4.06.2011

რაინდობა-11 : რაინდული ეთიკა : სიყვარული


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 20 03, შაბათი, 16:52-ზე

შუა საუკუნეების ხალხის წარმოდგენებით მანდილოსნები, წარჩინებული, არისტოკრატი მანდილოსნებიც კი საწყლები და ბეჩავები არიან იმიტომ რომ მათ არ ძალუძთ საკუთარი თავის მარტო,დამოუკიდებლად დაცვა. «საწყალი», «ბეჩავი»; უპირისპირდება «ძლიერს» და არა «მდიდარს». და მაშ წარჩინებული ქალებიც საწყლები არიან. რომანებში თავგადასავლების საძიებლად მოხეტიალე რაინდები ძალიან ხშირად ხვდებიან ტყეში დაკარგულ უბედურ და მარტოსულ ქალიშვილებს რომელთა ერთგული 
მეფე არტურის
მეუღლე გენივრა
თანამგზავრი,შეყვარებული მოკლა ბოროტმა და მას შემდეგ ქალიშვილებს აღარ ჰყავთ დამცველი. ან ისაა მაცნე ახლომდებარე ციხე-სასახლის პატრონი მანდილოსნისა რომელმაც ქალიშვილი გააგზავნა ვაჟკაცობით სახელგანთქმული რაინდის დახმარების მოსაპოვებლად რათა ამ რაინდმა დაიცვას ეს მანდილოსანი მისი მტრებისაგან. 
ქალი რაინდი ვერ იქნება. რაინდული სამყარო მამაკაცური სამყაროა. ქალი დედაა, მეუღლეა, დედოფალია... მეუღლის არყოფნისას ქალი შეიძლება აღმოჩნდეს ხელმძღვანელის, მამულის გამძღოლის როლში,მიიღოს ვასალთა მიერ მიგებული პატივი. ქალები ზოგჯერ დედოფლები ან სამეფოს რეგენტები არიან,როგორც წმინდა ლუის დედა ბლანშ დე კასტილ. გენივრამ რაინდად აკურთხა ლანსლო,ტანკრედის ქვრივი სესილი მართავდა ანტიოქიის სამთავრას. მან რაინდად აკურთხა მრავალი კაცი. XII საუკუნის დასაწყისში ევრის გრაფი ქალბატონი ევისი «შეიარაღებული ჯირითობს როგორც რაინდი რაინდთა შორის»,წერს ორდერიკ ვიტალ. ეს გამონაკლისია. ნაკლებად იშვიათია შემთხვევა ქალისა რომელიც ამათრახებს  თავის მოლაყლაყე ქმარს. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი ბელადი ეტიენ დე ბლუა დაბრუნდა სახლში იერუსალიმში შეუსვლელად და მისმა გააფთრებულმა მეუღლემ ის ისევ აღმოსავლეთში გააგდო. განა ღირსებას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა? მოკლედ, ქალის როლი არაა ბრძოლის ველზე გასვლა, მისი მისიაა რაინდის მოტივაცია, შთაგონება. 
ქალი უნდა იყოს რაინდის მანდილოსანი,ქალბატონი. რაინდის დევიზია მსახურება: რაინდი უნდა დაეხმაროს ყველა ქალს ვინც მას დახმარების თხოვნით მიმართავს. მაგრამ უბედურებაში ჩავარდნილი ქალიშვილები უნდა განვასხვავოთ სამსახურის ღირსი და საყვარელი მანდილოსნისაგან რომლის გულისთვისაც რაინდი მზადაა ყველა გაჭირვებისა და განსაცდელის გადასატანად.გენივრას სამსახური,მაგალითად, ნუ გგონიათ ხუმრობა, ის ჭირვეულია და ეჭვიანია. მას აჯავრებს ლანსლოს ყოყმანი. მაგრამ მას უყვარს ლანსლო და ლანსლოს უყვარს ის. 
ბრძოლა ანტიოქიასთან
სიყვარული XII საუკუნეში მოიგონეს რაინდებმა, სულ მცირე რაინდული ლიტერა- 
ტურით.ეტიენ დე ბლუა ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ლამაზ სასიყვარულო წერილებს სწერდა თავის მეუღლეს. და სწორედ სიყვარულმა გააქცია ის ბრძოლის ველიდან. მაგრამ საყვარელმა და მასში შეყვარებულმა ქალმა ის უკან გააბუნძულა. 
სიყვარული უნდა დაიმსახურო ! სწორედ ამას უწოდებენ თავაზიან, კურტუაზულ სიყვარულს: ეს არაა განწმენდილი და მიუწვდომელი სიყვარული,ესაა გაზიარებული და სხვის პატივისმცემელი სიყვარული. 
მაგრამ გენივრა არტურის მეუღლეა! არტურის ქალბატონია ის თუ მისი მეუღლე? 
სწორედ აქაა თავაზიანი, კურტუაზული სიყვარულის მთელი ორაზროვნება. 
ჭეშმარიტი სიყვარული შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. ქორწინება დაბრკოლებაა; ის არაა სასიყვარულო აქტი. ისაა სოციალური გარიგება. გრძნობა არის, მაგრამ ის მეორეხარისხოვანია. თავაზიანი, კურტუაზული სიყვარულის იდეალია თავისუფალი სიყვარული, სიყვარული ქორწინების გარეთ,ლანსლოს და გენივრას სიყვარულის მსგავსი სიყვარული. 
იესოს სისხლის შემკრები იოსები
მიუხედავად
ამისა ლანსლო ნორმის გარეთაა. სიყვარულის, თუნდაც რომანულის რეალობები უფრო მიწიერია? 
ივენი არის ვაჟკაცი რაინდი. ვინც დაეხმარა მის ქალბატონ ლოდინს და შემდეგ მოიყვანა ის ცოლად. ის დედოფალია; ივენმა,მაშ, მიიღო სამეფო, 
სიმდიდრე, ძალაუფლება. ის დაფუძნდა. განა ეს ყველა რაინდის მიზანი არაა? 
მაგრამ მას აკლია თავგადასავლები და ის თავისი მეუღლისგან აიღებს შვებულებას ხეტიალის განსაახლებლად. მეუღლე მისცემს მას შვებულებას: ერთი წლით,მეტით არა. მაგრამ ივენი «გაერთო» და ვადას გადააცილა. ლოდინი მას უარყოფს და ივენმა თავიდან უნდა მოიგოს მისი გული და დაიმსახუროს პატიება. ის რა თქმა უნდა მოახერხებს ამას, ვინაიდან ლოდინს ისევ უყვარს თავისი ლომიანი რაინდი. 

No comments:

Post a Comment