4.04.2011

.ამანის ჩერქეზები, ქრისტიანობის ნაშთი ჩერქეზებში

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 27 07, სამშაბათი, 15:05-ზე

ამანის ჩერქეზები :

ჩერქეზი შაჰდ აბდაჰი მე გავიცანი ირანში იმავე დროდესაც გავიცანი 
ჩეჩენი ოსმან შამს_უდდინი. ორივე თან ახლდა იორდანიის ფეხბურთის გუნდს,
პირველი როგორც როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და მეორე როგორც ფედე-
რაციის წარმომადგენელი
. 
 «
ჩვენში მას უძახიან იორდანიის მელას,მითხრა ოსმანმა შაჰდზე ლაპარაკისას. ის დიდი ხნის მანძილზე იყო ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე. მოედანზე ის მელასავით ისეთი ზიგზაგებით მოძრაობდა რომ ვერავინ ახერხებდა მის გაჩერებას
ჩვენი შეხვედრის საღამოს,სადილზე რომელზეც დავპატიჟე თეირანის კავკასიელი მეგობრები, შაჰდი გველაპარაკებოდა იორდანიის ჩერქეზებზე. ის იცნობდა ჭექა-ქუხილის ღმერთ შიბლეს,ყაჩაღობის ღმერთ სუბარეგს და მჭედელთა ღმერთ სეოსერესს. მან დალია ბუზა, აფუებული ქერის საფუძველზე გაკეთებული სასმელი რომელსაც კავკასიაში ოდესღაც სვავდნენ რელიგიური ცერემონიების დროს და მისმა მეუღლემ იცოდა ძველად ჩერქეზთა მთავარი საჭმელი პასტას კეთება. 
მეფე ჰუსეინი ძალიან ენდობოდა კავკასიელებს.
მისი პირადი გვარდია უმთავრესად შედგებოდა მთიელთა სამოსში გამოწყობილი ჩერქეზებისა და ჩეჩნებისაგან. პოლიციის უფროსი ჩერქეზი იყო და მრავალ სხვა კავკასიელს ეკავა მაღალი თანამდებობები ჯარში და ასმინისტრა-
ციაში. 
ამანის ჩერქეზებს ჰქონდათ თავისი მაღაზიები ერთდროულად არაბულ და კავკასიურ ენებზე გაკეთებული წარწერებით. 
შაჰდი გველაპარაკა მათ სპორტულ და კულტურულ კლუბზე ელ ჟილ ჟადიდ,ახალი თაობის კლუბზე. იქ აწყობდნენ ხალხური ცეკვებისა და სიმღერების სეანსებს და ჩერქეზულ ენაზე წარმოადგენდნენ თეატრალურ პიესებს. მეტიც,მათ რადიოში ჰქონდათ გადაცემა ჩერქეზულ ენაზე. 

შაჰდის ბიძაშვილი იყო ჩერქეზული სკოლის დირექტორი. ეს სკოლა 1974 წელს დააარსა ჩერქეზულმა საქველმოქმედო ასოციაციამ (Circassian Charity Association). ჩემი ვიზიტის დროს ის იღებდა ოთხ კლასად,ორ საბავშვო ბარად და ორ დაწყებით კლასად დაყოფილ ასათ ბავშვს. ასწავლიდნენ ადიღურ,არაბულ და ინგლისურ ენებზე. ბავშვთა ბაღში სულ პატარებს ასწავლიდნენ სიმღერებს და უყვებოდნენ კავკასიის ისტორიებსა და ლეგენდებს.
ამ სკოლაში ასწავლიდნენ საუკეთესო ოჯახებიდან გამოსულ არაბ ბავშვებსაც. მათ მშობლებს უნდოდათ ბავშვების შეყვანა ამ სკოლაში იმიტომ რომ ამანში ჩერქეზებს სახელი განთქმული ჰქონდათ თავისი შვილების მკაცრად აღზრდით. მათი ბავშვები ძალიან დისციპლინირებული იყვნენ. 
ჩვენი შეხვედრის საღამოს ყოველმა მათგანმა მოყვა თითო ისტორია. 
ოსმანმა იმღერა კუპლეტი ჩეჩნურად. და ღამით შაჰდემ ჩერქეზულად სიტყვის წარმოთქმის შემდეგ იმღერა უსასრულოდ ნაღვლიანი ძველი საჩივრები რომლებიც ყვებოდნენ მისი ხალხის ომის და გადასახლების შესახებ.
 «
როდის ვიპოვი ჩემი სამშობლოს მსგავს ქვეყანას? ჩემი ქვეყნის სიყვარულს მეშევწირე ჩემი თვალები და ჩემი სული. მე დავბრუნდები მას შემდეგ რაც ჩემს ქვეყანას გადავაქცევ ჩემი მტრის საფლავად. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა იმას რომ ჩემმა მტერმა ჩემი ქვეყანა აქცია ჩემს საფლავად
ერთი თვის შემდეგ ოსმანი და შაჰდი მიღებდნენ ამანში, ეს იყო 1977 წელს. 
ჩვენ დავიწყეთ ამანის ძველი რომაული ამფითეატრის ახლოსციტადელთან მდებარე ძველი ჩერქეზული კვარტალი რას ელ აინის თვალიერებით. 

ესაა შაფსუღთა კვარტალი, მითხრა შაჰდიმ და მაჩვენა ძველი სახლების კუნძული...30 წლის წინ აქ მხოლოდ ჩერქეზები ცხოვრობდნენ.
 «
ამანი შექმნეს ჩერქეზებმა,თქვა მან,შეხედეთ! ამ სახლში დავიბადე მე. ძველად ირგვლივ მხოლოდ ველები იყო. მამაჩემი იყო მიწათმოქმედი. ახალგაზრდობაში ის იყო თურქთა ჯარისკაცი,მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მათი წასვლის შემდეგ ის ფაქტიურად უმუშევრად დარჩა. ის კმაყოფილდებოდა თავისი მიწის ნაჭერზე პურის და ხორბლის მოყვანით. 
მამაჩემი ითვლებოდა მტელი ქვეყნის საუკეთესო კავკასიელ მოცეკვავედ. მას იწვევდნენ ხოლმე დღესასწაულებზე...მაშინ აქ ცხოვრება ძნელი იყო. მამაჩემი სამჯერ იყო დაქორწინებული. მას ჰყავდა 17 შვილი რომელთაგანაც დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი და ზაჰრა. დანარჩენი ბავშვები ადრევე დაიღუპნენ. ამის მიზეზი იყო მდინარის ბინძური წყალი რომელიც ავრცელებდა ტიფს და სხვა ავადმყოფობებს.
ამანში პირველი ექიმი გაჩნდა მხოლოდ 1930-ან წლებში. ის იტალიელი იყო და სწორედ მან დააარსა იორდანიის პირველი საავადმყოფო.
მე ვიყავი ოჯახის ერთადერთი ვაჟი და როდესაც 18 წლის გავხდი მამაჩემმა გადაწყვიტა რომ დადგა ჩემი დაოჯახების დრო.
ის წავიდა სირიაში,კუნეიტრაში და რამოდენიმე დღეში ჩამომიყვანა 14 წლის ქალი. ჩვენ დავქორწინდით და გვეყოლა რვა ბავშვი
მე გამიკვირდა რომ ის დაქორწინდა ქალზე ისე რომ ის არ უნახავს,ქალიშვილზე რომელიც შეიძლება მახინჯი ყოფილიყო. შაჰდიმ მიპასუხა რომ საცოლის სილამაზეს თუ სიმახინჯეს მნიშვნელობა არა აქვს. ჩერქეზებში მთავარია ცოდნა იმისა თუ რა ოჯახიდანაა ქალიშვილი. თუ კი მამამისი კარგი ადამიანია,თუ კი ის კარგი ოჯახიდანაა მაშინ ქალიშვილიც კარგი იქნება.
შემდეგ შაჰდიმ წამიყვანა იქვე კვარტალში მცხოვრებ ბიძამისთან. ის 80 წელზე მეტი ხნის იყო და კარგად იცნობდა იორდანიის ჩერქეზების ისტორიას. 
მან თავისი მშობლებისაგან და მეგობარი ისტორიკოსი შაუკატ ელ მუფტისგან შეიტყო რომ პირველი ჩერქეზები რეგიონში ჩამოვიდნენ 1864-1873 წლებში. ისინი ჩამოვიდნენ სამ ჯგუფად. პირველები იყვნენ შაფსუღები,
რამოდენიმე წლის შემდეგ მათ მოყვნენ ყაბარდოელები და ბოლო იყო აბაძეხთა უფრო მცირე ჯგუფი.
კავკასიიდან წასვლისას ოსმან აბდაჰის დედა მხოლოდ 7 წლისა იყო. ის ფეხით,ვირით და აქლემით ჩავიდა ამანამდე. იმ დროს ამანის ირგვლივ მიწები იყო ბედუინები სკაურის ტომის ბელადი ზატამ ელ ფაიესის ტერიტორიის ნაწილი. 
თავიდან ჩერქეზები დასახლდნენ მდინარეზე გაბატონებულ მღვიმეებში. შემდეგ მათ ააშენეს ისეთი გამაგრებული სახლები როგორებიც მათ ჰქონდათ კავკასიაში. თურქებმა მისცეს მიწები და ჩერქეზები აძოვებდნენ მათ ნახირებს ჯებელ ამანზე და ჯებელ აშრაფიაზე. მათ ასევე მოჰყავდათ ცოტა პური,კართოფილი, ბოსტნეული, მათ ხილის ზოგი ხეც კი დარგეს.
მოგვიანებით,1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ,რეგიონში დასამკვიდრებლად ჩავიდნენ სხვა ჩერქეზებიც. ისინი დასახლდნენ ქად-სირში,ჯარაშში,ნაუ რში და ასევე იორდანეს გაღმა, ნაპლუსთან ახლოს. 

იმ დროს ქად-სირის ბორცვები ამანიდან 15 კილომეტრის მოშორებით დაფარული იყო ფიჭვის ტყეებით რაც ჩერქეზებს აძლევდა ხის ნახშირის მიღების საშუალებას. 

ზამთრის საღამოობით,ისევე როგორც კავკასიაში, ოჯახები იკრიბებოდნენ კერის ირგვლივ.
მათი ხალხის ტრადიციების შესანარჩუნებლად იორდანიის ჩერქეზები აშენებდნენ ცხენებს და დღესასწაულების დროს მართავდნენ ჯირითობებს როდესაც საუკეთესო ცხენოსნები საოცარ აკრობატებად ჩანდნენ. 
შაჰდი იხსენებდა რომ ნახალგაზრდობაში ერთი ქორწილის დროს ის დაეწრო თამაშ ბუზკაშის,რომელიც ჩერქეზებმა გადაიღეს მონღოლებისაგან და რომელსაც ამანში მართავდნენ 1950-ან წლებშიც. 
ახალგაზრდა ცხენოსნები იკრიბებოდნენ პატარძლის სახლთან ქალიშვილთა ჯგუფის პირისპირ. ერთ-ერთი ქალიშვილი ვაჟებს გადასცემდა ცხვრის ტყავს. მაშინვე იწყებოდა ბრძოლა: ყოველი ცხენოსანი ცდილობდა ამ ტყავის ხელში ჩაგდებას. თამაშის ბოლოს გამარჯვებულს აჯილდოვებდა თამაშის გამხსნელი ქალიშვილი. 
ჯილდო იყო ჩერქეზი ქალიშვილების მიერ ფერადი ნაჭრებით,კაკლითა და თხილით შემკული ერთგვარი პატარა ნაძვისხე.
ამ პატარა ხეში მე ვიცანი ჩერქეზთა წმინდა ხე დეპოა,რომელთაც ჩერქეზები ოდესღაც ამკობდნენ სანთლებით,ყველის ნაჭრებით,ცომით. ეს ხდებოდა შემოდგომაზე,მჭედელთა ღმერთი სეოსერესის დღესასწაულის დროს.
ჩერქეზ ტომთა უმრავლესობამ მაჰმადიანობა მიიღო XVIII-XIX საუკუნეებში. 
ადრე ჩერქეზები წარმართები იყვნენ. .
ჩერქეზების ნაწილმა შეინარჩუნა კვალი ქრისტიანობისა რომელიც იუსტინიანეს დროს ბიზანტიის გავლენით ერთდროულად გავრცელდა საქართველოში და მთელ დასავლეთ კავკასიაში. მოგვიანებით ამ რეგიონებში ქრისტიანობა გაძლიერდა XII საუკუნეში,თამარ მეფის დროს და XIII საუკუნეში როდესაც გენუელებმა თავისი სავაჭრო ცენტრები გახსნეს შავი ზღვის სანაპიროზე,
განსაკუთრებით ანაპაში და სოხუმში. 
შაჰდის ბიძა ოსმან აბდაჰის თქმით ამან ჩერქეზებში ისევ შეიძლებოდა ქრისტიანობის კვალის ნახვა. 
ასე მაგალითად,მიცვალებულის სხეულზე დადებული ორი გახსნილი მაკრატელი უცნაურად გვაგონებს ჯვარს. მაგრამ ქრისტიანობის გავლენა ყველაზე მეტად იგრძნობოდა ენაში და სახელებში. 
ასე მაგალითად სიტყვა ტაჰ-მაუაჰ, რომელიც ჩერქეზულად კვირადღეს ნიშნავს, ითარგმნება როგორც «ღმერთის დღე 
სპარასკევის აღმნიშვნელი ჩერქეზული სიტყვა ითარგმნება როგორც «მირიამის დღე» ანუ მარიამის,ღვთისმშობლის დღე.
ჩვენ ვლაპარაკობდით აგრეთვე ჩერქეზული საზოგადოების ძველ სტრუქტურებზე. ჯერ კიდევ არსებობდნენ პშეუჰები და უზდენები, ესე იგი თავადები და წარჩინებულები. ორდანიის სამეფოს პრემიერ მინისტრი საიდ ელ მუფტი იყო პშეუჰი,თავადი
,
ისევე როგორც მისი ძმა შაუკატ ელ მუფტი, რომელმაც ბევრი დაწერა ჩერქეზ ხალხზე და რომელიც იკვლევდა ჩერქეზულ ენებს ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment