http://shkolazhizni.ru/archive/0/n-51676/
1882 წლია 22 იანვარს, 130 წლის წინ დაიბადა პაველ ალექსანდროვიჩ ფლორენსკი, ბოლშევიკების მიერ მოკლული კიდევ ერთი კაიკაცი. რუსული კულტურის ვერცხლის საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი,მეცნიერი და ფილოსოფოსი. მისი ლიტერატურული გარემოს წევრები იყვნენ ვლადიმირ სოლოვიოვი, ანდრეი ბელი,ვალერი ბრიუსოვი, კონსტანტინ ბალმონტი,დმიტრი მერეჟკოვსკი,ზინაიდა გიპიუსი,ალექსანდრ ბლოკი....
მიხაილ ნესტეროვის სურათი "ფილოსოფოსები, პაველ ფლორენსკი და სერგეი ბულგაკოვი" //1917// |
პაველ ფლორენსკიმ უკვე უნივერსიტეტში დაინახა ცოდნის შეზღუდულობა და მიხვდა ღმერთის რწმენის გარეშე ჭეშმარიტების შემეცნება შეუძლებელია. მან გაიცნო დონის მონასტერში მცხოვრები ეპისკოპოსი ანტონი//ფლორენსოვი// და სთხოვა მას კურთხევა ბერად შედგომაზე. ეპისკოპოსმა მას ურჩია ტროიცე-სერგის სასულიერო აკადემიაში შესვლა.
აკადემიის დამთავრების შემდეგ ფლორენსკი ხდება მასწავლებელი ამ აკადემიაში. ის წერს წიგნების ღვთისმეტყველების,ფილოსოფიის და ფილოლოგიის საკითხების თაობაზე. დაოჯახდება და ხდება მღვდელი.
ოქტომბრის გადატრიალებამდე რჩება 6 წელი.
პაველ ფლორენსკი რევოლუციის შემდეგ ხდება ტროიცე -სერგის ლავრას სწავლული მდივანი და სალაროს მცველი. მნიშვნელოვანწილად ფლორენსკის წყალობით გადარჩა მისი მთავარი სიწმინდე- წმინდა სერგი რადონეჟელის თავი.
ლავრის დახურვის შემდეგ ფლორენსკი მუშაობს სახალხო მეურნეობის სრულიად საკავშირო საბჭოში//ვსნხ// და მონაწილეობას იღებს რუსეთის სახელმწიფო ელექტრიფიკაციის //გოელროს// განხორციელებაში.