4.06.2011

რაინდობა–4: შუბი და მახვილი


 by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 13 03, შაბათი, 20:41-ზე




მეფე არტური იღებს მის ხმალ ესკალიბურს
შუბით ფარიკაობა არის შუბით ბრძოლის ახალი ტექნიკა;რომლის შექმნაც შესაძლებელი გახადა ტექნიკურმა პროგრესმა. ტექნიკური პროგრესი რაინდს აძლევდა ცხენზე თავის უფრო თავისუფლად გრძნობისა და შუბის უფრო ეფექტურად ხმარების საშუალებას.  ამას სხვა გამოგონებებთან ერთად ხელი შეუწყო ნალების გაკეთებამაც. ცხენის ფლოქვი ძვლისაა და მალე ცვდება. მის დასაცავად,მაშ, ფლოქვზე აჭედებენ რკინას. ესაა მჭედლის საქმე. ის ნალებს სჭედავს და ჯერ კიდევ გავარვარებულებს მათ ამაგრებს ფლოქვის ქვეშ. 
ნალი ალბათ ყოველთვის არსებობდა. ჯირითის, რბოლის ცხენები კარგად უნდა დაიჭედოს; მაგრამ ეს ხელობა ქრებოდა. ადრე ყოველ სოფელს ჰყავდა თავისი მჭედელი. ეს არაა ერთადერთი სიახლე. X-XI საუკუნეებში გავრცელდა უზანგების 
გამოყენება; უნაგირზე დამაგრებული უზანგები ცხენოსანს აძლევდნენ მათზე დაყრდნობის და ცხენზე უფრო თავისუფლად მოძრაობის საშუალებას.ამავე დროს უნაგირი უფრო მოსახერხებელი გახდა დასაჯდომად და ცხენოსანს უფრო იოლად შეუძლია იარაღის გამოყენება. მას რჩება თავისი ცხენის კარგად ცოდნა რათა შესძლოს ცხენის ტარება სადავეების გამოუყენებლად. ეს იმიტომ რომ მას აქვს მხოლოდ ორი ხელი: ერთ ხელში მას უკავია ფარი და მეორეში კი შუბი ან მახვილი, ხმალი. უნაგირის,უნაგირის ტახტას და უზანგების წყალობით მას შეუძლია შუბის გამოყენება დარტყმის იარაღად. ადრე რაინდი შუბს ისროდა ან ზევიდან ქვევით ურტყავდა. ეხლა მას შუბი ჰორიზონტალურად უჭირავს. ეხლა ცხენის სიჩქარე, ისევე როგორც ცხენოსნის სტაბილურობა კარგად დამაგრებულ შუბს აძლევენ საშიშ დამრტყმელ ძალას. ასეთია ახალი შუბით ფარიკაობა რომელიც ადამიანი-ცხენი-შუბის ერთობლიობას აქცევს იმად რასაც საომარი იარაღის სპეციალისტი კლოდ გაიე უწოდებს «რაკეტა ადამიან-ცხენს». 
შუბი ასე პირველად გამოიყენეს 1066 წელს ინგლისის დასაპყრობად დაძრულმა ნორმანებმა. ამაზე მოწმობს დაპყრობაზე ხატოვნად მომთხრობი ბაიოს ფარდაგი. 
შუბს აკეთებენ ხისგან, ხშირად იფნისგან და ის მთავრდება რკინის პირით. 
მისი სიგრძე უდრის სამ მეტრს და XV საუკუნეში ზოგი შუბის სიგრძე ოთხ მეტრს აღწევს.რაინდი შუბს ატარებს მისი სიმძიმის ცენტრის უკან და დაწოლილი შუბი 1,5-2 მეტრით სცდება ცხენის კისერს. 
ნორმანი რაინდები,
ბაიოს ფარდაგის ფრაგმენტი
ხშირად ისეც ხდება ხოლმე რომ შეჯახების ძალა ამსხვრევს ხის შუბს. მოგვიანებით რაინდები თანხმდებიან ხოლმე რომ იბრძოლებენ შუბების დამსხვრევამდე. შუბის დამსხვრევის შემთხვევაში რაინდი იღებს ახალ შუბს, მაგრამ თუ მას არა აქვს ამის საშუალება ის იღებს ხმალს და ისე აგრძელებს ბრძოლას. 
ხმალი, მახვილი არის გამორჩეულად კეთილშობილი იარაღი. რაინდი მას თავიდან ქამარზე ატარებს,შემდეგ ქარქაში დამაგრდება უნაგირზე. ხმალი ფოლადისაა და დასავლური ხმლები მოქნილი და წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონეა. ეს ბასრი,მჭრელი ხმლები დიდი პრესტიჟით სარგებლობს. 
გერმანელ ხალხებში მჭედელი თითქმის ჯადოსნად ითვლება : ძველ გერმანიაში ლეგენდარული რეპუტაცია ჰქონდა ვილანდს,რომელმაც გამოსჭედა ესოდენ ბასრი ხმალი რომ მას შეეძლო ჩიტის ბუმბულის გაპობა. ხმლის სიგრძე ერთი მეტრია და წონა-1-2 კილო. ესაა სიმეტრიული და წვეტიანი, ორპირი ხმალი. რაინდს , მაშ,შეუძლია ხმალი მტერს წვეტით ჩაარჭოს და როდესაც არ უნდა მოწინააღმდეგის დაჭრა, ბრტყლად გაარტყას. ზოგი მეომარი,მაგალითად ტევტონელი რაინდები იყენებენ უფრო გრძელ და უფრო მძიმე ხმალს რომელსაც ხმარობენ ორი ხელით. 
გავრცელებული აზრის თანახმად ცხენსაც,მჭედელსაც და ხმალსაც ჰქონდათ მაგიური ძალა : მეფე არტური დაუმარცხებელია ექსკალიბურის, აგიზგიზებული ხმლის 
წინ!
წყალობით. მხოლოდ მეფე არტურმა მოახერხა ამ ხმლის მოგლეჯა გრდემლისაგან. ამ «ბრეტონულ» ლეგენდას ეხმაურება გერმანული თქმულება ხმალი ნოთუნგის შესახებ. გერმანელთა ღმერთმა ვოტანმა ეს ხმალი ჩაასო იფანში და ამ ხმლის იქიდან გამოძრობა შეუძლია მხოლოდ იმ რაინდს ვისაც უწერია ამ ხმლის გამოძრობა. 
სახელი პიროვნულ ნიშან-თვისებას ანიჭებს ხმალს: ექსკალიბური,ნოთუნგი, 
მაგრამ აგრეთვე მხიარული, იმპერატორი კარლოს დიდის მახვილი, ან როლანდის მახვილი დიურანდალი. 
ყველაზე ხშირად რაინდი თავის სახელს აწერს ხმლის პირს და მის ტარს ამკობს ძვირფასი ქვებით ან ოქროს ინკრუსტაციებით. 

აბჯარ-ჯავშანი და მუზარადი : 
მაგრამ ამავე დროს რაინდებს შეუძლიათ თავის დაცვა. მათ იცავს საჭურველი, აბჯარი. არსებობს თავდაცვის იარაღიც. შუა საუკუნეებში შეიარაღებულად ყოფნა ნიშნავს « შეჯავშნულს». როდესაც იმ ხანის რომანებში ლაპარაკია იმაზე რომ ლანსლომ თუ გოვენმა ბრძოლის შემდეგ «დადეს იარაღი», ეს იმას ნიშნავს რომ მათ მოიხადეს მუზარადი და გაიხადეს ჯავშანი რათა თავი უფრო მსუბუქად ეგრძნოთ. 
ტამპლიერთა ხმლები
საუკუნეთა მანძილზე აბჯარ-ჯავშანი გაძლიერდა; კაროლინგ რაინდთა ჯავშანი იყო რკინის ფირფიტებით და ტყავის ზოლებით გამაგრებულ დათბილული პიჯაკი რომელიც ფარავდა სხეულის ზედა ნაწილს. 
XI-XII
საუკუნეებში რაინდებმა არჩიეს ნაქსოვის სზხით ერთმანეთს გადაბმული ფოლადის რგოლებისაგან შემდგარი ერთგვარი ტუნიკა რომელიც სხეულს ფარავს კისრიდან მუხლებამდე. მას იცვავენ განმტკიცებული სამოსის ზევიდან. ლითონის ჯაჭვის რგოლები იცავენ თავს,კისერს,ფეხებს და ხელებს. XIII საუკუნეში 
ჯაჭვმა ადგილი დაუთმო ტყავზე დამაგრებულ ლითონის ფირფიტებს. და ბოლოს,შუა საუკუნეების დასასრულს და XVI საუკუნეში ჩნდება «რკინის 
კაცების» სრული ჯავშანი. 
კრეტიენ დე ტრუას მიერ აღწერილი რაინდები ატარებენ ჯაჭვს, მაშინ როდესაც XV საუკუნის მინიატურები გამოსახავენ მთლიანად 
შეჯავშნულ რაინდებს. ეს ჯავშანი კი ძალიან მძიმეა (იწონის დაახლოებით 30 კილოს ) და ცხენზე დასაჯდომად საჭიროა სპეციალური ამწევი მოწყობილობა. 
ზოგის წონა 60 კილომდეც კი აღწევს. მიწაზე დაცემულ რაინდს, მაშ, ადგომა უჭირს, ის ჰგავს ზურგზე გადაბრუნებულ კუს. XII საუკუნის რაინდს კი,პირიქით,შეეძლო წამოდგომა და ბრძოლის ქვეითად გაგრძელება. თავის დასაცავად რაინდს ახურავს მუზარადი რომელიც ადევს დარტყმე-ბის შემარბილებელ ქუდს. თავიდან მრგვალი მუზარადი არ იცავდა სახეს; ნორმანმა რაინდებმა მას დაუმატეს ცხვირის დასაცავი ელემენტი რომელიც შეცვალა სახის ფირფიტამ. 
იარაღი
მოგვიანებით გაჩნდა კონუსური ფორმის მუზარადი. ის ეყრდნობოდა მხრებს 
და იცავდა მთელ თავს. საგანგებო ჭრილები იძლეოდა დანახვის და სუნთქვის საშუა- ლებას. და ბოლოს,XIV საუკუნიდან ასეთი მუზარადი შეცვალეს მრგვალი მუზარადით რომელსაც ჰქონდა ასაწევ-ჩამოსაწევი სამზერი. ეს აბჯარ-მუზარადი საკმარისია რაინდის დასაცავად მძიმე დარტყმებისაგან. 
ქრონიკებში და რომანებში ვხვდებით შემაძრწუნებელ ისტორიებს რომლებშიც 
რაინდები ერთი დარტყმით ორად ჰკვეთენ მოწინააღმდეგეს ისე როგორც ტყისმჭრელი ორად აპობს კუნძს. მაგრამ განა უნდა დავუჯეროთ ამას? ზოგჯერ ხდება ისეც რომ მუზარადი იპობა,მაგრამ ქუდი უძლებს დარტყმას. 
ერთხელ სახელგანთქმულ რაინდ გიომ ლე მარშალს მოუწია სოფლის სამჭედლოში 
მისვლა; «მან თავი დადო გრდემლზე და მჭედელმა მისი მარწუხებით და უროებით 
მოაშორა მას მას მუზარადი...». გიომ ლე მარშალს არ შეეძლო დამოუკიდებლად 
მუზარადის მოხდა იმდენად იყო ის დამახინჯებული და ფორმადაკარგული ძლიერი დარტყმებისაგან.მაგრამ გიომ ლე მარშალი დაჭრილი არ ყოფილა. 
ხანდახან ჯაჭვ-ჯავშანიცაა გახეული მხრის თუ ხელის დონეზე. ჭრილობები,მაშ, 
ხშირია, მაგრამ ისინი იშვიათად კლავენ ისინი რაინდს. სამაგიეროდ მიწაზე დაცემულ რაინდს უნდა ეშინოდეს მსახურებისა რომლებიც დანას უყრიან მას ჯაჭვ-ჯავშანის ნაპრალებში და ისე კლავენ მას. 
ჯადოსანი მჭედელი
შუბისა და ხმლის დარტყმისაგან სხეულის დაცვის სხვა საშუალებაა ფარი. თავიდან ის უხეშად სწორკუთხა ან ნუშის ფორმის იყო. შემდეგ მან მიიღო სამკუთხა სახე. მრგვალი ფარი ქვეითთა ან აღმოსავლელ რაინდთა ფარია. რაინდი ფარს ყელზე ჩამოკიდებულს ატარებდა. გზაში მას ფარი ზურგზე ეკიდა,მაგრამ ბრძოლაში მას ის ხელზე ჰქონდა დამაგრებული ორი სახელურით. ფარი კეთდებოდა ხის ჩარჩოთი რომელზეც 
გადაჭიმული იყო გამოხარშული და რკინის ფირფიტებით გამაგრებული ტყავი. ფარი ვერ უძლებდა შუბის კარგად დამიზნებულ დარტყმას,მაგრამ მოხერხებულ რაინდს შეეძლო ფარის ისე ორიენტაცია რომ იცილებდა 
თავდამსხმელის შუბს. 
ფარისა და შუბის დამსხვრევის შემთხვევაში ის, ცხენზე იქნება თუ ფეხზე, 
იღებს ხმალს. რაინდი ხდება ჩვეულებრივი მეომარი
 (გაგრძელება იქნება). 

No comments:

Post a Comment