სწორის ვაჟებზე, მაგრამ უფრო ხშირად ის ათხოვებს თავის ქალიშვილს ვაჟკაც რაინდზე რომელსაც შეუძლია მემკვიდრეობის დაცვა. რაინდობის როგორც «სოციალური ლიფტის» ეფექტურობას აძლიერებს ისიც რომ რომ არისტოკრატიამ მიიღო რაინდობის მრავალი ღირებულება. 
მაგრამ საქმე იმაშია რომ მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლებსაც სურდათ რაინდებად გახდომა.
1100-1150-
ანი წლებიდან არისტოკრატები ცდილობდნენ რაინდებად გახდომას იმიტომ, რომ მათი აზრით რაინდად გახდომა კიდევ რაღაცასესძენდა, გააძლიერებდა მათ ავტორიტეტს. 1515 წელს, მარინიანის ბრძოლის ველზე, იტალიაში, ,სადაც მან მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება, საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველი რაინდად აკურთხა რაინდმა ბაიარმა, არადა რაინდი ბაიარი დოფინეს წვრილი არისტოკრატია და მეტი არაფერი. ამ დროისთვის და სამი საუკუნით არისტოკრატიამ დაისაკუთრა,მიითვისა რაინდობა და რაინდად კურთხევა. ამიერიდან რაინდად გახდომა შეუძლია მხოლოდ რაინდის შვილს,რაინდის ოჯახის წევრს,სხვა სიტყვებით დიდებულის,არისტოკრატის შვილს,ესე იგი არისტოკრატს. ამ ვითარებას ასახავს ტურნირის ევოლუცია. XII საუკუნის ტურნირ-კგუფურ ხელჩართულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ რაინდები,არისტოკრატები თუ არაარისტოკრატები,
ყველანი თანასწორნი, ერთი ბელადის მორჩილნი. XIII საუკუნეში გავრცელებულ სამხედრო-სპორტულ თამაშებში მონაწილეობენ მხოლოდ არისტოკრატი რაინდები. იბრძვიან მხოლოდ შუბით და რაინდთა იარაღი შუბი გადაიქცა არისტოკრატის იარაღად.
რაინდად გახდომის უფლება ამიერიდან აქვთ მხოლოდ არისტოკრატებს,მაგრამ რაინდად კურხევა ისევ აუცილებელია. არადა ეს ძვირი ცერემონიაა და არისტოკრატია ღატაკდება,განსაკუთრებით ასწლიანი ომის დროს ( 1337-1453 წლები). ამ ომს ხომ მოჰყვა ეპიდემიები და ათასი უბედურება. რაინდად კურთხევას მაშინ არ აქცევენ ყურადღებას: რაინდად აკურთხებენ უფროს ვაჟს, უმცროსი უნდა დაკმაყოფილდეს მესაჭურვლის თუ მუსუსის ადგილით.
XI-XII
საუკუნეებში რაინდად ყოფნა არ ნიშნავს არისტოკრატობას,მაგრამ არისტოკრატი არ უკადრისობდა რაინდად გახდომას.XII-XIII საუკუნეებში რაინდობა და არისტოკრატობა დაემთხვა ერთმანეთს,გაიგივდა ერთმანეთთან.
დაბოლოს XIII საუკუნის ბოლოდან არისტოკრატი არ უკადრისობს რაინდობას, მაგრამ უკადრისობს, ზიზღით და ქედმაღლურად უყურებს რაინდად გახდომის,რაინდად კურთხევის აქტს. რაინდად გახდომის უფლება მხოლოდ არისტოკრატიას აქვს და არაარისტოკრატისთვის რაინდად გახდომა რთულდება. 


მაგრამ საბედნიეროდ ისევ რჩებოდა ამის შესაძლებლობა :
იყო მაგალითად შემთხვევა როდესაც იერუსალიმის მკვიდრები მზად იყვნენ ქალაქის დასაცავად სალადინისაგან,მაგრამ ზოგს, მაგალითად იერუსალიმის პატრიარქს,ეჭვი ეპარებოდა მათ სამხედრო შესაძლებლობებში; მოქალაქეები არ არიან რაინდები! თავდაცვის ხელმძღვანელმა ბალიან დიბლამ მაშინვე აკურთხა რაინდად ასობით მამაკაცი. «რაინდები გნებავთ? ინებეთ»,თითქოს უთხრა მან ამით პატრიარქს. ფაქტი რეალურია : განსაკუთრებულ შემთხვევებში რაინდებად აკურთხებდნენ უშუალოდ ბრძოლის ველზეც. ასე იყო ასწლიანი ომის დროს. ალბათ დიდად არ უყურებდნენ ამ «ახალ რაინდთა» ხარისხს.
(გაგრძელება იქნება). 

No comments:

Post a Comment