7.14.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-4: ნეოპლატონიზმი და ნეოპითაგორიზმი

“...ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე  რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ. ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთან შერწყმა შესაძლებელია  მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).

პლოტინი და მისი მოწაფეები
დაბრუნება პრინციპთან:
პლოტინი და პორფირი, იამბლიქი და პროკლუსი:
ანტიკური ხანის ეს მოაზროვნეები ქადაგებენ ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევის, მისი საზღვრების გადალახვის აუცილებლობას სამყაროს, გულის, გონების საწვდომად და ბოლოს ერთთან ერთიანობის მისაღწევად.

 “ჭეშმარიტი სატრფო”:

“... ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე  რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ
   
ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთანაა შესაძლებელი შერწყმა მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).

იმის სათქმელად რომ ნეოპლატონიზმს და ეზოტერიზმს შეუძლიათ თანაარსებობა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მისტიკა და ეზოტერიზმი.

საქმე იმაშია რომ ეზოტერიზმი არ აუფასურებს მატერიალურ სამყაროს იმიტომ რომ მასში ხედავს ნიშანთა ერთობლიობას, უხილავ ენერგიებს, წიგნს თუ სარკეს რომელიც ირეკლავს სხვაგან მყოფ ხატებს.

ნეოპლატონიზმმა მხარი დაუჭირა ამ კონცეფციას და მრავალმა ნაშრომმა აჩვენა კოსმოსში, სამყაროში ცოცხალი სულიერი არსების დამნახავი ფილოსოფიების ნეოპლატონური ფესვები. ეს ფილოსოფიები მოდის ჰუმანისტური რენესანსიდან ( პიკო დელა მირანდოლა) თანამედროვე ეკოფსიქოლოგიამდე (ჯეიმს ჰილმანი) ნატურფილოსოფიის (გოეთე) გავლით.   

წუთისოფელი ასეა...

მადლობა საფრანგეთის ისტორიის შავი ფურცლებით დაინტერესებულ ფრანგებს:
 ერთგვარი ტოტალიტარული რელიგია :

ინი და იანი-სამყაროში მოქმედი შავი და თეთრი ძალები 
     საფრანგეთის რევოლუცია იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ქარიშხალი. ვის შეეძლი სიშმაგეთა და შედეგების წინასწარ წარმოდგენა? როგორ უნდა აიხსნას ცისქვეშეთში ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული და ძლიერი სამეფოს წალეკვა საშინელებათა ორგიის მიერ ისე რომ მან კვალის დატოვებაც ვერ მოახერხა ? როგორ უნდა აიხსნას ასევე მის ნანგრევებზე ტერორის მიერ გაჩენილი რესპუბლიკის აღდგენა.
      რაციონალური ახსნის ძიებაში ტენის კვალზე დამდგარი ისტორიკოსი ილაპარაკის დაბრმავებულ და დაუძლურებულ სამეფო კარზე, რომ ის დაამხეს იმიტომ რომ ადგილი გაენთავისუფლებინათ პლებსიდან გამოსული ახალი ბატონებისთვის. ესაა რევოლუციათა უმრავლესობის ლოღიკა.
  მაგრამ ეს არ ხსნის ფრანგული რევოლუციის თავისებურებას, წარსულის რადიკალურ უარყოფას, ისტორიის მაგივრად « სუფთა ფურცლის » დატოვებას და ისტორიის ხელახლა დაწყების მცდელობას. ვერ ხსნის ძალადობებს  რომლებმაც ესოდენ გააოგნეს  « ფრენჩ რევოლუშნ »-ის ნაადრევი და გამჭრიახი დამკვირვებელი ედმუნდ ბურკე.
   სწორედ ბურკესთან შეიძლება ვნახოთ პოლიტიკური ახსნის პირველი დამაჯერებელი ელემენტები. ბურკემ თავისი ანალიზი დააფუძნა ფაქტებზე დაკვირვებაზე და ღრმა ისტორიულ გააზრებაზე და 1790 წლიდან ის ლაპარაკობს ამოვარდნილი ქარიშხალის საშინელ შედეგებზე.
   ბურკემ კარგად დაინახა რომ ფრანგული რევოლუციის დამახასიათებელი ნიშანია წარსულის უარყოფა. Mაგრამ რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც საფრანგეთში და არა სხვაგან “სუფთა ფურცლის” ეს სიგიჟე? შწორედ ამ კითხვას გასცემს პასუხს მოგვიანებით ალექსის დე ტოკვილი ნაშრომში “ძველი რეჟიმი და რევოლუცია”(1856).
  ის გზაზე დააყენა შატობრიანის მიერ 1819 წელს ვანდეის თაობაზე ნათქვამი სიტყვა:
   “ რევოლუცია დამთავრდა დაწყებისთანავე. შეცდომა იქნებოდა ფიქრი რევოლუციამ დაამხო მონარქია, მან მხოლოდ განაბნია ნანგრევები...”
   ეს არ ხსნის ტერორის შმაგ ძალადობას განსაკუთრებით ვანდეის ხალხის წინააღმდეგ. ვანდეაში 1793 წლის გაზაფხულიდან
ვანდეას გული 
მოეწყო ნამდვილი პოპულიციდი (ხალხიციდი, ხალხის მკვლელობა) რომელიც განასრულეს 1794 წლის ჯოჯოხეთურმა კოლონებმა. 1793 წლის ივლისში საჯარო ხსნის კომიტეტმა გადაწყვიტა ვანდეის საქმისთვის წერტილის დასმა და ბარერმა თქვა: “საჯარო ხსნის კომიტეტმა ასე განსაზღვრა მიზანი: “ საჯარო ხსნის კომიტეტმა მოამზადა ზომები რომელთა მიზანიცაა ვანდეელთა აჯანყებული რასის მოსპობა,მათი ბუნაგების დანგრევა,მათი ტყეების დაწვა,მათი მოსავლის აღება, სამშობლოსათვის კარგია აჯანყებულთა დასჯა...” და ვანდეელთა აჯანყებული რასის მოსასპობად გაემართნენ ჯოჯოხეთური კოლონები.
  ამ შემაძრწუნებელ სიგიჟეთა ინტერპრეტაციისთვის უნდა მივმართოთ კოლექტიური ფსიქოლოგიის კვლევათა დამფუძნებელ გუსტავ ლე ბონს. გადავიკითხოთ ის :
   “ საკმაოდ სისხლიანი მთავრობა რომელმაც გადაწყვიტა 80 წლის მოხუცების, ახალგაზრდა ქალების თუ სულ პატარა ბავშვების გილიოტინაზე დახოცვა თუ წყალში დახრჩობა, საფრანგეთის გადაქცევა ნანგრევებად და რომელმაც მიუხედავად ამისა მოახერხა შეიარაღებული ევროპის მოგერიება... აი უნიკალური ტრაღედიები კაცობრიობის ისტორიის ანალებში.(გუსტავ ლე ბონ (1841-1931), “რევოლუციათა ფსიქოლოგია”,1912).
    რევოლუციის გენეზისში, ხსნის ლე ბონი, “ჩაერია სხვადასხვა ლოღიკით მართული რაციონალური,ემოციური,მისტიკური და კოლექტიური ელემენტები”. ამდენმა ისტორიკოსმა ცუდად გაიგო ეს პერიოდი იმიტომ მათ ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს ეს გავლენები.    
   “ახსნისათვის უმრავლეს შემთხვევაში მოხმობილმა რაციონალურმა ელემენტმა სინამდვილეში მოახდინა ყველაზე სუსტი გავლენა. მაგრამ ხალხში შეღწევის შემდეგ ეს ელემენტი აორთქლდა, გაქრა, გაბატონდა ემოციური და კოლექტიური გავლენები”.
  მეტიც, ლე ბონი ლაპარაკობს მისტიკურ და რელიგიურ ელემენტებზე:
   ადამიანთა აჯანყების მიზეზი არაა წმინდა გონება :
  “ცოტა ისტორიკოსს თუ ესმის რომ ეს დიდი მოძრაობა გაგებული უნდა იყოს როგორც ახალი რელიგიის დაფუძნება... მაგრამ დავინახავთ სრულ წინააღმდეგობას დოქტრინებსა და აქტებს შორის.
  სინამდვილეში ვერ აიტანეს ვერანაირი თავისუფლება და ძმობა მალე შეიცვალა შემზარავი სასაკლაოებით”. რატომ?
   “პრინციპების ეს დაპირისპირება ქცევასთან არის წმენათა თანმხლები შეუწყნარებლობების შედეგი.”
ფრანგ რევოლუციონერთა ჯოჯოხეთური
 კოლონების "საქმიანობა"
  ლე ბონი ხაზს უსვამს იმას რომ რელიგია შეიძლება იყოს გაჟღენთილი ჰუმანიტარიზმითა და ძმობით მაგრამ სექტანტებს მუდამ უნდათ ბოროტებასთან გაიგივებული მოწინააღმდეეგების და გულგრილების ძალით დამორჩილება და ყველაფერი მთავრდება უსაზღვრო ძალადობით. ყველა რელიგია ტოტალიტარული და დამპყრობელია და საფრანგეთის ეკლესიების მნგრეველი რევოლუციაც ერთგვარი ტოტალიტარული რელიგიაა.
       სტეფან კურტუა, რეინალ სეშე და მემორიციდი ( მეხსიერების მკვლელობა):
  2011 წლის სექტემბერში გამოიცემა ორმაგი მნიშვნელობის მქონე წიგნი.პირველ ნაწილში ის ეხება საფრანგეთის რევოლუციის, კონვენტისა და საჯარო ხსნის კომიტეტის მიერ 1793-1794 წლებში ვანდეაში და დასავლეთ საფრანგეთის ნაწილში ჩადენილ გენოციდს.
  Aავტორი განსაკუთრებით დაინტერესებულია დოკუმენტებით რომლებიც აჩვენებენ რომ სასაკლაო იყო შეგნებულად და სისტემატურად მოწყობილი, რომ მას ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი.
   ლაპარაკია კონვენტის მიერ 1793 წელს მიღებულ ჟლეტის ორ კანონზე,საჯარო ხსნის კომიტეტის მიერ მისი წარმომადგენლებისთვის და გენერლებისთვის გაგზავნილ წერილებზე. ამ წარმომადგელებს და გენერლებს ევალებოდათ სასაკლაოების მოწყობა. ამავე დროს ნაჩვენებია ანგარიშები რომლებსაც ეს შემსრულებლები უგზავნიდნენ თავის ხელმძღვანელებს.
  გარკვეულად და ცხადადაა დადგენილი რომ ხელისუფლებას უნდოდა ხალხის მოსპობა არა იმის გამო რაც მან გააკეთა არამედ იმისთვის რაც ის არის. ესაა ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, გენოციდის ნიშნები.
  ნაშრომის მეორე ნაწილში რეინალდ სეშე ეხება ანალიტიკოსების და განსაკუთრებით ისტორიკოსების მიერ (საფრანგეთის რევოლუციის ისტორიკოსები უნივერსიტეტში განიცდიან ძლიერ კომუნისტურ გავლენას) უგულვებელყოფილ საკითხს.
  ის აჩვენებს თუ როგორ წაშალეს თავის დანაშაულთა კვალი ჯალათებმა 1794 წლის შემდეგ, როგორ დაავიწყეს მათ მსხვერპლთა შთამომავლებს ეს დანაშაულები და როგორ მოახვიეს თავს ამ მსხვერპლთა შთამომავლებს რევოლუციის ორასი წლისთავის ზეიმი. ამას გარდა ეტუალის მოედანზე სატრიუმფო თაღზე ამოკვეთილი იქნა ვანდეაში საშინელებათა ჩამდენი გენერალი ტუროს სახელი. რეინალდ სეშე მეხსიერების მკვლელობის საკითხის გახსნით ეხება იმას რაც ეხება ყველა გენოციდს. ესაა უზარმაზარი ისტორიული საკითხი.
  ( ფრანგი ისტორიკოსი სტეფან კურტუა ასე აფასებს ფრანგი ისტორიკოსი რეინალდ სეშეს წიგნს “ ვანდეა, გენოციდიდან მემორიციდამდე” რომელიც საფრანგეთში სერფის გამომცემლობაში ფრანგულად უნდა გამოვიდეს 2011 წლის სექსტემბერში.
  ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში “ ისტორიის ახალი ჟურნალი”, საგანგებო ნომერი “ვანდეა და ტერორი, 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ნომერი).
          *****************************************************************

მე ღრმად მწამს პროგრესისა, მზის დაბნელებები დროებითია, და როგორ შემეპარებოდა ეჭვი თავისუფლების დაბრუნების შესაძლებლობაში როდესაც ყოველი გამოღვიძებისას ვხედავ სინათლის დაბრუნებას?”(1865 წლის 10 დეკემბერი).

დავუბრუნდეთ კარგ ვიქტორ ჰიუგოს
   პროგრესის კრიტიკული ფილოსოფია :
   საშინელებების განმცდელ საფრანგეთში ბევრმა გონიერმა ადამიანმა დაინახა თანამედროვეობის საშინელი გადახრები და დაიწყეს პროგრესის ფილოსოფიების კრიტიკა. ხანდახან მიდიოდნენ ტექნიკის და მეცნიერების ნეორომანტიულ სიძულვილამდეც და რადიკალურად დაეჭვდნენ განმანათლებელთა სიმართლეში.
ვიქტორ ჰიუგოს ეხუმრებოდნენ კიდეც
   ვიქტორ ჰიუგომ გამოიჩინა ზომიერება და სცადა წონასწორობის შენარჩუნება. ეს ვერ დასახარისხებელი რომანტიკოსი ჰონივრული ოპტიმიზმით უყურებდა პროგრესის იდეას და სვავდა კაცობრიობის მომავლისთვის ფუნდამენტურ ზოგ კითხვას.
    პროგრესი პირველ რიგში არის წინსვლა. ვინ მიდის წინ? კაცობრიობა, მაგრამ მას წინსვლა შეუძლია მხოლოდ მისი განვითარებისთვის ხელის შემშლელ წინაღობათა დაძლევით.
   1848 წლის “ლირიკული ილუზიის” და “ხალხთა გაზაფხულის” მარცხის, 2 დეკემბრის გადატრიალების შემდეგ გამეფდა სასოწარკვეთილება და ყველას თითქოს დამბლა დაეცა.
     მაგრამ ვიქტორ ჰიუგო აცხადებს რომ კაცობრიობა ისევ მიიწევს წინ მაშინაც კი როდესაც ისტორია თითქოს უკან იხევს.
       ზედაპირული უკანდახევა ხელს არ უშლის უხილავ წინსვლას. ზედაპირული მოძრაობა ზოგჯერ მხოლოდ საპირისპირო მოძრაობაა.
  ვიქტორ ჰიუგო ისევ განაგრძობს ბრძოლას ცივილიზაციისთვის რომლის მოთხოვნებიცაა თავისუფლება, სამართალი, მართლმსაჯულება და ძმობა რათა ყოველმა წინ გადადგმულმა ნაბიჯმა გზაზე არ დააგდოს არავინ.
  ცივილიზაციის ყოველ ფორმას აქვს თავისი ჭიპლარი. მისი მოჭრა პროგრესის საქმეა და ის ამას კარგად აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მას.
  კაცობრიობა,მაშ, ხვდება რომ ის არსებობს ყოველ ადამიანში. პროგრესის და კაცობრიობის განსრულების ჰორიზონტია “ედემი” რომლის მიღწევასაც ის გვპირდება და რომლის ხილის ჭამასაც ის ეხლავე ცდეილობს.
  რაც შეეხება ცივილიზაციას რელიგიურ კონცეფციაში სამოთხე უკანაა, წარსულში, ფილოსოფიურ კონცეფციაში კი ის წინაა, მომავალშია და ამაშია მათ შორის რადიკალური განსხვავება... პროგრესის ფილოსოფია ამქვეყნიური იმედის ფილოსოფიაა და პოეტი არის წინასწარმეტყველი და ხალხის აღმზრდელი. დაკარგული სამოთხის გამო გაუთავებელ გამოტირებას უპირისპირდებიან მომავლის შემქმნელნი.
  ციური რევოლუციები ხდება აუცილებლობის გამო, მიწიერი, ისტორიული რევოლუციები მოითხოვენ ადამიანის ნებას რომელიც ასევე განასახიერებს გარკვეულ აუცილებლობას, ამქვეყნიური უსამართლობისადმი მორჩილების ფსევდო-აუცილებლობის საპირისპირო ყველასათვის თავისუფლების აუცილებლობას.
  პროგრესი როგორც მუდმივი ბრძოლა:
  პროგრესი არაა ადვილი საქმე. ის ერთმანეთს უზავებს მშობიარობის ტკივილებს და აგონიის ტანჯვას. ხრწნას,დაშლას და რღვევას მოსდევს ელემენტების ხელახლა აწყობა. მომავლის სახე იშვიათადაა ხილული და ამოსაცნობი. ვინაიდან მისი კონტურები გაურკვეველია. და პროგრესის რევოლუციებში არაფერია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი.
   პროგრესი არაა სწორხაზოვანი. ჰიუგო მრავალი რეგრესის, ბარბაროსობის მრავალჯერ განმეორების მოწმეა. ისტორია ოკეანესავითაა და მასაც ახასიათებს მოქცევა და ტალღების, წყლის უკანდახევა, მიქცევა.
ვიქტორ ჰიუგო
  მაგრამ ვიქტორ ჰიუგო რეალურად ენდობა ადამიანების ქმედებას და მთელი მისი შემოქმედების მიზანია ადამიანების გამხნევება და ის ამას აკეთებს განსაკუთრებით ყველაზე ბნელ მომენტებში,მაგალითად ლტოლვილობის ხანაში...
   “ მე ღრმად მწამს პროგრესისა, მზის დაბნელებები დროებითია, და როგორ შემეპარებოდა ეჭვი თავისუფლების დაბრუნების შესაძლებლობაში როდესაც ყოველი გამოღვიძებისას ვხედავ სინათლის დაბრუნებას?”(1865 წლის 10 დეკემბერი).
    მაგრამ ეს არაა მისტიკური პროვიდენციალიზმის სახეობა. თუ კი პროგრესი გარდაუვალია რატომ უნდა მოქმედებდეს ადამიანი გაუჩერებლად ისე როგორც ამას აკეთებს ვიქტორ ჰიუგო?
    ვიქტორ ჰიუგო ერიდება ყოველგვარ აპოლოგეტურ დემარშს. მას პროგრესი არ მიაჩნია ახალ კერპად რომელიც ციური მანანასავით უნდა მოვიდეს.
 ადამიანმა თვითონ უნდა მიაღწიოს პროგრესს. თიპოგრაფია, ორთქლის მანქანა,რკინიგზა აგვირგვინებენ ადამიანთა შრომას
  თავისუფლება და სამართალი,რესპუბლიკა და დემოკრატია,სისხლის სამართლის ჰუმანიზაცია და საერო ემანსიპაცია, ხალხთა უფლება და მშვიდობის იდეალი მოითხოვენ ადამიანთა გაბედულ ბრძოლას უსამართლობის და მონობის ყოველგვარი ფატალიზაციის წინააღმდეგ. უმეცრება მოითხოვს კულტურის შრომას და ზრუნვას ეროვნულ განათლებაზე.
    მოკლედ, პროგრესი, წინსვლა, ვერ იქნება ადამიანთა მუდმივი და შეგნებული საქმიანობის გარეშე. მაშ, არაა არავითარი გარკვეულობა და ღრმა დაფიქრება პოეტს აშორებს პროგრესის ყველანაირი რელიგიისაგან და აახლოებს კრიტიკულ ჰუმანიზმთან, ესე იგი ანთავისუფფლებს ყოველგვარი ილუზიისაგან.
  ვნახოთ გადამწვეტი საკითხი, ბავშვების შრომის და დეჰუმანიზაცია, ადამიანობის დაკარგვა რაც გამოიწვია არა მანქანამ როგორც ასეთმა არამედ მანქანის სოციალური დასაკუთრების პირობებმა:
   “პროგრესი რომელსაც ვითხოვთ: საით მიდის? რა უნდა?
ვინ ამსხვრევს ახალგაზრდობას ?ვინ აძლევს სულს მანქანას და ვინ ართმევს სულს ადამიანს ! » (მელანქოლია, სტროფები 138-140, ჭვრეტები). პოეტი გმობს კაპიტალიზმისთვის ზემოგების მომტან ბავშვთა შრომას :
«  ცუდი შრომა რომელიც კლანჭებში იქცევს ბავშვს, რომელიც ქმნის სიმდიდრეს სიღატაკის შექმნით ! » (იქვე).
  მომავალი არაა დახურული არანაირი უმაღლესი მიზნით.
   პროგრესი ჰიუგოსთვის არის ორიენტაცია რომლისკენაც მიემართება ადამიანის ყველა მონაპოვარი, მუდმივი მიახლოება და მუსდმივი მიუწვდომლობა.
   სამი ამოცანის ამოხსნა :
ვიქტორ ჰიუგოს დაკრძალვა
  საჭიროა მატერიის დამორჩილება, განთლება ობსკურანტისტური დოგმების წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობა რომელიც კაცობრიობის დაპყრობებს აძლევს მათ უმაღლეს დანიშნულებას.
1. პირველი რიგში ბუნების დამორჩილება. ეს უფრო სწავლულებზე და ინჟინრებზეა დამოკიდებული ვიდრე პოლიტიკოსებზე ვინაიდან ესაა მეცნიერული და ტექნიკური წინსვლის შთამბეჭდავ დაჩქარებასთან დაკავშირებული ობიექტური ფენომენი. ჰიუგოს ესმის რომ მეცნიერება ბევრ საშუალებას აძლევს ადამიანს. ის ესალმება ვატის, სტეფენსონის,ვოლტას, ამპერის,ლაგრანჟის,ლა არპის,კლოდ ბერნარის,შარკოს აღმოჩენათა განხორციელებას. რკინიგზის,ელექტრობის,ტელეგრაფის და სხვა გამოგონებების წყალობით მანძილი და დრო მოკლდება. მეცნიერება, ვაჭრობა და წარმოება აჩენენ ახალ,ერთიან,სოლიდარულ და დინამიურ სამყაროს. პროგრესის ამ ობიექტური ძალების გავლენით პოლიტიკა იქნება საგნების გამგებლობა და არა ადამიანების მართვა,ამბობს ჰიუგო ისევე როგორც სტიუარტ მილი თუ მარქსი რომელსაც ის არ იცნობს. ადამიანი იმორჩილებს სტიქიებს, წყალს, ცეცხლს და ჰაერს და მთელი ქმნილებისთვის ის იქნება ის რაც ოდესღაც ძველი ღმერთები იყვნენ მისთვის, ამბობს ვიქტორ ჰიუგო.

2. პროგრესისთვის მეორე ბრძოლაა ბრძოლა
   დოგმების ფატალურობის, ღამის ძველი სულის, უმეცრების და სიძულვილის წინააღმდეგ.ისტორიამ, რა თქმა უნდა, იცის უკანდახევები. 1864 წელს, მაგალითად, რომის პაპმა პიუს IX-მ საგანგებო ენციკლიკით დაგმო ყველა ახალი იდეა:ლიბერალიზმი,სოციალიზმი,პოზიტივიზმი,მატერიალიზმი,დემოკრატია და რესპუბლიკა,ადამიანის უფლებები და აზროვნების თავისუფლებაც კი. ვიქტორ ჰიუგო პასუხობს საფრანგეთის, რევოლუციისა და საყოველთაო ემანსიპაციისთვის ბრძოლათა სამშობლოს ღირსებებ ღირსებათა შეხსენებით ის ხოტბას ასხამს თავის საუკუნესაა და მომავალს, ეს საუკუნე იქნება ცივილიზაციის მთელს მსოფლიოში ექსპანსიის საუკუნე…
3. დაბოლოს საფრანგეთის რევოლუციის თავისუფლების უწყება შეუჩერებლად ვრცელდება მსოფლიოში. და ბრძოლა სამართლისა და მართლმსაჯულებისთვის მდიდრდება და უნდა გამდიდრდეს ახალი მიზნებით:

  სოციალურმა სამართლიანობამ უნდა წარმართოს წარმოების მოგებათა განაწილება და დაამყაროს წარმოებისა და განაწილების ახალი წონასწორობა.
  ვიქტორ ჰიუგო მოითხოვს “ჭეშმარიტ სოციალიზმს” და რეალურ “სოციალურ დემოკრატიას”.ქალის, ბავშვის, ყველა ხალხის, ყველა “ემბრიონული ერის” უფლებათა რეალიზაცია კონკრეტულად აგრძელებს ადამიანის უფლებათა რეალიზაციას. ეხლა ადამიანის დიდი მისიაა ცივილიზაციათა უთანასწორობების გასწორება. ჩვენ ვილაპარაკებდით “განვითარების უთანაბრობაზე” ვინაიდან ჰიუგოს აზრი არ გულისხმობს რომელიმე ერის სხვაზე უპირატესობის იდეას.
  ვიქტორ ჰიუგო თავისი გალო(ფრანგო)ცენტრიზმის მიუხედავად არ იზიარებს კოლონიალისტურ ეთნოცენტრიზმს.

   ვიქტორ ჰიუგო უარყოფს ხალხთა იერარქიზაციის იდეას ვინაიდან თვლის რომ ყოველ ხალხს ძალუძს თავისი წვლილის შეტანა კაცობრიობის პროგრესში.ბევრად უფრო ადრე კლოდ ლევი-სტროსამდე ის აცხადებს რომ კულტურები უბრალოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არ დგანან ერთმანეთზე მაღლა თუ დაბლა.
   დასავლეთში ობსკურანტისტული, განსაკუთრებით კლერიკალური და რეაქციული ცრურწმენების არსებობა შეუძლებელს ხდის დასავლეთის მოდელად გამოცხადებას.
  ვიქტორ ჰიუგოს კარგად ესმის რომ საფრანგეთს და ევროპას მწვავედ აკლია სამართალი და თავისუფლება.
   მოკლედ ვიქტორ ჰიუგოსთან არის პროგრესის კრიტიკული ფილოსოფია. ის თავს არიდებს ტექნოფილიის და ტექნოფობიის ალტერნატივას...
  “ სიმამაცე და წინ! საით მივდივართ მოქალაქეებო? მთავრობად გადაქცეული მეცნიერებისკენ, ერთადერთ საჯარო ძალად გადაქცეულ საგანთა ძალისკენ... დღის გარიჟრაჟის შესაბამის ჭეშმარიტების გარიჟრაჟისკენ,მივდივართ ხალხთა კავშირისკენ, მივდივართ ადამიანის ერთიანობისკენ,ფიქციების, პარაზიტების უარყოფისკენ, ჭეშმარიტით მართული ნამდვილი, აი მიზანი »(« განკიცხულნი »,V ნაწილი,I წიგნი, V თავი).

 // ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში «ლიტერატურული ჟურნალი », საგანგებო ნომერი « ვიქტორ ჰიუგო, ლეგენდის ორი საუკუნე », ნომერი 405, 2002 წლის იანვარი //. 

გიორგი მარჯანიშვილი 

7.13.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-3: გნოზისი, მხსნელი ცოდნა

«მე ვარ წინაარსებული ღმერთის შვილი და მე ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი».
გნოსტიკოსი ცდილობს მიწიური ტყვეობიდან ზეციურ სამშობლოში გახედვას!

უმცირესობისთვის განკუთვნილი ძველი გნოზისი ადამიანს სთავაზობს მომთხოვნ სულიერ ძიებას :სასუფევლის მისაღწევად ადამიანმა ერთდროულად უნდა გაარკვიოს როგორც თავისი საწყისი ისე ხვედრი.
    II საუკუნის ალექსანდრიაში მცხოვრები გნოსტიკოსი ბასილიდის აზრით ადამიანის მხსნელი და მისთვის მისი ღვთაებრივი საწყისის მაჩვენებელი ცოდნის მიღება შეუძლია მსოლოდ ერთ კაცს ათასიდან და ორ კაცს ორი ათასიდან.
ნაგ ჰამადის ( ეგვიპტე) კოპტური ხელნაწერი «ალოგენი» (ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს უცხოელს) გადმოსცემს სიტყვებს რომლებსაც ანგელოზი ეუბნება ინიციირებულს მისი ზეციური ამაღლებისას :
   
«იოუელმა მითხრა: არავის არ ძალუძს ამ სიტყვების გაგება, ო ალოგენო, თუ კი ისინი თვითონ არ არიან დიდი ძალები. ნყველაფრის მამამ, მარადიულმა, შენ დიდი ძალა მოგცა აქ შენს გამოჩენამდე იმისთვის რომ გაარჩიო ის რაც ძნელი გასარჩევია და იცოდე ის რაც ვერ ეცოდინება სიმრავლეს».   

7.11.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-2

«მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს, მე ფეხი დავადგი პროზერპინას (ჯოჯოხეთის ქალღმერთის) ზღურბლს  მე გავიარე ყველა ელემენტი. და დავბრუნდი, უბნელეს ღამეში მე ვნახე მზის უძლიერესი ელვარება მე ვნახე ზეცის და ჯოჯოხეთის ღმერთების პირისპირ დგომა და სულ ახლოდან ვეცი თაყვანი მათ » (პულეუსი, მეტამორფოზები, XI,23,6-8).
   
დიონისე
«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის».
ეგვიპტოლოგი, ჟურნალისტი და ესეისტი ფლორანს ქვენტა

ანტიკური ხანის მისტერიების კულტები: 
წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ელევსისის,დიონისეს, დიდი დედის, იზისის და მითრას მისტერიები, ინიციაციის ესრიტუალები ადამიანს სთავაზობენ თვალისმომჭრელ შეხვედრას ღვთაებრივთან, საიქიოში მარადიული ბედნიერების დაპირებას (მითრაიზმი საქართველოშიც იყო დიდად გავრცელებული, მთარგმნელი).

«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის », ელევსისის მისტერია-საიდუმლოებებში განდობილის ეს სიტყვები გამოხატავდნენ ა,ტიკურ ხანაში გაჩენილი და წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ამ განსაკუთრებული ცერემონიების დროს მომხდარ შინაგან გარდაქმნას.   

7.10.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-1

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად (ფრანგული ჟურნალი «რელიგიათა სამყარო», საგანგებო ნომერი 10).
ჰერმეს თრისმეგისტოს
ფილოსოფოსი და რელიგიათა სოციოლოგი ფრედერიკ ლენუარი.   
არსებითი სახელი უნდა განვასხვავოთ ზედსართავი სახელისგან.  ცნება ეზოტერული მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან « ეზოტიროკოს» და ნიშნავს «შიგნითკენ სვლას ». ამას უპირისპირდება ცნება “ეგზოტერული”, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “ეგზოტერიკოს” და ნიშნავს “სვლა გარეთკენ”.
 
ამ ორმაგ ცნებას ვხედავთ ბერძნულ სიბრძნის სკოლებში, განსაკუთრებით არისტოტელესთან რომელიც  მხოლოდ დაწინაურებული, წინწასული მოწაფეებისთვის განკუთვნილ ცოდნას განასხვავებს ბრბოსთვის განკუთვნილი მოძღვრებისგან.
   
ცნება “ეზოტერიზმი” კი 1828 წელს შექმნა ალზასელმა ერუდიტმა ლუთერანმა ჟაკ მატერმა. ეს სხვადასხვა მნიშვნელობების მქონე ცნება გულისხმობს კონკრეტული რელიგიების გარეთ არსებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ აზრის მიმდინარეობებს.
 
ეზოტერიზმი მთლიანობაში ცდილობს ყველა ფილოსოფიაში და რელიგიებში
არსებული ცოდნის გაერთიანებას იდეასთან რომლის თანახმადაც მათ უკან იმალება კაცობრიობის თავდაპირველი, საწყისი რელიგია. ეზოტერიზმი, ამდენად, მუდამ მიუთითებს ოქროს ხანაზე როდესაც ადამიანს ჰქონდა ცოდნა რომელიც შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში.