4.05.2011

რაინდობა-16: სამი რაინდი (დასაწყისი)


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 24 03, ოთხშაბათი, 14:56-ზე
გიომ მარშალის ჰერბი

რამეს რომ მიაღწიო რამე, ვინმე უნდა იყო (გოეთეს მოტივებზე) 
 სამი რაინდი : 
გიომ მარშალი, ლანსლო, ბაიარი და ზორო : 

რეალური რაინდი გიომ ( იგივე უილიამ) მარშალი : 

გიომ მარშალი არის დიდი ფიგურა რომელსაც ვიცნობთ მისი ცხოვრების შესახებ დაწერილი მოთხრობის წყალობით. ეს მოთხრობა დაიწერა მისი შვილის დაკვეთით. გიომ მარშალის ცხოვრება გადმოსცა ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟორჟ დიუბიმ. 
ეს გამორჩეული პიროვნება ცხოვრობდა ჰენრი მეორის,მისი ვაჟიშვილების, 
ჰენრი ახალგაზრდის,რიჩარდ ლომგულის და იოანე უმიწოს,დაბოლოს იოანეს ვაჟი ჰენრი მესამის დროს. მისი ოჯახი წარმოშობით ნორმანულია : ის ინგლისში ჩავიდა ვილჰელმ დამპყრობელთან ერთად. გიომის პაპა ჟილბერი იყო მეფის მარშალი და გვარმა შეინარჩუნა ეს სახელი. ჟანი,მამა, დაქორწინდა მაღალი არისტოკრატიიდან გამოსულ ქალზე. გიომი, უმცროსი,დაიბადა 1145 წლისთვის. ახალგაზრდა ბიჭი მიანდეს მამამისის ბიძაშვილს, ნორმანდიის ერთ-ერთ ძლიერ მემამულეს, ტანკარვილის გრაფს. 1167 წელს, სულთმოფენობის დღეს, ის მრავალ «ახალ რაინდთან» ერთად აკურთხეს რაინდად. გრაფის მფარველობას ბოლო მოეღო; 
ის ეხლა მარტო უნდა დაბზრიალდეს,იხეტიალოს და დაამტკიცოს რომ ის არის რაინდის წოდების ღირსი. 
რიჩარდ ლომგული
გიომ მარშალი შეუერთდა ტურნირების მონაწილეთა ჯგუფს და ვინაიდან დიდად ნიჭიერი იყო გახდა გუნდის ხელმძღვანელი. 
მას მიეცა შანსი რომელიც მას ხელიდან არ გაუშვია. ჰენრი მეორის მეუღლე ელეონორ აკვიტანელი ეწვია პუატუს თავის საგრაფოს. მას იცავდა სალისბარის გრაფი, ინგლისის ერთ-ერთი პირველი ბარონი და გიომის დედის ძმა. ისინი მოხვდნენ რამოდენიმე უკმაყოფილო წარჩინებულის მიერ დაგებულ მახეში; სალისბარის გრაფი მოკლეს. ესკორტს სათავეში ჩაუდგა გიომ მარშალი და მან მოახერხა დედოფლის უსაფრთხო ადგილას მიყვანა, მაგრამ თვითონ ჩავარდა ტყვედ. ალიენორმა გადაიხადა გამოსასყიდი. ჰენრი მეორეს არ უყოყმანია და თავისი ვაჟი და მემკვიდრე ჰენრი ახალგაზრდა აღსაზრდელად და საპატრონოდ ჩააბარა გიომ მარშალს. 
თავის « ახალგაზრდა პატრონთან» ერთად გამოცდილი რაინდი გიომ მარშალი დადის საფრანგეთში გამართულ ტურნირებზე ( ინგლისში ტურნირები არ ეწყობოდა). თვითონ გიომ მარშალმა აკურთხა ის რაინდად 1171 წელს. ჰენრი უანგარიშოდ არიგებს ფულს და გიომი იმარჯვებს მრავალ ტურნირში. მას თავისი ანგარიში აქვს: თავისი კარიერის მანძილზე მან ხუთასზე მეტი რაინდი დაატყვევა. მაგრამ ის ხარჯავს იმდენსვე რამდენსაც იგებს ვინაიდან ვაჟკაცობა ხელგაშლილობის გარეშე არაფრად ვარგა. მეფისწულის სამსახურში დგომა საპატიო სამსახურია, მაგრამ სულაც არაა დასვენება : გიომმა უნდა გაუძლოს, ის უნდა მოერიოს ინტრიგებს,შურს და ღალატს რომლებიც ამღვრევენ ჰენრი მეორის მეფობის დასასრულს. მისი ცოლი ალიენორი, მისი ვაჟიშვილები, ჰენრი ახალგაზრდა პირველი, რიჩარდ ლომგული აჯანყდნენ მის წინააღმდეგ.გიომი იცავს მარტივ წესს : ის არის მეფის წინაშე დადებული პირობის, მისთვის მიცემული სიტყვის ერთგული, ის პატიოსანია მეფის წინაშე. გიომ მარშალი საფრთხეში იგდებს თავს: როდესაც ის იცავს უბედური ჰენრი მეორის უკანდახევას ანჟერთან: ის აღმოჩნდება თავისი მამის წინააღმდეგ გამხეცებული უიარაღო რიჩარდის პირისპირ. გიომ მარშალს შეეძლო რიჩარდის მოკვლა, მაგრამ ის არ კლავს რიჩარდს და დაანახვებს მას ამას. მიუხედავად ამისა რიჩარდის წინსვლისათვის ხელის შესაშლელად ის კლავს რიჩარდის ცხენს. გიომმა იცის რომ მოწინააღმდეგის ცხენის მოკვლა არაა რაინდული საქციელი,მაგრამ რიჩარდის მოკვლას მას მისი ცხენის მოკვლა ურჩევნია ! 
ამის შემდეგ,მას შემდეგ რაც 1189 წელს რიჩარდი გახდა მეფე,გიომმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, განსაკუთრებით კი მდიდარი ქალი, სამეფოს მეორე ქონება რომლის ცოლადაც მისთვის გაყოლებას დაჰპირდა მეფე ჰენრი მეორე. 
როდესაც ქალი მემკვიდრეობით იღებს მამულს მეფის სიტყვას ფასი აქვს : 
«
კარგი, შენ იქნები ქალის მემკვიდრე, ამბობს ის დაახლოებით ასე, მაგრამ შენ შეირთავ ცოლად იმას ვისაც მე შევარჩევ». 
 45
წლის გიომისთვის ეს ქორწინება ნიშნავს ხეტიალის და მისი «ახალ- 
გაზრდობის» დასასრულს. ბოლოს და ბოლოს დამკვიდრებული, ის გახდება ბარონთა სამყაროს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი. 
რიჩარდი მას აპატიებს. მას არ შეუძლია ასეთი რაინდის გარეშე და მისი მტრად მოკიდება. გიომს,მაშ, შეუძლია სტრინგჰილის მამულის მემკვიდრეზე დაქორწინება. ის იყო რაინდი და ხდება პომბროკის გრაფი,დამკვიდრებული მებატონე, ინგლისში და ირლანდიაში მამულების მფლობელი. ის მსახურობდა და ეხლა მას ემსახურებიან ვასალები, მსახურები,მესაჭურვლეები და რაინდები რომლებითაც სავსეა მისი ციხე-სასახლე. 
გიომ მარშალი ბერდება, აღარ იღებს მონაწილეობას ტურნირებში, მაგრამ რჩება რაინდულ ღირებულებათა ერთგული. მას არა აქვს კარგი ურთიერთობა 1199 წელს რიჩარდის შემცვლელ იოანე უმიწოსთან, მაგრამ მას არასოდეს უღალატია მისთვის და 1216 წელს მომაკვდავი მეფე იოანე უმიწო გიომ მარშალს ანდობს თავის 9 წლის ვაჟიშვილსა და მემკვიდრეს. გიომ მარშალი ხდება სამეფოს რეგენტი. მაგრამ როდესაც 1217 წელს კუნძულზე გადავა საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტეს ვაჟი ლიუდოვიკო რომელიც მოინდომებს ჰენრის გაძევებას და სამეფოს ხელში ჩაგდებას,გიომ იღებს იარაღს და ფრანგ პრინცს ამარცხებს ლინკოლნთან. მაგრამ გიომ მარშალი რაინდულად პატივით მიიყვანს პორტში დამარცხებულ ლუის რათა ის დაბრუნდეს საფრანგეთში. 
გიომ მარშალის შემთხვევაში რაინდობა არის სოციალური დაწინაურების არაჩვეულებრივი საშუალება. მაგრამ მწვერვალების დაპყრობის შემდეგაც ის სულით რაინდი რჩება. ამას საუკეთესოდ აჩვენებს მისი სიკვდილი. მოგვიწევს ცოტა უკან დაბრუნება. 
წიგნი გიომ მარშალზე
 1185
წელს გიომ მარშალი წავიდა წმინდა მიწაზე, იერუსალიმში. 
იქ ის მივიდა ტამპლიერთა ორდენში. მაგრამ ის მაშინ არ იყო მზად ხეტიალის და თავგადასავლის დასათმობად თუნდაც სამხედრო რელიგიურ ორდენში შესვლის გულისთვის. მან უბრალოდ დადო პირობა რომ ტამპლიერთა ორდენში შევიდოდა როდესაც იგრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. 
ეს მომენტი დადგა 1219 წელს. ავადმყოფმა და ლოგინად ჩავარდნილმა, მან მოითხოვა რომ მისი ზანდუკიდან ამოეღოთ სამოსი რომელიც მან შეაკერინა ერთი წლით ადრე. ეს იყო ტამპლიერთა წითელი ჯვრით შემკული თეთრი მოსასხამი. მან გადაიფარა ეს მოსასხამი და დადო აღთქმა, 
მან დასტოვა « ამქვეყნიური რაინდობა» « ქრისტეს რაინდობაში» შესასვლელად. 
იომ ( უილიამ მარშალი გარდაიცვალა 1219 წლის 14 მაისს და დაკრძალულია ლონდონის ტაძრის სახლში. 
ამ ამბის გაგონებისას საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტმა პატივი მიაგო გიომს «რომელიც იყო ვაჟკაცი და ბრძენი. ჩვენ დროს არსად არ ყოფილა უკეთესი რაინდი ...» და დაუმატა: « გიომი იყო ყველაზე პატიოსანი და გულწრფელი მათ შორის ვისაც ვიცნობდი»
წინ წინ, წინ


 (გაგრძელება  იქნება).

No comments:

Post a Comment