7.10.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-1

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად (ფრანგული ჟურნალი «რელიგიათა სამყარო», საგანგებო ნომერი 10).
ჰერმეს თრისმეგისტოს
ფილოსოფოსი და რელიგიათა სოციოლოგი ფრედერიკ ლენუარი.   
არსებითი სახელი უნდა განვასხვავოთ ზედსართავი სახელისგან.  ცნება ეზოტერული მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან « ეზოტიროკოს» და ნიშნავს «შიგნითკენ სვლას ». ამას უპირისპირდება ცნება “ეგზოტერული”, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “ეგზოტერიკოს” და ნიშნავს “სვლა გარეთკენ”.
 
ამ ორმაგ ცნებას ვხედავთ ბერძნულ სიბრძნის სკოლებში, განსაკუთრებით არისტოტელესთან რომელიც  მხოლოდ დაწინაურებული, წინწასული მოწაფეებისთვის განკუთვნილ ცოდნას განასხვავებს ბრბოსთვის განკუთვნილი მოძღვრებისგან.
   
ცნება “ეზოტერიზმი” კი 1828 წელს შექმნა ალზასელმა ერუდიტმა ლუთერანმა ჟაკ მატერმა. ეს სხვადასხვა მნიშვნელობების მქონე ცნება გულისხმობს კონკრეტული რელიგიების გარეთ არსებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ აზრის მიმდინარეობებს.
 
ეზოტერიზმი მთლიანობაში ცდილობს ყველა ფილოსოფიაში და რელიგიებში
არსებული ცოდნის გაერთიანებას იდეასთან რომლის თანახმადაც მათ უკან იმალება კაცობრიობის თავდაპირველი, საწყისი რელიგია. ეზოტერიზმი, ამდენად, მუდამ მიუთითებს ოქროს ხანაზე როდესაც ადამიანს ჰქონდა ცოდნა რომელიც შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში.

ეზოტერიზმის მეორე კომპონენტია იდეა რომლის თანახმადაც სამყაროს  ყველა ნაწილს შორის, რეალობის როგორც ხილულ ისე უხილავ დონეებზე უუსასრულოდ პატარადან უსასრულოდ დიდამდე არსებობს უწყვეტი გარემო. “შესაბამისობათა” ეს დოქტრინა, რომელსაც ბევრი სხვა რამის გარდა ეფუძნება ალქიმიაც, სამყაროს თვლის დიდ ცოცხალ ორგანიზმად რომელსაც აერთიანებს და მშვენიერებას ანიჭებს მისი გამმსჭვალავი სულიერი ნაკადი. ამ მაგიური და მომაჯადოებელ-მომხიბვლელი ბუნების საიდუმლოთა გაგება და ახსნა შეუძლია მხოლოდ მაგიურ და ეზოტერულ აზროვნებას. და ბოლოს უკანასკნელი ელემენტი: ადამიანის და ამ მომაჯადოებელი სულიერი ბუნების ურთიერთობაში მთავარი ადგილი უკავია წარმოსახვას.

ეზოტერიზმის პირველი გამოვლებები დასავლურ აზროვნებაში უეჭველად დაკავშირებულია პითაგორასთან რომლის თქმითაც არსებობს უნივერსალური ჰარმონია და სამყაროში მოქმედებს საკრალური მათემატიკა. ამით მან საფუძველი ჩაუყარა ეზოტერულ აზროვნებას, მაგრამ ეს მიმდინარეობა ნამდვილად გაჩნდა ანტიკური ხანის დასასრულს (III-II საუკუნეები) გნოსტიციზმის და ჰერმეტიზმის გამოჩენასთან ერთად. ეზოტერიზმის ისტორია მოქმედებს ერთმანეთის მიმყოლ ტალღებად და   ეს ორი მიმდინარეობა ციკლურად ჩნდება ხოლმე.

აღორძინების ხანის ფლორენციაში შოკი გამოიწვია ანტიკური ხანის ბერძნული ტექსტების ისევ გამოჩენამ. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანტიკური აზრის სინთეზი “კორპუს ჰერმეტიკუმ”-იდან გამოსულმა “პიმანდრმა”.

აღორძინების ხანის ფილოსოფოსები ლეგენდარულ პერსონა ჰერმეს ტრისმეგისტს
მიიჩნევენ ეგვიპტელთა ღმერთი თოთის ინკარნაციად და ეს მათი აზრით დაწყებითი,
პირველდაწყებითი, საწყისი ტრადიციის,”ფილოსოფია პერენნისის”არსებობის საბუთია.
ამ ტრადიციას უნდა გაეერთიანებინა შემდეგში გაფანტული მთელი ცოდნა.

ამ ხელახალმა აღმოჩენამ ხელი შეუწყო რელიგიური უნივერსალიზმის იდეის გაჩენას. ერთი საუკუნის შემდე, 1614 წელს, ჟენეველი პროტესტანტი ისააკ კასობონი «კორპუს ჰერმეტიკუმს» დაათარიღებს…ანტიკური ხანის დასასრულით.
         
მომდევნო საუკუნეებში გაიმარჯვებს გონება, რაციონალიზმი:
ეზოტერიზმი გადაიქცა გაბატონებული აზრის პირისპირ არსებულ კონტრმიმდინარეობად. პირველი თანამედროვე მოაზროვნეები ჯერ კიდევ აკავშირებდნენ ერთმანეთთან მეცნიერებას და საკრალურს, გონებას და წარმოსახვას, მაგრამ დასავლეთი რელიგიებშიც კი დაადგა რაციონალიზმის გზას. მან დემონსტრატიულად შეაქცია ზურგი ანტიკური სამყაროდან და შუა საუკუნეებიდან მემკვიდრეობით მიღებულ და სიმბოლოებზე დაფუძნებულ აზრს.
     
ახალი დროის ადამიანისთვის სამყარომ დაკარგა მისი მაგიური, მომხიბლავ-მომაჯადოებელი აურა და ის გადაიქცა უსულო ობიექტების ცივ სამყაროდ.
 
მაგრამ ადამიანისთვის მიუღებელია მაგიას და მითებს მოკლებული სამყარო.
მხოლოდ ადამიანს აქვს სიმბოლიზაციის, ესე იგი ერთმანეთისგან განცალკევებული
ელემენტების დაკავშირების ფუნქცია. XX საუკუნეში კარლ გუსტავ იუნგი
და გილბერტ დიურანდი აჩვენებენ რომ ის რასაც ქედმაღლურად უწოდებენ
“ირაციონალურის დაბრუნებას” სინამდვილეში არის არის “დათრგუნულის,
მიჩქმალულის დაბრუნება » თანამედროვე ადამიანში რომელიც ვერ სძლებს
სიმბოლოების გარეშე.
 
1614 წელს თანამედროეობის ერთ-ერთი პირველი საიდუმლო საზოგადოება
უეჭველად არის როზენკრეიცერთა როზ-კრუა. ის მოულოდნელად
გაჩნდა ჰაბსბურგთა სამეფოში. მან თავი განაცხადა ანონიმური ტექსტით
რომელიც ლაპარაკობს ადეპტთა ძმობის შესახებ. ამ ძმობას ევალებოდა
ჰერმეს თრისმეგისტოს
XIV საუკუნის იდუმალი რაინდის კრისტიან როზენკროიცის ხსოვნის შენარჩუნება.
მმისი მისია კი თითქოს იყო კაცობრიობის მთელი სიბრძნის გაერთიანება
უუკანასკნელი სამსჯავროს პერსპექტივაში. ამ პერსონაჟს არასოდეს უარსებია,
მაგრამ როზენრეიცერობა უკვე იუწყებიან როლანდ ედიგჰოფერის
გამოთქმით “ფრანკ-მასონობის ჰუმანიტარიზმის” შესახებ. 1717 წელს ლონდონში ჩნდება პირველი დიდი ლოჟა. ეს საიდუმლო საზოგადოებები ბიძგს აძლევენ ინტელექტუალურ, ლიტერატურულ და მხატვრულ დუღილს რასაც  XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მოსდევს გერმანული რომანტიზმი.
 
რომანტიზმი არის სამყაროსთვის მისი ჯადოსნური მომხიბლაობის დაბრუნების
პირველი დიდი კოლექტიური მოძრაობა. ის მეთოდურად აპროტესტებს
და უპირისპირდება დასავლურ ცივილიზაციაში გაბატონებულ მექანისტურ
და მატერიალისტურ კონცეფციებს.
 
რომანტიკოსების აზრით ადამიანი,კოსმოსი და ღვთაებრივი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და შეადგენენ ჰარმონიას, უსასრულო ტოტალობას.
უყოყმანოდ იგონებენ ბუნების მეცნიერებას, ნატურფილოსოფიას.
ნატურფილოსოფია უპირისპირდება სინამდვილის ერთადერთ დონეზე დაფუძნებულ
ექსპერიმენტულ, ცდისეულ მეცნიერებას რომელიც ცდილობს ასეთი სინამდვილით
მანიპულირებას.
 
თავიდან საიდუმლო საზოგადოებათა წევრი პირველი რომანტიკოსები შემდეგ გაიტაცა აღმოსავლეთმა.
 
თითქმის ზედმიწევნით განმეორდა რენესანსის მოდელი:
რომანტიკოსები აიდეალებენ აღმოსავლეთს რომლის წმინდა წიგნები მათი აზრით ბევრად უფრო ძველია ბიბლიაზე. დასავლურისაგან რადიკალურად განსხვავებულმა და ყოველგვარი მატერიალიზმისგან განწმენდილმა აღმოსავლურმა ცივილიზაციამ მათი აზრით შეინარჩუნა ოქროს ხანისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
   
ეს მსოფლმხედველობა ვერ გაგრძელდა იმიტომ რომ XIX საუკუნის ეზოტერიზმი დიდად განსხვავდება ეზოტერიზმის ძველი ფორმებისგან იმით რომ მას სწამს პროგრესის იდეისა და ცდილობს მეცნიერებისა და რელიგიის შერიგებას ერთიან ცოდნაში. ეს ახალი ეზოტერიზმი მიიღებს მრავალ სახეს.
 
მისი ერთ-ერთი სახეა ოკულტიზმი რომლის დიდი თეორეტიკოსიცაა მაგი ეპიფას ლევი (1810-1875). მეორე დიდი თეორეტიკოსია ფრანგი მედიუმი ალან კარდეკი რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სპირიტიზმის პრაქტიკათა კოდიფიკაციაში და დასავლეთში შეიტანა რეინკარნაციის იდეა პროგრესის თანამედროვე იდეის თანახმად.
   ასე მოხდა რომ სციენტიზმის, მეცნიერების ტრიუმფის XIX საუკუნეში დიდ შემოქმედთა უმრავლესობა ვიქტორ ჰიუგოდან კლოდ დებიუსიმდე მისდევდა სპირიტიზმს, დიდი ხალისით ატრიალებდა მაგიდებს მიცვალებულებთან კონტაქტის დასამყარებლად ან მისდევდა ოკულტურ პრაქტიკებს.
 
ამავე ხანაში დასავლური ეზოტერიზმი მიდის აღმოსავლური ეზოტერიზმის აღმოსაჩენად. ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა 1875 წელს ნიუ იორკში ელენა პეტროვნა ბლავატსკაიას მიერ დაარსებულმა თეოსოფიურმა საზოგადოებამ.
  ეს მედიუმი ქალბატონი ამტკიცებდა რომ თავისი მოძღვრება მან აიღო სულიერი მოძღვრებისგან რომელთაც ის შეხვდა ტიბეტში სადაც ის სინამდვილეში ალბათ არც ყოფილა.
 
მაგრამ ამ აღმოსავლელ, კაცობრიობის თავდაპირველი, პირველსაწყისი რელიგიის მფლობელი და მცველი ბრძენების ხსენებით ის ქმნის მითს  ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ლამებით დასახლებული“მაგიური ტიბეტის” შესახებ.
 
XX საუკუნეში, ორი მსოფლიო ომის შოკის შემდეგ 1960-ან წლებში გაჩნდა სამყაროსთვის მისი სულიერებისა და ჯადოსნური ბუნების დაბრუნების ახალი მცდელობა, მოძრაობა “ახალი ხანა” რომელიც მიზნად ისახავს დასავლური ფსიქოლოგიის გაერთიანებას აღმოსავლურ სულიერებასთან, ადამიანის ხელახლა დაკავშირებას კოსმოსთან.

ჰერმეტიზმით გატაცებული..
  მაგრამ ეს ახალი რელიგიურობა უფრო მომავლისკენაა მიბრუნებული ვიდრე წარსული ოქროს ხანისკენ. ის იუწყება მერწყულის ახალი ხანის დადგომისა და უნივერსალური,საყოველთაო ჰუმანისტური რელიგიის გამოჩენის შესახებ.მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით ის ავრცელებს ეზოტერიზმის იდეებს განდობილთა, ინიციირებულთა წრეების გარეთაც, მთელ გლობალურ საზოგადოებაში.
 
ახალი ხანის” თანახმად არსებობს მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონე რელიგიათა ტრანსცენდენტური ერთიანობა:
 მთავარია საკუთარ თავში ღვთაებრივის განცდა!
   
არსებითად ეზოტერიზმი ადამიანში ავსებს სიმბოლური განზომილების ნაკლს. და ეს მართლაც აუცილებელია. დასავლურმა რელიგიებმა დიდი ადგილი დაუთმეს ლოღიკურ აზროვნებას და დოგმას მაშინ როდესაც ეზოტერიზმი სთავაზობდა სიმბოლოებს და მისტიკას. აიღეთ XVI საუკუნე და პროტესტანტული რეფორმა მითიური აზროვნების მისეული კრიტიკით. კათოლიკობის პასუხი-კონტრ-რეფორმა-არის კატეხიზმოს შემოღება, ე.ი. შემოღება იმის განსაზღვრებებისა თუ რისი უნდა გვწამდეს. ესაა თეოლოგიური ბოქლომის დადება რაც აღარ უტოვებს ადგილს საიდუმლოს, გამოცდილებას, ექსპერიმენტს, წარმოსახვას მაგრამ მიზნად ისახავს ყველაფრის ახსნას წმინდა თომა აქვინელის სქოლასტიკაზე დაყრდნობით. დღესაც არა ვართ გამოსული კატეხიზმოს რელიგიიდან. ამ პირობებში არაა გასაკვირი ის რომ ზოგი მორწმუნე მიდის სიმბოლიზმის წამახალისებელი ეზოტერიზმისკენ.

დღეს ფართო საზოგადოება გატაცებულია ეზოტერიზმისგან თემების მსესხებელი მხატვრული ლიტერატურით. ამის მაგალითია პაულო კოელიოს თხზულება “ალქიმიკოსი”. მან წინ წამოსწია სამყაროს სულის კონცეფცია. იგივე ითქმის დენ ბრაუნის “და ვინჩი კოდექსზე” რომელიც ნავარდობს საკრალური ქალურობის და საიდუმლო საზოგადოებათა თემებზე.
 
ამის გვერდით არის « ახალი ხანიდან » მეტ-ნაკლებად გამოსულ პატარა ინიციაციურ ჯგუფთა სიმრავლე. ზოგი მათგანი უვნებელია და უსამართლოდ ეჭვმიტანილი იმიტომ რომ ისინი არ არიან დაკავშირებულნი რომელიმე დიდ რელიგიასთან. მაგრამ სხვები გადახრებმა შეიძლება მკვლელთა ჯგუფებად აქციონ როგორც ეს დაემართა ნეოტამპლიერთა საიდუმლო საზოგადოება “მზიური ტაძრის სექტას”. ეს გამონაკლისია, მაგრამ მუდმივი სიფხიზლეა საჭირო ვინაიდან ფრთხილი დიდი ტრადიციების გარეთ განვითარებულ ეზოტერიზმს შეუძლია ღრმა და სიახლეთა მომტანი აზრების გვერდით გიჟური ინტერპრეტაციების და სექტანტური გადახრების გაჩენა. ამიტომაა რომ ინტელექტუალები ეჭვით უყურებენ ეზოტერიზმს.
 
ამავე დროს გაცილებით ნაკლებად სახელგატეხილია რელიგიათა ეზოტერული ხასიათი-სუფიზმი,კაბალა,მისტიკა, იმიტომ რომ ის ეხება ერთგვარ “ელიტას” რომელიც თითქოს უფრო უნდა იყოს დაინტერესებული რელიგიაში არსებული ყველაზე შინაგანით და ყველაზე სულიერით

(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment