4.09.2011

ქრისტიანობა დემოკრატიულად-5: საჭირო იყო თუ არა ქრისტეს სიკვდილი ჩვენს გადასარჩენად?

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 03 04, შაბათი, 15:00-ზე


ადამიანების მიერ მოკლულმა თავისი სიკვდილი აქცია ადამიანებისთვის სიკვდილად. 
ადაარჩენ, მხსნელია მხოლოდ სიყვარული ! 
საჭირო იყო თუ არა ქრისტეს სიკვდილი ჩვენს გადასარჩენად? 
რა საჭირო იყო ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე? ეს კითხვა თვითონ იესომ დაუსვა ემაუსის მიმდევრებს : «განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის 
ვაჭრების გაძევება
ტაძრიდან, ელ გრეკო
დიდებაში?» (ლუკა 24,26). მაგრამ კითხვა განსაკუთრებული ტონით იყო დასმული

თითქოს პასუხი თავისთავად იგულისხმებოდა. ის მაინც მაშინათვე გასცემს პასუხს, მაგრამ სრულიად საოცრად: «და დაიწყო მოსედან, ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყველა წერილში მის შესახებ ნათქვამს» (ლუკა 24,27). სხვა სიტყვებით ეს სასტიკი,აუტანელი სიკვდილი, « საცდური იუდევლებისათვის და ბერძნებისთვის-უგნურება» (მოციქულ პავლეს პირველი წერილი კორინთელთა მიმართ 1,23), რომელიც არის ქრისტიანული ქადაგების გულში, ეწერება ხსნის ფართო ღვთაებრივ გეგმაში, რომელიც იწყება ძველი აღთქმიდან. ქრისტეს სიკვდილი განასრულებს წმინდა წერილებს. ეს იყო გაუგებარის გაგების ერთადერთი საშუალება რწმენაში ჩვენი პირველი მამებისათვის. თუ მე შემიძლია ასეთი მათემატიკური შედარების მოყვანა : სწორი ხაზის ორიენტაციისთვის საჭიროა ორი წერტილი : აქ ესაა განცხადების, უწყების და განსრულების წერტილები. მოვლენა მაშინ აღარაა გაუმჭვირვალე, განუჭვრეტი მის უხეშ ფაქტიურობაში. ის იძენს აზრს, შინაარსს. 
ქრისტეს ანძარცვა, ელ გრეკო
მაგრამ პრობლემა ორმაგდება : ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე ღმერთის ჩანაფიქრის ნაწილია. კი,არ უნდა გვეშინოდეს ამის თქმა,მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე როგორც მეტისმეტად ხშირად გაუგიათ. ღმერთის ჩანაფიქრი კაცობრიობაზე სიყვარულის და ხსნის,სიცოცხლის ჩანაფიქრია, ის სულაც არაა სიკვდილის ჩანაფიქრი. 
მაგრამ ეს ჩანაფიქრი უნდა დაუპირისპირდეს კაცობრიობაში ჩაბუდებულ და კაცობრიობისადმი სამკვდრო-სასიცოცხლოდაც კი დაპირისპირებულ სიკვდილისა და ცოდვის ძალებს. 
იესოს ვნება არის დრამა რომელშიც ერთმანეთს ხვდება სამი პარტნიორი: 
იესო რომელიც თანხმდება ვნებაზე,როგორც ამბობს პასკალი, რათა აღასრულოს მამის მიერ მისთვის მინდობილი ხსნის მისია. მამა,რომელმაც მიანდო ეს 
მისია და ვისაც იმდენად უყვარს სამყარო რომ მას მისცა თავისი ერთადერთი შვილი ( « რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება,რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე,რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს,არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე», იოანე 3,16). და ბოლოს ცოდვილი ადამიანები, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს, წარმართები და ებრაელები,პირველი ქრისტიანებიც კი ვინაიდან იესოს მოწაფეებმა დაიძინეს აგონიის ფდროს,გაქცევამდე, და პეტრემ უარყო მოძღვარი რათა მიეცა ან მიეტოვებინა ქრისტე სიკვდილისთვის. ისინი წარმოადგენენ მთლიანად კაცობრიობას რომელმაც უარყოფის ცოდვილ და სპონტანურ მომენტში მართალს მიუსაჯა ტანჯვა-წამება. მათ აღასრულეს 
სიბრძნის წიგნის სიტყვები: «ვდევნოთ მართალი იმიტომ რომ ის გვაწუხებს,გვავიწროებს და აღდგა ჩვენი ქცევის წინააღმდეგ... ისაა ცოცხალი საყვედური , მხოლოდ მისი დანახვა გვაწევს ბრალდებად. ის იკვეხნის რომ მამამისი ღმერთია. შევამოწმოთ თუ მართალია მისი ნათქვამი, 
ვნახოთ რა იქნება ის ბოლოს. თუ მართალი ღმერთის შვილია ღმერთი მას დაეხ- 
მარება და გაანთავისუფლებს მას მტრების ხელიდან» ( სიბრძნე 2,12-18). აი იესოს სიკვდილის მიზეზი. ის ყოველ ჩვენთაგანშია. იესოს მიწაზე მოსვლიდანვე ჰეროდე გეგმავს მის მოკვლას. ამ გეგმამ მიიყვანა იესო გოლგოთაზე. 

ცოდვის შედეგი : 
იესო იყო მარტვილი მისი მისიისა ჭეშმარიტებისთვის,სამართლისთვის და სიყვარულისთვის,რომელთაც ის დაემოწმა. პავლე ასე ეტყვის ტიმოთეს : 
«
გამცნობ შენ ღმერთის წინაშე,რომელიც აცოცხლებს ყოველს,და იესოს წინაშე, რომელმაც დაამოწმა კეთილი აღსარება პონტოელი პილატეს წინაშე. დაიცავი მცნება უბიწოდ და
ჯვრის ზიდვა,ბოსხი
უმწიკვლოდ იესო ქრისტეს გამოჩენამდე» (მოციქულ პავლეს პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 13,14). პილატეს წინაშე ქრისტემ ბოლომდე დაამოწმა ჭეშმარიტება. მამის როლი იყო მისი ძის ლოცვის 
თხოვნის აღსრულება მისი აღდგომით. მამის ჩანაფიქრი იყო სიცოცხლის ჩანა- 
ფიქრი,ადამიანების ჩანაფიქრი იყო სიკვდილის ჩანაფიქრი. სამწუხაროდ ვნების მრავალმა ინტერპრეტაციამ სიკვდილის ჩანაფიქრი მიაწერა მამას, ვითომ ღვთაებრივი მართლმსაჯულება ღმერთის მიერ მიტევების პირობად აყენებდა წინასწარ კომპენსაციას. თვითონ ასეთი მიწერაა ბუნებით ცოდვილი ვინაიდან მაშინ ჩვენ ღმერთს ვიაზრებთ ჩვენი ცოდვილი მოდელების შესაბამისად. ეს ეწინააღმდეგება წმინდა წერილის მოძღვრებას. «მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სიცოცხლეს დასდებს ცხვრისათვის» ( იოანე 10,11). არა და მიუხედავად ყველაფრისა ორი ტექსტი იქნა განმარტებული ასე: «ქრისტემ გამოგვისყიდა სჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად,ვინაიდან დაწერილია: წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე» (მოციქულ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ 3,13). ეს ტექსტი არ ამბობს იმას რომ იესო გახდა წყეული ღმერთის თვალში, ის გვიმხელს შემძვრელ ამბავს რომ ქრისტეს ვუყვარდით იმდენად რომ ის მზად იყო განეცადა კანონის თვალში წყეულად მიჩნეული უსასტიკესი ტანჯვა-წამება. პავლე კიდევ ამბობს: «ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღმერთის სამართლიანობა» (მოციქულ პავლეს მეორე წერილი კორინთელთა მიმართ 5,21).
გოლგოთა, ნიკოლაი გე
ცხადია რომ ღმერთს არ გაუხდია ქრისტე ცოდვილი, მაგრამ მან ქრისტეს დამახინჯებული და გატანჯული სახით გვიჩვენა ცოდვის სახე. აი რა ქნა ადამიანის ძალადობის ცოდვამ ქრისტეს სახეზე კონცენტრაციით. ისაია ამგვარად აღწერს იუდას ხალხს რომლის სხეულიც მხოლოდ ჭრილობაა: «მთელი მისი თავი ავადაა,მთელი მისი გული დაუძლურებულია; ფეხის გულებიდან თავამდე აღარაფერია ხელუხლებელი : ჭრილობები, დაჟეჟილ-დაშავებული ადგილები, ღია, შეუხვეველი და მოუვლელი, შეუხორცებელი ჭრილობები» ( ისაია 1,5-6). 

იესო სოლიდარული ცოდვილების მიმართ : 
რატომ გახდა კაცობრიობა ციდვილი? იმიტომ რომ ღმერთს უნდოდა რომ კაცობრიობა ყოფილიყო თავისუფალი და პასუხისმგებელი. ღმერთის ხატად შექმნილი და ღმერთის ხილვისათვის და სიყვარულისათვის მოწოდებული ადამიანი ვერ იქნება თოკებით სათამაშო ტიკინა. ბევრს ფიქრობენ საწყის, თავდაპირველ ცოდვაზე, მაგრამ ქრისტეს სიკვდილი არის მისი გამორჩეული მანიფესტაცია: ესაა მსოფლიოს ცოდვა. მას შემდეგ რაც ღმერთმა მოინდომა მიეღო სახე ადამიანისა ადამიანებს შორის მას არ შეეძლო არ გაეზიარებინა ჩვენი მდგომარეობა, ცოდვით დაღდასმული მდგომარეობა. მისი განკაცება ვერ იქნებოდა «თითქოს». ჟან ჟიონო ოდესღაც ბრალს სდებდა ქრისტიანებს იმაში რომ 
ვნება,რუო
ისინი «ბრძოლაში მიდიოდნენ ვარდით ხელში». რას იფიქრებდა ის იესოს თავისთვის რომ გამოეგონებინა განსაკუთრებით დაცული და უსაფრთხო არსებობა? პირიქით, იესო მოვიდა ბოროტებასთან და ცოდვასთან მათ საკუთარ ტერიტორიაზე საბრძოლველად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩასაბმელად. თავიდან ეს ბრძოლა დამარცხებად ჩანდა, მაგრამ ის გამარჯვებად გარდაიქმნა. ჭეშმარიტებისა და სამართალის, 
სიყვარულისა და სიცოცხლის გამარჯვებად. ეს აშკარად თვალსაჩინოდ გამოჩნდა იესოს აღდგომაში, მაგრამ აგრეთვე სცენის მოწმეთა მოქცევაში. იესოსთან ერთად სიკვდილმისჯილი კარგი ბოროტმოქმედი მოექცა; ცენტურიონმა, ასისთავმა აღიარა რომ იესო მართალი იყო; დამწუხრებული მოწმენი სინანულით დაეშვნენ ქალაქისკენ. მათ გაიგეს მათი გულის შემცვლელი ამ სიკვდილის მხსნელი მნიშვნელობა. 

გადამდები სიყვარული : 
აბო
ჯვრის აუტანელი ტანჯვის და აბსოლუტური სიყვარულის ორი მუგუზალიდან ყველაფერს აცხადებს კაშკაშა შუქი : ეს ჯვარცმული,ტანჯული კაცი არის ჩვენს მხსნელად მოსული მიმტევებელი ღმერთი. მაგრამ მას არ შეეძლო ამის გაკეთება ჩვენი თავისუფალი თანხმობის, ესე იგი ჩვენთვის მოქცევის საშუალების მოცემის გარეშე. იესო არ მოაქცევს 
ადამიანებზე გაბრაზებულ ღმერთს მიტევებისკენ. იესო ადამიანებს მოაქცევს ღმერთის სიყვარულისკენ. ადამიანებით მოკლულმა თავისი სიკვდილი აქცია ადამიანებისთვის სიკვდილად. ამ სიკვდილმა მოხიბლა ჩვენი გულები. როგორც ამბობს წმინდა ავგუსტინე ამ სიკვდილმა იესოს სისხლის მღვრელები აქცია ადამიანებად რომლებიც იესოს სისხლს სხვავენ ევქარისტიის, ზიარების დღეს. ძალა დღესაც მოქმედებს. 

გადაგვარჩენს, გვიხსნის მხოლოდ სიყვარული 






No comments:

Post a Comment