კულტურა ოკუპაციის პირობებში- II
ზოგი შემოქმედი და ინტელექტუალი, მაგალითად ჟან პოლანი, აქტიურები იყვნენ წინააღმდეგობაში, მაგრამ თავის დიდ უმრავლესობაში კულტურულ ელიტას არ შეუტანია განსაკუთრებული წვლილი. მაგრამ განა შესაძლებელი იყო მეტის მოლოდინი ? ეს კითხვა მსჭვალავს რიდინგის წიგნს. ის რომ მწერლებს ომის შემდეგ უარესად ეპყრობოდნენ ვიდრე კოლაბორაციონისტ მეწარმეებს თუ მოხელეებს გვაფიქრებინებს რომ მრავალი ფრანგის აზრით კულტურულ ელიტას მეტის გაკეთება შეეძლო. სარტრი, მაგალითად, ფიქრობდა რომ ინტელექტუალებს სხვებზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. დე გოლი თითქოს იზიარებდა ამ თვალსაზრისს. მას არ გადაურჩენია ბრაზილაში სიკვდილით დასჯისაგან თუმცა რენე ბუსკეს მსგავსი ნამდვილი მკვლელები აგრძელებდნენ ბრწყინვალე კარიერას ადმინისტრაციაში. იმიტომ რომ მისი თქმით « მწერლობაში ისევე როგორც ყველაფერში ნიჭი პასუხისმგებლობაა ». ამერეკილებისაგან განსხვავებით ფრანგები თაყვანს სცემდნენ მათ მწერლებს და მოაზროვნეებს, იქნებ მათ იფიქრეს რომ უღალატეს მათ ამ ნდობას ? რიდინგმა დაასკვნა რომ დიდ ფრანგ მწერალთა უმრავლესობა არ ყოფილა კოლაბორაციონისტი: კოლაბორაციონისტები არ ყოფილან ჟიდი, კლოდელი, სარტრი, კამიუ, ელუარი თუ არაგონი. ის ამავე დროს აღნიშნავს რომ ნამდვილი პოეტები მხოლოდ წინააღმდეგობის მონაწილე პოეტები
იყვნენ, რომ არ ყოფილა კარგი ფაშისტური პოეზია. უდავოდ დიდი მწერალი სელინი მიემხრო ნაცისტთა ბარბაროსულ თეზისებს მაგრამ ის მეტისმეტად იყო შეყვარებული თავის თავში და ვერ იცლიდა ვინმესთან და განსაკუთრებით გერმანელებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. კულტურულ კოლაბორაციონისტთა უმრავლესობა მართლაც თითქოს მეორე რანგის ადამიანები იყვნენ, მაგრამ დრიე ლა როშელი, აბელ ბონარი ( ვიშის განათლების მინისტრი), პოლ მორანი (1942 წელს გახდა ვიშის კინემატოგრაფიული ცენზურის კომისიის თავმჯდომარე) და ბრაზილაში არ ყოფილან უბრალო მწერლუკები. გულუბრყვილობა იქნებოდა ნიჭის გაიგივება სათნოებასთან ვინაიდან დიდად ნიჭიერის შემოქმედებიც, მოცეკვავე სერჟ ლიფარი, პიანისტი ალფრედ კორტო, აქტიური კოლაბორაციონისტები იყვნენ. სხვები- ჟან კოქტო, მორის შევალიე, მარსელ ჟუჰანდო, საშა გიტრი, არსებობდნენ რუხ ზონაში, ხან ცოტათი წაიკოლაბორაციონისტებდნენ და ხან ეხმარებოდნენ ძველ მეგობარ ებრაელს თუ კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ და ამავე დროს დასეირნობდნენ ქალაქში ყველაზე რაფინირებულ გერმანელებთან ერთად. კულტურული ცხოვრების ზოგი უდიდესი ფიგურა, მაგალითად პიკასო, მატისი, პულენკი, მესიანი, ისევე როგორც სარტრი და სიმონ დე ბოვუარი მეტ-ნაკლებად ცხოვრობდნენ ისე თითქოს ომი არც იყო. ისინი კონცენტრირებული იყვნენ მათ შრომაზე და ქმნიდნენ ზოგ მათ საუკეთესო ნაწარმოებს. 1940 წლის ბოლოს მატისს შესთავაზეს ვიზა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასასვლელად მაგრამ მაგრამ მან უარყო შეთავაზება და თქვა: “ რაღა დარჩება საფრანგეთისგან თუ კი ყველაფერი და ყველა საუკეთესო აქედან წავა? » ეს დამოკიდებულება ზოგმა შეიძლება მიიჩნიოს კოლაბორაციონიზმის პასიურ ფორმად კიმდენად რამდენადაც ნაცისტებს განსაკუთრებით პარიზში სურდათ ნორმალურობის ფასადის შექმნა. ვითარება არ ყოფილა ესოდენ მარტივი. ჰიტლერს და გებელსს ნამდვილად უნდოდათ რომ პარიზი ისევ ყოფილიყო კულტურული დედაქალაქი, მაგრამ მათი ხედვა არ შეესაბამებოდა მატისის, პულენკის და კოქტოს ხედვას. გერმანელების მიზანი იყო მათი კულტურის ვერსია რომელიც გამოჩნდებოდა უმაღლეს იდეალად, მისაბაძ მაგალითად და ფრანგული კულტურის დაყვანა პარიზული ცელქობის მსუბუქ კარიკატურაზე: უაზრო კომედიები თეატრებში, მოცეკვავე ასულები კაბარეებში, არაფრისმთქმელი გასართობი ფილმები კინოებში. ზუსტად ისე როგორც თქვა გებელსმა : “მე გასაგებად ვბრძანე რომ ფრანგებმა უნდა გადაიღონ მსუბუქი, ცარიელი და შეძლებისდაგვარად სულელური ფილმები”. გერმანული მაღალი კულტურის შემთხვევაში ამ პოლიტიკამ გარკვეულად იმუშავა მხოლოდ მუსიკის სფეროში. ბრბოები მიდიოდნენ ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ ნადირიჟორები ვაგნერის ოპერების მოსასმენად, მაგრამ გერმანული კინო, კინემატოგრაფი, ლიტერატურა თუ სახვითი ხელოვნება ბევრი არაფერი იყო მიუხედავად იმისა რომ პარიზული ბომონდის დიდმა ნაწილმა ფერებით და ქათინაურებით მიიღო ნაცისტი მოქანდაკე მეხანძრე არნო ბეკერი. მთავარი მფერებელი და ქათინაურების მთქმელი ჟან კოქტო
Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 07 06, სამშაბათი, 15:10-ზე
წიგნი: გარიგება მტერთან, ბრაზილაშის პროცესი (ის დახვრიტეს 1945 წელს). |

No comments:
Post a Comment