12.03.2011

ბერბერულ-იბერული ეტიუდებიდან,

       
ბერბერი გოგონა...
   "ეგვიპტელ ფარაონთა ხანიდან ცნობილ ბერბერებს ეკავათ უზარმაზარი ტერიტორია ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ ნიგერამდე,ატლანტიკიდან ნილოსამდე.ათასწლეულებმა გაიარა და განსაკუთრებით მღელვარე ისტორიის  ცვალებადობათა მიუხედავად ბერბერ მოსახლეობათა ჯგუფები დღემდე ცხოვრობენ აფრიკის 12-ოდე ქვეყანაში. ისინი ერთმანეთისგან მოწყვეტილობის მიუხედავად უმრავლეს შემთხვაში ისევ არიან მათი კულტურის,მათი ენის და ტრადიციების ერთგულები..."


     მათი წარმოშობა ისევ იწვევს კამათს: "ბევრი ფიქრობს რომ ბერბერები წარმოშობით ევროპელები არიან და მათ ძირებს უფრო იბერიის ნახევარკუნძულზე //ესპანეთში// ხედავენ. სრუტის ორივე მხარეს არსებული ტოპონიმები,მდინარეთა და ქალაქაების სახელები  აძლიერებენ ამ ჰიპოთეზას. 

11.30.2011

ეტრუსკები-მედიჩების საოცნებო წინაპრები:

Fichier:Angelo Bronzino 036.jpg
კოზიმო პირველი მედიჩი,
ტოსკანას პირველი დიდი 

ჰერცოგი//ეს წოდება მან 
რომის პაპისკან 1569 
წელს მიიღო//-დიდი 
ეტრუსკი ჰერცოგი
 //ბრონზინოს 
პორტრეტი//.

Dux Magnus Hetruscus


მე-16 საუკუნეში ტოსკანაში ეტრუსკთა ნაშთების აღმოჩენამ მედიჩებს მისცა იდეალური პოლიტიკური გამართლება.
 გაჩნდა ახალი ლეგენდა: ფლორენციის ბატონები არიან ამ დიდი და ავტონომიური ცივილიზაციის მემკვიდრეები. 


      აღორძინების ხანისათვის დამახასიათებელი წარსულის აღმოჩენასა და პროპაგანდის დიდ მოძრაობაში ხსოვნამ ეტრუსკების შესახებ  მიიპყრო ტოსკანის ჰუმანისტთა ყურადღება.
     აღორძინების ხანის დასაწყისშივე ფილოლოგიური და ისტორიული დაინტერესება ამ  იდუმალი ხალხით დაუკავშირდა ეტრუსკთა პრესტიჟის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების სურვილს.
    ფლორენციელი ქრონისტი ჯოვანი ვილანის წყალობით მე-14 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა რომაულ-იმპერიულლი მითისადმი დაპირისპირებული ეტრუსკთა მითი.

   1348 წლისთვის დაწერილ Nuova Cronica-ში ჩანს ამ მითის მთავარი ელემენტები: განდიდება ავტონომიური და

11.29.2011

მიშელ ფოშე, ბოროტების ისტორიები დასავლეთში :

შელ ფოშე, ბოროტების ისტორიები დასავლეთში :
თავი III
სექტები და საიდუმლო საზოგადოებები:
ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბოროტება სარგებლობს, იკვებება მითოლოგიით და სწორედ მითოლოგიის ირგვლივ იქმნებიან და ერთმანეთს უკავშირდებიან, ერთმანეთში აღწევენ საიდუმლო საზოგადოებები. გოულდენ დაუნის მოძღვრებამ უეჭველად იქონია გავლენა საზოგადოება თულეზე,რომლის სიგიჟეებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ნაციზმის გაჩენაში. ჰიტლერის მრჩევლად ქცეული კარლ ჰაუსჰოფერი და მისი მსგავსი უნდივიდები ერთი საზოგადოებიდან მეორეში

გოთური, ბნელეთის კულტურა:

გევინ ბედლი, ( Gavin Bddeley, Gothic, La culture des ténèbres, Denoël, X-Trême, 2004) :

წინათქმა:

გოთური არაა მხოლოდ ახალგაზრდული სუბკულტურა, კუშტი, პირქუში ესთეტიკა თუ ლიტერატურული ჟანრი.

ესაა ერთგვარი ფილოსოფიური კონტექსტი, სამყაროს ჭვრეტა «შებოლილი ფანჯრიდან",
მწერალი შერიდან ლე ფანუ-ს თანახმად.

ესაა სამყარო ნეგატიურად, გადაყირავებული, თავდაყირა დაყენებული კოსმოსი:

11.28.2011

თბილისი 1910-1921 წლებში (კულტურული ცხოვრების ისტორიული მიმოხილვა)

ARS GEORGICA,ინტერნეტული ჟურნალი
1---davit-kakabadze,-kubisturi-avtoportreti,-1914w-თბილისი 1910-1921 წლებში (კულტურული ცხოვრების ისტორიული მიმოხილვა)
მზია ჩიხრაძე
მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში. იმ დროისათვის ქართულ დაზგურ ფერწერას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, საქართველოში ჯერ კიდევ მოღვაწეობდნენ მხატვრები, რომელთა შემოქმედებაც რუსულ პერედვიჟნიკურ ტრადიციებს ეყრდნობოდა , მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული ხელოვნება მაინც მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ კარი გაეღო ახალი მხატვრული მიმდინარეობისათვის და თავის კულტურულ ნიადაგზე ეცადა თანამედროვე ევროპული თუ რუსული ხელოვნების მიღწევების გადმოტანა.

თბილისური სადარბაზოები


ARS GEORGICA, ელექტრონული ჟურნალი, სერია ბ, ახალი და თანამედროვე ხელოვნება
თბილისური სადარბაზოები

აღმაშენებლის 36
ცისია კილაძე, მარინა მეძმარიაშვილი, თამაზ გერსამია
XIX საუკუნის თბილისი, ერთ-ერთი იმდროინდელი ჟურნალისტის სიტყვით ორსახა იანუსს ჰგავდა - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის  პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში.
ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან.
აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს.
ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით.

თბილისური სადარბაზოები

თბილისური სადარბაზოები
ცისია კილაძე, მარინა მეძმარიაშვილი, თამაზ გერსამია
ilustracia-6-ferwer-mxebavta-amkris-drosha,-1911w.XIX საუკუნის თბილისი, ერთ-ერთი იმდროინდელი ჟურნალისტის სიტყვით ორსახა იანუსს ჰგავდა - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის  პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში.
ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან.
აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს.