წმინდა პავლე |
დღეიდანაა თუ არა აღდგომა?
აღდგომა მარტო საიქიოს ეხება? თეოლოგი ჟოზეფ მუანის აზრით ის არის ჩვენი თავისუფლების გამოვლენაში და ქრისტეს ცხოვრების გაზიარების ნებაშიც.
წარმოსახვა სავსეა საიქიოს ხატებით. გვეუბნება თუ არა რამეს ეს ხატები აღდგომის შესახებ?
მას შემდეგ რაც პირველმა ადამიანებმა დაკრძალეს მათი მიცვალებულები რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესაბამისად მათ განაცხადეს რომ რაღაცა რჩებოდა. ეს უკვე არის აღდგომის ერთგვარი დადასტურება. აღდგომა არ ემყნობა მხოლოდ ისტორიაში ერთადერთ, უნიკალურ მოვლენას. ის ეყრდნობა ადამიანურ მდგომარეობაში ჩაწერილ ტრანსცენდენტურობას. შემდეგ გაჩენილ ყველა რელიგიას არ სწამდა აღდგომისა. ებრაული რელიგია, განსაკუთრებით,გვიან იზიარებს ამ რწმენას: იესოს დროსაც კი ყველას არ სჯეროდა აღდგომისა.
მიუხედავად ამისა ადამიანები ყოველთვის ფიქრობდნენ რომ რაღაც გადარჩებოდა სიკვდილის შემდეგ. ასე მაგალითად « აბრაჰამის წიაღი», რომელზეც ლაპარაკობს წმინდა ლუკა მოთხრობაში ცუდი მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ ეხმაურება ბერძნული წარმართობის ლიმბებს. არსებობს მთელი კაცობრიობისთვის საერთო ერთგვარი ნიადაგი ( « მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაჰამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დაასაფლავეს.. და ჯოჯოხეთში, ტანჯვებში მყოფმა, აღაპრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში. და შესძახა და თქვა : მამაო აბრაჰამ, შემიწყალე და გამომიგზავნე ლაზარე,რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა,ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში. მაგრამ აბრაჰამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ასევე
ლაზარემ-ბოროტი. ახლა კი აქ იგი ნუგეშობს და შენ იტანჯები. და ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია განმტკიცებული,ასე რომ აქედან თქვენსკენ გადმოსვლის მსურველები ვერ შესძლებენ და ასევე მანდედან ვერ გადმოვლენ ჩვენთან. მაშინ მან უთხრა: რაკი ასეა,გეხვეწები, მამაო,გაგზავნე ეგ მამაჩემის სახლში ვინაიდან ხუთი ძმა მყავს. რათა მათ დაუმოწმოს ,რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.უთხრა მას აბრაჰამმა: მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველები; მათ უსმინონ. მან კი თქვა: არა,მამაო აბრაჰამ,თუ კი ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან,მოინანიებენ. აბრაჰამმა უთხრა მას: თუ მოსეს და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ,ვინმე რომ მკვდრეთით აღდგეს, არ დაუჯერებენ, ლუკა 17,22-31).
რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტეს აღდგომა?
სწორედ იესოს აღდგომამ მოახდინა გადასვლა წარმოსახვიდან რწმენაში. ძველი კულტურების წარმოდგენებმა სულთა გადარჩენაზე თუ ბერძნული ფილოსოფიის დებულებამ სულის უკვდავების შესახებ მათი საფუძველი ნახეს რწმენაში იესოს აღდგომის თაობაზე.
ის ფუნდამენტურია ერთის მხრივ იმიტომ რომ ჩვენ სწორედ მის მის გამო გვწამს რომ იესო არის ღმერთის ძე. მეორეს მხრივ იმიტომ რომ ის ჩვენ ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენი საკუთარი მდგომარეობის შესახებ. იესოს აღდგომა წარმოადგენს შესაქმის პირველი ფაზის დასასრულს, სიკვდილში მიმდინარე ფაზისა. მას დროში შეჰყავს სიკვდილიდან სიცოცხლეზე გადასვლის ფეთქებადი ძალა. ყველაფერი ცოცხლდება ქრისტეში. ის აგროვებს, იღებს დაფანტულს: ყველა ჩვენს მიცვალებულს და ყოველ ჩვენ ადამიანურ მარცხს. ამის სიმბოლოა ჯოჯოხეთს ჩასვლა. რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტეს აღდგომა?
სწორედ იესოს აღდგომამ მოახდინა გადასვლა წარმოსახვიდან რწმენაში. ძველი კულტურების წარმოდგენებმა სულთა გადარჩენაზე თუ ბერძნული ფილოსოფიის დებულებამ სულის უკვდავების შესახებ მათი საფუძველი ნახეს რწმენაში იესოს აღდგომის თაობაზე.
როგორ უნდა წარმოვიდგინოთ აღდგომა საიქიოს მუდამ გაუხსენების გარეშე?
სწორედ ესაა ხაფანგი რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ! იმის ნამდვილად გასაგებად თუ რა არის აღდგომა თვალი უნდა მოვარიდოთ საიქიოს და ამოვიდეთ აწმყოდან. ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ იმ გაურკვევლობიდან რომელსაც ქმნის ცქერა საიქიოსკენ რომლისთვის თვალის შევლებაც შეუძლებელია. კითხვას ისევ ვხვდებით კორინთელების მიერ წმინდა პავლესთვის დასმულ კითხვაში: «მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები? და რომელ სხეულში მოვლენ?» ( მოციქულ პავლეს პირველი წერილი კორინთელთა მიმართ 15,35). ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დაწყებიდანვე ვხვდებით წინააღმდეგობათა კვანძში. ასე მაგალითად ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში კრძალავდა კრემაციას იმიტომ რომ სჯეროდა რომ აღდგომა ხდებოდა გვამიდან გამომდინარე.დღეს, განსაკუთრებით სხეულის ფერფლად და მტვრად გადამქცევი ატომური ყუმბარის გამოგონების შემდეგ, ამის წარმოდგენა შეუძლებელია.
აღდგომის წარმოსადგენად ჩვენ უნდა ავუყვეთ სიკვდილის შემდგომ წამს და ბევრად ადრეულსაც კი. დღეს საკმაოდ ხშირად ამბობენ რომ ჩვენ აღვდგებით გარდაცვალებისთანავე. ასე ფიქრობს მრავალი ქადაგი და თეოლოგი. ამის უპირატესობა ისაა რომ ის ხაზს უსვამს ჩვენი აწმყო და მომავალ ცხოვრებათა უწყვეტობას. მაგრამ ეს რჩება პროექციად მომავალში. ამიტომაა რომ ჩვენ აღდგომა უნდა დავუკავშიროთ ადამიანის შექმნას:
«დატოვეთ ძველი კაცი და შეიმოსეთ ახალ კაცად...“
"წესიერი ცხოვრებით იცხოვრეთ... ამიტომ განიშორეთ სიცრუე, ელაპარაკეთ თითოეულმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ. როცა განრისხდებით ნუ სცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. ვინც იპარავდა,ნუღარ მოიპარავს,არამედ უკეთესია იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემად. არავითარი უშვერი სიტვა არ გამოვიდეს თქვენი პირიდან,არამედ მხოლოდ კეთილი საჭიროებისამებრ დასარიგებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს.
ნუ დაანაღვლიანებთ ღმერთის სულიწმინდას,რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი გამწარება,მძვინვარება,რისხვა, ყვირილი და გმობა მოშორდეს თგვენგან ყოველ სიბოროტესთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთმანეთის მიმართ,თანაუგრძნეთ და აპატიეთ ერთმანეთს,როგორც ქრისტეში გაპატიათ თქვენ ღმერთმა» მოციქულ პავლეს წერილი ეფესელთა მიმართ 4 ,25-32).
მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა:
იარეთ სიყვარულში,ისევე რ(ოგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად,სასიამოვნო კეთილსურნელებად. ოღონდ სიძვა და ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის,როგორც წმინდანებს შეშვენის. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით,არამედ პირიქით, მადლიერება. რამეთუ იცოდეთ არც ერთ მეძავს,ან
Добавьте подпись |
უწმინდურს,ან ანგარს,რომელიც კერპთმსახურია,არა ააქვს მემკვიდრეობა ქრისტეს და ღმერთის სასუფეველში. არავინ გაცდინოთ ფუჭი სიტყვებით,ვინაიდან ამისთვის ღმერთის რისხვა მოდის ურჩ ძეებზე. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანამოზიარენი.» (იქვე 5,1-7).
მოიქეცით როგორც ახალი; წმინდად და ჭეშმარიტებაში მართლად შექმნილი კაცი.
აღდგომა არის როგორც ქმნილების ხელახლა სექმნა. სახარება გვიკრძალავს იმის ფიქრს რომ ჩვენ სიკვდილისთვის ვართ შექმნილნი : ღმერთი არ ქმნის სიკვდილს... პავლე გვიჩვენებს რომ ღმერთმა შეგვქმნა ქრისტეში უკვდავებისთვის რათა ვიყოთ ღმერთის შვილი,უკვდავების პერსპექტივით. ღმერთის შვილობა ნიშნავს აღდგომას.
როგორ შეიძლება ღმერთის შვილად გახდომა?
ესაა თავისუფლების აქტი იმიტომ რომ სწორედ თავისუფლების მეშვეობით ვემხრობით ჩვენ ქრისტეს. ამავე დროს ამ აქტს, ამ ქმედებას აქვს მიზანი: შესაქმის წარმატება. ის ჩვენზეა დამოკიდებული : დავთანხმდებით რომ ვიყოთ ღმერთისთვის და ჩვენი ცხოვრების ღმერთში განსრულებისთვის შექმნილნი?
განთავისუფლება არის ჩვენი შექმნის დროს ღმერთის მიერ ჩვენში ჩადებული ტრანსცენდენტურობის განხორციელება. ღმერთს არ შეუძლია ადამიანების გადაქცევა უკვდავ არსებებად. ეს შეუძლებელია იმიტომ რომ ეს ნიშნავს სხვა ღმერთების შექმნას. მაშ ის გვენდობა და მისი მადლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შემთხვევითობისაგან და სიკვდილის ბატონობისაგან მოწყვეტა და განთავისუფლება და აღდგომა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება ღმერთის დახმარების გარეშე იმიტომ რომ ის განაგრძობს მუშაობას შესაქმეზე : «მამაჩემი აქამდე აკეთებს და მეც ვაკეთებ» (იოანე 5,17). როდესაც იესო განკურნავს შაბათს, დღეს როდესაც უნდა აღინიშნოს

თუშური მზეები |
ღმერთის დასვენება,ის გვეუბნება : «მამა ჩემი არ ისვენებს არასდროს ვინაიდან შესაქმე არ დასრულებულა; ის შრომობს რათა ადამიანი ისევ არ ჩავარდეს სიკვდილში; სულიწმინდა ქმნის კაცობრიობას და გვირჩევს ავირჩიოთ მდგომარეობის შეცვლა. და აღდგომა აქაა, ამ თავისუფლების გამოჩენაში; ადამიანს ქმნის და ხვეწავს ტრანსცენდენტურობა რომელიც მოუწოდებს მას წამოდგომისკენ,გამოღვიძებისკენ და და მსოფლიოს გაყოლიებისკენ რათა იყოს ახალი ცა და ახალი მიწა» ( 2 პეტრე,3,13).
აღდგომა არ ემატება შესაქმეს, ის ჩაწერილია მის პროგრამაში. ესაა სამყაროზე მომქმედი და მისი გარდამქმნელი რეალობა.,ჩვენს ცნობიერებებში ჩაბეჭდილი თავისუფლების კანონი. ჩვენ ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ თუ რა იქნება ჩვენი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ გარდა იმისა რომ რომ ჩვენ იმ წუთში სრულიად თავისუფალნი ვიქნებით. და ამ თავისუფლების წარმოდგენაც შეუძლებელია იმიტომ რომ ვინაიდან მას ყოველდღე ვქმნით ჩვენ თვითონ. ჩვენგან აღდგება ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი საკუთარი თავისგან,ჩვენი თავისუფლების არსისგან, ჩვენი სულიერი არსისგან. ჩვენი სხეული სულში ყოველდღე აღსდგება.
თქვენ ამბობთ რომ უნდა დავდგეთ ჩვენს დროით მდგომარეობაზე მაღლა, უნდა გარკვეული დისტანცია არსებობდეს ჩვენსა და სამყაროს შორის. რა ადგილს იკავებს,მაშ, ურთიერთობა სხვასთან?
ყველა ჩვენ ვმონაწილეობთ იმაში რასაც ფრანგი ფილოსოფოსი მერლოპონტი უწოდებს «სამყაროს ხორცს». პატარა ბავშვი ლაპარაკს და აზროვნებას იწყებს შორიდან მოსული სიტყვებით და ჩვენ ვიბადებით ადამიანობის, კაცობრიობის გაცნობიერებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ «მე» იმიტომ რომ ჩვენს წინაშეა «შენ». თუ კი ჩვენ მეობას განვიცდით სხვებთან ურთიერთობის შესაბამისად ჩვენი თავისუფლება ხორცს შეისხავს ქრისტეს სხეულში:
მთელი ცხოვრება, რომელსაც მოვგლეჯთ,მოვწყიტავთ ამქვეყნიური გულისთქმებისგან და ჟინისგან, თავისუფლებაში ხელახლა შექმნილი მთელი ცხოვრება იგება ქრისტეში, ინდივიდუალობათა ქსოვლიში,ადამიანთა ურთიერთობების ბირთვში, რომელიც არის ქრისტეს სხეული.არა და ვინც ლაპარაკობს ადამიანურ ურთიერთობებზე ლაპარაკობს თავდავიწყებაზე, საკუთარი თავის სხვებისთვის მიძღვნაზე. ისინი ვინც ჭეშმარიტ თავისუფლებას თუ ჭეშმარიტ სიყვარულს განიცდიან საკუთარ თავზე უარის თქმით უკვე ადგანან ქრისტეს გზას,უკვე დაკავშირებულნი არიან მასთან,ესე იგი, მაშ,უკვე ხელახლა ქმნიან ქრისტეში მათ აღმდგარ სხეულებს.
სახარებები ლაპარაკობენ უკანასკნელ სამსჯავროზე, როგორ ავხსნათ?
ჩვენ შეგვიძლია მისი მხოლოდ წარმოდგენა და არა გააზრება. უკანასკნელი სამსჯავროს ცნება გარკვეულ დისტანციას ქმნის ჩვენი დღევანდელობის აწმყოსთან და მის მომავალთან: ჩვენ სავსებით აღვდგებით მხოლოდ სამყაროს დასასრულისთვის ვინაიდან ჩვენი ხვედრი განსრულდება არა ჩვენში არამედ სხვებში. ჩვენ აღვდგებით ქრისტეს სხეულში. მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ შესაქმის საქმეს. ჩვენ ვართ სულიწმინდასთან დაკავშირებული შემოქმედებითი ენერგიები რომლებმაც კაცობრიობა უნდა მივიყვანოთ ღმერთში აღდგომამდე,ქრისტეს სხეულის აღმდგარ ცხოვრებამდე მანამდე სანამ ქრისტეს სხეული არ იქნება «დიდი სამყარო.»
განიცდიან თუ არა სიკვდილს და აღდგომას პიროვნებები ვინც განსაცდელის შედეგად განიცდიან აღორძინებას?

ბასკური ჯვარი |
მაგრამ აღმდგარი ცხოვრების დასაწყებად საჭიროა სიკვდილზე გავლა,მისი მიღება და მისგან მოწყვეტის, მოშორების,თავისუფლებაში ცხოვრების სურვილი. ეს ხდება ყოველ დღე, საკუთარი თავიდან გასვლისა და სხვისი სიყვარულის ყოველ აქტში. ეს მოითხოვს ყოველ დილით სამუშაო დღის დაწყების,არსებობის გამბედაობას. ყოველთვის ესაა სიკვდილის აქტები ვინაიდან ჩვენ ვწყდებით ხორცის სიმძიმეს,ჩვენ ვძლევთ ჩვენს საკუთარ თავს ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემული რესურსების გამოყენებით.
ჩვენ აღდგომა არ უნდა გადავაქციოთ ქმნილების ჩვენი მდგომარეობიდან გაქცევად, ოცნებად სხვა სამყაროზე სადაც თავს ვინუგეშებთ სისცოცხლის იმედგაცრუებათაგან. აღმდგარი სიცოცხლე არის სიცოცხლის შესაძლებლობათა ბოლომდე მისვლა.
No comments:
Post a Comment