4.06.2011

რაინდობა-7: რაინდად კურთხევა


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 17 03, ოთხშაბათი, 17:36-ზე

რაინდად კურთხევა რაინდისთვის მისი ცხოვრების საუკეთესო დღეა. მაგრამ სამწუხაროდ ისტორიკოსს არა აქვს რაინდად კურთხევის ცერემონიის ზუსტი აღწერა. 
რაინდად გასახდომად აუცილებელია რაინდად კურთხევის ცერემონიის გავლა : 
ეს ყველამ იცის მაგრამ არავინ ლაპარაკობს ამაზე. რომანები მეტს ამბობენ? კრეტიენ დე 
რაინდად კურთხევა
ტრუა XII საუკუნის ბოლოს ყვება პერსევალ გალის ისტორიას. გულუბრყვილო და ცოტა შტერ ბავშვს დედამისი არაფერს ეუბნება რაინდობის შესახებ. ერთხელ ის შეხვდება რაინდებს და მოიხიბლება მათით; ის იქნება რაინდი. ის მოუთმენელია, მაგრამ არაფერი იცის რაინდის ხელობის შესახებ. ის სწრაფად აითვისებს ყველაფერს ბრძოლებში გამოცდილი რაინდისაგან. როდესაც ის მზადაა მისი მასწავლებელი მას ჩააცმევს მდიდრულ სამოსს,გაუკეთებს დეზებს, შეაბამს ხმალს,ბოლოს გადაჰკოცნის და ეტყვის : «ხმლის გადმოცემით მე თქვენ მოგანიჭეთ რაინდის წოდება». 
იმედგამაცრუებელია? 
გადავიდეთ ლანსლოზე რომელიც მისმა აღმზრდელმა ტბის ქალბატონმა მიიყვანა მეფე არტურის კარზე რათა იქ მას მიეღო «მისი რაინდობა». ცხენებს მიაქვთ ყუთები რომლებშიცაა სამოსი რომელსაც ის ჩაიცმევს დღესასწაულის დღეს. ამ ყუთებზე აწყვია ფარი და მუზარადი,ერთ მესაჭურვლეს მიაქვს შუბი 
და ხმალი და მეორეს მიჰყავს საბრძოლო რაში. ტბის ქალბატონს სურს რომ ლანსლო 
რაინდად აკურთხონ მის მიერ მოტანილი იარაღით და სამოსით. არტური აპროტესტებს: მას ევალება ყველაფერი ამის მიცემა რაინდობის კანდიდატისთვის! 
მაგრამ მას ბოლოს და ბოლოს დათმობა უწევს. 
ცერემონიის წინ ლანსლო ჩაიცვამს ახალ სამოსს: მასთან ერთად რაინდად საკურთხებელ სხვა მესაჭურვლეებთან ერთად ის ესწრება მწუხრის ლოცვას,შემდეგ ჭამს. ის დაბრუნდება ეკლესიაში სადაც ლოცვით გაათევს ღამეს.წირვის დრომდე ცოტა ხნით დაისვენებს დილით. მომავალი რაინდები მაშინ იცვავენ მათ აბჯარ-საჭურველს და მეფე მათ გადაკოცნის და მხარზე ბრტყლად დაარტყავს ხმალს. ისინი შეიარაღებულნი მოისმენენ წირვას და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემს მეფე მათ იარაღს და ისინი გახდებიან რაინდები. მაგრამ ლანსლო ამაზე ადრე გავა რათა შუბის წვერი ამოეღო ერთი ახლადგაცნობილი დაჭრილი რაინდის ჭრილობიდან. ამის გაკეთებით ის არ დაემორჩილა მეფე არტურის ბრძანებას , მან იმდენად შეუშალა ხელი დრღესასწაულის მსვლელობას და იმდენად გააღიზიანა მეფე რომ მეფეს დაავიწყდა მისთვის მახვილის გადაცემა. 
ლანსლო ამას არ მიაქცევს ყურადღებას და წავა «თავგადასავლის » საძებრად.ესე იგი ùირობის გამოსაჩენად და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ,მისი დაბრუნების შემდეგ ხმალს მას გადასცემს დედოფალი გენივრა. ლანსლოს შეუძლია თქმა იმისა რომ ის რაინდად აკურთხა გენივრამ,მისმა ქალბატონმა. ხმლის გადაცემა იქცა რაინდად კურთხევის ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად. 
იარაღის საზეიმოდ გადაცემის რიტუალს უკვე გერმანელი ხალხები ატარებდნენ.ესაა ყველა ცივილიზაციაში არსებული გადასვლის რიტუალი რომელსაც ახალგაზრდა მეომარი შეჰყავს სრულწლოვანთა სამყაროში. რაინდად კურთხევას მუდამ აქვს ეს მნიშვნელობა მოზეიმე რაინდობის ხანაში. 
იოანე მეორე აკურთხებს რაინდებად

რაინდად კურთხევის ცერემონია თავიდან პრიმიტიული იყო და შემოიფარგლებოდა იარაღის გადაცემით და გადაკოცვნით,შემდეგ ის უფრო რთული გახდა. 
გიომ ლე მარშალი რაინდას აკურთხეს 1167 წელს ჩატარებული კოლექტიური ცერემო
ნიის დროს როდესაც არავის არ მიუქცევია მისთვის ყურადღება. საწინააღმდეგოდ ამისა რაინდად კურთხევის ასევე კოლექტიური ცერემონიის დროს ყურადღებას აქცევენ მხოლოდ ლანსლოს ! ახალი სამოსის ჩაცმამდე ყმაწვილებმა დაიბანეს, მიიღეს იარაღი და ცხენი. დაარტყეს თუ არა კისერზე? არაა სარწმუნო. შემდეგ «ახალი რაინდები» დასხდნენ ცხენებზე რათა სამხედრო–სპორტულ თამაშებში ეჩვენებინათ თავისი ხელოვნება. კისერში წამორტყმა არაა აუცილებელი. ღამისთევა და ლოცვა დაემატა შემდეგ. მაგრამ რაინდად და მეფედ კურთხევისას მთავარი ადგილი დაიკავა ხმლის კურთხევამ და დალოცვამ ეკლესიაში. 
ყოველ მოძრაობას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, როგორც აბაზანის მიღებას, რომელიც გაიგივებულია ახალშობილის პირველ აბაზანასთან იმიტომ რომ რაინდობა ახლად გაჩენაა. იარაღის კურთხევა და ლოცვით ღამისთევა მეტყველებს იმაზე რომ ეკლესიას უნდა რაინდად კურთხევის ცერემონიის გაკონ- 
ტროლება და რელიგიისაგან მეტისმეტად მოწყვეტილი რაინდული კულტურის დაბრუნება ეკლესიის წიაღში. 
რაინდად კურთხევის ყოველ მომენტს ამგვარად აქვს თავისი მნი- 
შვნელობა და რომანები და ტრაქტატები რაინდობაზე ხშირად მომაკვდინებლად მოსაწყენად გრძლად ყვებიან ყოველივე ამის შესახებ. 
ერთ მოგვიანო რომანშისალადინი») ეგვიპტის სულთან სალადინს სურს რაინდად გახდომა და ის თავის ტყვე და მეგობარ უონს სთხოვს რიტუალების მნიშვნელობის ახსნას : აბაზანა ნიშნავს ნათლობის სიწმინდეს, თეთრი პერანგი არის პატიოსნების სიმბოლო, წითელი კაბა სიმბოლოა სისხლისა რომელიც რაინდმა უნდა დაღვაროს რწმენის მტრებთან ბრძოლაში, ხმალს,მახვილს აქვს სამმაგი მნიშვნელობა : ისაა დაზღვევა ბოროტების წინააღმდეგ, სამართლიანობა და პატიოსნება, ულწრფელობა. 
(გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment