უშიში რაინდი ბაიარი |
ცხენი :
რაინდს სჭირდება დიდი ცხენი იმიტომ რომ რაინდი მძიმეა და განსაკუთრებით მაშინ როდესაც მისი თავდაცვითი აღჭურვილობა ძლიერდება და…მძიმდება. რაინდს არა აქვს მონოპოლია ცხენზე : ამ ცხოველს იყენებს ყველა წოდების ხალხი მიწის დასამუშავებლად,ტვირთის გადასაზიდად და გადასაადგილებლად,როგორც ტრანსპორტს. ამიტომ არის სხვადასხვა ჯიშის ცხენები რომელთაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ.
იყო საბრძოლო ცხენიც რომელიც ძალიან ძვირი იყო და ბევრ რაინდს არ შეეძლო მისი ყიდვა. ნაკლებად შეძლებული რაინდები ამიტომ სხდებოდნენ სხვა ჯიშის ცხენებზე და ჯორებზეც კი.
ჩვეულებრივ რაინდი დაჯირითობს «უბრალო » ცხენით და საბრძოლო ცხენს მოსავლელად აბარებს მეჯინიბეებს ან მესაჭურვლეებს, ახალგაზრდებს რომლებიც ჯერ არ არიან მზად რაინდებად გასახდომად.ბრძოლის დროს კი რაინდი ჯდება საბრძოლო ცხენზე.
საბრძოლო ცხენებს როგორც რაინდთა ხმლებს ჰქვიათ სახელები. სახელებს საბრძოლო ცხენებს ზოგჯერ არქმევენ უბრალოდ მათი კანის თუ ბეწვის ფერის შესაბამისად….
კომერციული ფასის გარდა ცხენს აქვს მორალური, მეტიც, მაგიური ღირებულება. ის წარმოადგენს თავის პატრონს. მეფე კლოვისის ფრანკები ცხენს მარხავენ მის მხედართან ერთად ვინაიდან ცხენმა მისი პატრონი უნდა მიიყვანოს საიქიოს წყვდიადში არსებულ მის უკანასკნელ სამკვიდრომდე.
ბრძოლაში ცხენს პატივს სცემენ, მისი მოკვლა უეჭველად არის რაინდის ბრძოლიდან გამოთიშვა,მაგრამ ეს უპატიოსნობაა :
« ისინი იქცევიან როგორც ნამდვილი ვაჟკაცები, ისინი არასოდეს არასოდეს ურტყავენ და არ ასახიჩრებენ ცხენებს : ეს მა თარც განუზრახავთ… », ყვება კრეტიან ტრუა რომანში ‘ივენი ანუ რაინდი ლომით».
ცხენებთან ბრძოლას უთმობენ დაბალი წარმოშობის ფეხოსნებს, ქვეითებს რომლებიც დანით ან ხანჯლით დაჭრიან ცხენს რაინდის დატყვევების მიზნით. ესენი არიან უღირსი,ღირსების არმქონე ჯარისკაცები რომელთაც ზიზღით უყურებენ,მაგრამ ვაი რომ იყენებენ.
რომანის გმირები ლანსლო თუ გოვენი,რაინდები ჩვეულებრივ არ უნდა მონაწილეობდნენ უცხენოდ ტურნირებში,ისინი ებრძვიან მსოლოდ რაინდებს, მაგრამ სინამდვილეში პირველ ტურნირებში როდესაც რაინდები ომობანას თამაშობენ ვხედავთ

უშიში და უმწიკვლო რაინდი ბაიარი |
ქვეითებსაც, ფეხოსნებსაც. მიუხედავად ამისა ისინი არ ხოცავენ რაინდებს, არც ცხენებს ვინაიდან ცხენები იარაღთან ერთად შეადგენენ ნადავლის საუკეთესო ნაწილს. მიუხედავად ამისა ზოგი რაინდი თაღლითობს. ისინი არღვევენ, არ იცავენ წესებს. ამის თაობაზე ყვებიან მოგვიანებით,XVI საუკუნეში მომხდარ ამბავს.
მეფე ფრანსუა პირველი ომობს იტალიაში იმპერატორი კარლოს მეხუთის ჯარების წინააღმდეგ. დაზავების დროს ცამეტმა ესპანელმა რაინდმა გამოიწვია ცამეტი ფრანგი რაინდი, მათ შორის "უშიში და უმწიკვლო » ფრანგი რაინდი ბაიარი.
ესპანელების სამიზნეა ცხენები და არა ადამიანები და ფრანგები მალე უარეს,წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ : ცხენები დარჩა მხოლოდ ორ ფრანგ რაინდს, მათ შორის ბაიარს, დანარცჩნების ცხენები დახოცილები ან დაჭრილები არიან. ფრანგ რაინდთა უმეტესობა მიწაზეა. მიუხედავად ამისა ორი ფრანგი რაინდი დაამარცხებს ესპანელებს და ბაიარი მათ გაკვეთილს უტარებს : ის ესპანელებს ბრალად სდებს უპატიოსნებას და უწესობას და ეუბნება მათ რომ მათ განარისხეს ღმერთი იმით რომ დახოცეს ის « მშვენიერი ცხენები რომელთაც მათთვის არაფერი დაუშავებიათ .ღმერთმა ისინი შექმნა ისევე როგორც შეგქმნათ თქვენ…ადამიანისთვის, საჭიროების შემთხვევაში მათი პატრონის სატარებლად ». ცხენი და რაინდი ერთი მთლიანობაა.
მწერალი ჟან ჟიროდუ ხუმრობით წერს რომ « ცხენი არის რაინდის საუკეთესო ნაწილი ». ეს თითქმის სინამდვილედ იქცევა “ შუბით ფარიკაობის” გავრცელების შემდეგ.
(გაგრძელება იქნება).მეფე ფრანსუა პირველი ომობს იტალიაში იმპერატორი კარლოს მეხუთის ჯარების წინააღმდეგ. დაზავების დროს ცამეტმა ესპანელმა რაინდმა გამოიწვია ცამეტი ფრანგი რაინდი, მათ შორის "უშიში და უმწიკვლო » ფრანგი რაინდი ბაიარი.
ესპანელების სამიზნეა ცხენები და არა ადამიანები და ფრანგები მალე უარეს,წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ : ცხენები დარჩა მხოლოდ ორ ფრანგ რაინდს, მათ შორის ბაიარს, დანარცჩნების ცხენები დახოცილები ან დაჭრილები არიან. ფრანგ რაინდთა უმეტესობა მიწაზეა. მიუხედავად ამისა ორი ფრანგი რაინდი დაამარცხებს ესპანელებს და ბაიარი მათ გაკვეთილს უტარებს : ის ესპანელებს ბრალად სდებს უპატიოსნებას და უწესობას და ეუბნება მათ რომ მათ განარისხეს ღმერთი იმით რომ დახოცეს ის « მშვენიერი ცხენები რომელთაც მათთვის არაფერი დაუშავებიათ .ღმერთმა ისინი შექმნა ისევე როგორც შეგქმნათ თქვენ…ადამიანისთვის, საჭიროების შემთხვევაში მათი პატრონის სატარებლად ». ცხენი და რაინდი ერთი მთლიანობაა.
მწერალი ჟან ჟიროდუ ხუმრობით წერს რომ « ცხენი არის რაინდის საუკეთესო ნაწილი ». ეს თითქმის სინამდვილედ იქცევა “ შუბით ფარიკაობის” გავრცელების შემდეგ.
No comments:
Post a Comment