რომაელი მხედარი ეკუთვნოდა ცხენოსანთა წოდებას,იურიდიულ და სოციალურ კატეგორიას, რომელიც მოდიოდა სენატორთა წოდების შემდეგ. მაგრამ რომაელი მხედარი უწინარეს ყოვლისა ემსახურებოდა სახელმწიფოს. მაშ უმჯობესია შუა საუკუნეების რაინდობა დავუკავშიროთ კავალერიის ჯარების განვითარება-აღმავლობას. მე-5 საუკუნეში რომის იმპერია წალეკა ბარბაროსთა შემოსევამ. ბერძნები და მათ შემდეგ რომალები ბარბაროსებს უწოდებდნენ ყველას ვინც კი უცხო იყო მათი ცივილიზაციისთვის.
რაინდი |
(მთარგმნელის შენიშვნა : მრავალი ისტორიკოსის აზრით რაინდობა გაჩნდა როგორც ბარბაროსთა მიერ რომის იმპერიის დანგრევას მოყოლილი სისხლით და ძალადობებით სავსე ქაოსის გამკლავება-მოთოკვის, ამ ქაოსისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საშუალება. რაინდობის შემქმნელი უნდა ყოფილიყო გადარჩენილი სამღვდელოება და არისტოკრატია რომელთაც შეიმუშავეს რაინდის როგორც ეთიკური კოდექსის შესაბამისად მცხოვრები მეომრის, მხედრის ფორმულა და ასეთ მეომართა აღზრდისა და მთელი წოდების შექმნის ხერხები).
რაინდობის შექმნას დასჭირდა დრო,ის შეიქმნა ფეოდალთა და ციხე-სასახლეთა ხანაში. მაგრამ არაფერი არ იქმნება არაფრიდან და კანონიერია რაინდობის თუ არა მისი ზოგი ელემენტის საწყისების ძიება.
გერმანელი ხალხების გამოჩენიდან სამი თუ ოთხი საუკუნის შემდეგ,
800 წლისთვის,კარლოს დიდის იმპერიაში, რომელსაც კაროლინგთა იმპერიას უწოდებენ,მთავარ იარაღად იქცა კავალერია. გარკვეული შეძლების მქონე ყველა თავისუფალმა მამაკაცმა უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური. იმპერატორის დაძახებისთანავე ისინი უნდა მივიდნენ ცხენითა და იარაღით. ზოგი სხვებზე უფრო მდიდარი და ძლიერია. ისინი აგებენ ლამაზ საცხსოვრებლებს,სასახლეებს, მაგრამ ეს ჯერ არაა ციხე-სასახლეები,იმიტომ რომ ისინი გამაგრებულნი არ არიან ; მათ ჰყავთ მრავალი მიმდევარი და მსახური რომლებიც მათ ზოგჯერ ცხენებით ემსახურებიან. როდესაც ისინი არ იღებენ მონაწილეობას « იმპერატორის ომში » ისინი ჯირითით ერთობიან, ძარცვავენ მეზობლებს ,მტრებს,მაგრამ არასოდეს არ უპირისპირდებიან იმპერატორს. მათ უნდათ მხოლოდ ნადავლი და არა ტერიტორიების დაპყრობა. აქ უკვე ჩანს მხედართა თავაშვებულობა.
რაინდობა რეალურად გაჩნდა ორი საუკუნის შემდეგ,1000 წლის შემდეგ,მაშინ როდესაც გაჩნდა თუ გავრცელდა შუბით ბრძოლისა და ცხენოსნობის ახალი ფორმები,როდესაც გაჩნდა რაინდისთვის უფრო დიდი როლის და პრესტიჟის მიმნიჭებელი ახალი სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობები.
რაინდი, მაშ, არის მამაკაცი+ცხენი+ იარაღი
( გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment