ტამპლიერები |
ჯვაროსანი თავის ნიშნად ატარებს ჯვარს, მითითებას ქრისტეს მსხვერპლზე, ჯვაროსნის მიერ ღმერთის და ადამიანების წინაშე დადებული აღთქმის ნიშანს. ჯვარს ატარებენ სხვა რაინდებიც რომლებიც თვითონ არ არიან ჯვაროსნები მაგრამ მონაწილეობენ იერუსალიმის წმინდა ადგილების და ჯვაროსანთა მიერ აღმოსავლეთში დაარსებული სამეფოების დაცვაში.
ესენი არიან რელიგიურ-სამხედრო ორდენების რაინდები. ამ ახალი ტიპის პირველი ორდენი არის პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის წარმატებიდან 20 წლის შემდეგ იერუსალიმში დაარსებული ტაძრის, ტაძრელთა, ტამპლიერთა ორდენი.ტამპლიერები დებენ მუდმივ აღთქმას,როგორც ბერები; ისინი სდებენ აღთქმას რომ ემსახურებიან ღმერთსა და რწმენას წესდების დაცვით და თავისი ხელმძღვანელის, მოძღვრის, მაგისტრის მორჩილებით.
ცოდვილ-ქედმაღალი რაინდი |
ასეთი კავშირი,სამაგიეროდ, კარგად მიიღეს რაინდებმა. ბერნარ დე კლერვომ, სისტერსიანულ მონასტერში ბერად აღკვეცილმა რაინდმა მხარი დაუჭირა ტამპლიერთა ინიციატივას თავის თხზულებაში « ქება ახალ რაინდობას». «ის ამ «ქრისტეს რაინდობას» უპირისპირებდა საუკუნის, მოჩვენებითობით გატაცებულ და საკუთარი სულის დამღპველ რაინდობას, ტურნირთა რაინდობას. ეკლესიათა პორტიკებზე თუ კაპიტელებზე მოქანდაკები ხშირად გამოსახავდნენ თხრილში ყირამალა ჩავარდნილ რაინდს რომლის ზევითაც ხითხითებდნენ და ხარობდნენ პატარა
ტაძრის სკვერი, აქ იყო ტამპლიერთა მიერ პარიზში აგებული კოშკი. |
ჭინკა-ეშმაკები.ტამპლიერთა ორდენის მოდელის შესაბამისად წმინდა მიწაზე შეიქმნა სხვა ორდენებიც, იერუსალიმის წმინდა იოანეს ჰოსპიტალიერთა საქველმოქმედო ორდენი. ის ტაძრის ორდენზე უფრო ადრე შეიქმნა, მაგრამ შემდეგ გასამხედროებული იქნა მისი მაგალითით; XII საუკუნის ბოლოს შეიქმნა ტევტონთა წმინდა მარიამის ორდენი რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა თავისი მოქმედებით პრუსიაში და ბალტიის ზღვის სანაპიროებზე. სხვა სამხედრო ორდენები შეიქმნა ესპანეთში და პორტუგალიაში; მათ მონაწილეობა მიიღეს იბერიის ნახევარკუნძულის განთავისუფლებაში ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული დამპყრობლებისაგან.
ფილიპე მეხუთე ოქროს საწმისის ორდენით |
ფილიპე მესამე კეთილმა იზაბელ პორტუგალელთან თავისი ქორწილის დღეს 1430 წელს დააარსა ოქროს საწმისის რაინდული ორდენი.ესაა ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე
საპატიო ჯილდო. ორდენის სტატუსი დღესაც არსებობს ესპანურ და ავსტრიულ ორ შტოში. მისით დაჯილდოების უფლება აქვს ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს და ავსტრიულ შტოში ოტო ფონ ჰაბსბურგის უფროს ვაჟს.ტამპლიერს ვცნობთ მისი წითელჯვრიანი თეთრი სამოსით, მაგრამ ჰოსპიტალიერს აცვია თეთრჯვრიანი შავი სამოსი. და ტევტონელს აცვია
შავჯვრიანი თეთრი სამოსი,ექვივალენტი უნიფორმისა რომელიც იძლევა სხვადასხვა რელიგიურ-სამხედრო ორდენის ერთმანეთისაგან გარჩევის საშუალებას. მათ აგრეთვე აქვთ სხვადასხვა დროშები და ალმები.ძმა რაინდების გარდა ვხედავთ ძმა სერჟანტებს რომელთაგანაც იარაღის სერჟანტები იბრძვიან,მაშინ როდესაც სხვები,
ხელობის ძმები, გლეხები ან ხელოსნები არიან. წირვას იხდიან ძმები კაპელანები ანუ
ოქროს საწმისის ორდენის ავსტრიული ვარიანტი |
შუა საუკუნეებში რაინდად გახდომისაკენ ახალგაზრდას სხვადასხვა რამე უბიძგებდა. მაშინ წარჩინებულთა ოჯახები უპირატესობას ანიჭებდნენ უფროს ვაჟს. ის იღებდა ოჯახურ მემკვიდრეობას ან მის უდიდეს ნაწილს. უმცროსები შეიძლებოდა გამხდარიყვნენ სასულიერო პირები ( ბერები ან ეპისკოპოსები) ან რჩებოდათ თავგადასავლის ძიება.
ტამპლიერთა ან ჰოსპიტალიერთა ორდენში შესვლა იყო ამ ორი რამის შერიგების კარგი საშუალება : ადამიანი ხდებოდა სასულიერი პირი სამხედრო ხელობაზე უარის თქმის გარეშე. და,მეტიც, ეს იყო ხსნის გზა. მაგრამ მხოლოდ უმცირესობა ირჩევდა ესოდენ მომთხოვნ და ძნელ გზას.
ტამპლიერად გახდომის შემდეგ რაინდი არარ მონაწილეობს ტურნირებში და აღარ ნადირობს. ტაძრის წესდება უშვებს ზოგ გამონაკლისს;
ტამპლიერად გახდომის შემდეგ რაინდი არარ მონაწილეობს ტურნირებში და აღარ ნადირობს. ტაძრის წესდება უშვებს ზოგ გამონაკლისს;
ფილიპე კეთილი ოქროს საწმისის ორდენით |
ნადირობას ლომზე, შვილდისრის სროლას. რელიგიურ-სამხედრო ორდენების რაინდები საუკეთესო მეომრები არიან.. ისინი საუკეთესოდ ფლობენ ბრძოლის ახალ მეთოდს,
შუბით ფარიკაობას. მაგრამ საღამოობით ისინი არ ყვებიან მათი
შუბით ფარიკაობას. მაგრამ საღამოობით ისინი არ ყვებიან მათი
თუ მეფე არტურის რაინდების გმირობათა შესახებ. ისინი იძინებენ ადრე რადგან უნდა სალოცავად უნდა ადგნენ ღამე და ძალიან ადრე დილით. ისინი დღე-ღამის განმავლობაში ესწრებოდნენ მრავალ წირვას და ლოცულობდნენ. ყველა სასულიერო პირმა და მათ შორის სამხედრო ორდენების ძმებმაც უნდა ილოცონ და წარმოთქვან « მამაო ჩვენო» და « ავე მარია»
(გაგრძელება იქნება).
ოქროს საწმისის ორდენის უძველესი ვარიანტი |
No comments:
Post a Comment