კულტურა ოკუპაციის პირობებში- IV
“ ცხოვრება ნამდვილად საჭირო იყო” : სიმონ დე ბოვუარის ეს ფრაზა გამოხატავს ღრმა სინამდვილეს. ნაცისტ ოფიციალურ პირებთან გამართული საზოგადოებრივი საღამოები მოწმობენ იმაზე რომ ხელოვნებათა და მწერლობის ფრონტზე მეფობდა ორაზროვნების მორალი. მიუხედავად ამისა ნაჩქარევი დასკვნებისაგან თავი უნდა შევიკავოთ ვინაიდან ორაზროვნება შეიძლება მალავდეს ერთ-ერთ ურთულეს რეალობას. ამაზე საუბრობს დამოუკიდებელი ისტორიკოსი ფრედერიკ სპოტსი თავის წიგნში « სამარცხვინო მშვიდობა, როგორ გადაიტანეს ფრანგმა შემოქმედებმა და ინტელექტუალებმა ნაცისტური ოკუპაცია » ( იელ უნივერსიტი პრესს), 2008. ის თუ როგორ გადაიტანეს ფრანგმა შემოქმედებმა და ინტელექტუალებმა ნაცისტური ოკუპაცია არაა ახალი თემა. ამ ოთხი წლის შემდეგ მრავალმა მოწმემ გამოაქვეყნა მოგონებები. მათ ახსნეს თავისი ნამდვილი უსაქციელობა ურთულეს პირობებში. მათი უმრავლესობა ამბობდა რომ ისინი არ ყოფილან კოლაბორაციონისტები. სიმონ დე ბოვუარმა მის საკუთარ მოგონებებში თქვა რომ « ცხოვრება საჭირო იყო ». ამით მას სურდა იმის თქმა რომ მას უნდოდა ადაპტაცია ახალ ყოველდღიურ სინამდვილესთან. ქვეყანა აღარ იყო სუვერენული, პარიზი ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული და საფრანგეთი თუ ის რაც მისგან დარჩა აღარ იყო დემოკრატია. პეტენმა ისარგებლა დაბნეულობით და დაამყარა თითქმის ფაშისტური რეჟიმი რომლის დედაქალაქიც იყო ვიში. ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობისას 1980-ან წლებში და 1990-ანი წლების დასაწყისში ფრანგულად გამოსცეს ტექსტები ვიშის დროის კულტურულ ცხოვრებაზე. საფრანგეთი დამარცხებული იყო და ცოტა იყო იმედი იმისა რომ დე გოლი მოახერხებდა ერის განთავისუფლებას ნაცისტური უღლისგან. ხელისუფლების თანამშრომლობა ოკუპანტთან, განსაკუთრებით თავიდან არ იყო წარმოუდგენელი დანაშაული. საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ის პერიოდი იყო რთული, ვითარება ორაზროვანი და საქციელიც ორაზროვანი იყო. ასეთი იყო თავიდან ვიშისტი და შემდეგ გოლისტი ახალგაზრდა მიტერანიც. ორაზროვნების ეს რიტორიკა ამართლებს მიტერანის ნაირ მოღვაწეთა გარემომებებთან შემგუებლობას და გადაარჩენს ფრანგულ ღირსებას. შემოქმედებით ფრონტზე ასეთ ისტორიკოსთა ხაზს მისდევს ფრანგი ისტორიკოსი ჟან-პიერ რიუც. ის ამბობს რომ ‘ჩვენ მხატვრულ კატასტროფას გადაგვარჩინა ჭეშმარიტ შემოქმედთა ორაზროვნებამ ».ის იხსენებს პარიზის ბრონის გალერეაში 1941 წლის მაისში მოწყობილ “ფრანგული ტრადიციის ახალგაზრდა მხატვართა გამოფენას”: “ მათ 1941 წლიდან გამოფინეს მათი დაუმორჩილებლობა და ეს სამაგალითო იყო”. ამ « ლამაზი დაუმორჩილებლობის » ობიექტი ორაზროვანია. ბრონის გამოფენა ყველაზე მეტად გამოირჩეოდა აკადემიური მხატვრების გარიყვით, ნაკლებად ცნობილი ფრანგი მხატვრების სურათებით და ვიშის მთავრობის კულტურული ორგანიზმი « ახალგაზრდა საფრანგეთის » უხმაურო გავლენით. მხოლოდ 1943 წელს « ახალგაზრდა საფრანგეთის » დაშლის შემდეგ განსაზღვრა ჯგუფმა ფრანგული ტრადიცია თავისი თავი პატრიოტული ფერებითა და ნახევრადაბსტრაქტული ფორმებით. ამ დროს ზოგმა მხატვარმა გადაწყვიტა სახელად ნაციონალისტური « ლურჯი-თეთრი-წითელის » დარქმევა. ეს სახელი გერმანელებს არ აუკრძალიათ. « უნდათ მათ გადაგვარება ? მიეცით მათ ამის საშუალება ! ჩვენთვის ეს უკეთესი იქნება », თქვა ჰიტლერმა როდესაც მას უთხრეს რომ ეს მხატვრები არიან 1943 წლის შემოდგომის სალონზე. შეიძლება კი ითქვას რომ საფრანგეთი მხატვრული კატასტროფისგან გადაარჩინა ამ ჯგუფმა რომელიც ამტკიცებდა რომ განასახიერებდა ფრანგულ ტრადიციას და მისდევდა ნაცისტური ცენზურის გაუვლელ ფორმალიზმს ? ფრედერიკ სპოტსი თავის წიგნში « სამარცხვინო მშვიდობა » შეგვახსენებს რომ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებიდან სისტემატურად აძევებდნენ ებრაელ და უცხოური გავლენების მატარებელ სხვა მხატვრებს. ის « გაპარვის, თავის არიდების მხატვრებს » უწოდებს მატისს, ბრაკს და მათ მსგავს მხატვრებს რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ თავის არიდებას უსიამოვნებებისთვის და თავისუფლად ხმარობს სიტყვა « კოლაბორაციონისტს ». სათაური « სამარცხვინო მშვიდობა » მიუთითებს იმათ სტრატეგიაზე რომლებიც იქცევიან ისე თითქოს 1940 წლის ივნისის დაზავებამ მართლაც მოიტანა მშვიდობა და იმაზე რომ კოლაბორაციონისტებმა ოკუპანტებთან მეგობრობით დაამცირეს საფრანგეთი. არა და ასე იქცეოდა მეტისმეტად ბევრი ფრანგი შემოქმედი და ინტელექტუალი. სპოტსი დამოუკიდებელი მკვლევარია, ის დღეს საფრანგეთში ცხოვრობს. მისი ნაშრომები ყველაზე მეტად ეხება XIX-XX საუკუნეების გერმანიის ესთეტიკას და პოლიტიკას. მასზე ალბათ გავლენა მოახდინა ნაცისტური გერმანიის მისმა კვლევამ და ოკუპაციის დროს III რაიხის ემისარების ახლობელთა მოწმობებმა.ის ასევე იყენებს ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად გამოცემულ მრავალ ნაშრომს. მრავალმა ფრანგულმა ნაშრომმა დეტალურად აჩვენა კოლაბორაციონიზმის ფენომენი. პასკალ ორიმ ნაშრომში “კოლაბორაციონისტები” (1976) აჩვენა მრავალი ფრანგი კოლაბორაციონისტი და ზოგი მათი მთავარი გერმანელი თანამოსაუბრე, მაგალითად ელჩი ოტო აბეცი და გერმანული ინსტიტუტის დირექტორი კარლ ეპტინგი. იყო ასევე ვიშის მიერ ნაშვილები და ავანგარდშიც კი მრავალი ამხანაგის მყოლი მოქანდაკე არნო ბრეკერი, გმირული ( ესე იგი ნაცისტური) ფიგურაციის ჩემპიონი. უცნაურია მაგრამ ორის წიგნში ნახსენები არაა ლიტერატურის ცენზორი გერჰარდ ჰელერი. მაგრამ მისი როლი აღწერეს დორლეაკმა და სპოტსმა. ჰელერი მთავარ როლს ასრულებდა ოკუპაციის დროს, ის დანარჩენი სამივით ანტისემიტი იყო. სპოტსი ბევრ არაფერ ახალს არ ამბობს გერმანულ ინსტიტუტში გამართულ ოფიციალურ საღამოებზე და კონცერტებზე. ის მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ქვრივი ეპტინგის მოწმობებს რომლის ფოტოებიც აჩვენებენ ინსტიტუტში ხშირად მოსიარულე პირებს. სპოტსის მიერ ნახსენები ყველა პერსონაჟი, რომელთა შორისაც არიან ბრეკერი, მოქანდაკეები შარლ დესპიო და პოლ ბელმონდო, მონსინიორ მაიოლ დე ლუპე რომელმაც მესა დაამთავრა მთრთოლვარე “ჰაილ ჰიტლერით” და მწერლები ლუი-ფერდინანდ სელინი, ჟან კოქტო და ალფონს დე შატობრიან ( კულტურული გაცვლების ორგანიზაციის, ჯგუფი თანამშრომლობას ხელმძღვანელი) უკვე ნახსენები იყვნენ ორის წიგნში. ნაკლებად ცნობილია რომ მწერალ და ჟურნალისტ რობერ ბრაზილაშს, ვინც სიკვდილით დასაჯეს განთავისუფლების შემდეგ, შეუყვარდა კარლ ეპტინგის მარჯვენა ხელი კარლ ჰაინც ბრენერი. ამის საწინააღმდეგოდ, შენიშნავს სპოტსი, გავრცელებულმა ჰომოფობიამ თავისი როლი ითამაშა პიერ დრიე ლა როშელის კოლაბორაციონისტურ საქმიანობაში (მან თავი მოიკლა 1945 წელს). შეხვედრები ფლორანს გულდთან : სპოტსის ზოგი უმკაცრესი აღწერა ეხება პარიზის კარგი საზოგადოების ქალებს. “ მათი სალონები და საღამოები ერთმანეთს ახვედრებდნენ ოკუპანტებს და კოლაბორაციონისტებს, წერს სპოტსი. აი როგორ ფუნქციონირებდა ეს : ერთ-ერთ საღამოზე, მაგალითად, მარკიზა დე პოლინიაკი წიგნების ცენზურაზე პასუხისმგებელ გერმანელ ოფიცერ გერჰარდ ჰელერს წარუდგენდა კოლაბორაციონისტ გამომცემელ და მწერალ რამონ ფერნანდესს. გერჰარდ ჰელერს შემდეგ გააცნობდნენ მარი-ლუიზ ბუსკეს რომელიც მას დაპატიჟებდა მის რეზიდენციაში კოლაბორაციონისტი მუსიკოსი პიერ ფურნიეს მიერ გამართულ კერძო კონცერტზე კოლაბორაციონისტებისთვის. იქვე ჰელერი შეხვდებოდა კოლაბორაციონისტ მწერალ მარსელ ჟუანდოს რომელიც მას გააცნობდა თავის ახლობელ ქალბატონ კოლაბორაციონისტ ფლორანს გულდს რომელიც მას შეიყვანდა თავის ლიტერატურულ კოლაბორაციონისტულ სალონში. აი დაახლოებით ასე შეაღწია ჰელერმა პარიზის მაღალ საზოგადოებაში. ხრამუნა ისტორიების მოყვარული სპოტსი გვიყვება რომ ამერიკელ მულტიმილიონერ ფლორანს გულდს “უყვარდა საწოლის სიამოვნებები რომლებიც კარგად ისწავლეს მწერალმა ერნსტ იუნგერმა და სხვადასხვა გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა”. სპოტსი არაფერს ამბობს გულდის მიერ მოწყობილ საღამოებზე წინააღმდეგობის მონაწილე ჟან პოლანის ყოფნაზე. არადა სწორედ ერთ-ერთ ასეთ სადილზე უნდა ეთქვა ჰელერს პოლანისთვის რომ გერმანელებს გადაწყვეტილი აქვთ მისი დაჭერა. ეს ისტორია გვეუებნება რომ ფლორანს გულდის ნაირი პიროვნებების მიმართ ცნება კოლაბორაციონისტი ფრთხილად უნდა იქნეს გამოყენებული და რომ ყველაზე კოლაბორაცხიონისტულ სალონებშიც კი იყო რაღაც მორალურად სასარგებლო. პარიზში ჰიტლერის ემისარებთან და შუამავალ კოლაბორაციონისტებთან დამყარებული კონტაქტები სხვებისთვისაც იყო სასარგებლო. მოქანდაკე არისტიდ მაიოლმა სთხოვა თავის ძველ მეგობარ ბრეკერს დახმარების გაწევა მისი ახალგაზრდა მოდელი დინა ვირნისთვის ( ეს უკანასკნელი დაპატიმრებული იყო დრანსის სატრანზიტო ბანაკში და ის უნდა გაეგზავნათ ოსვენციმში). გერმანიის საელჩოში გამართულ საღამოებზე დაუზარებლად მოსიარულე და ამიტომ კოლაბორაციონისტებად წოდებული კოქტო და საშა გიტრი დაუახლოვდნენ ჰელერს და სთხოვეს მას მაქს ჟაკობისთვის დახმარების გაწევა, რაც მან გააკეთა, მაგრამ ძალიან გვიან ვინაიდან ჟაკობი უკვე გარდაცვლილი იყო როდესაც მოვიდა მისი განთავისუფლების ბრძანება. თავის ავტობიოგრაფიაში გიტრი ამბობს რომ მას მატისის მეუღლისთვის (ის დააპატიმრეს წინააღმდეგობაში მონაწილეობის გამო) დახმარების გაწევა სთხოვა მატისის მეგობარმა მხატვარმა დემეტრიოს გალანისმა. ყველა შემთხვევაში გერმანული საელჩოს საღამოების მუდმივ სტუმრებსა და გესტაპოში მეზობლების დამსმენთა შორის არსებობდა მთელი სამყარო. სპოტსი სამართლიანად უსვამს ხაზს იმას რომ საფრანგეთში გერმანული კულტურული ინიციატივების მთავარი მიზანი იყო შეძლებისდაგვარად მეტი პირველი პლანის პიროვნებების გადაქცევა მესამე რაიხის და მისი იდეოლოგიის მოკავშირეებად. მაგრამ ისინი ვინც ხვდებოდნენ მტერს ხშირად არ ყოფილან ნაცისტური რეჟიმის, მისი იდეოლოგიის და მხატვრული პოლიტიკის თაყვანისმცემლები და არ წერდნენ ანტისემიტურ წერილებს. მათ უმრავლესობას არ უწერია მესამე რაიხის საქებარი წერილები და არ უმოგზაურია გერმანიაში ნაცისტთა ოფიციალური მიწვევით. ცენზურა კინოში : გერმანელებმა პირველ რიგში აკრძალეს ებრაელთა მიერ ან მათი ხელმძღვანელობით და სცენარით გადაღებული და ებრაელმსახიობებიანი ფილმები. მათ მოახდინეს კინოთეატრების და კულტურული ცხოვრების სხვა სექტორების “გაარიულება”. გადამწყვეტი როლი შეასრულა 1940 წლის სამ ოქტომბერს მიღებულმა ებრაელთა სტატუსმაც. ამავე დროს აიკრძალა ინგლისური და შემდეგ ამერიკული ფილმები. ბერლინმა პარიზში ცენზურის ასაწყობად და ნაცისტთა მოსაწონი კინოფილმების გადასაღებად გააგზავნა ემისარი, აბეცის, ჰელერის თუ ეპტინგის მსგავსად განათლებული და ფრანგულის მცოდნე ალფრედ გრევენი. ცენზურა ორგანიზებული იყო ფესვში: ოკუპაციის დროს გადაღებულ ფილმთა უმეტესობა გადაიღო გრევენის მიერ შექმნილმა საზოგადოებამ ცონტინენტალ ფილმს. ვიშიმაც შექმნა კინოს ორგანიზაციის კომიტეტი და კინემატოგრაფიული ცენზურის კომისია. კულტურული ცხოვრების მმართველად მივლინებული კოლეგების მსგავსად გრევენიც პარადოქსული კაცი იყო. ალან რიდინგს მოჰყავს ნათქვამი სცენარისტი ჟან ორანშისა რომელიც შეხვედრია გრევენს. გრევენი ჩიოდა რომ მას მისდიოდა ძალიან ცოტა კარგი სცენარი: “იცით რატომ?, ჰკითხა მან ჟან ორანშს, იმიტომ რომ საფრანგეთში და გერმანიაში აღარ არიან ებრაელები. და მრავალი საუკეთესო სცენარისტი და კინორეჟისორი ებრაელი იყო”. და გერმანელმა იკითხა თუ იცნობდა ორანში ებრაელ სცენარისტებს რომლებიც შესძლებდნენ მისთვის სცენარების დაწერას. რიდინგის თანახმად გრევენმა პირადად აიყვანა ისეთი მსახიობები როგორებიც იყვნენ ფერნანდელი, პიერ ფრესნე, ჟან-ლუი ბარო, რემუ, ანიელ დარიე თუ მიშელ სიმონი. არტისტთა პაწაწინა ფრაზებიდან : 1917 წელს დაბადებული და 1940 წელს უკვე სახელგანთქმული Dანიელ დარიე იხსენებს როგორ იყო 1940 წლის ზაფხულის დასაწყისში კანში მიშელ მორგანთან და მიშელინ პრესლთან ერთად : “ ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველად ვიყავით, ჩვენ გვიკეთებდნენ ფრჩხილებს, ჩვენ დროს ვატარებდით სილამაზის სალონში. ჩვენ ვიყავით ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი და ძალიან მოდური ვარსკვლავები და სულ ფეხებზე გვეკიდა თუ რა ხდებოდა ჩრდილოეთით”. უკვე “ბურუსების” სანაპიროს” და “ჩრდილოეთის სასტუმროს” გადამღები მარსელ კარნე : “ მე არასოდეს მიხმარია რევოლვერი, მე ძალიან მტკივნეულად და მძიმედ განვიცდი ფიზიკურ ტკივილს და მე რომ ვეწამებინეთ მე ალბათ დავფქვავდი ყველაფერს რაც ვიცოდი. მე მაშ ვიპოვე მუშაობის საშუალება”. ასე იმართლებდა თავს მარსელ კარნე იმიტომ რომ არ მიუღია მონაწილეობა ანტინაცისტურ წინააღმდეგობაში
Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 08 06, ოთხშაბათი, 17:46-ზე
(ყველაფერი ამის და ბევრი სხვა საინტერესო რამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგული ჟურნალი “ბუქსის” 2011 წლის ივნისის ნომერში ( 23) “მწერლები და არტისტები ოკუპაციის
No comments:
Post a Comment