იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე!
ალან რიდინგი
«და დღესასწაული გაგრძელდა, კულტურული ცხოვრება ოკუპირებულ პარიზში», ინგლისურად გამოცემული ამ წიგნის ფრანგული თარგმანი მალე უნდა გამოვიდეს. ალან რიდინგი 12 წლის მანძილზე იყო « ნიუ იორკ ტაიმსის »კულტურული კორესპონდენტი ევროპისთვის, იყო აგრეთვე მისი კორესპონდენტი მადრიდში, რიოში და მეხიკოში, ცხოვრობს პარიზში.
თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა
|
ჰიტლერი პარიზში |
მწერლები და არტისტები, მოხიბლვის ლამაზი ოპერაცია : პარიზში გაგზავნილმა ნაცისტმა ემისარებმა ბრწყინვალედ მოხიბლეს ფრანგი ინტელიგენცია და არტისტ-ხელოვანები. საფრანგეთის კულტურული ელიტის დიდი უმრავლესობა დაემორჩილა ცენზურის წესებს და ის დიდი არაფრით დახმარებია ანტინაცისტურ წინააღმდეგობას. მაგრამ ხელოვნებათა და მწერლობის დიდი ფიგურების უმრავლესობა აქტიური კოლაბორაციონისტები არ ყოფილან. გამონაკლისი საზოგადოდ ადასტურებს წესს. ომიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ბოლო ხანს გამოქვეყნებულ საუბრებში ჟან პოლ სარტრი ამბობდა რომ ფრანგებს, განსაკუთრებით მწერლებს და ხელოვანებს ნაცისტური ოკუპაციის დროს ჰქონდათ არჩევანი თანამშრომლობასა და წინააღმდეგობის გაწევას შორის. ცხადია რომ მან აირჩია მეორე გზა : « ჩვენ ყველა ფრანგს ვეუბნებოდით იმას რომ ჩვენ არ ვიქნებოდით გერმანელთა ნების შემსრულებლები”. ( ჯონ გერასსი, “საუბრები ჟან პოლ სარტრთან”, გრასე, 2011,; “ ტოკინგ ვიზ სარტრ”, იელი, 2009, პირველი გამოცემა ფრანგულადაა, მეორე-ინგლისურად). სარტრი კოლაბორაციონისტი მართლაც არ ყოფილა მაგრამ მისი ქცევა ნაკლებად გმირული იყო იმასთან შედარებით რასაც ომის დამთავრების შემდეგ ლაპარაკობდა. ალან რიდინგი რომლის შეხედულებაც ფრანგული ინტელიგენციის შესახებ არც მორალიზატორულია და არც შემწყნარებელი სარტრს ათავსებს წინააღმდეგობის შორეულ პერიფერიაზე. სარტრის პიესებს მისი თაყვანისმცემლnები და მოგვიანებით თვითონ სარტრიც თვლიდნენ ნაცისტებისადმი ოპოზიციის ფარულ გამოხატულებად, მაგრამ მათ უპრობლემოდ მიიღეს გერმანული ცენზურის ვიზა-ნებართვა და რაიხის ოფიცრები სიამოვნებით ესწრებოდნენ ამ პიესების პრემიერებს ისევე როგორც მათ შემდეგ გამართულ მიღებებს. ფილოსოფოსი უეჭველად უფრო ახლოს იყო სიმართლესთან როდესაც იმავე საუბრებში ამბობდა: “ 1939-1940 წლებში შეძრწუნებული ვიყავით ჩვენთვის საზიზღარი საქმისთვის სიკვდილის, ტანჯვის პერსპექტივით. ჩვენ არ გვინდოდა სიკვდილი და ტანჯვა ჩვენთვის საზიზღარი საქმისათვის, ესე იგი საზიზღარი, კორუმპირებული, არაეფექტური, რასისტული, ანტისემიტური საფრანგეთისთვის რომლებსაც მდიდრებისთვის ხელმძღვანელობდნენ მდიდრები. არავის სურდა სიკვდილი ამის გულისთვის და ეს მანმადე სანამ გავიგებდით რომ ნაცისტები უარესები იყვნენ.” მოთხრობები თავგადასავლების შესახებ : ჩემს ბავშვობაში ჰოლანდიაში ომის შემდეგ მტკივნეული მოგონებები გერმანული ოკუპაციის შესახებ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ადამიანთა მეხსიერებაში. მონაყოლი ისტორიები სარტრის პირველი დეკლარაციის სულისკვეთებისა იყო: ჩემი თანამემამულეები ან “კარგები” იყვნენ ან “ცუდები”, დაუმორჩილებლები და წინააღმდეგობის გამწევნი ან მონა კოლაბორაციონისტები. ჩვენი პროფესორები, ახლობლები, მეგობრები “კარგები" იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ქუჩის ბოლოს თამბაქოს დუქანში კანფეტების გამყიდველ ქალზე, მაგალითად, ამბობდნენ რომ ის გერმანელის საყვარელი იყო და მისგან და მისნაირებისგან არ უნდა გვეყიდა ნუგბარი საჭმელები და ტკბილეულობა ოცი წლის შემდეგაც. ჩვენ ასევე ძალიან გვიყვარდა თავგადასავლების საბავშვო მოთხრობები რომლებიც ხოტბას ასხავდნენ ომის გმირების გმირობებს. მხოლოდ მრავალი ათწლეულის შემდეგ გავიგეთ რომ ეს იდეა ცრუ, მატყუარა იდეა იყო, რომ “კარგის” და “ცუდის” კატეგორიები სულაც არ იყო მარტივი და რომ ადამიანთა უმრავლესობა არც განსაკუთრებით კარგი იყო და არც აბსოლუტურად ცუდი და რომ ნამდვილი გმირები და ნამდვილად ოხრები და ბოროტმოქმედები შედარებით მცირერიცხოვანნი იყვნენ. მდგომარეობა საფრანგეთში უფრო რთული იყო.
|
ნაცისტები პარიზში |
ნიდერლანდებისგან განსხვავებით საფრანგეთი დაახლოებით ერთი საუკუნე იყო გახლეჩილი პროგრესისტ რესპუბლიკელებად და გააფთრებით ანტისემიტურ ანტიდემოკრატიულ მოძრაობებად. 1914 წელს ნეიტალურად დარჩენილ ჰოლანდიელებს არ დაუკარგავთ მილიონზე მეტი ადამიანი პირველი მსოფლიო ომის სასაკლაოზე. ამას გარდა გერმანელებს ჰოლანდიაში არ გაუკეთებიათ ის რაც გააკეთეს არ უცდიათ ჰოლანდიური კულტურული ელიტის მოხიბლვა ქათინაურებით და მოსყიდვა სოციალური დაწინაურებითა და განსაკუთრებით დიდებულ მიღებებზე მიწვევით. ამსტერდამი არ იყო პარიზი... ფრანგმა ფაშისტმა მწერალმა და ნაცისტებთან თანამშრომელმა პიერ დრიე ლა როშელმა 1939 წლის დეკემბერში გარკვეული სიზუსტით აღნიშნა : “ომს არაფერი შეუცვლია, პირიქით, ფრანგები დაყოფილები არიან ისე როგორც არასდროს....” რიდინგი ხატავს ამ განხეთქილებების ბნელ სურათს. განხეთქილებებმა მწვერვალს მიაღწიეს დრეიფუსის საქმის დროს 1894 წელს და ანტისემიტმა მემარჯვენეებმა განსაკუთრებული სიმდაბლე გამოავლინეს მაშინ როდესაც 1936 წელს საბჭოს თავმჯდომარე გახდა წარმოშობით ებრაელი ლეონ ბლუმი. უკიდურეს მემარჯვენეთა მოძრაობა "ფრანგული აქციის" დამფუძნებელმა შარლ მორასმა მოუწოდა მისი მოკვლისკენ, ფიზიკური მოსპობისკენ მაშინ როდესაც მისი პოლიტიკა საფრანგეთს მიიყვანდა “ბლუმის საოცნებო ურჯულო ომამდე ჩვენი თანამებრძოლი იტალიელების წინააღმდეგ. კონსერვატორმა კათოლიკე მწერალმა მარსელ ჟუანდომ რომელიც ჟან კოქტოსთან და შემოქმედებითი წრეების სხვა დიდ ფიგურებთან ერთად ომის დროს ხშირად დადიოდა ლიტერატურულ სალონებში დაწერა: “ ბატონი
|
ნაცისტი ტკბება ეიფელის კოშკით |
ბლუმი არაა ჩვენიანი, ვერც ერთი ევროპელი ვერ გაიგებს ვერასოდეს ვიღაც აზიატის აზრებს ». გერმანელები უკვე ოკუპაციამდე რამოდენიმე წლით ადრე ხიბლავდნენ გამოჩენილ ფრანგ ფიგურებს. ფრანგი ჟურნალისტი რობერ ბრაზილაში სხვებთან ერთად 1937 წელს მიიწვიეს ნიურნბერგში ნაცისტების შეკრებაზე დასასწრებად და ის იმდენად მოხიბლა და მოაჯადოვა ჰიტლერის თაყვანისმცემელთა მარშით გავლამ, დროშების ფრიალმა და დაფდაფების ცემამ რომ მან ეს მოვლენა შეადარა ზიარებას, ევქარისტიას. ალბათ მხოლოდ რეაქციონერ ფრანგს თუ შეეძლო ჰიტლერში ქრისტეს სხეულის დანახვა. რაიხის მომავალი ელჩი ოკუპირებულ საფრანგეთში ოტო აბეცი ქრთამავდა ფრანგული პრესის პატრონებს რათა მათ გამოექვეყნებინათ გერმანელების მაქებარი წერილები. ბრაზილაში, სელინი, დენოელი : სინამდვილეში ანტისემიტიზმს საფრანგეთში სულაც არ სჭირდებოდა გერმანელების გამხნევება. ბრაზილაში უკვე 1937 წელს ხელმძღვანელობდა ანტისემიტურ ჟურნალს “მე ვარ ყველგან” და ომის დროს იყენებდა ამ ჟურნალს ტრიბუნად ებრაელებისა და კომუნისტების სალანძღავად. სელინმა გა გამოაქვეყნა პამფლეტი სადაც ის ებრაელებს ბრალად სდებდა ხელის შეშლას გერმანულ--ფრანგული ალიანსისთვის. გაიყიდა ამ პამფლეტის 80 000 ეგზემპლარი. ფრანგული პოლიტიკური და ინტელექტუალური ცხოვრება მოწამლული იყო პრონაცისტური სიმპატიებით. ამის მიზეზი სულაც არ ყოფილა გერმანიის და გერმანელების სიყვარული. მორასს, მაგალითად, ეჯავრებოდა გერმანია და და სელინს არა იმდენად უყვარდა გერმანელები რამდენადაც ეზიზღებოდა ებრაელები და კომუნისტები. ყველაფერ ამას ფესვები გადგმული ჰქონდა საფრანგეთის რევოლუციაში. მემარჯვენე ექსტრემისტებს სძულდათ საერო, დემოკრატიული და ეგალიტარული რესპუბლიკა, მრავალი მათგანი ოცნებობდა კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენაზე. სხვებს ეჯავრებოდათ ნებისმიერი ინგლისური და ამერიკული გავლენის გამოვლენა. დიდ როლს ასრულებდა აგრეთვე პირველი მსოფლიო ომის დროს მიღებული ტრავმა. ყოველი დაპირისპირება გერმანიასთან აღვიძებდა მტკივნეულ და შემაძრწუნებელ მოგონებებს ესნის და ვერდენის სასაკლაოების შესახებ. თითქმის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ქვეყნის დიდ მამად გამოჩენილმა მარშალმა პეტენმა რომელმაც 1940 წელს სცადა ზავის დადება გერმანიასთან და შექმნა ვიშის ფსევდოდამოუკიდებელი სახელმწიფო. საფრანგეთი გადაურჩებოდა კიდევ მილიონი ადამიანის დაღუპვას. და მსხვერპლი რისთვის ? 1940 წლის დამარცხებისას ქვეყანამ დაკარგა ა ას ათასზე მეტი ადამიანი და იშვიათად თუ ვინმეს უნდოდა ისევ ერის დაცვა. მემარცხენეებს, სარტრსაც, ეზიზღებოდათ ის რასაც ხედავდნენ, ბურჟუაზიული, კორუმპირებული, რეაქციული ქვეყანა. ფაშისტები დრიე ლა როშელი და ბრაზილაში მადლიერები იყვნენ გერმანელებისა რომლებმაც მოსპეს დეკადენტური წყობა რომელშიც ბატონობდნენ ებრაელები, პროგრესისტები და ფრანკ-მასონები. ვიში ფაქტიურად იყო საუკეთესო საშუალება ძველი ანგარიშების გასაწორებლად, ფრანგული რევოლუციის მიერ მოტანილი ზიანი როგორც იქნა გამოსწორებული იქნებოდა. ებრაელებისგან და სხვა გამრყვნელი ელემენტებისაგან გაწმენდილი სისხლის ღრმა საფრანგეთი ფახზე დგებოდა დიდი ომის გმირის მფარველი ფარის უკან. ისმოდა სიმღერა : “ მშობლიური მიწიდან მოდის წმინდა ცეცხლი…… აი ჩვენ მარშალი! " ზოგი უფრო ზომიერი კონსერვატორი პოლ კლოდელის მსგავსად ასევე ბედნიერები იყვნენ იმით რომ გახდნენ « ხელისუფლების აღდგენის » ( მათივე სიტყვით) მოწმე რადიკალური ანტიკათოლიკური პარტიის ( პროფესორები, ადვოკატები, ებრაელები, ფრანკ-მასონები) სამოცწლიანი უღლის მოშორების შემდეგ. სამარცხვინო იყო სიტყვა “დეკადანსი”. მრავალი მემარცხენე, ცენტრისტ და მემარჯვენე თვლიდა რომ სკანდალებით, ჯანყებით და პოლიტიკოსთა ღალატით დაჭიანებული მესამე რესპუბლიკა იმდენად ავადმყოფი იყო რომ გარკვეული დისციპლინა სასარგებლო იქნებოდა საფრანგეთისთვის ამისთვის თუნდაც გერმანული ბატონობის ატანა ყოფილიყო საჭირო. ანგლო-საქსები ისევ საზიზღრები იყვნენ და რაიხის ჯარისკაცების ქცევა თავიდან მაინც შესანიშნავად კორექტული იყო.... მაგრამ რიდინგი იმასაც აღნიშნავს საკმაოდ სამართლიანად რომ მრავალმა ფრანგმა, მათ შორის კლოდელის ნაირმა კონსერვატორებმა ძალიან მალე შეიცვალეს თვალსაზრისი და სარტრთან ერთად დაასკვნეს რომ რა პრობლემებსაც არ უნდა გაეტანჯა საფრანგეთი “ნაცისტები უარესები იყვნენ”. ომის პირველი დღეებიდანვე იყო წინააღმდეგობის უბეები განსაკუთრებით ადამიანის მუზეუმთან დაკავშირებულ მამაკაცებსა და ქალებს შორის. არაპროფესიონალები იატაკქვეშა წინააღმდეგობის სფეროში, ეს მამაცი მეცნიერები და მწერლები რომელთაც ხელმძღვანელობდა ეთნოლოგი ბორის ვილდე დააპატიმრეს და მათი უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს.მათ შეკრებებს და პროკლამაციებს არ დაუჩქარებიათ ომის დამთავრება. იმ დროს როდესაც გერმანიის გამარჯვება ევროპაში თითქოს უეჭველი იყო, როდესაც დე გოლის ხმა ძლივს ისმოდა ( თუ კი მას ვინმე აქცევდა ყურადღებას) მათი მოქმედებები შეიძლებოდა ჩაეთვალათ არარეალისტურად, მეტიც, თავხედურად. მიუხედავად ამისა რიდინგი ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას: “ ისინი ფიქრობდნენ რომ ბევრად უფრო ადრე სიცოცხლისუნარიან ბრძოლამდე ფრანგებს საკუთარი თავი უნდა წარმოედგინათ წინააღმდეგობის გამწევებად, მათ უნდა უარეყოთ ღია თანამშრომლობა ნაცისტებთან და საკუთარი თავი დაერწმუნებინათ იმაში რომ ოკუპაციისათვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელი იყო”. უუნდა გავიხსენოთ ისიც რომ მიუხედავად ფრანგული ანტისემიტიზმის ძალისა საფრანგეთის ებრაელთა დაახლოებით 75% გადაარჩინეს დეპორტაციას ( 350 000-დან დაახლოებით 90 000 დაიღუპა). ჰოლანდიაში, სადაც ებრაელებს ნაკლებად სტანჯავდა ანტისემიტიზმი, დაიღუპა ებრაელთა დაახლოებოთ 75%. ვიშიმ 1940 წლის ზაფხულიდან მიიღო რასიული კანონები გერმანელების მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლის გარეშე. საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად საბჭოს თავმჯდომარე პიერ ლავალი და მისი ჩინოვნიკი პოლიციური საქმეებისთვის რენე ბუსკე პირადად იყვნენ პასუხისმგებლები ათასობით ებრაელის, მათ შორის ბავშვების დაპატიმრებაზე და დეპორტაციაზე და მათ არც ჰქონიათ განსაკუთრებით ანტისემიტების სახელი. მაგრამ ის რომ 1944 წელს კიდევ ცოცხალი იყო იმდენი ებრაელი განაპირობა უამრავი ფრანგის, მასწავლებლების, მღვდლების, წინააღმდეგობის მონაწილეთა, ექიმების, გლეხების და სხვათა სიმამაცემ