4.05.2011

რაინდობა-17; ლიტერატურული გმირი



by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 25 03, ხუთშაბათი, 20:19-ზე
ლანსლო

წარმოსახვითი რაინდი : ტბის ლანსლო :

უნდა ვილაპარაკოთ სხვა, ახლა უკვე წარმოსახვით «საუკეთესო რაინდზე». 
მისი « ცხოვრების» აღსადგენად ეყრდნობიან არა ისტორიულ დოკუმენტებს არამედ არტურის ციკლის რომანებს. ლანსლო გამოიგონა კრეტიენ დე ტრუამ და სხვა ავტორებმა მის კვალზე შეავსეს მისი ისტორია. იქნებ წარმოსახვითი ისტორიების შექმნისას ისინი გიომ მარშალით იყვნენ შთაგონე-
ბულნი? ლანსლო არ ეკუთვნის არტურის თაობას. ის შემდეგი,მარტოსულ რაინდთა
(
გოვენის, ივენის,პერსევალის,ტრისტანის ) არტურის რომანის ნამდვილ გმირთა თაობისაა. ლანსლო კონტინენტელია, არმორიკელი,ბენუას მეფე ბანის ვაჟია ; ; მისი ბიძა ბოჰორი იყო გონის მეფე. მეფე კლოდასის მიერ დამარცხებულნი, ისინი ნაადრევად დაიღუპნენ კიდეც. ლანსლო მაშინ «მიიღო»,უფრო ზუსტად გაიტაცა წყლის ქვეშ მცხოვრებმა წყლის ქალბატონმა რომელმაც მიიყვანა ის მეფე არტურის კარზე რაინდად გასახდომად. ლანსლოს თავდავიწყებით შეუყვარდა მეფე არტურის მეუღლე გენივრა, რომელიც გამოეხმაურა მის სიყვარულს. 
მაგრამ ეს აკრძალულია და გააჩენს ბევრ პრობლემას. . გენივრა გახდება ლანსლოს მანდილოსანი. ცოტა ხნის შემდეგ გინევრას გაიტაცებს ბოროტი მელეაგანი. ლანსლოს თავგადასავლები,მაშ, იწყება მისი მანდილოსნის განთა-
ვისუფლებით. გენივრა მას უწყობს მრავალ გამოცდას : თავისი ვინაობის დამმალავი ლანსლო იღებს ამ გამოწვევებს იმ დღემდე სანამ ის არ შეეჯახება სხვა ღირსეულ რაინდს,მაგრამ არტურის დაუძინებელ მტერს გალეოს. ლანსლო დაუმეგობრდება მას და შეარიგებს მას მეფესთან. მაშინ მას შეუძლია გენივრასთან შეხვედრა და მისთვის თავის გაცნობა. , მიუხედავად ამისა და ის არტურის დაუკითხავად და მის უცოდნელად მიდის ხოლმე ახალი თავგადასავლების საძებრად როდესაც ეჭვიანი დედოფლის აზრით მეტისმეტად ხშირად დგება უბედურებაში ჩავარდნილი კეთილშობილი მანდილოსნების სამსა-
ხურში. უსიამოვნებები და დავა-კამათი გენივრასთან, დაპირისპირებები სხვა რაინდებთან ლანსლოს ბოლოს და ბოლოს ჩააგდებენ აუტანელ მდგომარეობაში.
და კატასტროფაც მოხდება : მისი მტრები გაუმჟღავნებენ მეფე არტურს მისი რაინდის დანაშაულებრივ კავშირს მის დედოფალთან. მეფე არტური გაასახლებს ლანსლოს კონტინენტზე სადაც ბრძოლის დროს მას შემთხვევით შემოაკვდება გოვენის ძმა. სიძულვილით აღსავსე გოვენი მას შემდეგ სდევნის მას. არტურის ორი რაინდი შეეჯახება ერთმანეთს და ლანსლო კლავს გოვენს. გოვენის გამო შურის საძიებლად გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში) ჩავა თვითონ მეფე არტური.
ლეგენდა, ტბის ლანსლო

არტური იქ გაიგებს რომ მის წინააღმდეგ აჯანყდა და მისი მეუღლე გენივრას გატაცებას ცდილობს მისი საკუთარი შვილი მორდრედი. გენივრა მოახერხებს თავის დაღწევას და გაქცევას, მაგრამ მას ესმის რომ არის ამ ტრაღიკულ მოვლენათა წყარო და შედის მონასტერში, სადაც გარდაიცვლება კიდეც. 
ბრიტანეთში დაბრუნებული მეფე არტური შეებრძოლება თავის შვილს და მოკლავს მას,მაგრამ თვითონაც დაიჭრება სასიკვდილოდ. 
ლანსლო ორჯერ გაგიჟდება. განსაკუთრებული,ცალმხრივი, ექსცესიური, თავდავიწყებით შეყვარებული დაოჯახებულ ქალში,ის დიდად ვეღარ განასახიერებს ქრისტიან რაინდობას: მან ვერ იხილა გრაალი. თავისი დროის რელიგიური და მორალური კოდექსების დარღვევის გამო ის უკეთესად განასახიერებს ეკლესიის იდეალთა პერიფერიაზე ან ზოგჯერ მათ წინააღმდეგ შექმნილ რაინდულ იდეოლოგიას. ეს მარგინალი, მიუხედავათ იმისა რომ ლიტერატურული პერსონაჟია, არც ისე შორსაა რეალური რაინდობისგან.

No comments:

Post a Comment