4.09.2011

ქრისტიანობა დემოკრატიულად-8 : უნდოდა თუ არა ღმერთს მრავალი რელიგია?

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 08 04, ხუთშაბათი, 0:47-ზე
უნდოდა თუ არა ღმერთს მრავალი რელიგია? 
გამაღიზიანებელი მრავალფეროვნება.სამყაროში სადაც გაცვლები სულ უფრო და უფრო მრავლდება ქრისტიანები სულ უფრო და უფრო ეჯახებიან რელიგიურ პლურალიზმს,მათი წონასწორობის დამრღვევ რელიგიურ პლურალიზმს. აქვს თუ არა ადგილი ამ პლურალიზმს ღმერთის ჩანაფიქრში? ხომ არ აყენებს ის ეჭვს ქვეშ ქრისტიანული გზის ჭეშმარიტებას, უტყუარობას? 
რატომ არსებობს ბევრი რელიგია? კითხვა არაა უმნიშვნელო,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვიცით რომ ისტორიის მანძილზე რელიგიები უპირისპირდებოდნენ, შესჯახებიან ერთმანეთს. ჩვენ აგრთვე ვხედავთ ყოველდღე პრობლემებს რომლებსაც აჩენს ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა რიტუალების, სხვადასხვა დღესასწაულების,სხვადასხვა წეს-ჩვეულებების, მეტიც, ზოგჯერ სხვადასხვა ფუნდამენტური ღირებულებების მქონე რელიგიების თანაარსებობა. 
კითხვა მრავალი სხვადასხვა რელიგიის არსებობის მნიშვნელობის შესახებ აუცილებლად უჩნდება ქრისტიანს რომელიც დარწმუნებულია იმაში რომ ღმერთს სურს ყველას ხსნა და სჯერა რომ ქრისტე და მისი ეკლესია არის კაცობრიობის ხსნის ჭეშმარიტი გზა. ნუ ვილაპარაკებთ ქრისტიანებს შორის არსებულ განსხვავებებზე, 
ეს სხვა,თუმცა უკანასკნელ კითხვასთან დაკავშირებული პრობლემაა.რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს,მაშ, სხვადასხვა რელიგიების არსებობას? რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს არაქრისტიანულ რელიგიებთან?არაა ლაპარაკი ქმობის და მოწყალების, სოლიდარობის დამოკიდებულებებზე რომლებიც უნდა გვქონდეს ნებისმიერი რელიგიის მიმდევართან ,ისევე როგორც ყველა ადამიანთან. ლაპარაკია დაფიქრებაზე ამ რელიგიათა მნიშვნელობის და ღირებულებათა შესახებ. 

ღმერთი მოდის ადამიანის საძებრად : 
ამოვიდეთ ადამიანის ფუნდამენტური მოცემულობიდან. ადამიანს აქვს აბსოლუტის აუცილებელი წადილი. აბსოლუტის წადილი არის მთლიანობის და მარადიულის, ტოტალური და ტოტალურად ბედნიერი სიცოცხლის წადილი. რელიგიები არის ღმერთის მაძებარი ადამიანის სხვადასხვა გამოხატულებები. 
ქრისტიანობა პირველ რიგში გვეუბნება რომ ღმერთი არ კმაყოფილდება ადამიანისთვის მისი ძიების საშუალების მიცემით. ღმერთი სამყაროს საწყისიდანვე ეძებს ადამიანს : « ადამ; სადა ხარ?»,ამბობს იაჰვე-ღმერთი დაცემის შემდეგ. და ის მისი ძე იესოს ჯვრამდე მოვა ჩვენს საძებრად. 
პეპელა
ღმერთს უნდა საკუთარი თავის გამჟღავნება ადამიანისთვის და მისთვის თავისი სიცოცხლის გაზიარება. სწორედ ამას ვუწოდებთ გამოცხადებას: 
ღმერთი ორნაირად ეცხადება ადამიანს : უპირველეს ყოვლისა კოსმოსის, სამყაროს მშვენიერებით და შემდეგ ჩვენს ისტორიაში ჩარევით. მაგრამ ორ შემთხვევაში გარეშე მოწმობა უერთდება ჩვენი ცნობიერების შიდა იდუმალ მოწმობას რომელმაც უნდა უპასუხოს,რომელიც უნდა ეზიაროს ამ გარეშე მოწმობას. 
კოსმიურ გამოცხადებას განადიდებენ ფსალმუნები : 
მშვენიერი კოსმოსი: პეპელა
პეპელა

« ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას 
და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. 
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, 
ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.» ( 18 (19) 2,3). 

თითქოს მთელი მოთხრობაა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. თანამედროვე მეცნიერები თითქოს ისევ პოულობენ მის აზრს,ზოგჯერ მათ ჰგონიათ რომ ტელესკოპებში ხედავენ ღმერთს. ეს გამოცხადება უნივერსალურია, საყოველთაოა: ესაა ერთნაირი გამოცხადება ყველა ადამიანისთვის. უეჭველია რომ ისაა მრავალი რელიგიის საწყისი, განსაკუთრებით ანიმისტური თუ ამერინდიელთა ძველი რელიგიებისა. ეს ერთმანეთისაგან განსხვავებული რელიგიები ერთნაირად აღიარებენ კოსმიური ღმერთის 
კოსმოსის მშვენიერება:
 ვარსკვლავი და მიწა

განსხვავებულობას, ძალას. კანონიერია იმის თქმა რომ თავისი სიდიადის კოსმოსში გამჟღავნება-გამოცხდებით ღმერთი ეძებს ადამიანს,თუმცა ამას ჯერ კიდევ არაპირდაპირ აკეთებს.  გამოცხადება ისტორიაში : ადამიანისთვის გამჟღავნების და მასთან ურთიერთობის მეორე ხერხად ღმერთი იყენებს ადამიანის ისტორიაში ჩარევას. სიტყვა მაშინ ბევრად უფრო მდიდარი იქნება ვიდრე წინა შემთხვევაში. მაგრამ ფრთხილად : ისტორიული გამოცხადება ვერ იქნება ისე უშუალოდ უნივერსალური, საყოველთაო, როგორც კოსმიური გამოცხადება. თუ კი ღმერთს სურს ჩვენი ისტორიისათვის პატივის მიგება ის ვერ მიმართავს უშუალოდ ყველას იმიტომ რომ ადამიანები გაფანტულები არიან სივრცესა და დროში. ღმერთს ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ზოგ განსაკუთრებულ ადამიანთან ლაპარაკით და ეს ადამიანები შემდეგ თანდათან ჩასწერენ ღმერთის სიტყვებს თავის ისტორიაში. ღმერთს ადამიანებთან ლაპარაკი მხოლოდ ადამიანურად შეუძლია.იმისათვის რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტად ღვთებრივ სიტყვად იყოს მიჩნეული ის ჭეშმარიტად ადამიანური სიტყვა უნდა იყოს. ეპოქისა და ხალხის კულტურაში : 

კაშკაშა კოსმოსი
როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 
ჩვენ ამას ვხედავთ იზრაელის წინასწარმეტყველებში. მათ თავის სიღრმეში, მათი ცნობიერების ტრანსცენდენტურობაში განიცადეს ღმერთის ყოფნა, გაიგეს მისი ნათქვამი და გამოხატეს ის ადამიანური სიტყვებით. სწორედ ასე შეეძლოთ წინასწარმეტყველებს მათი გამოსვლის დამთავრება შემდეგი სიტყვებით : «ასე ლაპარაკობს ყოვლისშემძლე ღმერთი!», სავსებით მათი სიტყვის ბოლოს, ისტორიული გამოცხადების მწვერვალი, ღვთაებრივი შთაგონებისა და ადამიანური სიტყვის შეხვედრის მწვერვალია ადამიანი იესო,რომელიც ლაპარაკობს ჩვენს, ადამიანთა ენაზე და რომელიც არის განკაცებული სიტყვა, მამის მარადიული განკაცებული, ხორცშესხმული სიტყვა,ესე იგი ადამიანურ სიტყვათა ავტორი. იესოს ადამიანური და ღვთაებრივი ცნობიერება იყო 
კოსმოსის მშვენება
ადამიანებისთვის ღმერთის ისტორიული გამოცხადების განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი ეს ხსნის იზრაელის ხალხის რჩეულობას. ეს არაა რომელიღაც ხალხის თვითნებურად არჩევა სხვა ხალხების საზარალოდ,ესაა ხალხის არჩევა სხვა ხალხებისთვის. ესაა არჩევა პედაგოგიკისა რომელიც ყველასათვის სასარგებლო რომ იყოს ზოგიერთის მიერ უნდა ხორციელდებოდეს. ეს ხალხი იყო მთელი ღვთებრივი პედაგოგიკის ობიექტი. ამ პედაგოგიკამ თანდათანობით განწმინდა ამ ხალხის რელიგიური გრძნობა, მას აჩვენა განსაკუთრებით წმინდა მონოთეიზმი, გაზარდა ის მორალურ პლანში და მოამზადა რათა შესაძლებელი გამხდარიყო ღმერთის საკუთარი ძის გაჩენა. 
კოსმოსის მშვენიერება:
კოლიბრი

და ასევე,თუ კი ღმერთს სურს ადამიანთა შორის ადამიანად გახდომა მან მთლიანად უნდა გაიზიაროს ადამიანის მდგომარეობა, ესე იგი უნდა დათანხმდეს თაობათა გრძელ თანმიმდევრობაში ჩართვაზე და უნდა იყოს გარკვეული კულტურისა და გარკვეული ხალხის კულტურის სოლიდარული. ღმერთის სიტყვა ადამიანიდან ადამიანებს გადაეცემა მოციქულთა მოწმობის შესაბამისად, ადამიანური ურთიერთობის ნორმალურ კანონთა შესაბამისად. 


 ეკლესიის მისიის აზრი: 
ღმერთისგან მომავალი და ყველასთვის განკუთვნილი ხსნის გამოცხადება. 

ხსნა ყველასთვისაა განკუთვნილი : 
მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რა ელით ქრისტიანობის არმცოდნეთ, იმათ ვინც ცხოვრობდნენ იესოს მოსვლამდე ან იმათ ვინც ცხოვრობს სხვა რელიგიათა წეს-ჩვეულებების შესაბამისად? ღმერთის ჩანაფიქრი მათ ივიწყებს? რა უნდა ვიფიქროთ სახელგანთქმულ მაგრამ ჩვენთვის აღმაშფოთებელ გამოთქმაზე « ეკლესიის გარეთ ხსნა არაა»? ვატიკანის მეორე კრებამ მის დადგენილებაში არაქრისტიანული ეკლესიების შესახებ მიიღო სრულიად ახალი დამოკიდებულება არაქრისტიანული რელიგიებისადმი და პოზიტიურად შეაფასა არაქრისტიანულ რელიგიათა მიერ ნაქადაგევი ადამიანური და რელიგიური ღირებულებები,თუმცა იქვე აღიარა მათი არასრულყოფილება, უკმარისობა. რელიგიათაშორისი დიალოგი არსებითი გახდა ეკლესიის ცხოვრებაში. ეს დიალოგი კიდევ ჩვენს წინაშეა იმიტომ რომ ის სვამს მნიშვნელოვან კითხვებს : 
«
რატომ ერთადერთი ეკლესია ველა ადამიანისთვის»; « რატომაა ქრისტე ერთადერთი შუამავალი ადამიანებსა და ღმერთს შორის?». 
კოსმოსის მშვენიერება:
ადამიანის ჩანასახი

კარლ რანერის თეოლოგიაზე დაყრდნობით მე შემიძლია შემდეგი პასუხის გაცემა : იესომ ხსნა საჯაროდ შესთავაზა და დაპირდა მთელ კაცობრიობას და ეს შეთავაზება ვარგისია ყოველი ადამიანისთვის როგორიც არ უნდა იყოს მისი ისტორიული დამოკიდებულება იესო ქრისტესთან მის მოსვლამდე თუ მისი მოსვლის შემდეგ,როგორც არ უნდა იცოდეს ან არ იცოდეს მან ეკლესია და ქრისტიანული უწყება. 
მაგრამ თუ არსებობს ხსნის შეთავაზება, არსებობს სულ მცირე ნაწილობრივი გამოცხადებაც. ყოველმა ადამიანმა,მაშ, რწმენით უნდა უპასოხოს გამოცხადების მის წილს ან მისი ცნობიერების სიღრმეში ან მისი საკუთარი რელიგიის მეშვეობით, თუ კი ამ რელიგიაში არის გამოცხადების ჭეშმარიტი ელემენტები. ეს ნიშნავს იმას რომ სხვადასხვა რელიგიას შეიძლება ეწოდოს «გზები» ხსნისაკენ,მაშინაც კი როდესაც ხსნის ერთადერთი და საბოლოო გზა ღმერთმა გვიჩვენა ჩვენთვის იესო ქრისტეს გამოგზავნით, იესო ქრისტესი, რომელიც არის « გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14,6). 

შეხვედრა მოყვასის სიყვარულთან : 
ამის თქმა ჩვენ შეგვიძლია იესოს განცხადებიდან გამომდინარე ( «რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას», მოციქულ პავლეს პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 2,4). მაგრამ ყველა გადარჩენილია ქრისტეს ძღვენით მაშინაც კი როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთარ ამ რელიგიათა ხილულ კავშირს 
კოსმოსის მშვენება ტკბება
 მშვენიერი კოსმოსის ჭვრეტით
ქრისტიანობასთან. ისევე როგორც ქრისტეს მადლით ქრისტიანები გადარჩენილები არიან მათი რელიგიით,არაქრისტიანებიც იმავე მადლით გადარჩენილები არიან ქრისტეს მათებური ბუნდოვანი რწმენით რომელსაც ისინი გამოხატავენ თავისი ცხოვრების წესით შეიძლება ვთქვათ რომ ადამიანმა რომელსაც უყვარს მოყვასი და მზადაა სხვებისთვის დიდი მსხვერპლის გასაღებად ბუნდოვნად,არაპირდაპირ აღიარა ქრისტე, იმიტომ რომ თვითონ იესომ თქვა : «...ჭეშმარიტად გეუბნებით: რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ» (მათე 25,40). 

მაგრამ ეკლესიას მთავარ ამოცანად რჩება ქრისტეს უწყების მიტანა ყოველ ადამიანამდე.








No comments:

Post a Comment