4.06.2011

რაინდობა-9: რაინდული აღზრდა და ხეტიალი


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 19 03, პარასკევი, 3:08-ზე

სწავლა და ხეტიალი : 
რაინდად კურთხევამდე ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს. 
ახალგაზრდა წარჩინებულს რომელსაც მესაჭურველს ან მსახურს უწოდებენ რაინდად აკურთხებენ 20 წლის ასაკისთვის. არნულ დარდრესი, მაგალითად, 23 წლისა აკურთხეს რაინდად. ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს და იაროს სკოლაში. 
გრავენი
რაინდული სკოლები არ არსებობს, მაგრამ მოძღვრები ახალგაზრდებს ასწავლიან წერა-კითხვას, სხვები კი-იარაღის ხმარებას. დაწყებით ცოდნას მომავალი რაინდი იღებს ოჯახურ ციხე-სასახლეში. 7 წლის ასაკამდე მისი ცხოვრება ტკბილია, ისაა დედასთან და და-ძმასთან ერთად. ბავშვები დარბიან,ცურავენ,ხტუნაობენ, ფარიკაობენ ჯოხებით ან ხისგან გაკეთებული პატარა ხმლებით. აკეთებენ ფარებს, ისვრიან შვილდისრით. შემდეგ იარაღის ხმარების მასწავლებელი ასწავლის ფარიკაობას ნამდვილი ხმლით. ბავშვები სხდებიან ცხენებზეც. მთლიანობაში ესაა თამაშის ასაკი. 
სერიოზული საქმეები იწყება 7 წლის შემდეგ. რაინდობის პერსპექტივის მქონე ბავშვი სტოვებს ოჯახურ ციხე-სასახლეს, მიდის იქიდან. ტეხილი მკვეთრია: მას სასწავლად აგზავნიან ბიძასთან ან მამამისიის სიუზერენთან,ყველა შემთხვევაში მდიდარ და ძლიერ მებატონესთან. არნულ დე გინე გააგზავნეს ფლანდრიის გრაფთან რომლის ვასალიცაა მამამისი. გიომ ლე მარშალი გააგზავნეს მამამისის ბიძაშვილთან. ყველაზე ხშირად ბიჭი მიდის დედის ძმასთან. 
ეს ხდება იმიტომ რომ დედის ოჯახი ხშირად უფრო მაღალი არისტოკრატიიდანაა გამოსული ვიდრე მამის ოჯახი. დედის ძმა შეიძლება იყოს მთელი სახლის სათავეში მდგომი ძლიერი მემამულე რომლის « სახლიც» გამოირჩევა მსახურთა და მოსამსახურეთა,რაინდთა სიმრავლით. ის ხალისით იღებს დისშვილებსა და ვასალთა შვილებს. მაგრამ ბავშვებს მათი მამისგან სხვა რამე აშორებს უფრო. მამა მემამულეა და ვიდრე ის ცოცხალია მისი ვაჟიშვილები ვერ მიიღებენ მათ კუთვნილ წილს. მამულის მემკვიდრეობით მისაღებად მათ უნდა უცადონ მამის სიკვდილს. და მამის სიკვდილის შემდეგაც მამულის მემკვიდრეობით მიღების შანსი აქვს მხოლოდ უფროს ვაჟიშვილს. უმცროსებმა ბედი და იღბალი სხვაგან უნდა ეძებონ. ასე რომ ბავშვები მეტ «სიყვარულს» ნახულობენ მათ ბიძასთან, ვიდრე მათ მამასთან. ბიძა მათ აჭმევს,იფარებს,ასწავლის. სამაგიეროდ ისინი ბიძას უძღვნიან თავის ახალგაზრდობას და ვაჟკაცობას. ახალგაზრდა მესაჭურვლე თავისი მოზარდობის საუკეთესო მომენტებს სწორედ ბიძასთან ატარებს. 
ბიჭი თავიდან სწავლობს სამსახურს : სუფრასთან ის ჭრის პურს,ხორცს. ის ვარჯიშობს იარაღის ხმარებაში,სწავლობს ცხენზე ჯდომას და ჯირითს,ცხენის სადავეების გარეშე ტარებას. ის მონაწილეობს სამხედრო-სპორტულ თამაშებში. 
მესაჭურვლედ გახდომის შემდეგ ის ეხმარება თავის მასპინძელს შინაომებში. ვახშმის შემდეგ ის უსმენს ბრძოლებში გამოცდილი რაინდების მონაყოლს მათი რეალური თუ მონაგონი გმირობების შესახებ. ზოგჯერ მოხეტიალე მსახიობები და ტრუვერები ყვებიან როლანდის თუ, მოგვიანებით, მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდების, ტრისტანის გმირობათა თუ გრაალის შესახებ. 
რაინდად კურთხევის დიდი დღე ყველაზე ხშირად დგება ხოლმე სულთმოფენობის დღეს. რაინდად კურთხევა თითქმის ყოველთვის ჯგუფურად ხდება. საზოგადოდ რაინდად აკურთხებს ხოლმე მემამულე,ადგილის ბატონი,მაგრამ ყოველთვის არა. არნულ დე გინემ,თუმცა ფლანდრიის გრაფთან აღზრდილმა, ხმალი მიიღო თავისი მამისგან. 
დღესასწაული დიდხანს არ გრძელდება და გარაინდება იწვევს ახალ ტეხილს. ახალ რაინდს აძევებენ,როგორც გიომ ლე მარშალი, რომელიც გაანთავისუფლეს რაინდად კურთხევის დღის მომდევნო დღეს. ახალი რაინდი უნდა დაბზრიალდეს, მან უნდა ეძებოს თავგადასავლები და გმირობის გამოვლენის საბაბები. არნულ დე გინეს სურდა რომ ის რაინდად ეკურთხა მამამისს, ვინაიდან სურდა დედის ქონების მისი კუთვნილი წილის მიღება. მაგრამ მამამისმა ბოდუენმა უარი უთხრა ამაზე და ისიც იძულებული გახდა წასულიყო თავგადასავლების საძებრად.გიომ ლე მარშალის მსგავსად ის შეუერთდა ტურნირთა მონაწილეების ჯგუფს. ტურნირებში მონაწილეობისას რაინდი იმარჯვებს, მარცხდება, სრულყოფს თავის რაინდულ მომზადებას. ესაა წვრთნა, გამოცდა და განსაცდელთა დაძლევა. მაგრამ ნუ გადავა- 
ჭარბებთ სირთულეებს: მამა (არნულის შემთხვევაში) და მეფე (გიომ ლე მარშალის შემთხვევაში) არასოდეს არ არიან ძალიან შორს და იხდიან ვალებს. 

რაინდული ხეტიალი : 
მოხეტიალე რაინდი

ლანსლო,მაგალითად,არის მოხეტიალე რაინდი. ნამდვილი რაინდისთვის ესაა სავალდებულო რამ, 
მაგრამ ის არაა აუცილებლად სასურველი,როგორც ამას აჩვენებს არნულ დე გინეს მაგალითი. ესაა გამოცდათა და განსაცდელთა, მაგრამ აგრეთვე დიდი თავისუფლების დრო. მეტისმეტად არ ვენდოთ რაინდულ რომანებს რომლებშიც ხეტიალი «ამაღლებულია და იქცევა ძიებად, ერთიმეორეზე უფრო გიჟური თავგადასავლებების ძიებად : 
რაინდ კალონგრენანს გზაში ხვდება გლეხი რომელიც რაინდს ეკითხება მისი ვინაობის შესახებ. კალოგრენანი პასუხობს რომ ის რაინდია და ეძებს « უპოვნელს». რაინდი გლეხს ეკითხება ხომ არ იცის მან რაიმე «თავგადასავალი» სადაც ის, კალოგრენანი ,შესძლებდა თავისი გამბედაობის და ვაჟკაცობის გამოცდას. გლეხმა არ იცის თუ რა უპასუხოს კალოგრენანს იმიტომ რომ მან არ იცის თუ რა არის «თავგადასავალი». ერთმანეთს შეხვდა ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ორი სამყარო. 
ძიებას არა აქვს მიზანი, უფრო ზუსტად თვითონ ძიებაა მიზანი თავისთავად. რაინდმა უნდა გადალახოს ყველა დაბრკოლება: მან უნდა დაამარცხოს სხვა რაინდები რომლებიც უკრძალავენ მას გავლას,უნდა გადალახოს ბუნებრივი დაბრკოლებები, უნდა დაამარცხოს ზებუნებრივი ძალები. რაინდი მუდამ მზადყოფნაში უნდა იყოს და მუდამ უნდა იდგეს სიკეთის სამსახურში : ის უნდა ეხმარებოდეს სუსტებს, მანდილოსნებს რომლებიც ითხოვენ დახმარებას და შურისძიებას. 
მოხეტიალე რაინდი
კრეტიენ დე ტრუას რაინდი მარტოსულია. მას ახლავს მსახური ან,ბევრი-ბევრი, მესა- ჭურვლე. ის შედის უღან ტყეში,ველურ სამყაროში და ხანდახან შეუმჩნევლად გადადის საიქიოში, მიცვალებულთა სამყაროში, როგორც ამას აკეთებს ანტიკური მითოლოგიის ზოგი გმირი. 
მაგრამ რაინდი ბოლოს და ბოლოს ამთავრებს ხეტიალს და ბრუნდება სახლში. მას სურს დამკვიდრება, ბინადარი ცხოვრება. არნულ დე გინე ხეტიალობს ორი წლის მანძილზე, შემდეგ ის დაბრუნდა მამამისის ციხე-სასახლეში,მაგრამ სასურველის მხოლოდ ნაწილობრივ მიღების შემდეგ ის ისევ წავიდა გააგრძელა ძიება-ხეტიალი კიდევ 8 წლის მანძილზე. არდრესის კიურე ლამბერტი,რომელიც ყვება არდრეს და გინეს მებატონეთა ცხოვრების შესახებ, ახსენებს არნულის იმ დროის უზნეო და თავაშვებულ ცხოვრებას : ტურნირები, ძალადობა,ღრეობა და ქალები. მაგრამ ის ბოლოს და ბოლოს პოულობს იმას რასაც ეძებდა: ქალს,ბურბურის ლამაზი მამულის მემკვიდრე ბეატრისას. 1194 წელს ის დაოჯახდა და დაბინავდა; მაშინ ის შეურიგდა თავის მამას. ესაა მისი «ახალგაზრდობის» დასასრული. ის 35 წლისაა. შუა საუკუნეებში «ახალგაზრდობა» შეესაბამება პერიოდს 
როდესაც ვაჟი ჯერ არაა დაბინავებული. მას არა აქვს ხელობა,არა აქვს ბინაარა ყავს მეუღლე,ბავშვები. მას არ აძლევენ სესხად ფულს... საფრანგეთის ზოგ რეგიონში 40 თუ 50 წლის ასაკში დაუქორწინებელ კაცს დღესაც უძახიან «მოხუც ახალგაზრდას». 
შუა საუკუნეების ხეტიალს სამშვიდობო ფუნქციაც აქვს. : 
თანამედროვე
 მოხეტიალე რაინდი
ოჯახური ციხე-სასახლიდან აშორებენ მღელვარე, აგრესიულ და მამის ძალაუფლებას შურით შემყურე ვაჟიშვილებს. ეს ვაჟიშვილები მოწყენილები არიან ციხე-სასახლეში სადაც ერთადერთი ფიზიკური გართობაა ნადირობა და მათ ტურნირებზე ლანსლოსა და გოვენის გმირობათა განმეორება ურჩევნიათ ვინ იცის მერამდენედ მოსმენა ამავე გმირობების შესახებ.  მაშინ ამ «ახალგაზრდებს» გაუყენებენ შარაგზას. მაგრამ XII საუკუნიდან განმტკიცდა ფეოდალთა და მეფეთა ძალაუფლება და უკვე შეუძლებელია ნებისმიერი რამის გაკეთება. ტურნირი ჰგავს ომს,მაგრამ არაა ომი : ესაა ომის ჟინისა და ენერგიის ორგანიზებული და მოწესრიგებული გადაყვანა სხვა კალაპოტში. თუ კი ვაჟს სურს უფრო ძლიერი ემოციების განცდა ყოველთვის შეიძლება წასვლა ჯვაროსნულ ლაშქრობაში ან არაბებთან საბრძოლველად ესპანეთში, ან წარმართებთან საბრძოლველად წასვლა პრუსიაში.  ტურნირთა რამდენადმე ამაო «თავგადასავლების» სემდეგ არის ადგილი რწმენის და ეკლესიის მხსნელი სამსახურისთვის. ღეალურ მოხეტიალე რაინდს კიდევ აქვს პერსპექტივა. 
(გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment