4.06.2011

რაინდობა-10: რაინდული ანტიშტირნერიზმი რაინდული ეთიკა


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 20 03, შაბათი, 0:16-ზე

რაინდები
რაინდობის სული და გული: 
ამ შტირნერისტული სინამდვილიდან უკეთეს სამყაროში გასასვლელად 
კარგი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს რაინდული იდეალი,რაინდული ეთიკის ზოგი ელემენტი მაინც. 
ღირსება, სიყვარული : 
წარმოსახვაზე, ფანტაზიაზე ლაპარაკამდე უნდა დავაკვირდეთ იდეალს. 
მეომარმა და მოტურნირე რაინდებმა შეიმუშავეს ეთიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას კარგი ყოფაქცევის კოდექსი რომელიც გაავრცელა და მკითხველ და ხმამაღლა წაკითხული ტექსტების მსმენელ საზოგადოებას მოდელად,ნიმუშად შესთავაზა ლიტერატურამ. 
რაინდებმა თავისი ღირებულებები მიაღებინეს წარჩინებულებს, არისტოკრა- 
ტიას ; რაინდების შესვლა გაბატონებულ კლასში გაორმაგდა ამ გაბატონებული კლასის ინტელექტუალური დაპყრობით რაინდთა მიერ. მარტივად რომ ვთქვათ რაინდი იცავდა სუსტებს, ქვრივს და ობოლს. 
სწორედ ამაზეა ლაპარაკი. რაინდის სიტყვაში თუ სიტყვაში რაინდობაზე ყველგან ვხვდებით სიტყვას «ღირსება». 
პერსევალის დედა მას ურჩევს : რაინდად გახდომის შემდეგ ის უნდა დაეხმაროს მანდილოსანს რომელიც მას დახმარებას სთხოვს, «ვინაიდან მთელი ღირსება ამაშია» და ლანსლოს აღმზრდელი ტბის მანდილოსანი ამბობს რომ უღირსობა სიკვდილზე უარესია. 
სამი საუკუნის შემდეგ რაინდი ბაიარის დედა იტყვის იგივეს. 
რაინდის უმთავრესი ღირებულება ღირსებიდან გამომდინარეობს ყველა დანარჩენი ღირებულება. 


ომშიც და ტურნირის დროსაც რაინდი უნდა ცდილობდეს გმირობის გამოვლენას, მაგრამ ის მუდამ უნდა მოქმედებდეს თავაზიანად: მან არ უნდა დაუშვას ეშმაკობა ან ტყუილი,მან პატივი უნდა სცეს მოწინააღმდეგეს,მან არ უნდა მიაყენოს შეურახყოფა მოწინააღმდეგეს. გმირობას თან ახლავს გულუხვობა დამარცხებული და დაცემული ùოწინააღმდეგის მიმართ: ლანსლო შეიწყალებს მოწინააღმდეგეს იმ პირობით თუ კი ის ჩადგება მეფე არტურის სამსახურში. 
არადა ისეც ხდება ხოლმე რომ რაინდი კლავს თავის მოწინააღმდეგეს. 
რაინდი არ ივიწყებს ოჯახის ძველ დაპირისპირებებს. Iდეალსა და რეალობას შორის ზოგჯერ არსებობს უფსკრული. 
გულუხვება დაკავშირებულია სხვა სათნოებასთან, ხელგაშლილობასთან. 
ეს ნიშნავს უანგარიშოდ ხარჯვას და ფლანგვას, რაც ცუდია, ან ნადავლისა და გამოსას
ყიდის გულუხვად დარიგებას მეგობრებისთვის, რაც კარგია. 
ეს პირადი თვისებები ქმნიან რაინდის რეპუტაციას. ისინი ხსნიან იმას თუ რატომ არიან უფრო დაფასებულნი გოვენი და ლანსლო ვიდრე მეფე არტურის სენეშალი კეი, კარგი რაინდი, მაგრამ მიუხედავად ამისა შხამიანი ენის პატრონი რომელსაც შეეძლო თანამოსაუბრის გაქირდვა და მასხრად აგდება გოენი თუ დედოფალი გენივრა იყო ეს თანამოსაუბრე. 
ღირსებიდან გამომდინარეობს კიდევ რაინდობისთვის აუციელებელი ორი ღირებულება-სათნოება : ერთგულება მეგობრებისადმი,მისი გუნდის რაინდებისადმი ,მისი სიუზერენისადმი, მეფისადმი, მისი მანდილოსნისადმი, 
«
წმინდა ეკლესიისადმი» და პატიოსნება. 
არადა ფეოდალურ საზოგადოებაში არაა ყოველთვის ადვილი მეფისა თუ სიუზერენის მიმართ ნაკისრებ ვალდებულებათა დაცვა. 
ამის მიზეზი კი შემდეგია. ფეოდალს ჰყავს ვასალები რომლებმაც იკისრეს მის წინაშე პასუხისმგებლობა და მას ერთგულება შეჰფიცეს. მათ დადეს პირობა რომ დაეხმარებიან ფეოდალს, განსაკუთრებით ომის შემთხვე- 
ვაში. მაგრამ ამავე ფეოდალის ზოგმა ვასალმა ერთგულება შეჰფიცა სხვა სიუზერენსაც და და თუ კი ეს დიდი ბატონები ერთმანეთს წაეკიდებიან და დახმარებას სთხოვენ თავის ვასალებს ორივე დიდბატონისთვის ერთგულების ფიცის დამდები ვასალები არაფერს აკეთებენ, იპარებიან,ბუჩქებში იმალებიან. 
მაგრამ არსებობს პრიორიტეტების განმსაზღვრელი ზოგი წესი: 
უფრო ძველი სიუზერენის სამსახური,უფრო ძლიერი სიუზერენის სამსახური, 
უფრო დიდი მამულის მომცემი სიუზერენის სამსახური. 
მიუხედავად ამისა გიომ ლე მარშალი არ აკეთებს არჩევანს როდესაც ანრი ახალგაზრდა დაუპირისპირდება მამამის მეფე ანრი მეორეს. 
მარტო ერთგულება არაა საკმარისი,აუცილებელია პატიოსნებაც, გულ- 
წრფელობაც. 
პატიოსნება, გულწრფელობა სხვა ბუნებისაა. რაინდობის რომანები ხშირად აღწერენ ვითარებას როდესაც რაინდმა ერთგულება შეჰფიცა ფეოდალს რომელიც შემდეგ საზიზღარი აღმოჩნდა : ლოიალური რაინდი ცდილობს ნაკისრები ვალდებულებების დაცვას და ამ ფეოდალის პატივისცემას. არადა ასეთი სამსახური შეიძლება ანგარებიანი იყოს და მონობად თუ სიბრმავედ გადაიქცეს. 
შიუზერენის ასეთი « ერთგულება» გულისხმობს პასუხიმგებლობის გაზიარებას ამ სიუზერენის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და უსამართლობებზე. 
პატიოსნება, გულწრფელობა უფრო მომთხოვნია : ის წინ წამოსწევს პრინციპებს რომლებიც უნდა დაიცვან როგორც ფეოდალებმა ისე მათმა ვასალებმა. ლოიალურობა ხელს არ უშლის მსჯელობის თავისუფლებას და მოუწონლობას იმისა რასაც აკეთებს ფეოდალი რომლის ერთგულადაც რჩება მისი საქციელის უარმყოფელი ვასალი. ვასალი შეიძლება იყოს სიუზერენის ერთგული, მაგრამ რაინდი არასოდესაა ვინმეს «ლოიალური». 

პატიოსნება, გულწრფელობა ავლენს სხვა რაინდულ სათნოებებსაც : სიბრძნეს, ზომიერებას, კეთილგონიერებას. 
რაინდული თავგადასავალი არის გამოცდა და განსაცდელი რომელმაც რაინდი უნდა მიიყვანოს საკუთარი თავის ცოდნამდე და ფლობამდე. 
რაინდმა უნდა დაიცვას სუსტები, ობლები, მანდილოსნები. 
რაინდმა უნდა იმოქმედოს სამართლიანად. 
იმ დროს როდესაც რაინდობა გამოჩნდა როგორც გამორჩეულ მეომართა კლასი იდეალურ ქრისტიანულ საზოგადოებაზე დაფიქრებულმა საეკლესიო პირებმა წამოაყენეს სამი ფუნქციის ანუ სამი წოდების თეორია : 
ეს საზოგადოება დაყოფილია მლოცველებად, მბრძანებელ-მეომრებად და მუშაკებად ანუ სასულიერო პირებად,რაინდებად და გლეხებად, სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ მაგრამ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულ კატეგორიად. 
ამ საზოგადოებაში რაინდის მისიაა «საწყლების», «ბეჩავების» დაცვა. შუა საუკუნეებში ამ სიტყვებით აღნიშნავენ იმათ ვისაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა მარტო,დამოუკიდებლად : სამღვდელოებას,გლეხებს, ქალებს. 
ნორმალურად ესაა მეფის მისია, მაგრამ ფეოდალური ხანის დასუსტებული მეფის ხელისუფლება ვერ ახერხებს მშვიდობის დამყარებას და მართლმსაჯულების განხორციელებას. რაინდობა ფაქტიურად არის ერთადერთი ძალა რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. 
რაინდულმა ლიტერატურამ, სხვათა შორის, დაამახინჯა სინამდვილე : 
ტბის მანდილოსანი ლანსლოს ასწავლის რომ რაინდობა გაჩნდა ძლიერების მიერ ჩაგრული და საკუთარი ძალებით თავდაცვის უნარს მოკლებული სუსტების თხოვნის შედეგად. სუსტები თითქოს ითხოვდნენ მათ დაცვას და სამართლიან მმართველობას. და ამ სუსტებს შორისაა « წმინდა ეკლესია», რომელმაც არ უნდა დაიცვას თავი იარაღით და რომელსაც სჭირდება დაცვა რაინდის მიერ. 
ეს აშკარა ტყუილია ვინაიდან რაინდები დგანან ძლიერთა სამსახურში! 
ამ მისიის იარაღია მახვილი ხმალი. მან უნდა დასაჯოს როგორც ქრისტეს მტრები ისე ისინი ვინც არღვევენ მშვიდობას. 
ხმალს ჯერ აკურთხებენ და მერე გადასცემენ რაინდს. ნაკურთხ ხმალს აძლევენ მეფესაც რომელიც მისი სისუსტის დროსაც კი მეფედ კურთხევის დღეს იღებს ნაკურთხ ხმალს. მახვილი, ხმალი არის მართლმსაჯულების სიმბოლო. 
მაგრამ რაინდები ზოგჯერ უპირისპირდებიან ხოლმე გლეხებს და სუსტებს. 
ფაქტიურად არის ორი სამყარო : რაინდთა სამყარო და "მდაბიოთა" სამყარო. ტბის მანდილოსანი ძალიან კარგად ეუბნება ლანსლოს : 
რაინდის მზიდი ცხენი არის სიმბოლო ხალხისა რომელმაც რაინდს უნდა მისცეს ყველაფერი რაც მას სჭირდება და ამის სანაცვლოდ რაინდმა უნდა დაიცვას ხალხი. რაინდი უნდა იყოს ხალხის მფარველი. 
მაგრამ ისევე როგორც რაინდი დეზს ჰკრავს თავის ცხენს, იგი უნდა გაუძღვეს ხალხს სამართლიანი ხელმძღვანელობით. 
რაინდობის რომანებში ხალხი თითქმის არაა. «მდაბიოს» ზევიდან, ქედმაღლურად უყურებენ. 
რაინდი კეთილი და გულუხვი უნდა იყოს ხალხის მიმართ, მაგრამ ესაა მორჩილი და უსიტყვო ხალხი.
(გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment