4.09.2011

ქრისტიანობა დემოკრატიულად-9 : დასაშვებია თუა არა სხვა რელიგიის მიმდევრებთან საუბარი


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 08 04, ხუთშაბათი, 21:10-ზე

ნიკორწმინდა
რა საჭიროა სხვა მორწმუნეებთან ლაპარაკი? 
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს "ვალდებულება» სულაც არაა ზემოდან მოსული ბრძანება. 
ქრისტიანმა უნდა ისაუბროს ისევე როგორც უნდა ისუნთქოს! 
რა გადაჭარბებულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს წინადადება, ის ეფუძნება მყარ თეოლოგიურ და ანტროპოლოგიურ საფუძვლებს: 

1.
ღმერთი ადამიანს წარუდგება ადამიანის არსებობის პირველივე წამებიდან,მაშ ბევრად უფრო ადრე ვიდრე ეს ადამიანი გახდება რომელიმე რელიგიის მიმდევარი. 
     ეს ღმერთი (ქრისტიანთა რწმენის თანახმად) არის ღმერთი სამება რომელიც ყოველ ადამიანს სთავაზობს თავისი სიცოცხლის გაზიარებას. ყოველ პიროვნებაზე, მაშ, გავლენას ახდენს ღმერთის ეს ყოფნა და ვერავინ ვერ მოიპოვებს სავსებით თავის მეობას ღმერთთან ურთიერთობის გარეშე. 

2
.ყოველი პიროვნება ასე თუ ისე განიცდის ღმერთის ამ ყოფნას ვინაიდან წარმოუდგენელია რომ ადამიანი ვერანაირად ვერ განიცდიდეს თავის საკუთარ ფუნდამენტურ რეალობას. 

3
.პიროვნების მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეუძლია მას ღრმა გრძნობათა გამოხატვა ენისა თუ სხვა სიმბოლური აქტივობის მეშვეობით. ორი პიროვნება რომელთაც უყვართ ერთმანეთი მაგრამ არა აქვთ ამ სიყვარულის გამოთქმის საშუალებები შეიძლება გახდნენ ამ სიყვარულის სიკვდილის მოწმენი. 

ეს პრინციპი ეხება ადამიანის ყველა განცდას და გამოცდილებას,მათ შორის ადამიანითვის საკუთარი ცხოვრების გაზიარების შემთავაზებელი ღმერთის ხშირად ძალიან ბუნდოვან ყოფნას. 

4
.თუ კი ყველაფერი რაც ვნახეთ მართალია მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველი რელიგია პირველ რიგში არის ყველა ეპოქაში და ყველა კულტურაში ღმერთის განმცდელ ადამიანთა მიერ ამ განცდის საზოგადოებაში გამოხატვის მცდელობის ნაყოფი. მათი მნახველი ქრისტიანებისთვის ეს რელიგიები         
აუცილებელი გარჩევის შემდეგ ასე ხდებიან ღმერთის საიდუმლოსაკენ მიმართული ფანჯრები. სმენის უნარის მქონეთ ყოველი რელიგია ეუბნება რაღაცას ღმერთისა და ადამიანის საიდუმლოთა შესახებ. 

5
.ქრისტიანისთვის ქრისტიანობა არაა უბრალოდ ღმერთის საიდუმლოსაკენ გახსნილი ფანჯარა. მისი რწმენით ქრისტე არის ღმერთის გამოცხადების სისავსე, ღმერთის მიერ მისი თავის სრული და საბოლოო მიძღვნა კაცობრიობისთვის. 
ამის განცხადება გვაფიქრებინებს რომ ქრისტიანს შეიძლება დიდად არ აინტერესებდეს თუ რა აცოცხლებს სხვა რელიგიების მიმდევარ ადამიანებს. 

გამოსხივება:მშვენიერი
ღვთაებრივი კოსმოსი
მაგრამ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ რომ ქრისტე არის პერსონა, პირი, და არაჩვეულებრივი პირი. ისაა ღმერთის სიტყვა და და მამა ღმერთისა და სულიწმინდას მსგავსად ის მუდამ დგას ადამიანის წინ. ადამიანში ღმერთის არსებობაზე მოლაპარაკე სხვა რელიგიები ასევე ლაპარაკობენ ქრისტეს პერსონაზე, 
ღმერთის სიტყვის განუზომელ,მიუწვდომელ საიდუმლოზე (სწორედ ამიტომაა რომ არაქრისტიანულ რელიგიებზე ლაპარაკისას კრება ლაპარაკობს « სიტყვის მარცვლებზე»). 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ დიალოგი ქრისტიანებს აძლევს ქრისტეს საიდუმლოს უფრო ღრმად წვდომის საშუალებას. ისაა აგრეთვე განცხადება იმისა რაც არის ქრისტიანობის გულში. 
დიალოგში ჩართული ქრისტიანის სმენა და პოზიტიური ხედვა უგალობს და განადიდებს ღმერთის გეგმას ყოველი ადამიანისთვის ვინაიდან ადამიანი სავსებით ადამიანი ხდება მხოლოდ მის მსგავსებთან და თვითონ ღმერთთან საუბრისას.


No comments:

Post a Comment